ფილიმონის მიმართ
1 პავლე, პატიმარი+ ქრისტე იესოს გულისთვის და ძმა ტიმოთე+ ფილიმონს, ჩვენს საყვარელ ძმასა და თანამსახურს,+ 2 აგრეთვე აპფიას, ჩვენს დას, ჩვენს თანამებრძოლ+ არქიპესა+ და კრებას, რომელიც შენს სახლში იკრიბება:+
3 წყალობა და მშვიდობა თქვენ ღვთისგან, ჩვენი მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან.+
4 ყოველთვის ვმადლობ ჩემს ღმერთს, როცა ლოცვებში გიხსენიებ,+ 5 რადგან მუდამ მესმის იესოსა და ყველა წმინდის მიმართ შენი სიყვარულისა და რწმენის შესახებ,+ 6 რათა შენი რწმენის მოზიარეობა+ ქმედითი იყოს იმით, რომ დააფასებ ჩვენ შორის ყოველივე კარგს ქრისტეში. 7 დიდი სიხარული და ნუგეში ვპოვე შენი სიყვარულის+ გამო, რადგან შენ განუახლე+ წმინდებს სათუთი გრძნობები, ძმაო.
8 სწორედ ამიტომ ქრისტეში სრული სითამამით შემიძლია გიბრძანო+ იმის გაკეთება, რაც მართებულია, 9 მაგრამ სიყვარულით+ შეგაგონებ მე, პავლე, ხნიერი კაცი და ახლა პატიმარიც+ ქრისტე იესოს გულისთვის. 10 შეგაგონებ ჩემი შვილის,+ ონისიმეს+ გამო, რომელიც ბორკილებში ყოფნისას შემეძინა;+ 11 ის, ერთ დროს შენთვის უსარგებლო, ახლა შენთვისაც გამოსადეგია და ჩემთვისაც.+ 12 უკან გიგზავნი მას — ჩემს სათუთ გრძნობებს.+
13 მინდოდა ჩემთან დამეტოვებინა, რომ შენ მაგივრად+ კვლავაც მომმსახურებოდა ჩემს ბორკილებში,+ რასაც სასიხარულო ცნობის გულისთვის ვატარებ, 14 მაგრამ შენი თანხმობის გარეშე არაფრის გაკეთება არ მინდა, რათა შენი კარგი საქმე ნებაყოფლობითი იყოს და არა ნაძალადევი.+ 15 იქნებ იმიტომაც დაგშორდა დროებით, რომ სამუდამოდ დაგბრუნებოდა 16 უკვე არა როგორც მონა,+ არამედ მონაზე მეტი+ — როგორც საყვარელი ძმა,+ განსაკუთრებით ჩემთვის, უფრო მეტად კი შენთვის — ქვეყნიურ საქმეებშიც და უფალშიც. 17 ამიტომ, თუ თანამსახურად მიგაჩნივარ,+ ის ისე გულთბილად მიიღე,+ როგორც მე მიმიღებდი. 18 თუ ის ცუდად მოგექცა ან რამე მართებს შენი, მე დამადე ვალად. 19 მე, პავლე, ჩემი ხელით ვწერ:+ მე გადავიხდი; იმაზე აღარაფერს გეუბნები, რომ შენი სიცოცხლით ხარ ჩემი მოვალე. 20 ძმაო, მეც მომეცი საშუალება, შენგან ვისარგებლო უფალში — განაახლე ჩემი სათუთი გრძნობები+ ქრისტეში.
21 იმ იმედით გწერ, რომ დამყოლი ხარ და ვიცი, იმაზე მეტსაც გააკეთებ, რასაც გეუბნები.+ 22 ამასთანავე, ბინაც+ გამიმზადე, რადგან ვიმედოვნებ, რომ თქვენი ლოცვების წყალობით+ გავთავისუფლდები+ თქვენთვის.
23 მოკითხვას გითვლიან ეპაფრა,+ ჩემი თანაპატიმარი ქრისტეში, 24 და ჩემი თანამსახურები: მარკოზი, არისტარქე,+ დემა+ და ლუკა.
25 უფალ იესო ქრისტეს წყალობა იყოს თქვენ მიერ გამოვლენილ სულთან.+