საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bi12 იაკობი 1:1-5:20
  • იაკობი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იაკობი
  • ბიბლია
ბიბლია
იაკობი

იაკობის წერილი

1 იაკობი,+ ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მონა,+ მიმოფანტულ+ თორმეტ ტომს.+

მოგესალმებით!

2 ჩემო ძმებო, ნებისმიერ განსაცდელს სიხარულით შეხვდით,+ 3 რადგან იცით, რომ ასე გამონაცადი რწმენა მოთმინებას გამოგიმუშავებთ.+ 4 მოთმინებას კი დაასრულებინეთ თავისი საქმე, რათა იყოთ სრულყოფილნი,+ ყოველმხრივ ჯანსაღნი და არაფერი გაკლდეთ.+

5 თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე+ აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს,+ რომელიც ყველას უხვად და დაუყვედრებლად აძლევს,+ და მიეცემა,+ 6 ოღონდ სთხოვოს+ რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე,+ რადგან ეჭვიანი ჰგავს ზღვის ტალღას, ქარი რომ აიტაცებს+ და აქეთ-იქით დააქროლებს. 7 ნუ ჰგონია ასეთ კაცს, რომ იეჰოვასგან რამეს მიიღებს.+ 8 ასეთი კაცი მერყევია,+ არამდგრადია+ ნებისმიერ საქმეში.

9 ღარიბმა ძმამ დიდად იხაროს იმის გამო, რომ ამაღლდა,+ 10 მდიდარმა ძმამ+ კი იმის გამო, რომ დამდაბლდა, რადგან მინდვრის ყვავილივით გაქრება იგი.+ 11 მზე რომ ამოდის, თავისი მცხუნვარებით ახმობს მცენარეს, რომელსაც ყვავილი სცვივა და სილამაზე ეკარგება. მდიდარი კაციც ასე გაქრება თავის გზაზე.+

12 ბედნიერია ის, ვინც განსაცდელს უძლებს,+ რადგან მოწონებას დაიმსახურებს და მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს,+ რომელსაც იეჰოვა თავის მოყვარულებს დაჰპირდა.+ 13 განსაცდელის დროს+ ნურავინ იტყვის, ღმერთი მცდისო, რადგან შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის. 14 თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას.+ 15 სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას,+ ხოლო ჩადენილი ცოდვა ბადებს სიკვდილს.+

16 ჩემო საყვარელო ძმებო, ნუ მოტყუვდებით.+ 17 ყოველი კარგი ძღვენი+ და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი ზემოდანაა,+ ციურ მნათობთა მამისგან მოდის,+ რომელიც ცვალებად ჩრდილს არა ჰგავს.+ 18 მან მოისურვა+ და ჭეშმარიტების სიტყვით გაგვაჩინა,+ რომ მის ქმნილებათა შორის ერთგვარი პირველი ნაყოფი+ ვყოფილიყავით.

19 იცოდეთ ეს, ჩემო საყვარელო ძმებო. ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვასა+ და რისხვაში,+ 20 რადგან კაცის რისხვა ხელს არ უწყობს ღვთის სიმართლეს.+ 21 ამიტომ მოიშორეთ ყოველგვარი სიბინძურე და ის, რაც ზედმეტია, ანუ ბოროტება,+ და რბილად მიიღეთ სიტყვა,+ როცა თქვენში ინერგება, და რომელსაც თქვენი სულების* ხსნა შეუძლია.+

22 იყავით სიტყვის შემსრულებელნი+ და არა მხოლოდ მომსმენნი, თავს რომ იტყუებენ მცდარი აზროვნებით,+ 23 რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს,+ ჰგავს კაცს, რომელიც სარკეში თავის სახეს აკვირდება. 24 უყურებს თავის თავს, მაგრამ მიდის თუ არა, მაშინვე ავიწყდება როგორია. 25 ხოლო ვინც უკვირდება თავისუფლების სრულყოფილ კანონს+ და ასე განაგრძობს, ბედნიერი იქნება,+ რადგან გახდა არა გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის შემსრულებელი.+

