საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bi12 ებრაელები 1:1-13:25
  • ებრაელები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ებრაელები
  • ბიბლია
ბიბლია
ებრაელები

ებრაელების მიმართ

1 ღმერთი, რომელიც დიდი ხნის წინათ მრავალჯერ+ და მრავალი სახით ელაპარაკა ჩვენს მამა-პაპას წინასწარმეტყველთა+ მეშვეობით, 2 ამ დღეების დასასრულს+ თავისი ძის მეშვეობით გველაპარაკა,+ რომელიც ყოვლის მემკვიდრედ დააყენა+ და რომლის მეშვეობითაც შექმნა+ ქვეყნიერება*. 3 ის არის მისი დიდების+ ანარეკლი და ზუსტად წარმოგვიდგენს+ მას და მისი ძლიერი სიტყვის წყალობით განაგრძობს არსებობას ყოველივე.+ მას შემდეგ, რაც დაასრულა ჩვენი ცოდვების განწმენდა,+ ის სიდიადის მარჯვნივ დაჯდა+ ზეცაში.+ 4 ის ანგელოზებზე უკეთესი გახდა იმდენად,+ რამდენადაც მათზე აღმატებული სახელი+ დაიმკვიდრა.

5 მაგალითად, რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ღმერთს: „შენ ჩემი ძე ხარ; მე დღეს გავხდი შენი მამა“?+ ან კიდევ: „მე ვიქნები მისი მამა და ის იქნება ჩემი ძე“?+ 6 მაგრამ როცა კვლავ შემოჰყავს თავისი პირმშო+ ქვეყნად, ამბობს: „დაე, ღვთის ყველა ანგელოზმა+ მდაბლად თაყვანი სცეს მას!“+

7 ანგელოზებზე ამბობს: „ის ანგელოზებს სულებად ქმნის და ხალხში წარგზავნილ თავის მსახურებს — ცეცხლის ალად“.+ 8 თავის ძეზე კი ამბობს: „ღმერთია შენი ტახტი სამარადისოდ+ და შენი სამეფოს+ კვერთხი სამართლიანობის კვერთხია.+ 9 შენ სიმართლე შეიყვარე და უკანონობა შეიძულე. ამიტომაც გცხო ღმერთმა,+ შენმა ღმერთმა, დიდი სიხარულის ზეთით შენს მოზიარეებზე მეტად“.+ 10 აგრეთვე: „შენ, უფალო, თავდაპირველად დედამიწა დააფუძნე და ზეცა შენი ნახელავია.+ 11 ისინი დაიღუპებიან, შენ კი სამუდამოდ უნდა დარჩე. ისინი ტანსაცმელივით+ დაძველდებიან 12 და შენ მოსასხამივით, ტანსაცმელივით დაახვევ მათ+ და შეიცვლებიან; შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არასოდეს გაილევა“.+

13 რომელი ანგელოზისთვის უთქვამს: „იჯექი ჩემ მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს შენს ფეხსადგამად არ ვაქცევ“?+ 14 განა ყველანი მომსახურე სულები+ არ არიან, იმათ მოსამსახურებლად+ გაგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს?+

2 ამიტომ საჭიროა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მოსმენილს,+ რათა გზას არ ავცდეთ.+ 2 თუ ანგელოზების პირით ნათქვამი სიტყვა+ მტკიცე იყო და ყოველ დარღვევასა და ურჩობას სამართლიანი საზღაური მოსდევდა,+ 3 ჩვენ როგორ დავაღწევთ თავს,+ თუკი უგულებელვყოფთ+ ასეთ დიად ხსნას,+ რომელზეც თავდაპირველად უფალმა ილაპარაკა+ და რომელიც ჩვენ მისმა მსმენელებმა დაგვიდასტურეს+ 4 და რომელზეც ღმერთმაც დაამოწმა ნიშნებით, საკვირველებებით, სასწაულებითა+ და წმინდა სულის განაწილებით+ თავისი ნებისამებრ?+

5 მას ანგელოზებისთვის არ დაუმორჩილებია მომავალი ქვეყნიერება,+ რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. 6 ერთ მოწმეს სადღაც მტკიცება მოუყვანია და უთქვამს: „რა არის კაცი, რომ გახსოვს?+ ანდა მისი ძე, რომ ზრუნავ მასზე?+ 7 ანგელოზებზე ოდნავ დაბლა დააყენე, დიდებისა და პატივის+ გვირგვინი დაადგი და შენს ნახელავზე დანიშნე.+ 8 ყოველივე დაუმორჩილე ფეხქვეშ“.+ ღმერთმა ყველაფერი მას დაუმორჩილა,+ არაფერი დაუტოვებია, რომ მისთვის არ დაემორჩილებინა.+ თუმცა ჯერ ვერ ვხედავთ, რომ ყველაფერი მას ემორჩილებოდეს,+ 9 ჩვენ ვხედავთ იესოს, რომელსაც ანგელოზებზე ოდნავ დაბალი მდგომარეობა მიეცა+ და სიკვდილის განცდის+ გამო დიდებისა+ და პატივის გვირგვინი მიიღო, რათა ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობით სიკვდილი ეგემა ყველას გულისთვის.+

10 ეს შეჰფეროდა მას, ვისთვისაც+ და ვისი მეშვეობითაც არის ყოველივე და ვისაც მრავალი ძე მიჰყავს დიდებამდე,+ რომ ტანჯვის მეშვეობით+ სრულყოფილი გაეხადა მათი ხსნის მეთაური.+ 11 განმწმენდელიც და განწმენდილნიც+ ყველანი ერთისგან არიან,+ ამიტომაც არ რცხვენია, რომ მათ ძმები უწოდოს,+ 12 როცა ამბობს: „ჩემს ძმებს ვაუწყებ შენს სახელს; კრებულში ქებას გიმღერებ“,+ 13 და კიდევ: „მივენდობი მას“+ და „აი მე და შვილები, რომლებიც იეჰოვამ მომცა“.+

14 ამიტომ, რადგან შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, ისიც მსგავსადვე ეზიარა მათ,+ რათა თავისი სიკვდილით+ ბოლო მოუღოს+ მას, ვინც სიკვდილს იწვევს,+ ესე იგი ეშმაკს,+ 15 და გაათავისუფლოს+ ყოველი, ვინც სიკვდილის შიშით+ მთელი სიცოცხლე მონობაში იყო,+ 16 რადგან ის ანგელოზებს კი არ ეხმარება, არამედ აბრაამის შთამომავლობას.+ 17 მაშასადამე, ის ყველაფერში თავის ძმებს უნდა დამსგავსებოდა,+ რათა გულმოწყალე და ერთგულ მღვდელმთავრად დანიშნულიყო ღვთის საკუთრებაზე,+ რომ შერიგების მსხვერპლი+ შეეწირა ხალხის ცოდვებისთვის.+ 18 რაკი თვითონ იტანჯა, როცა იცდებოდა,+ შეუძლია დაეხმაროს მათაც, ვინც ახლა იცდება.+

3 ამიტომ, წმინდა ძმებო, ზეციური მოწოდების+ მოზიარენო, დაფიქრდით იესოზე, მოციქულსა+ და მღვდელმთავარზე, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ.+ 2 ის მისი ერთგული+ იყო, ვინც მოციქულად და მღვდელმთავრად დააყენა, როგორც მოსე+ იყო ერთგული ღვთის მთელ სახლში.+ 3 მოსესთან შედარებით მეტი დიდების ღირსად+ ჩაითვალა, როგორც მეტი პატივი აქვს სახლთან+ შედარებით მის+ ამშენებელს. 4 ყოველი სახლი ვიღაცის აშენებულია, ყოველივეს ამშენებელი კი ღმერთია.+ 5 მოსე ერთგული იყო, როგორც მსახური+ მთელ მის სახლში იმის დასამოწმებლად, რაც მოგვიანებით უნდა თქმულიყო,+ 6 ქრისტე კი ერთგული იყო, როგორც ძე,+ მის სახლზე დაყენებული. ჩვენ ღვთის სახლი ვართ,+ თუ ბოლომდე მტკიცენი ვიქნებით სიტყვაში სითამამესა და იმედით კვეხნაში.+

7 ამიტომ, როგორც წმინდა სული+ ამბობს: „დღეს თუ მის ხმას მოისმენთ,+ 8 ნუ გაიჯიუტებთ გულებს, როგორც მაშინ, როცა განმარისხეთ+ უდაბნოში+ გამოცდის+ დღეს, 9 როცა თქვენმა მამა-პაპამ გამომცადა, მიუხედავად იმისა, რომ ორმოც წელს+ ხედავდნენ ჩემს საქმეებს.+ 10 ამიტომაც შევიჯავრე ეს თაობა და ვთქვი, გულით ყოველთვის გზააბნეულნი არიან+ და არ შეუცვნიათ-მეთქი ჩემი გზები.+ 11 დავიფიცე ჩემი რისხვისას, ვერ შემოვლენ-მეთქი+ ისინი ჩემს დასვენებაში“.+

12 გაფრთხილდით, ძმებო, რომ არ ჩამოშორდეთ ცოცხალ ღმერთს და რომელიმე თქვენგანს ბოროტი და ურწმუნო გული არ განუვითარდეს,+ 13 არამედ ყოველდღე შეაგონებდეთ+ ერთმანეთს, სანამ შეიძლება ითქვას „დღეს“,+ რათა რომელიმე თქვენგანი ცოდვის მაცდუნებელმა ძალამ+ არ გააჯიუტოს. 14 ვინაიდან ქრისტეს+ მოზიარენი მხოლოდ იმ შემთხვევაში გავხდებით, თუ ბოლომდე მტკიცენი ვიქნებით იმაში, რაშიც დასაწყისში დავრწმუნდით,+ 15 სანამ ითქმის: „დღეს თუ მის ხმას მოისმენთ,+ ნუ გაიჯიუტებთ გულებს, როგორც მაშინ, როცა განმარისხეთ“.+

16 ვინ იყვნენ ისინი, რომ მოისმინეს, მაგრამ მაინც განარისხეს ღმერთი?+ განა ყველანი არა, ვინც მოსემ ეგვიპტიდან გამოიყვანა?+ 17 ვინ შეიჯავრა ღმერთმა ორმოც წელიწადს?+ განა ისინი არა, ვინც შესცოდეს და ვისი გვამებიც უდაბნოში დაიყარა?+ 18 ვისზე დაიფიცა,+ რომ ვერ შევიდოდნენ მის დასვენებაში, თუ არა ურჩებზე?+ 19 ვხედავთ, რომ ურწმუნოების გამო ვერ შევიდნენ.+

4 რაკი რჩება დანაპირები, რომ მის დასვენებაში შევალთ,+ გვეშინოდეს, როდისმე რომელიმე ჩვენგანი ისეთი არ აღმოჩნდეს, რომ ვერ შევიდეს.+ 2 სასიხარულო ცნობა ჩვენც გვეუწყა,+ როგორც მათ,+ მაგრამ მოსმენილ სიტყვას მათთვის სარგებლობა არ მოუტანია,+ რადგან ისინი არ იყვნენ რწმენით გაერთიანებულნი+ მათთან, ვინც ყურად იღო.+ 3 ჩვენ კი, ვისაც გვწამს, შევდივართ მის დასვენებაში, როგორც მან თქვა: „ჩემი რისხვისას დავიფიცე,+ ვერ შემოვლენ-მეთქი+ ისინი ჩემს დასვენებაში“,+ თუმცა მისი საქმენი დასრულებული+ იყო ქვეყნიერების შექმნიდან.+ 4 ერთგან მან მეშვიდე დღის შესახებ ასე თქვა: „დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან“,+ 5 და კვლავ თქვა: „ვერ შემოვლენ ისინი ჩემს დასვენებაში“.+

6 მაშ, რადგან ზოგიერთები ჯერ არ შესულან მასში — ისინი კი, ვისაც პირველად ეუწყათ სასიხარულო ცნობა,+ ურჩობის გამო ვერ შევიდნენ+ — 7 ის კვლავ ნიშნავს დღეს და დიდი ხნის შემდეგ დავითის ფსალმუნში ამბობს „დღეს“; როგორც ზემოთ იყო ნათქვამი: „დღეს, თუ მის ხმას მოისმენთ,+ ნუ გაიჯიუტებთ გულებს“.+ 8 იესო ნავეს ძეს+ რომ შეეყვანა ისინი დასვენებაში,+ ღმერთი ამის შემდეგ აღარაფერს იტყოდა+ სხვა დღეზე. 9 ასე რომ, ღვთის ხალხისთვის რჩება დასვენება შაბათს.+ 10 ვინც ღვთის დასვენებაში+ შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისგან,+ როგორც ღმერთმა თავისისგან.

11 მაშ, ყველანაირად ვეცადოთ ამ დასვენებაში შესვლას, რომ ვინმემ არ მიბაძოს მათი ურჩობის მაგალითს.+ 12 ღვთის სიტყვა+ არის ცოცხალი,+ მოქმედი,+ ნებისმიერ ორლესულ მახვილზე ბასრი+ და აღწევს ხორცისა*+ და სულის*,+ სახსრებისა და ძვლის ტვინის გაყოფის ადგილამდე და არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს.+ 13 არც ერთი ქმნილება არ არის დაფარული მისგან,+ არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ანგარიშს ვაბარებთ.+

14 რაკი ვხედავთ, რომ გვყავს დიდი მღვდელმთავარი იესო, ღვთის ძე,+ რომელმაც ზეცა+ გაიარა, დაუცხრომლად ვაღიაროთ ის,+ 15 ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგვიგრძნოს+ ჩვენს სისუსტეებში, არამედ ვინც ჩვენსავით გამოიცადა ყველაფერში, ოღონდ უცოდველი იყო.+ 16 ამიტომ სიტყვაში+ სითამამით მივუახლოვდეთ+ წყალობის ტახტს, რათა მივიღოთ გულმოწყალება და წყალობა ვპოვოთ დროული დახმარებისთვის.+

5 ადამიანთაგან ამორჩეული ყოველი მღვდელმთავარი ადამიანთა გულისთვის არის ღვთის საკუთრებაზე დანიშნული,+ რათა ძღვენი და მსხვერპლი შესწიროს ცოდვებისთვის.+ 2 მას შეუძლია გაგებით მოეპყროს უცოდინართ და შეცდომის დამშვებთ, რადგან მასაც თავისი სისუსტეები აქვს.+ 3 ამიტომ ვალდებულია, ცოდვების გამო თავისთვისაც შესწიროს შესაწირავი და ხალხისთვისაც.+

4 ამასთანავე, ადამიანი თავისით კი არ იღებს ამ პატივს,+ არამედ, როცა მას ღმერთი მოუწოდებს,+ როგორც აარონს+ მოუწოდა. 5 ქრისტესაც არ განუდიდებია საკუთარი თავი+ იმით, რომ მღვდელმთავარი+ გახდა, არამედ ის მან განადიდა,+ ვინც უთხრა: „შენ ჩემი ძე ხარ; მე დღეს გავხდი შენი მამა“.+ 6 როგორც სხვაგანაც ამბობს: „შენ ხარ მღვდელი მარადიულად მელქისედეკის წესით“.+

7 ხორცში ყოფნისას ქრისტემ ძლიერი ღაღადითა და ცრემლებით შესწირა ვედრება და თხოვნა+ მას, ვისაც სიკვდილისგან მისი ხსნა შეეძლო,+ და შესმენილ იქნა ღვთის შიშის გამო.+ 8 თუმცა ძე იყო, მორჩილება ისწავლა იმით, რაც გადაიტანა,+ 9 და მას შემდეგ, რაც სრულყოფილი გახდა,+ თავის მორჩილთა სამუდამო ხსნაზე+ გახდა პასუხისმგებელი,+ 10 რადგან ღმერთმა სწორედ მას უწოდა მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით.+

11 მის შესახებ ბევრი რამ გვაქვს სათქმელი, რისი ახსნაც ძნელია იმის გამო, რომ ყურმძიმენი გახდით.+ 12 დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მასწავლებლები უნდა იყოთ,+ მაგრამ თქვენ თვითონ გჭირდებათ ვინმე, რომ თავიდან გასწავლოთ ღვთის წმინდა სიტყვების+ საფუძვლები.+ თქვენ მაგარი საჭმელი კი არა, რძე გჭირდებათ,+ 13 ვინაიდან ყოველი, ვინც რძით იკვებება, არ გასცნობია სიმართლის სიტყვას, რადგან ჩვილია.+ 14 მაგარი საჭმელი კი მოწიფულთათვის არის, რომლებიც იყენებენ აღქმის უნარს+ და გაწაფული აქვთ ის კარგისა და ცუდის გასარჩევად.+

6 ამიტომ, რადგან დავტოვეთ ქრისტეს შესახებ სწავლების+ საწყისები,+ ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ+ და ხელახლა ნუღარ დავიწყებთ საფუძვლის ჩაყრას:+ მკვდარი საქმეების მონანიებას,+ ღვთისადმი რწმენას,+ 2 სწავლებას სხვადასხვა ნათლობის,+ ხელების დადების,+ მკვდრეთით აღდგომისა+ და მარადიული გასამართლების შესახებ.+ 3 ამას გავაკეთებთ, თუკი ღმერთი ნებას მოგვცემს.+

4 შეუძლებელია, რომ ვინც ერთხელ განათლდა,+ ვინც გემო გაუსინჯა ზეციურ უსასყიდლო ძღვენს+ და ეზიარა წმინდა სულს,+ 5 ვინც გემო გაუსინჯა+ ღვთის კარგ სიტყვას და მომავლის* ძლიერებას,+ 6 მაგრამ ჩამოშორდა,+ კვლავ გამოაცოცხლო მოსანანიებლად,+ რადგან ასეთები ღვთის ძეს ხელახლა აკრავენ ბოძზე და სახალხოდ არცხვენენ.+ 7 მაგალითად, მიწა, რომელიც იწოვს მრავალჯერ მოსულ წვიმას და აღმოაცენებს გამოსადეგ მცენარეულობას მათთვის, ვისთვისაც მუშავდება,+ კურთხევას იღებს ღვთისგან. 8 მაგრამ, ეკალსა და ნარს თუ აღმოაცენებს, უვარგისია, ახლოა დაწყევლასთან+ და მისი ბოლო დაწვაა.+

9 თუმცა ასე ვლაპარაკობთ, საყვარელნო, დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ ეს არ დაგემართებათ და მიაღწევთ ხსნას, 10 ვინაიდან ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ,+ რადგან ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმინდებს.+ 11 მაგრამ გვსურს, რომ თითოეული თქვენგანი ამავე მონდომებას იჩენდეს, რათა აღსასრულამდე+ სრულად იყოს დარწმუნებული+ იმედში,+ 12 რომ არ გაზარმაცდეთ,+ არამედ მიბაძოთ მათ,+ რომლებიც რწმენითა და მოთმინებით იმკვიდრებენ ყველა დანაპირებს.+

13 როცა ღმერთმა პირობა მისცა აბრაამს,+ საკუთარი თავი დაიფიცა, რადგან თავისზე დიდს ვერავის დაიფიცებდა,+ 14 და თქვა: „ჭეშმარიტად, კურთხევით გაკურთხებ და გამრავლებით გაგამრავლებ“.+ 15 აბრაამმაც მოთმინება გამოავლინა და მიიღო დანაპირები.+ 16 ადამიანები თავიანთზე დიდს იფიცებენ+ და მათი ფიცი, როგორც თავდები, ყოველგვარი დავის დასასრულია.+ 17 მსგავსად ამისა, როცა ღმერთმა განიზრახა, უფრო ნათლად ეჩვენებინა დანაპირების მემკვიდრეთათვის+ თავისი განზრახვის უცვლელობა,+ დაიფიცა კიდეც, 18 რათა ორი უცვლელი რამით, რაშიც შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს,+ ჩვენ, თავშესაფარში გაქცეულები, დიდად გავმხნევდეთ, რომ ჩავეჭიდოთ ჩვენ წინ მდებარე იმედს.+ 19 ეს სანდო+ და მტკიცე იმედი ღუზასავით არის ჩვენი სულისთვის და შედის ფარდის მიღმა,+ 20 სადაც ჩვენი გულისთვის შევიდა წინამორბედი,+ იესო, რომელიც მღვდელმთავარი გახდა მარადიულად მელქისედეკის წესით.+

7 ეს მელქისედეკი, სალემის მეფე, უზენაესი ღვთის მღვდელი,+ რომელიც მეფეების დამარცხების შემდეგ დაბრუნებულ აბრაამს შეეგება და აკურთხა იგი+ 2 და რომელსაც აბრაამმა ყველაფრის მეათედი უწილადა,+ უპირველეს ყოვლისა, როგორც თარგმანი მიუთითებს, „სიმართლის მეფეა“ და ასევე — სალემის მეფე,+ ანუ „მშვიდობის მეფე“. 3 უმამო, უდედო, უგვარტომო, რომელსაც არც დღეთა დასაწყისი+ აქვს და არც სიცოცხლის დასასრული, ღვთის ძის+ მსგავსი გახდა და მარადიულად მღვდლად რჩება.+

4 შეხედეთ, რა დიდებული კაცი ყოფილა, რადგან მამამთავარმა აბრაამმა საუკეთესო ნადავლის მეათედი მისცა.+ 5 ლევის ძეებისთვის,+ რომლებსაც მღვდელმსახურება ეკისრებათ, კანონში მოცემულია მცნება, რომ მეათედი მიიღონ+ ხალხისგან,+ ესე იგი, თავიანთი ძმებისგან, თუმცა ისინიც აბრაამის საზარდულიდან გამოვიდნენ.+ 6 მაგრამ კაცმა, რომელიც მათი გვარიდან არ იყო,+ აბრაამისგან მეათედი+ აიღო და აკურთხა დანაპირების მქონე.+ 7 უდავოდ, მცირე იკურთხება დიდის მიერ.+ 8 ერთ შემთხვევაში მოკვდავი ადამიანები იღებენ მეათედს,+ მეორე შემთხვევაში კი — ის, ვისზეც მოწმობენ, რომ ცოცხალია.+ 9 შეიძლება ითქვას, რომ აბრაამის მეშვეობით თვით ლევიმაც, რომელიც მეათედს იღებს, გადაიხადა მეათედი, 10 რადგან ის ჯერ კიდევ თავისი წინაპრის საზარდულში+ იყო, როცა მელქისედეკი შეეგება.+

11 სრულყოფილება+ რომ ლევიანთა სამღვდელოების+ მეშვეობით მიიღწეოდეს (სამღვდელოება ხალხისთვის მიცემული კანონით იყო გათვალისწინებული),+ რაღა საჭირო იქნებოდა+ სხვა მღვდლის გამოჩენა, რომელზეც ითქვა, რომ მელქისედეკის+ წესით იქნებოდა და არა აარონის წესით? 12 ამიტომ სამღვდელოების შეცვლასთან+ ერთად აუცილებელი ხდება კანონის შეცვლაც.+ 13 კაცი, რომელზეც ლაპარაკია, სხვა ტომიდან არის,+ რომლიდანაც არავის უმსახურია სამსხვერპლოსთან.+ 14 სრულიად ნათელია, რომ ჩვენი უფალი გაჩნდა იუდას ტომიდან,+ რომლის მღვდლობაზეც მოსეს არაფერი უთქვამს.

15 კიდევ უფრო ნათელია, რომ ჩნდება მელქისედეკის+ მსგავსად სხვა მღვდელი,+ 16 რომელიც ხორციელი მცნებებისგან შემდგარი კანონთა კრებულის საფუძველზე კი არ გახდა მღვდელი,+ არამედ მოუსპობელი სიცოცხლის ძალის საფუძველზე,+ 17 რადგან დამოწმებულია: „შენ ხარ მღვდელი მარადიულად მელქისედეკის წესით“.+

18 ამიტომ გაუქმებულია წინამორბედი მცნება თავისი სისუსტისა+ და უსარგებლობის გამო,+ 19 რადგან კანონს არაფერი გაუსრულყოფილებია.+ გასრულყოფილება მოხდა დამატებით მიცემული უკეთესი იმედის+ მეშვეობით, რომელიც ღმერთთან გვაახლოებს.+ 20 იმის გამო, რომ ეს ფიცის გარეშე არ მომხდარა 21 (რადგან არსებობენ ისეთები, რომლებიც ფიცის გარეშე გახდნენ მღვდლები, ეს კი იმის ფიცით გახდა, ვინც მის შესახებ თქვა: «იეჰოვამ დაიფიცა+ (და არ ინანებს), „შენა ხარ მღვდელი მარადიულად“»),+ 22 იესო უკეთესი შეთანხმების თავდები გახდა.+ 23 გარდა ამისა, მრავალს მოუწია მღვდლად გახდომა იმის გამო, რომ წინამორბედებს+ სიკვდილმა+ წაართვა მღვდლობა, 24 მისი მღვდლობა კი უცვლელია, რადგან ის მარადიულად+ ცოცხლობს. 25 ამიტომ მას შეუძლია სრულად იხსნას ისინი, ვინც მისი მეშვეობით უახლოვდებიან ღმერთს, რადგან ის მარად ცოცხალია, რათა უშუამავლოს მათ.+

26 ასეთიც უნდა იყოს ჩვენი მღვდელმთავარი:+ ერთგული,+ უდანაშაულო,+ წაუბილწველი,+ ცოდვილებს ჩამოშორებული+ და ცათა ზემოთ ამაღლებული.+ 27 მას არ სჭირდება იმ მღვდელმთავრების მსგავსად ყოველდღიურად+ ჯერ თავისი ცოდვებისთვის+ შესწიროს მსხვერპლი და შემდეგ ხალხის ცოდვებისთვის+ (რადგან ეს მან ერთხელ გააკეთა,+ სამუდამოდ, როცა საკუთარი თავი შესწირა);+ 28 ვინაიდან კანონი სისუსტეების+ მქონე ადამიანებს ნიშნავს მღვდელმთავრებად,+ ხოლო კანონის შემდეგ მოსული ფიცის სიტყვა+ ნიშნავს ძეს, მარადიულად გასრულყოფილებულს.+

8 ამ მსჯელობის არსი კი ეს არის: ჩვენ სწორედ ასეთი მღვდელმთავარი+ გვყავს და ის სიდიადის ტახტის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში.+ 2 ის ხალხს ემსახურება წმინდა ადგილზე+ და ჭეშმარიტ კარავში, რომელიც ადამიანმა კი არა,+ იეჰოვამ დადგა.+ 3 რაკი ყოველი მღვდელმთავარი ძღვნისა და მსხვერპლის შესაწირავად+ ინიშნება, მისთვისაც აუცილებელი იყო რაიმეს შეწირვა.+ 4 ის რომ დედამიწაზე ყოფილიყო, მღვდელი არ იქნებოდა,+ რადგან არიან სხვა მღვდლები, რომლებიც ძღვენს სწირავენ კანონის თანახმად, 5 მაგრამ ისინი წმინდა მსახურებას ასრულებენ იმ ადგილას, რომელიც ზეციურის სიმბოლო+ და ჩრდილია,+ როგორც ღმერთმა უბრძანა მოსეს,+ როცა ის კარავს+ ამთავრებდა: „ყველაფერი იმ ნიმუშის მიხედვით გააკეთე, რაც მთაზე იხილე“.+ 6 ახლა კი იესო ხალხს უფრო აღმატებული სახით ემსახურება, რადგან ის შუამავალია+ უკეთესი შეთანხმებისა,+ რომელიც კანონიერად ეფუძნება უკეთეს დანაპირებს.+

7 პირველი შეთანხმება რომ უნაკლო ყოფილიყო, მეორისთვის ადგილს აღარ მოძებნიდნენ.+ 8 ამიტომ ღმერთი საყვედურობს თავის ხალხს: «„აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — და ახალ შეთანხმებას დავუდებ ისრაელის სახლსა და იუდას სახლს,+ 9 მაგრამ არა ისეთ შეთანხმებას,+ მათ მამა-პაპას რომ დავუდე იმ დღეს, როცა ხელი ჩავკიდე ეგვიპტის მიწიდან გამოსაყვანად;+ ისინი არ დარჩნენ ჩემს შეთანხმებაში,+ ამიტომ შევწყვიტე მათზე ზრუნვა“, — ამბობს იეჰოვა.+

10 „ეს არის შეთანხმება, რომელსაც დავუდებ ისრაელის სახლს იმ დროის შემდეგ, — ამბობს იეჰოვა. — გონებაში ჩავუდებ და გულში+ ჩავუწერ მათ ჩემს კანონებს. მათი ღმერთი ვიქნები+ და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან.+

11 აღარავინ ასწავლის თავის თანამემამულეს ან თავის ძმას და არ ეტყვის, შეიცანიო იეჰოვა!+ რადგან ყოველ მათგანს, დიდიან-პატარიანად, შეცნობილი ვეყოლები.+ 12 გულმოწყალებით ვაპატიებ მათ უმართლობებს და მათ ცოდვებს+ აღარ გავიხსენებ“».+

13 „ახალი შეთანხმება“ რომ ახსენა, ამით აჩვენა, რომ წინანდელმა თავისი დრო მოჭამა;+ ხოლო რაც დრომოჭმული და ძველია, ახლოსაა მოსპობასთან.+

9 თავის მხრივ, პირველ შეთანხმებასაც ჰქონდა დადგენილებები წმინდა მსახურების+ შესახებ და თავისი წმინდა ადგილი+ დედამიწაზე. 2 მოწყობილი იყო კარვის პირველი განყოფილება,+ რომელშიც იყო სალამპრე,+ მაგიდა+ და წარსადგენი პური;+ მას წმინდა ეწოდება.+ 3 მეორე ფარდის+ მიღმა კი იყო კარვის განყოფილება, წმინდათაწმინდად+ წოდებული. 4 იქ იყო ოქროს სასაკმევლე+ და მთლიანად ოქროთი მოვარაყებული+ შეთანხმების კიდობანი,+ რომელშიც ეწყო ოქროს ჭურჭელი მანანით,+ აარონის კვერთხი, კვირტები რომ გამოიღო,+ და შეთანხმების ფილები.+ 5 მათ ზემოთ შერიგების საფარს ჩრდილით ფარავდნენ+ დიდებული ქერუბიმები.+ მაგრამ ახლა ამ საკითხებზე დაწვრილებით ლაპარაკის დრო არ არის.

6 მას შემდეგ, რაც ყოველივე ამგვარად იქნა მოწყობილი, მღვდლები მუდამ შედიან კარვის პირველ განყოფილებაში+ წმინდა მსახურების შესასრულებლად;+ 7 მეორე განყოფილებაში კი მხოლოდ მღვდელმთავარი შედის წელიწადში ერთხელ+ და ისიც სისხლით,+ რომელსაც სწირავს თავისთვის+ და ხალხის უცოდინარობით ჩადენილი ცოდვებისთვის.+ 8 ამით წმინდა სული მიუთითებს, რომ სანამ პირველი კარავი იდგა,+ ჯერ კიდევ არ იყო გამოჩენილი წმინდაში შესასვლელი გზა.+ 9 ეს კარავი იმ დანიშნული დროის სიმბოლოა,+ რომელიც უკვე დადგა,+ და დღემდე სწირავენ ძღვენსაც და მსხვერპლსაც.+ მაგრამ მათ არ შეუძლიათ სრულყოფილი გახადონ წმინდა მსახურების+ შემსრულებლის სინდისი,+ 10 რადგან ეს არის მხოლოდ საჭმელი,+ სასმელი,+ სხვადასხვაგვარი განბანა+ და მეტი არაფერი. ამასთანავე, ეს დადგენილებები ხორცს ეხებოდა+ და დაწესებული იყო გამოსწორებისთვის დანიშნულ დრომდე.+

11 როცა ქრისტე მოვიდა, როგორც ამჟამინდელ კურთხევათა მღვდელმთავარი,+ უფრო დიდი და უფრო სრულყოფილი კარვით, რომელიც ხელთქმნილი არ არის, ანუ სხვაგვარადაა შექმნილი,+ 12 ის თხებისა და მოზვრების სისხლით კი არა,+ საკუთარი სისხლით+ მხოლოდ ერთხელ შევიდა წმინდა ადგილას და მარადიული ხსნა მოგვიპოვა.+ 13 თუ თხებისა+ და ხარების სისხლის+ შესხურება და დეკეულთა ფერფლის+ მიფრქვევა შებილწულებს+ ისე განწმენდს, რომ ხორცი გაუსუფთავდეთ,+ 14 განა ქრისტეს სისხლი+ უფრო არ განწმენდს ჩვენს სინდისს+ მკვდარი საქმეებისგან,+ რათა წმინდა მსახურება+ შევუსრულოთ ცოცხალ ღმერთს? ქრისტემ ხომ მარადიული სულის მეშვეობით უზადოდ შესწირა+ მსხვერპლად საკუთარი თავი ღმერთს.

15 ამიტომაც არის ის ახალი შეთანხმების შუამავალი,+ რათა მისი სიკვდილის საშუალებით, რამაც პირველი შეთანხმების+ დარღვევებისგან გამოსასყიდით გაგვათავისუფლა,+ მოწოდებულებმა მიიღონ მარადიული მემკვიდრეობის დანაპირები.+ 16 სადაც შეთანხმებაა*,+ საჭიროა შეთანხმების დამდები ადამიანის სიკვდილი, 17 ვინაიდან შეთანხმება ძალაში სიკვდილის შემთხვევაში შედის; შეთანხმების დამდები ადამიანის სიცოცხლეში ის ძალაში არ არის. 18 ამიტომ არც პირველი შეთანხმება+ შესულა ძალაში უსისხლოდ,+ 19 რადგან როცა მოსემ ყველა მცნება წარმოთქვა მთელი ხალხის წინაშე კანონის მიხედვით,+ მან აიღო მოზვრებისა და თხების სისხლი წყალთან, ალისფერ შალთან და უსუპთან+ ერთად, შეასხურა თვით წიგნსა და მთელ ხალხს 20 და თქვა: „ეს არის სისხლი შეთანხმებისა, რომელიც ღმერთმა დაგიდოთ“.+ 21 მან კარავსაც+ და ხალხის მსახურებისთვის განკუთვნილ ჭურჭელსაც ასხურა სისხლი.+ 22 კანონის თანახმად, თითქმის ყველაფერი სისხლით წმინდავდება+ და სისხლის დაუღვრელად+ პატიება არ ხდება.+

23 ამიტომ აუცილებელი იყო, რომ ზეციურის სიმბოლო+ ამგვარად განწმენდილიყო,+ მაგრამ თვითონ ზეციური — ამაზე უკეთესი მსხვერპლით. 24 ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმინდა ადგილას,+ რომელიც ჭეშმარიტის ანარეკლია,+ არამედ თვით ზეცაში,+ რათა ახლა ჩვენი გულისთვის ღვთის სახის წინაშე წარდგეს.+ 25 არა იმისთვის, რომ მრავალჯერ შესწიროს თავი, როგორც მღვდელმთავარი შედის ყოველწლიურად+ წმინდა ადგილას+ არა საკუთარი სისხლით. 26 სხვაგვარად მას მრავალჯერ მოუწევდა ტანჯვა ქვეყნიერების შექმნიდან+ მოყოლებული. ახლა კი ერთხელ+ გამოცხადდა+ ქვეყნიერების* დასასრულს,+ რათა საკუთარი თავის შეწირვით მოეშორებინა ცოდვა.+ 27 და როგორც ადამიანები+ კვდებიან ერთხელ, შემდეგ კი სასამართლოა,+ 28 ასევე ქრისტეც მხოლოდ ერთხელ შეეწირა,+ რათა მრავალთა ცოდვები ეტვირთა,+ მეორედ+ რომ გამოჩნდება+ მათთვის, ვინც მოუთმენლად ელის ხსნას+ მისგან, ეს ცოდვის გამო აღარ იქნება.+

10 კანონი მომავალ კურთხევათა ჩრდილია+ და არა თვით ეს კურთხევა და ამიტომ შეუძლებელია იგივე მსხვერპლმა, რომელსაც ყოველწლიურად გამუდმებით სწირავენ, სრულყოფილი გახადოს მასთან მისულები.+ 2 სხვაგვარად, განა არ შეწყდებოდა მსხვერპლის შეწირვა, თუ წმინდა მსახურების შემსრულებელნი ერთხელ და სამუდამოდ განიწმინდებოდნენ და ცოდვის შეგნება აღარ ექნებოდათ?+ 3 მაგრამ ეს მსხვერპლი ცოდვების ყოველწლიური შეხსენებაა,+ 4 რადგან ხარებისა და თხების სისხლით შეუძლებელია ცოდვების წაშლა.+

5 ამიტომ ქვეყნიერებაში მოსვლისას ის ამბობს: «„მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე,+ მაგრამ სხეული გამიმზადე.+ 6 არ მოიწონე მთლიანად დასაწვავი შესაწირავი და ცოდვის შესაწირავი“.+ 7 მაშინ მე ვთქვი: „აი, მოვედი (ჩემ შესახებ გრაგნილზე წერია)+ შენი ნების შესასრულებლად, ღმერთო“».+ 8 ზემოთ თქვა: „არ ისურვე და არ მოიწონე მსხვერპლი, შესაწირავი, მთლიანად დასაწვავი შესაწირავი და ცოდვის შესაწირავი“,+ რომლებსაც კანონის თანახმად სწირავენ.+ 9 შემდეგ კი ამბობს: „აი, მოვედი შენი ნების შესასრულებლად“.+ ის აუქმებს პირველს, რათა დაამტკიცოს მეორე.+ 10 ამ ნებით+ ვართ განწმენდილნი+ იესო ქრისტეს სხეულის მხოლოდ ერთხელ+ შეწირვით.+

11 ყოველი მღვდელი ყოველდღე+ თავის ადგილას დგას,+ რომ ხალხს ემსახუროს და მრავალჯერ შესწიროს იგივე მსხვერპლი, რადგან ისინი სრულად ვერასოდეს წაშლიან ცოდვებს.+ 12 მან კი სამუდამოდ+ შესწირა ერთი მსხვერპლი ცოდვებისთვის და ღვთის მარჯვნივ დაჯდა.+ 13 მას შემდეგ ელის იმ დროს, როცა მისი მტრები მის ფეხსადგამად იქცევიან.+ 14 მან ერთი შესაწირავით+ სამუდამოდ სრულყოფილი გახადა+ ისინი, ვინც წმინდავდებიან. 15 გარდა ამისა, წმინდა სულიც+ გვიმოწმებს, რადგან ამის შემდეგ ამბობს: 16 „ეს არის შეთანხმება, რომელსაც დავუდებ მათ იმ დროის შემდეგ, — ამბობს იეჰოვა, — ჩემს კანონებს გულებში ჩავუდებ და გონებაში ჩავუწერ“.+ 17 შემდეგ კი ამბობს: „აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებსა და უკანონობას“.+ 18 სადაც ცოდვების მიტევებაა,+ იქ საჭირო აღარ არის ცოდვის შესაწირავი.+

19 ამიტომ, ძმებო, რადგან გამბედაობა გვაქვს იესოს სისხლის მეშვეობით წმინდა ადგილზე+ შესასვლელად+ 20 ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც მან გაგვიხსნა ფარდით,+ ანუ თავისი ხორცით,+ 21 და რადგან გვყავს დიდი მღვდელი ღვთის სახლზე,+ 22 მივუახლოვდეთ წრფელი გულით და სრული რწმენით, სხურებით გულგაწმენდილნი ბოროტი სინდისისგან+ და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი.+ 23 მტკიცედ და უყოყმანოდ+ განვაგრძოთ ჩვენი იმედის+ სახალხოდ გაცხადება, რადგან ერთგულია+ ის, ვინც დაგვპირდა. 24 ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ+ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის.+ 25 ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს,+ როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნეოთ+ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას.+

26 თუ ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის+ მიღების შემდეგ კვლავ შეგნებულად+ ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისთვის,+ 27 არამედ სასამართლოს შიშის+ მომგვრელი მოლოდინი და რისხვის ცეცხლი, რომელიც მზად არის მოწინააღმდეგეების გასანადგურებლად.+ 28 ვინც არაფრად აგდებს მოსეს კანონს, დაუნდობლად ისჯება სიკვდილით, როცა ორი ან სამი კაცი მოწმობს მის წინააღმდეგ.+ 29 როგორ ფიქრობთ, რამდენად უფრო მკაცრ სასჯელს დაიმსახურებს ის,+ ვინც გათელა+ ღვთის ძე და სათანადოდ არ დააფასა შეთანხმების სისხლი,+ რომლითაც განიწმინდა, და ვინც ზიზღით შეურაცხყო წყალობის სული?+ 30 ჩვენ ვიცნობთ მას, ვინც თქვა: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ“.+ და კიდევ: „იეჰოვა გაასამართლებს თავის ხალხს“.+ 31 საშინელებაა ცოცხალი ღვთის ხელში ჩავარდნა.+

32 გახსოვდეთ წინანდელი დღეები: მას შემდეგ, რაც განათლდით,+ დიდ ბრძოლას გაუძელით, როცა მრავალი ტანჯვა გამოიარეთ;+ 33 ხან საყვედურებსა და გასაჭირში იყავით როგორც სანახაობა+ სხვებისთვის, ხანაც მათ ედექით მხარში, ვინც ეს გადაიტანა.+ 34 პატიმრებსაც თანაუგრძნობდით და თქვენი ქონების დატაცებასაც+ სიხარულით იტანდით, რადგან იცოდით, რომ უკეთესი და უხრწნელი საკუთრება გაქვთ.+

35 ამიტომ, ნუ შეწყვეტთ თამამად ლაპარაკს,+ რასაც დიდი ჯილდო+ მოაქვს. 36 მოთმინება გჭირდებათ,+ რომ შეასრულოთ ღვთის ნება+ და მიიღოთ დანაპირები,+ 37 რადგან „სულ ცოტაც“+ და „მოვა ის, ვინც მოდის, არ დააყოვნებს“.+ 38 „ხოლო მართალი რწმენით იცოცხლებს“+ და „თუ უკან დაიხევს, ჩემი სული* არ მოიწონებს მას“.+ 39 ჩვენ იმათ არ ვგავართ, ვინც უკან იხევს დასაღუპავად,+ არამედ რწმენა გვაქვს სულის ცოცხლად შესანარჩუნებლად.+

11 რწმენა+ იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ,+ და აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა.+ 2 მისით მიიღეს დამოწმება ძველ დროს მცხოვრებმა ადამიანებმა.+

3 რწმენით ვხვდებით, რომ ქვეყნიერება*+ ღვთის სიტყვით+ იქნა მოწყობილი, ესე იგი, ხილული უხილავისგან წარმოიშვა.+

4 რწმენით აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი შესწირა+ და რწმენითვე მიიღო დამოწმება, რომ მართალი იყო; ღმერთმა დაამოწმა+ მის ძღვენზე. თუმცა მოკვდა, კვლავაც მეტყველებს რწმენის მეშვეობით.+

5 რწმენით ენოქი+ გადაყვანილ იქნა, რათა სიკვდილი არ ენახა, და აღარსად იყო, რადგან ღმერთმა გადაიყვანა.+ გადაყვანამდე მან დამოწმება მიიღო, რომ ღმერთს ასიამოვნა.+ 6 რწმენის გარეშე+ შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს,+ რადგან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს+ და აჯილდოებს+ თავის გულმოდგინედ მძებნელს.+

7 რწმენით ნოემ,+ როდესაც ღმერთმა გააფრთხილა იმის შესახებ, რაც ჯერ არ იყო ხილული,+ ღვთისადმი შიში გამოავლინა და თავისი ოჯახის გადასარჩენად კიდობანი+ ააგო. რწმენით მან მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას+ და სიმართლის+ მემკვიდრე გახდა რწმენის წყალობით.

8 რწმენით აბრაამი+ დაემორჩილა მოწოდებას, წასულიყო ადგილას, რომელიც მემკვიდრეობად უნდა მიეღო, და წავიდა, თუმცა არ იცოდა, სად მიდიოდა.+ 9 რწმენით ის ხიზნად ცხოვრობდა დაპირებულ ქვეყანაში, ისე როგორც უცხო ქვეყანაში.+ კარვებში+ ცხოვრობდა ისაკსა+ და იაკობთან+ — იმავე დანაპირების თანამემკვიდრეებთან,+ 10 რადგან ელოდა ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს,+ რომლის მშენებელი და შემოქმედიც ღმერთია.+

11 რწმენით სარამ,+ თუმცა ხანგადასული იყო, ძალა მიიღო თესლის გასანაყოფიერებლად,+ რადგან ერთგულად მიაჩნდა ის, ვინც დაჰპირდა.+ 12 მაშასადამე, ერთ კაცს,+ და ისიც თითქმის მკვდარს,+ შეეძინა შვილები — ცის ვარსკვლავებივით ურიცხვი და ზღვის ქვიშასავით უთვალავი.+

13 ესენი ყველანი რწმენაში დაიხოცნენ+ და, თუმცა არ მიუღიათ დანაპირები,+ შორიდან ხედავდნენ+ მას, ხარობდნენ და სახალხოდ აღიარებდნენ, რომ უცხონი და დროებით მცხოვრებნი იყვნენ იმ ქვეყანაში.+ 14 ისინი, ვინც ასე ლაპარაკობს, აჩვენებენ, რომ გულმოდგინედ ეძებენ თავიანთ ადგილს.+ 15 და თუ ეხსომებოდათ, საიდან გამოვიდნენ,+ ექნებოდათ უკან დაბრუნების შესაძლებლობა,+ 16 მაგრამ ისინი უკეთესი ადგილისკენ ისწრაფვიან, ზეციურისკენ.+ ამიტომ ღმერთს არ რცხვენია, რომ მათ ღმერთად იწოდებოდეს,+ რადგან ქალაქი+ მოუმზადა მათ.

17 რწმენით აბრაამი, როცა გამოიცადა,+ ისაკს სწირავდა. კაცი, რომელმაც სიხარულით მიიღო დანაპირები, მხოლოდშობილ ძეს სწირავდა,+ 18 თუმცა ღმერთს მისთვის ნათქვამი ჰქონდა: „ის, ვისაც შენი შთამომავალი ეწოდება, ისაკისგან წარმოიშობა“.+ 19 მას მიაჩნდა, რომ ღმერთს შეეძლო მკვდრეთითაც კი აღედგინა იგი და დაიბრუნა კიდეც სიკვდილიდან+ და ამას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა.+

20 რწმენით ისაკმა იაკობი+ და ესავი+ მომავლისთვის აკურთხა.

21 რწმენით სიკვდილის+ პირას მყოფმა იაკობმა იოსების ვაჟები სათითაოდ აკურთხა+ და ხელჯოხზე დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს.+

22 რწმენით იოსებმა სიკვდილის წინ ისრაელის ძეების გამოსვლა+ ახსენა და ბრძანება გასცა თავისი ძვლების შესახებ.+

23 რწმენით მშობლები დაბადებიდან სამ თვეს მალავდნენ მოსეს,+ რადგან ხედავდნენ, რომ ბავშვი ლამაზი იყო,+ და მეფის ბრძანების+ არ ეშინოდათ. 24 რწმენით მოსემ, როცა წამოიზარდა,+ უარი თქვა, რომ ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო,+ 25 და არჩია, ღვთის ხალხთან ერთად მასაც სასტიკად მოპყრობოდნენ, ვიდრე დროებითი ცოდვიანი განცხრომა ჰქონოდა. 26 ეგვიპტის განძზე მეტ სიმდიდრედ ცხებულობის გამო შეურაცხყოფა+ მიაჩნდა, რადგან ჯილდოს+ ხედავდა. 27 რწმენით მან ეგვიპტე დატოვა,+ მაგრამ არა იმიტომ, რომ მეფის რისხვას შეუშინდა;+ ის მტკიცე იყო, თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია.+ 28 რწმენით მან პასექი+ და სისხლის პკურება მოაწყო,+ რათა შემმუსვრელი მათ პირმშოებს არ შეხებოდა.+

29 რწმენით მათ წითელი ზღვა ხმელეთივით გადაკვეთეს;+ ეგვიპტელებმაც დააპირეს, მაგრამ შთაინთქნენ.+

30 რწმენით იერიხონის გალავანი შვიდდღიანი გარშემოვლის შემდეგ დაინგრა.+ 31 რწმენით რახაბი,+ მეძავი, არ დაიღუპა ურჩებთან ერთად, რადგან მშვიდობიანად მიიღო მზვერავები.+

32 კიდევ რა ვთქვა? დრო არ მეყოფა, რომ მოვყვე გედეონის,+ ბარაკის,+ სამსონის,+ იფთახის,+ დავითის,+ სამუელისა+ და სხვა წინასწარმეტყველთა შესახებ,+ 33 რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს,+ სიმართლეს+ იქმოდნენ, დანაპირებს იღებდნენ,+ ლომებს პირს უკრავდნენ,+ 34 ცეცხლის ძალას უძლებდნენ,+ მახვილის პირს თავს აღწევდნენ,+ უძლურები ძლიერდებოდნენ,+ ომში მამაცები ხდებოდნენ,+ უცხოელთა ჯარებს დევნიდნენ.+ 35 ქალებს თავიანთი მკვდრები აღმდგარნი უბრუნდებოდნენ.+ ზოგს აწამებდნენ, რადგან უარს ამბობდნენ ნებისმიერი გამოსასყიდით გათავისუფლებაზე, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ. 36 სხვები კი გამოიცადნენ დაცინვითა და გაშოლტვით და უფრო მეტიც — ბორკილებითა+ და საპყრობილეებით.+ 37 მათ ქოლავდნენ,+ სცდიდნენ,+ ხერხავდნენ, მახვილით ხოცავდნენ.+ ისინი ცხვრისა და თხის ტყავებით შემოსილნი+ დადიოდნენ, რადგან გაჭირვებასა+ და შევიწროებაში+ იყვნენ და სასტიკ მოპყრობას+ იტანდნენ. 38 ქვეყნიერება არ იყო მათი ღირსი. ისინი დადიოდნენ უკაცრიელ ადგილებში, მთებში, გამოქვაბულებსა+ და დედამიწის ხევებში.

39 თუმცა თავიანთი რწმენით მიეცათ დამოწმება, არც ერთ მათგანს არ მიუღია დანაპირები,+ 40 რადგან ღმერთმა უკეთესი+ გაითვალისწინა ჩვენთვის,+ რათა ისინი+ უჩვენოდ+ არ გასრულყოფილებულიყვნენ.+

12 მაშ, რადგან ჩვენ გარშემო მოწმეთა ასეთი დიდი ღრუბელია,+ მოვიშოროთ ყველაფერი,+ რაც გვამძიმებს, და ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში,+ მოთმინებით გავირბინოთ+ ჩვენ წინ მდებარე+ მანძილი+ 2 და დავაკვირდეთ ჩვენი რწმენის მეთაურსა+ და გამასრულყოფილებელს,+ იესოს. სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა, მან სირცხვილი არაფრად ჩააგდო+ და ბოძზე* წამებას გაუძლო, შემდეგ კი ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.+ 3 ამიტომ, რომ არ დაიღალოთ და არ დაკარგოთ სულის სიმხნევე,+ დაფიქრდით მასზე, ვინც სიტყვიერი შეურაცხყოფა+ მოითმინა ცოდვილთაგან, რომლებიც ამით თავიანთივე თავს აყენებდნენ ზიანს.

4 ამ ცოდვის წინააღმდეგ იბრძვით, მაგრამ ჯერ კიდევ სისხლამდე არ შეწინააღმდეგებიხართ მას+ 5 და სულ დაივიწყეთ თქვენთვის, როგორც შვილებისთვის ნათქვამი შეგონება:+ „შვილო, იეჰოვასგან აღზრდას უმნიშვნელოდ ნუ ჩათვლი და გულს ნუ გაიტეხ, როცა ის შეცდომაზე მოგითითებს,+ 6 რადგან იეჰოვა იმის აღზრდაზე ზრუნავს, ვინც უყვარს, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც შვილად იღებს“.+

7 იმისთვის ითმენთ, რომ აღიზარდოთ.+ ღმერთი შვილებივით გეპყრობათ,+ რადგან ის რა შვილია, რომლის აღზრდაზეც მამა არ ზრუნავს?+ 8 მაგრამ თუ მამა არ აღგზრდით, როგორც ყველა შვილს, უკანონო შვილები ყოფილხართ+ და არა ძეები. 9 ჩვენ პატივს ვცემდით ჩვენს ხორციელ მამებს, რომლებმაც აღგვზარდეს.+ ამიტომ განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ ჩვენი სულიერი ცხოვრების მამას და ვიცოცხლოთ?+ 10 ისინი მცირე ხანს ზრუნავდნენ ჩვენს აღზრდაზე ისე, როგორც თვითონ მიაჩნდათ სწორად,+ ის კი ამას ჩვენ სასარგებლოდ აკეთებს, რათა მის სიწმინდეს ვეზიაროთ.+ 11 მართალია, ახლა ნებისმიერი აღმზრდელობითი ზომა სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად,+ მაგრამ ვინც ამით გაიწაფება, შემდგომში მშვიდობიან ნაყოფს+ იმკის — სიმართლეს.+

12 მაშ, გამართეთ ჩამოშვებული ხელები+ და დასუსტებული მუხლები+ 13 და გაასწორეთ თქვენი ფეხის სავალი,+ რათა კოჭლმა ფეხი არ იღრძოს და განიკურნოს.+ 14 ისწრაფეთ, რომ ყველასთან მშვიდობიანი ურთიერთობა გქონდეთ+ და განიწმინდოთ,+ რის გარეშეც ვერავინ იხილავს უფალს,+ 15 და გაფრთხილდით, რომ რომელიმე თქვენგანს არ წაერთვას ღვთის წყალობა,+ რომ არანაირმა შხამიანმა ფესვმა+ არ ამოიყაროს და ზიანი არ მოიტანოს და არ წაიბილწოს მისით მრავალი,+ 16 რათა არ იყოს არც მეძავი და არც ისეთი, ვინც არ აფასებს წმინდას — ესავის+ მსგავსი, რომელმაც თავისი პირმშოობა ერთ კერძზე გაცვალა.+ 17 ვინაიდან იცით, რომ მოგვიანებით, როცა კურთხევის დამკვიდრება მოისურვა,+ უარყოფილ იქნა;+ და მიუხედავად იმისა, რომ ცრემლებით ითხოვდა გადაწყვეტილების შეცვლას,+ ეს უკვე შეუძლებელი იყო.+

18 თქვენ არ მიახლოებიხართ არც ხელშესახებს+ და ცეცხლმოკიდებულს,+ არც შავ ღრუბელს, არც წყვდიადს და არც ქარიშხალს,+ 19 არც საყვირის ხმას+ და არც სიტყვების ხმას,+ რომლის მოსმენისას ხალხი იხვეწებოდა, რომ აღარაფერი თქმულიყო მათ მიმართ.+ 20 მათთვის აუტანელი იყო ბრძანება: „თუ ცხოველი გაეკარება მთას, უნდა ჩაიქოლოს“.+ 21 ეს სანახაობა ისეთი შიშის მომგვრელი იყო, რომ მოსემ თქვა: „მეშინია და ვკანკალებ“.+ 22 თქვენ კი მიუახლოვდით სიონის მთას+ და ცოცხალი ღვთის ქალაქს+ — ზეციერ იერუსალიმს;+ მიუახლოვდით უთვალავ ანგელოზს,+ 23 ერთად შეკრებილებს,+ და ზეცაში ჩაწერილ+ პირმშოთა+ კრებას, ღმერთს — ყველას მოსამართლეს,+ და გასრულყოფილებული+ მართლების სულიერ ცხოვრებას;+ 24 მიუახლოვდით იესოს — ახალი შეთანხმების+ შუამავალს,+ და შესასხურებელ სისხლს,+ რომელიც აბელის სისხლზე უკეთ მეტყველებს.+

25 ფრთხილად იყავით, რომ არ ეურჩოთ მოლაპარაკეს,+ ვინაიდან, თუ ისინი არ გადარჩნენ, ვინც ეურჩა ღვთის გაფრთხილების მაუწყებელს დედამიწაზე,+ მით უმეტეს ჩვენ არ გადავრჩებით, თუკი ზურგს შევაქცევთ ზეციდან მოლაპარაკეს.+ 26 მაშინ მისმა ხმამ დედამიწა შეარყია,+ ახლა კი გვპირდება: „კიდევ ერთხელ შევძრავ არა მხოლოდ დედამიწას, არამედ ცასაც“.+ 27 სიტყვები „კიდევ ერთხელ“ მიანიშნებს შერყეულის, როგორც შექმნილის მოშორებაზე,+ რათა დარჩეს ის, რაც შეურყეველია.+ 28 მაშ, რადგან ვხედავთ, რომ მივიღებთ სამეფოს, რომელიც არ შეირყევა,+ კვლავაც ვიქონიოთ წყალობა, რისი მეშვეობითაც შევძლებთ, ღვთისთვის მოსაწონად შევასრულოთ წმინდა მსახურება, ღვთის შიშითა და მოკრძალებით,+ 29 ვინაიდან ჩვენი ღმერთი შთამნთქმელი ცეცხლია.+

13 ძმათმოყვარეობა შეინარჩუნეთ.+ 2 ნუ დაივიწყებთ სტუმართმოყვარეობას,+ რადგან ზოგიერთები ანგელოზებს გამასპინძლებიან და არ სცოდნიათ.+ 3 გახსოვდეთ საპყრობილეში ბორკილებში მყოფნი,+ თითქოს თქვენც მათთან ერთად ყოფილიყოთ შებორკილნი,+ და ისინი, ვისაც სასტიკად ეპყრობიან,+ რადგან თქვენც ჯერ კიდევ სხეულში იმყოფებით. 4 ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული და ცოლქმრული სარეცელი შეუბილწავი,+ რადგან მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს.+ 5 იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე+ და დასჯერდით იმას,+ რაც გაქვთ,+ რადგან მან თქვა: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“.+ 6 ეს გვამხნევებს+ და შეგვიძლია ვთქვათ: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?“+

7 გახსოვდეთ ისინი, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია+ და ვინც ღვთის სიტყვას გადმოგცემთ. დაუკვირდით მათი საქციელის შედეგებს და მათ მიბაძეთ+ რწმენაში.+

8 იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და მარადიულად.+

9 ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა, უცხო სწავლება,+ რადგან კარგია, წყალობით+ განიმტკიცოთ გული და არა საჭმელებით,+ რაც არაფერს რგებს მათზე გადაყოლილებს.

10 ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, რომლიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარავში წმინდა მსახურების შემსრულებლებს.+ 11 იმ ცხოველებს, რომელთა სისხლიც წმინდა ადგილას შეაქვს მღვდელმთავარს ცოდვისთვის, ბანაკის გარეთ წვავენ.+ 12 ამიტომ იესოც კარიბჭის გარეთ+ იტანჯა, რათა საკუთარი სისხლით+ განეწმინდა ხალხი.+ 13 მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და ვიტვირთოთ მისი შეურაცხყოფა,+ 14 რადგან აქ არა გვაქვს მუდმივი ქალაქი,+ არამედ გულმოდგინედ ვეძებთ იმ ქალაქს, რომელიც იქნება.+ 15 ყოველთვის ვწირავდეთ ღმერთს მისი მეშვეობით ქების მსხვერპლს,+ ანუ ბაგეთა ნაყოფს,+ რითაც სახალხოდ ვაღიარებთ მის სახელს.+ 16 გარდა ამისა, ნუ დაივიწყებთ კარგის კეთებასა+ და გაზიარებას, რადგან ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი.+

17 გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია+ და დაემორჩილეთ,+ რადგან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც ანგარიშვალდებულნი,+ რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა ოხვრით, ვინაიდან ეს საზიანო იქნებოდა თქვენთვის.+

18 ილოცეთ+ ჩვენთვის, რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ სუფთა სინდისი გვაქვს და გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ,+ 19 მაგრამ უფრო მეტად შეგაგონებთ, ეს იმისთვის გააკეთოთ, რომ მალე დაგიბრუნდეთ.+

20 მშვიდობის ღმერთმა,+ რომელმაც მარადიული შეთანხმების სისხლით+ მკვდრეთით აღადგინა+ ცხვრის+ დიდებული მწყემსი,+ ჩვენი უფალი იესო, 21 აღგჭურვოთ ყოველივე კარგით თავისი ნების შესასრულებლად — იესო ქრისტეს მეშვეობით ჩვენში ის გააკეთოს, რაც მოსაწონია მისთვის;+ მას დიდება მარადიულად.+ ამინ.

22 შეგაგონებთ, ძმებო, მოთმინებით მიიღოთ ეს გამხნევების სიტყვა, რადგან ბევრი არაფერი მომიწერია თქვენთვის.+ 23 იცოდეთ, რომ ძმა ტიმოთე+ გათავისუფლებულია და, თუ მალე მოვა, მასთან ერთად გინახულებთ.

24 მომიკითხეთ ყველა, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია+ თქვენ შორის, და ყველა წმინდა. მოკითხვას გითვლიან იტალიელები.+

25 წყალობა+ ყველა თქვენგანს.

ბერძნულად ეონას, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემებს ან წყობას.

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.

სიტყვასიტყვით — მომავალი სისტემის. ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.

იხილეთ დანართი 5ბ.

ბერძნულად ეონას, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემებს ან წყობას.

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.

ბერძნულად ეონას, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემებს ან წყობას.

იხილეთ დანართი 3გ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება