პეტრეს პირველი წერილი
1 პეტრე, იესო ქრისტეს მოციქული,+ პონტოში, გალატიაში, კაპადოკიაში,+ აზიასა* და ბითინიაში მიმოფანტულ+ დროებით მცხოვრებლებს,+ რჩეულებს+ 2 მამის, ღვთის წინასწარგანჭვრეტითა+ და სულის მიერ განწმენდით,+ რათა იყოთ მორჩილები და იესო ქრისტეს სისხლით+ ნასხურები.+
წყალობა და მშვიდობა გიმრავლდეთ.+
3 კურთხეული იყოს ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა,+ რომელმაც დიდი გულმოწყალებით გვშობა ხელახლა,+ რათა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის+ მეშვეობით ცოცხალი იმედი+ გვქონოდა 4 და მიგვეღო უხრწნელი, წაუბილწველი და უჭკნობელი მემკვიდრეობა.+ ის ზეცაში ინახება თქვენთვის,+ 5 ვინც რწმენის მეშვეობით+ ღვთის ძალით ხართ დაცულნი ხსნისთვის,+ რაც უკანასკნელ დროს+ უნდა გამოცხადდეს.+ 6 ამიტომ დიდად ხარობთ, თუმცა ცოტა ხნით უნდა დამწუხრდეთ კიდეც სხვადასხვა განსაცდელის გამო,+ 7 რათა ასე გამონაცადი რწმენა,+ ბევრად ძვირფასი ოქროზე, რომელიც ცეცხლშია გამობრძმედილი,+ მაგრამ მაინც ისპობა, ქების, დიდებისა და პატივის მიზეზი იყოს იესო ქრისტეს გამოცხადებისას.+ 8 თუმცა არასოდეს გინახავთ იგი, მაინც გიყვართ.+ ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ და ენით გამოუთქმელი, დიდი სიხარულით გიხარიათ, 9 რადგან აღწევთ რწმენის საბოლოო მიზანს, თქვენი სულების ხსნას.+
10 სწორედ ამ ხსნასთან დაკავშირებით ატარებდნენ გულმოდგინე კვლევა-ძიებას+ წინასწარმეტყველები, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ+ თქვენთვის განკუთვნილ წყალობაზე.+ 11 ისინი იკვლევდნენ, თუ კონკრეტულად რა და როგორ დროზე+ მიუთითებდა მათში მყოფი სული+ ქრისტეს შესახებ,+ როდესაც წინასწარ ამოწმებდა ქრისტეს ტანჯვისა+ და შემდგომ დიდებათა+ შესახებ. 12 მათ გამოუცხადდათ, რომ არა საკუთარი თავისთვის,+ არამედ თქვენთვის ემსახურებოდნენ იმას, რაც ახლა გეუწყათ+ მათი მეშვეობით, რომლებმაც ზეციდან გამოგზავნილი წმინდა სულით+ გაუწყეს სასიხარულო ცნობა. ანგელოზებს სურთ, ჩაუკვირდნენ ამ ყველაფერს.+
13 ამიტომ მოამზადეთ გონება, რომ იმოქმედოთ,+ იფხიზლეთ ყველაფერში+ და იქონიეთ იმ წყალობის+ იმედი, რომელიც თქვენდამი გამოვლინდება იესო ქრისტეს გამოცხადებისას.+ 14 როგორც გამგონი შვილები, ნუ აჰყვებით+ ისეთ სურვილებს, რომლებიც წინათ, უცოდინარობის დროს გქონდათ, 15 არამედ ნებისმიერ საქციელში წმინდები იყავით იმ წმინდასავით, რომელმაც მოგიხმოთ,+ 16 ვინაიდან დაწერილია: „იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე“.+
17 გარდა ამისა, თუ უხმობთ მამას, რომელიც მიუკერძოებლად+ ასამართლებს თითოეულს თავისი საქმისამებრ, შიშით+ უნდა მოიქცეთ ხიზნობის დროს,+ 18 რადგან იცით, რომ მამა-პაპის ადათ-წესებით დამკვიდრებული უსარგებლო საქციელისგან ხრწნადმა+ ვერცხლმა ან ოქრომ კი არ დაგიხსნათ,+ 19 არამედ თვით ქრისტეს+ ძვირფასმა სისხლმა,+ როგორც უმანკო და უმწიკვლო* კრავისა.+ 20 ქვეყნიერების შექმნამდე+ უკვე ცნობილი იყო მის შესახებ, მაგრამ ის უკანასკნელ დროს გამოცხადდა თქვენთვის,+ 21 ვინც მისი მეშვეობით ირწმუნეთ ღმერთი+ — ის, ვინც მკვდრეთით აღადგინა+ და განადიდა იგი,+ რათა ღმერთში გქონოდათ რწმენა და იმედი.+