26 თუ ვინმეს თავი ღვთის თაყვანისმცემელი ჰგონია,+ მაგრამ ენას არ ლაგმავს+ და თავის გულს აცდუნებს,+ ფუჭია მისი თაყვანისცემა.+ 27 ჩვენი ღვთისა და მამის თვალში წმინდა+ და წაუბილწველი+ თაყვანისცემა ის არის, რომ მივხედოთ ქვრივ-ობლებს+ გასაჭირში+ და უმანკოდ* დავიცვათ თავი+ ქვეყნიერებისგან.+

2 ჩემო ძმებო, თუ მიკერძოებას ავლენთ,+ განა გწამთ ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რომელიც ჩვენი დიდებაა?+ 2 თუ თქვენთან კრებაში+ შემოდის ოქროსბეჭდებიანი, მდიდრულ ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი და შემოდის ღარიბიც, ჭუჭყიანი ტანსაცმლით,+ 3 თქვენ კი მდიდრულ ტანსაცმელში გამოწყობილს პატივისცემით ეპყრობით+ და ეუბნებით, აი აქ დაბრძანდით, კარგ ადგილზე, ღარიბს კი ეუბნებით, იდექი ან ჩემს ფეხსადგამთან დაჯექიო, 4 განა ასე ერთმანეთს ფენებად არა ყოფთ+ და ისეთი მოსამართლეები არ გამოდიხართ,+ საზიანო გადაწყვეტილებებს+ რომ იღებენ?

5 მომისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო! განა ქვეყნიერების ღარიბები+ არ ამოირჩია ღმერთმა, რომ ყოფილიყვნენ რწმენით მდიდრები+ და სამეფოს მემკვიდრეები, რომელსაც ის თავის მოყვარულებს დაჰპირდა?+ 6 თქვენ კი შეურაცხყავით ღარიბი. განა მდიდრები არ გჩაგრავენ+ და მიგათრევენ სასამართლოებში?+ 7 განა ისინი არ გმობენ+ იმ კარგ სახელს, რომლითაც იწოდებით?+ 8 თუ დიდებულ კანონს+ ისე ასრულებთ, როგორც დაწერილია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“,+ კარგია, 9 მაგრამ თუ ისევ ავლენთ მიკერძოებას,+ ცოდვას სჩადიხართ, ვინაიდან კანონი+ გამხელთ დანაშაულში.

10 ვინც მთელ კანონს იცავს, მაგრამ ერთ-ერთში სცდება, ყველაფერში დამნაშავე ხდება.+ 11 მან, ვინც თქვა: „არ იმრუშო“,+ ისიც თქვა, რომ „არ მოკლა“.+ და თუ არ მრუშობ, მაგრამ კლავ, კანონს არღვევ. 12 ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც ისინი, ვინც თავისუფალი ხალხის კანონით გასამართლდებიან.+ 13 ვინც გულმოწყალებას არ ავლენს, გულმოწყალების გარეშე გასამართლდება.+ გულმოწყალება კი იმარჯვებს გასამართლებაზე.

14 ჩემო ძმებო, რა სარგებელია, თუ ვინმე ამბობს, რწმენა მაქვსო,+ მაგრამ საქმეები არ გააჩნია?+ განა იხსნის ასეთი რწმენა მას?+ 15 თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო არა აქვს,+ 16 რომელიმე თქვენგანი კი ეუბნება, აბა მშვიდობით, თავი არ მოიმშიოთ და არ შეიციოთო, მაგრამ სხეულისათვის საჭიროს არაფერს აძლევს, რა სარგებელია?+ 17 რწმენაც ასეა. თუ საქმეები არ გააჩნია,+ თავისთავად მკვდარია.

18 ვიღაც იტყვის: „შენ რწმენა გაქვს, მე კი — საქმეები. მაჩვენე შენი რწმენა საქმეების გარეშე, მე კი საქმეებით გაჩვენებ ჩემს რწმენას“.+ 19 ხომ გწამს, რომ ღმერთი ერთია?+ კარგია. თუმცა ეს დემონებსაც სწამთ და კანკალებენ.+ 20 უგუნურო ადამიანო, როგორ არ გინდა გაიგო, რომ რწმენა საქმეების გარეშე უმოქმედოა? 21 განა მამაჩვენი აბრაამი+ საქმეებით არ იქნა აღიარებული მართლად, როცა თავის ძეს, ისაკს, სამსხვერპლოზე სწირავდა?+ 22 როგორც ხედავ, აბრაამის რწმენას საქმეები ახლდა და რწმენა მას საქმეებმა გაუსრულყოფილა.+ 23 შესრულდა დაწერილი: „აბრაამმა ირწმუნა იეჰოვა და ეს სიმართლედ ჩაეთვალა“,+ და იეჰოვას მეგობარი ეწოდა.+

24 როგორც ხედავთ, ადამიანი საქმეებით+ იქნება მართლად+ აღიარებული და არა მხოლოდ რწმენით.+ 25 განა მეძავი რახაბიც+ საქმეებით არ იქნა მართლად აღიარებული, როცა სტუმართმოყვარულად მიიღო მაცნეები და მერე სხვა გზით გაისტუმრა?+ 26 ამგვარად, როგორც სხეულია მკვდარი სულის* გარეშე,+ ისე რწმენაა მკვდარი საქმეების გარეშე.+

3 ჩემო ძმებო, ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები,+ რადგან ვიცით, რომ უფრო მკაცრად გავსამართლდებით.+ 2 ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით.+ ვინც სიტყვით არ ცდება,+ სრულყოფილია+ და მთელი სხეულის ალაგმვა შეუძლია. 3 როცა ცხენს დასამორჩილებლად+ ლაგამს+ ამოვდებთ, მის მთელ სხეულსაც ვმართავთ. 4 დიდ ხომალდებსაც კი, რომლებსაც ძლიერი ქარი ატორტმანებს, პატარა საჭე+ იქით აბრუნებს, საითაც მესაჭეს უნდა.

5 ასევეა ენაც, სხეულის პატარა ნაწილია, მაგრამ ბევრს ტრაბახობს.+ პატარა ცეცხლსაც ხომ შეუძლია უზარმაზარი ტყის გადაბუგვა! 6 ენა ცეცხლია.+ სხეულის ეს ნაწილი სავსეა უმართლობით, მთლიანად ალაქავებს სხეულს+ და მთელ სიცოცხლეს ალში ხვევს, თვითონ კი გეენის* ალში ეხვევა. 7 ადამიანს შეუძლია მოათვინიეროს ნებისმიერი მხეცი, ფრინველი, ქვეწარმავალი და ზღვის ცხოველი, და მოუთვინიერებია კიდეც,+ 8 მაგრამ ენას ვერავინ ათვინიერებს. ის უმართავი და მავნებელია და მომაკვდინებელი გესლით არის სავსე.+ 9 ენით ვადიდებთ იეჰოვას,+ მამას,+ და ენითვე ვწყევლით+ ადამიანებს, ღვთის მსგავსებად შექმნილებს.+ 10 ერთი და იმავე პირიდან ამოდის დიდებაც და წყევლაც.

არ არის კარგი, ჩემო ძმებო, რომ ასეთი რამ ხდება.+ 11 განა მოჩუხჩუხებს ერთი და იმავე სათავიდან+ მტკნარი და მწარე წყალი? 12 ჩემო ძმებო, განა შეიძლება ლეღვმა ზეთისხილი მოისხას ან ვაზმა — ლეღვი?+ ასევე შეუძლებელია მლაშე წყლის სათავიდან მტკნარი წყალი მოედინებოდეს.