22 ვინაიდან ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით გაისპეტაკეთ+ სულები* და ახლა უთვალთმაქცო ძმათმოყვარეობას+ ავლენთ. მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი.+ 23 თქვენ ცოცხალი და მარადიული+ ღვთის სიტყვის+ მეშვეობით ხელახლა გშვათ+ არა ხრწნადმა,+ არამედ ნაყოფიერმა უხრწნელმა+ თესლმა.+ 24 „ყოველი ხორციელი მინდვრის ბალახივითაა, ხოლო მთელი მისი დიდება — ბალახის აბიბინებასავით.+ ბალახი ხმება და ყვავილი სცვივა,+ 25 იეჰოვას სიტყვა კი მარადიულად რჩება“.+ ეს ის სიტყვაა,+ რომელიც გეხარათ.+
2 ამიტომ მოიშორეთ ყოველგვარი ბოროტება,+ ყოველგვარი ცბიერება, თვალთმაქცობა, შური, ზურგს უკან ლაპარაკი,+ 2 და როგორც ახალშობილებმა,+ განივითარეთ წმინდა სიტყვიდან მომდინარე სუფთა რძისადმი+ სწრაფვა, რომ მისით გაიზარდოთ და გადარჩეთ,+ 3 თუ უკვე იგემეთ, რომ კეთილია უფალი.+
4 როცა მასთან მიდიხართ, როგორც ადამიანების+ მიერ დაწუნებულ,+ მაგრამ ღვთისთვის რჩეულ და ძვირფას+ ცოცხალ ქვასთან,+ 5 თქვენც, როგორც ცოცხალი ქვები, სულიერ სახლად+ შენდებით, რათა გახდეთ წმინდა სამღვდელოება და იესო ქრისტეს მეშვეობით ღვთისთვის მოსაწონი+ სულიერი მსხვერპლი შესწიროთ.+ 6 როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი: „აი, ვდებ სიონში ქვას, რჩეულს, ქვაკუთხედს, ძვირფასს, და ვისაც იგი სწამს, იმედი არასოდეს გაუცრუვდება“.+
7 ასე რომ, ის თქვენთვის არის ძვირფასი, რადგან მორწმუნეები ხართ, ურწმუნოებისთვის კი „მშენებლების მიერ დაწუნებული+ ქვა კუთხის თავი+ გახდა“, 8 „დაბრკოლების ქვა და შეფერხების კლდე“.+ ისინი იმიტომ ბრკოლდებიან, რომ სიტყვას ეურჩებიან. სწორედ ამისთვის არიან განწესებულნი.+ 9 თქვენ კი „რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი,+ ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება,+ რომ ყველგან აუწყოთ მისი აღმატებულობის შესახებ“,+ ვინც სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოგიხმოთ.+ 10 ოდესღაც ხალხი არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ.+ ოდესღაც შეწყალებულნი არ იყავით, ახლა კი შეწყალებულნი ხართ.+
11 საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა+ და დროებით მცხოვრებლებს: ერიდეთ ხორციელ სურვილებს,+ რომლებიც სულს* ებრძვიან.+ 12 კვლავაც კარგად მოიქეცით ქვეყნიერებაში,+ რათა, რაშიც გძრახავენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კარგი საქმეები+ და განადიდონ ღმერთი შემოწმების დღეს.+
13 უფლის გულისთვის დაემორჩილეთ+ ყველაფერს, რაც ადამიანთა მიერ არის დადგენილი:+ მეფეს,+ როგორც უმაღლეს მმართველს, 14 და გამგებლებს, როგორც მისგან დაგზავნილებს ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა საქებრად,+ 15 რადგან ღვთის ნებაა, რომ კარგის კეთებით აუკრათ პირი უგუნურებს, რომლებიც უმეცრებით ლაპარაკობენ.+ 16 იყავით თავისუფლები,+ ოღონდ ეს თავისუფლება ბოროტების საფრად კი არ აქციოთ,+ არამედ გამოიყენეთ როგორც ღვთის მონებმა.+ 17 პატივი ეცით ყველას,+ გიყვარდეთ მთელი საძმო,+ ღვთისა გეშინოდეთ+ და მეფეს პატივი ეცით.+
18 მოსამსახურეებიც სათანადო შიშით+ დაემორჩილონ+ ბატონებს, არა მხოლოდ კარგსა და გონიერს, არამედ ისეთსაც, რომლის გულსაც ადვილად ვერ მოიგებ. 19 თუ ვინმე ღვთის წინაშე თავისი სინდისის გამო იტანს მრავალ მწუხარებასა და უსამართლო ტანჯვას, ეს ღვთისთვის მისაღებია,+ 20 მაგრამ, თუ ცოდვის გამო გცემენ და ითმენთ, რა საქებარია?+ ხოლო, თუ მაშინ ითმენთ, როცა კარგის კეთების გამო იტანჯებით,+ ეს არის ღვთისთვის მისაღები.+
21 ამისთვის ხართ კიდეც მოწოდებულნი. ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა+ და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს.+ 22 მას არც ცოდვა ჩაუდენია+ და არც მზაკვრობა იყო მის ბაგეზე.+ 23 როცა ლანძღავდნენ,+ ლანძღვით არ პასუხობდა,+ და როცა იტანჯებოდა,+ არ იმუქრებოდა, არამედ იმას ჩააბარა თავი,+ ვინც სიმართლით ასამართლებს. 24 მან თავისი სხეულით აიტანა ძელზე+ ჩვენი ცოდვები,+ რომ მოგვეშორებინა ისინი+ და გვეცხოვრა სიმართლისთვის. თქვენ „მისმა ჭრილობებმა განგკურნათ“.+ 25 გზააბნეული ცხვრებივით იყავით,+ ახლა კი თქვენი სულების მწყემსსა+ და ზედამხედველს დაუბრუნდით.
3 ასევე+ თქვენც, ცოლებო, დაემორჩილეთ+ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, ვინც სიტყვას არ ემორჩილებიან,+ უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი+ ცოლების საქციელით,+ 2 როცა დაინახავენ, რომ სუფთად იქცევით+ და დიდ პატივისცემას ავლენთ. 3 თქვენი სილამაზე ნუ იქნება გარეგნობაში: თმის ნაწნავებში,+ ოქროს სამკაულებსა+ თუ ჩაცმულობაში, 4 არამედ იყოს შინაგან ადამიანში,+ რომელიც შემოსილია+ სიმშვიდითა და რბილი ხასიათით,+ ღვთის თვალში ძალიან ძვირფასი, უხრწნელი სამოსლით. 5 ღვთის მოიმედე წმინდა ქალები წინათაც ასე იმკობდნენ თავს, როცა ქმრებს ემორჩილებოდნენ, 6 როგორც სარა ემორჩილებოდა აბრაამს და ბატონს+ უწოდებდა. თუკი კარგს აკეთებთ და შიშის მომგვრელს არაფერს უშინდებით, თქვენც სარას შვილები ხართ.+
7 ასევე თქვენც, ქმრებო, შეძენილი ცოდნის თანახმად+ განაგრძეთ+ ცოლებთან ცხოვრება და პატივი მიაგეთ+ მათ, ქალებს, როგორც შედარებით სუსტ ჭურჭელს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ,+ რადგან თქვენც მათთან ერთად ხართ სიცოცხლის დაუმსახურებელი საჩუქრის თანამემკვიდრეები.+
8 ბოლოს, ყველას ერთი აზრი გქონდეთ,+ იყავით გულისხმიერნი, ძმათმოყვარენი, დიდად თანამგრძნობნი+ და თავმდაბალნი.+ 9 ბოროტის გამკეთებელს სამაგიეროს ნუ გადაუხადით+ და მლანძღველს ლანძღვით+ ნუ უპასუხებთ, არამედ აკურთხეთ+ ისინი, რადგან იმისთვის ხართ მოწოდებულნი, რომ კურთხევა დაიმკვიდროთ.
10 „ვისაც სიცოცხლე უყვარს და კარგი დღეების ნახვა სურს,+ ენა+ შეაკავოს ცუდის თქმისგან, ბაგეები კი — მზაკვრული ლაპარაკისგან,+ 11 ზურგი აქციოს ბოროტებას+ და სიკეთე აკეთოს. მშვიდობა ეძიოს და მისკენ ისწრაფოს,+ 12 რადგან იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი,+ ყური — მათი ვედრებისკენ,+ სახე კი იეჰოვას ცუდის გამკეთებელთა წინააღმდეგ აქვს მიმართული“.+
13 აბა, რომელი ადამიანი გავნებთ, თუ კარგის მოშურნეები იქნებით?+ 14 მაგრამ, რომც დაიტანჯოთ სიმართლის გამო, მაინც ბედნიერები იქნებით,+ ოღონდ იმისი ნუ შეგეშინდებათ,+ რისიც იმათ ეშინიათ, და ნუ აფორიაქდებით.+ 15 წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში,+ როგორც უფალი, და ყოველთვის მზად იყავით, დამცველებად+ გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას გთხოვთ, ოღონდ ეს რბილად+ და ღრმა პატივისცემით აკეთეთ.
16 სუფთა სინდისი+ გქონდეთ, რათა, რაშიც გაძაგებენ, იმაში შერცხვნენ+ ისინი, ვინც აგდებულად ლაპარაკობენ თქვენს კარგ საქციელზე ქრისტეში.+ 17 უმჯობესია, კარგის კეთების გამო იტანჯოთ,+ თუ ეს ღვთის ნებაა, ვიდრე — ბოროტების გამო.+ 18 ქრისტეც ხომ ერთხელ მოკვდა ცოდვების გამო,+ მართალი უმართლოთა გამო,+ რათა ღმერთთან+ მიეყვანეთ. იგი მოკლულ იქნა ხორცში,+ მაგრამ გაცოცხლდა სულში*+ 19 და წავიდა და უქადაგა საპყრობილეში სულებს,+ 20 რომლებიც ურჩები იყვნენ+ მაშინ, როცა მოთმინებით იცდიდა ღმერთი+ ნოეს დროს, სანამ კიდობანი შენდებოდა,+ რომელშიც რამდენიმე ადამიანი, სულ რვა სული გადაურჩა წყალს.+
21 მსგავსადვეა მონათვლაც (არა ხორციდან ჭუჭყის ჩამოშორება, არამედ ღვთისთვის სუფთა სინდისის თხოვნა),+ რომელიც უკვე ემსახურება თქვენს ხსნას+ იესო ქრისტეს აღდგომის მეშვეობით.+ 22 ის ზეცაში ამაღლდა და ღვთის მარჯვნივ+ დაჯდა. მას დაუმორჩილა ღმერთმა ანგელოზები,+ ძალაუფლებები და ძალები.+
4 ამიტომ, რადგან ქრისტე ხორცში იტანჯა,+ თქვენც აღიჭურვეთ იმავე განწყობით;+ ვინაიდან, ვინც ხორცში იტანჯა, ცოდვების ჩადენა შეწყვიტა,+ 2 რათა ხორცში დარჩენილი დღეები ადამიანური სურვილების დასაკმაყოფილებლად კი აღარ გაეტარებინა,+ არამედ ღვთის ნების შესასრულებლად.+ 3 თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წინათ+ ქვეყნიერების ნებისამებრ იქცეოდით:+ ეძლეოდით თავაშვებულობას,+ ვნებებს, ღვინის უზომოდ სმას,+ ღრეობას, სმაში შეჯიბრებასა და კანონით დაუშვებელ კერპთაყვანისმცემლობას.+ 4 ისინი საგონებელში არიან ჩაცვენილი, მათთან ერთად რომ აღარ ისწრაფვით აღვირახსნილობის იმავე ჭაობისკენ,+ და გგმობენ,+ 5 მაგრამ პასუხს აგებენ მის წინაშე,+ ვინც მზად არის ცოცხლებისა და მკვდრების გასასამართლებლად.+ 6 მკვდრებსაც ამიტომ ეხარათ სასიხარულო ცნობა,+ რომ ადამიანური თვალსაზრისით გასამართლებულიყვნენ ხორცის მიხედვით,+ ხოლო ღვთის თვალსაზრისით ეცხოვრათ სულის+ მიხედვით.
7 მოახლოვდა ყველაფრის დასასრული.+ ამიტომ საღად იაზროვნეთ+ და ლოცვაში სიფხიზლე შეინარჩუნეთ.+ 8 რაც მთავარია, გულითადად გიყვარდეთ ერთმანეთი,+ რადგან სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს.+ 9 იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარეები წუწუნის გარეშე.+ 10 რა ძღვენიც მიიღეთ თითოეულმა, იმ ძღვნით ემსახურეთ ერთმანეთს, როგორც ღვთის მრავალმხრივ გამოვლენილი წყალობის კარგი მმართველები.+ 11 ვინც ლაპარაკობს, ისე ილაპარაკოს, როგორც ეს ღვთის წმინდა სიტყვაშია.+ ვინც მსახურობს,+ იმ ძალაზე დანდობით იმსახუროს, რომელსაც ღმერთი იძლევა,+ რათა ყველაფერში განდიდდეს+ ღმერთი იესო ქრისტეს მეშვეობით. მისია დიდება+ და ძლევამოსილება მარადიულად. ამინ.
12 საყვარელნო, ნუ ჩაცვივდებით საგონებელში თქვენ შორის გაჩაღებული ცეცხლის გამო, რაც თქვენი გამოცდისთვის არის,+ თითქოს უცნაური რამ გემართებოდეთ. 13 პირიქით, გიხაროდეთ,+ რადგან ქრისტეს ტანჯვის მოზიარენი ხართ,+ რათა მისი დიდების გამოცხადებისას+ იხაროთ და სიხარულით აივსოთ. 14 თუ ქრისტეს სახელისთვის გლანძღავენ,+ ბედნიერები ხართ,+ რადგან დიდების სული, ღვთის სული, თქვენზეა დავანებული.+
15 ნურც ერთ თქვენგანს ნუ მოუწევს ტანჯვა+ როგორც მკვლელს ან ქურდს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს,+ 16 მაგრამ, თუ ისე მოუწევს ტანჯვა+ როგორც ქრისტიანს, კი არ რცხვენოდეს,+ არამედ ადიდებდეს ღმერთს ამ სახელით, 17 რადგან მოვიდა დანიშნული დრო, რომ დაიწყოს გასამართლება ღვთის სახლიდან.+ თუ ის ჯერ ჩვენგან დაიწყება,+ როგორი აღსასრული მოელით მათ, ვინც არ ემორჩილება ღვთის სასიხარულო ცნობას?+ 18 „და თუ მართალი ძლივს გადარჩება,+ უღმერთო და ცოდვილი სადღა გამოჩნდება?“+ 19 ასე რომ, ვისაც ღვთის ნების თანახმად უწევს ტანჯვა, კარგი აკეთოს და თავისი სული ერთგულ შემოქმედს მიანდოს.+
5 შევაგონებ თქვენ შორის უხუცესებს, როგორც უხუცესი,+ იესო ქრისტეს ტანჯვის მოწმე+ და იმ დიდების მოზიარე, რომელიც გამოცხადდება:+ 2 მწყემსეთ+ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო,+ ოღონდ არა იძულებით, არამედ ხალისით,+ არა უპატიოსნო შემოსავლის სიყვარულით,+ არამედ გულმოდგინებით. 3 ნუ იბატონებთ+ მათზე, ვინც ღვთის საკუთრებაა,+ არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსთვის,+ 4 და როცა უფროსი მწყემსი+ გამოცხადდება, დიდების უჭკნობ+ გვირგვინს მიიღებთ.+
5 ასევე თქვენც, ახალგაზრდებო, დაემორჩილეთ+ უფროს მამაკაცებს. ყოველი თქვენგანი ერთმანეთის მიმართ თავმდაბლობით შემოისარტყლოს,+ რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებისადმი კი წყალობას ავლენს.+
6 ამიტომ დაიმდაბლეთ თავი ღვთის ძლევამოსილი ხელის ქვეშ, რათა თავის დროზე აგამაღლოთ,+ 7 და ყველა თქვენი საწუხარი+ მას მიანდეთ*, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.+ 8 იფხიზლეთ და გეღვიძოთ!+ თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს.+ 9 წინ აღუდექით მას+ მტკიცე რწმენით, რადგან იცით, რომ მსგავს სატანჯველს თქვენი საძმოც ხვდება ქვეყნიერებაში.+ 10 ყოველგვარი წყალობის ღმერთი კი, რომელმაც თავისი მარადიული დიდებისკენ+ მოგიხმოთ ქრისტესთან ერთობაში,+ მცირე ხნით თქვენი ტანჯვის შემდეგ+ თავად დაასრულებს თქვენს მომზადებას, განგამტკიცებთ+ და გაგაძლიერებთ.+ 11 მას ძლევამოსილება+ მარადიულად. ამინ.
12 სილვანუსის+ ხელით, რომელსაც მე ერთგულ ძმად ვთვლი, ორიოდე სიტყვა მოგწერეთ+ გასამხნევებლად და ღვთის ჭეშმარიტი წყალობის შესახებ გულმოდგინებით დასამოწმებლად. მტკიცედ იდექით ამაში.+ 13 მოკითხვას გითვლიან თქვენსავით რჩეული, ბაბილონიდან,+ და ჩემი შვილი მარკოზი.+ 14 მოიკითხეთ ერთმანეთი სიყვარულის ამბორით.+
მშვიდობა გქონდეთ ყველას, ვინც ქრისტესთან ერთობაში ხართ.+
იხილეთ სქ. 2:9-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — დაულაქავებელი.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
ანუ გადაეცით.