13 ვინ არის თქვენ შორის ბრძენი და შეგნებული? აჩვენოს თავისი საქმეები+ კარგი საქციელით და სიბრძნისთვის ჩვეული რბილი ხასიათით. 14 თუ გულში მწარე შური+ და შუღლი+ გაქვთ, ნუ ტრაბახობთ+ და ჭეშმარიტების წინააღმდეგ ნუ ცრუობთ.+ 15 ეს არ არის ზემოდან მომავალი სიბრძნე,+ არამედ მიწიერი,+ ხორციელი და დემონურია,+ 16 რადგან, სადაც შური+ და შუღლია, იქ არის უწესრიგობა და ყველანაირი ბოროტება.+

17 ზემოდან მომავალი სიბრძნე+ კი, პირველ ყოვლისა, წმინდაა,+ მერე მშვიდობიანი,+ ახასიათებს გონიერება+ და მზად არის მორჩილებისთვის, სავსეა გულმოწყალებითა და კარგი ნაყოფით,+ მიუკერძოებელი+ და უთვალთმაქცოა.+ 18 სიმართლის+ ნაყოფი+ კი მშვიდობიან+ პირობებში ითესება მშვიდობისმყოფელთათვის.+

4 რა იწვევს თქვენ შორის ომსა და დავას? განა თქვენივე სხეულის ნაწილებში მებრძოლი ვნებები არა?!+ 2 გინდათ, მაგრამ არა გაქვთ. ხოცავთ+ ერთმანეთს და შურით გსურთ,+ მაგრამ ვერ ღებულობთ. დავობთ და ომობთ.+ არა გაქვთ, რადგან არ თხოულობთ. 3 თხოულობთ, მაგრამ ვერ ღებულობთ, რადგან ცუდი განზრახვით თხოულობთ,+ საკუთარი ვნებების დასაკმაყოფილებლად.+

4 მრუშებო,+ განა არ იცით, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა?+ ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა+ უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება.+ 5 ხომ არ გგონიათ, რომ ტყუილუბრალოდ არის დაწერილი: „ჩვენში ჩასახლებულ სულს+ შურისკენ მიდრეკილების გამო აქვს ძლიერი წადილი“? 6 მაგრამ წყალობა, რომელსაც ის ავლენს, უფრო დიდია.+ ამიტომ ნათქვამია: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება,+ თავმდაბლების მიმართ კი წყალობას ავლენს“.+

7 დაემორჩილეთ+ ღმერთს, წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს+ და გაიქცევა თქვენგან.+ 8 დაუახლოვდით ღმერთს+ და ისიც დაგიახლოვდებათ. გაისუფთავეთ ხელები, ცოდვილებო,+ და განიწმინდეთ გულები,+ მერყევებო.+ 9 იდარდეთ, იგლოვეთ და იტირეთ.+ თქვენი სიცილი გლოვად იქცეს და სიხარული — სევდად.+ 10 დაიმდაბლეთ თავი იეჰოვას წინაშე+ და ის აგამაღლებთ.+

11 ძმებო, ნუღარ დაძრახავთ ერთმანეთს.+ ვინც თავის ძმას ძრახავს ან ასამართლებს,+ კანონს ძრახავს და კანონს ასამართლებს. და თუ კანონს ასამართლებ, მოსამართლე გამოდიხარ და არა კანონის შემსრულებელი.+ 12 ერთია კანონმდებელი და მოსამართლე.+ მხოლოდ მას შეუძლია ხსნაც და მოსპობაც.+ შენ ვინა ხარ, მოყვასს რომ ასამართლებ?+

13 ახლა თქვენ მისმინეთ, ვინც ამბობთ, დღეს ან ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთი წელი დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოგებას ვნახავთო.+ 14 ის კი არ იცით, რას მოგიტანთ ხვალინდელი დღე,+ რადგან ბურუსივით ხართ, რომელიც ცოტა ხნით ჩნდება, მერე კი ქრება.+ 15 პირიქით, უნდა ამბობდეთ, თუ იეჰოვა ინებებს+ და ვიცოცხლებთ, ან ამას გავაკეთებთ, ან იმასო.+ 16 თქვენ კი ამაყობთ თავდაჯერებული კვეხნით.+ ყოველი ასეთი სიამაყე ბოროტებაა. 17 ვინც იცის, რა არის სწორი, მაგრამ არ აკეთებს,+ ცოდვად ეთვლება.+

5 იტირეთ, მდიდრებო,+ და იღრიალეთ იმ უბედურებათა გამო, თავს რომ დაგატყდებათ!+ 2 სიმდიდრე დაგილპათ და ტანსაცმელი ჩრჩილმა შეგიჭამათ.+ 3 ოქრო და ვერცხლი დაგიჟანგდათ. ეს ჟანგი დაამოწმებს თქვენ წინააღმდეგ და ხორცს შემოგაჭამთ. ის, რაც ბოლო დღეებში+ დააგროვეთ,+ ცეცხლივით+ არის. 4 აი, ღაღადებს+ გასამრჯელო, რომელიც თქვენი ყანების მომკელ მუშებს დაუკავეთ,+ მომკელები კი შველას ითხოვენ.+ მათმა ღაღადმა ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ყურამდე მიაღწია.+ 5 დედამიწაზე ფუფუნებაში ცხოვრობდით და განცხრომას ეძლეოდით.+ დაკვლის დღეს დაისუქეთ გულები.+ 6 თქვენ მსჯავრი დასდეთ მართალს და მოკალით. განა ის არ გეწინააღმდეგებათ?+

7 ძმებო, მაშ, მოითმინეთ უფლის მოსვლამდე*.+ აი, ელოდება მიწათმოქმედი ძვირფას ნაყოფს და მოთმინებით ელის საადრეო და საგვიანო წვიმას.+ 8 თქვენც მოითმინეთ,+ განიმტკიცეთ გულები, რადგან მოახლოვდა უფლის მოსვლის დრო.+

9 ძმებო, ნუ დრტვინავთ* ერთმანეთის წინააღმდეგ, რათა არ გასამართლდეთ.+ აი, მოსამართლე კართან დგას.+ 10 ძმებო, გაუძელით ბოროტებას+ და მოითმინეთ+ იმ წინასწარმეტყველების+ მსგავსად,+ რომლებიც იეჰოვას სახელით ლაპარაკობდნენ.+ 11 ჩვენ ბედნიერებს ვუწოდებთ მათ, ვინც მოითმინა.+ თქვენ გსმენიათ იობის+ მოთმინებაზე და გინახავთ, ბოლოს რა გააკეთა იეჰოვამ მისთვის,+ რა სათუთი გრძნობები აქვს იეჰოვას და რა გულმოწყალეა.+

12 რაც მთავარია, ჩემო ძმებო, ნუღარ დაიფიცებთ ნურც ზეცას, ნურც დედამიწას და ნურც სხვა რამეს.+ თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა, რათა არ გასამართლდეთ.+

13 დაატყდა რომელიმე თქვენგანს ბოროტება? გამუდმებით ილოცოს.+ კარგ ხასიათზეა რომელიმე თქვენგანი? ფსალმუნები იმღეროს.+ 14 ავად არის რომელიმე თქვენგანი?+ მოუხმოს კრების უხუცესებს,+ მათ კი ილოცონ მასზე და ზეთი სცხონ+ მას იეჰოვას სახელით. 15 რწმენით წარმოთქმული ლოცვა გამოაჯანმრთელებს დასუსტებულს.+ იეჰოვა წამოაყენებს მას+ და, თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, ეპატიება.+

16 ამიტომ გულახდილად აღიარეთ+ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ.+ მართალი კაცის ვედრებას დიდი ძალა აქვს, რადგან სრულდება.+ 17 ელიაც ჩვენნაირი გრძნობების მქონე კაცი იყო,+ მაგრამ ილოცა, რომ წვიმა არ მოსულიყო+ და არც მოსულა სამ წელსა და ექვს თვეს. 18 კვლავ ილოცა, წამოვიდა წვიმა და აღმოცენდა ნაყოფი.+

19 ჩემო ძმებო, თუ რომელიმე თქვენგანი ჭეშმარიტებიდან გადაუხვევს, მაგრამ სხვა მოაბრუნებს მას,+ 20 იცოდეთ, რომ ვინც ცოდვილს მცდარი+ გზიდან მოაბრუნებს, სიკვდილისგან იხსნის მის სულს*+ და უამრავ ცოდვას დაფარავს.+

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.

სიტყვასიტყვით — დაულაქავებლად.

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.

იხილეთ დანართი 2დ.

ბერძნულად პარუსია. იხილეთ დანართი 3ბ.

სიტყვასიტყვით — ოხრავთ.

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება