საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bi12 ტიტე 1:1-3:15
  • ტიტე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ტიტე
  • ბიბლია
ბიბლია
ტიტე

ტიტეს მიმართ

1 პავლე — ღვთის მონა+ და იესო ქრისტეს მოციქული+ ღვთის რჩეულების რწმენითა+ და ჭეშმარიტების+ საფუძვლიანი ცოდნით,+ რომელი ჭეშმარიტებაც ეთანხმება ღვთისადმი ერთგულებას,+ 2 დაფუძნებულს დიდი ხნის წინათ+ ღვთისგან დაპირებული მარადიული სიცოცხლის+ იმედზე, ღვთისა, რომელმაც შეუძლებელია, იცრუოს;+ 3 მან თავის დროზე თავისი სიტყვა ცხადი გახადა ქადაგებით, რომელიც მე მომენდო+ ჩვენი მხსნელის,+ ღვთის ბრძანებით — 4 გწერ ტიტეს, ჭეშმარიტ შვილს+ საერთო რწმენაში:

წყალობა და მშვიდობა ღვთისგან, მამისგან,+ და ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოსგან.+

5 კრეტაში იმიტომ დაგტოვე,+ რომ გამოასწორო ნაკლოვანებები და ყოველ ქალაქში უხუცესები დანიშნო+ ჩემი მითითებისამებრ,+ 6 თუ არის ვინმე ბრალდაუდებელი,+ ერთი ცოლის ქმარი,+ ჰყავს მორწმუნე შვილები, რომლებიც არც ურჩები არიან და არც აღვირახსნილობაში ბრალდადებულები.+ 7 ზედამხედველი, როგორც ღვთის მიერ დაყენებული მმართველი,+ ბრალდაუდებელი+ უნდა იყოს. არ უნდა იყოს თავნება,+ გულფიცხი,+ ლოთი და აყალმაყალის ამტეხი,+ მოჩხუბარი,+ უპატიოსნო შემოსავალს დახარბებული,+ 8 არამედ სტუმართმოყვარე*,+ კარგის მოყვარული, საღად მოაზროვნე,+ მართალი, ერთგული,+ თავშეკავებული;+ 9 მისი სწავლების უნარს რაც შეეხება, სარწმუნო სიტყვას უნდა იყოს ჩაჭიდებული,+ რათა შეეძლოს როგორც ჯანსაღი სწავლებით+ დარიგება, ასევე მოწინააღმდეგეების შეგონება.+

10 ბევრია ურჩი, ყბედი+ და ცბიერი, განსაკუთრებით — წინადაცვეთის დამცველები.+ 11 მათ პირები უნდა აეკრათ, რადგან უპატიოსნო შემოსავლის მიზნით იმას ასწავლიან,+ რასაც არ უნდა ასწავლიდნენ და, ამგვარად ოჯახებს რწმენას უნგრევენ.+ 12 ერთმა მათგანმა, მათმა წინასწარმეტყველმა თქვა: „კრეტელები ყოველთვის იტყუებიან; ისინი საშიში+ მხეცები და უქნარა ღორმუცელები არიან“.

13 ეს მოწმობა ჭეშმარიტია. ამიტომ კვლავაც მკაცრად+ შეაგონე ისინი, რათა ჯანსაღნი+ იყვნენ რწმენაში, 14 ყურადღება არ მიაქციონ იუდეველთა იგავ-არაკებსა+ და იმ ადამიანთა მცნებებს,+ ვინც ჭეშმარიტებას ზურგს აქცევს.+ 15 სუფთასთვის ყველაფერი სუფთაა.+ წაბილწულებისა+ და ურწმუნოებისთვის+ კი არაფერია სუფთა, მათ გონებაც წაბილწული აქვთ და სინდისიც.+ 16 ისინი ყველას წინაშე აღიარებენ, რომ იცნობენ ღმერთს,+ მაგრამ საქმეებით უარყოფენ მას,+ რადგან საძაგელნი, ურჩნი და ნებისმიერი კარგი საქმისთვის გამოუსადეგარნი არიან.+

2 შენ კი კვლავაც ილაპარაკე ის, რაც ჯანსაღ+ სწავლებას შეეფერება. 2 ხანში შესული მამაკაცები+ იყვნენ ზომიერები, სერიოზულები,+ საღად მოაზროვნეები, ჯანსაღნი რწმენაში,+ სიყვარულსა და მოთმინებაში.+ 3 ასევე ხანში შესული ქალებიც+ ისე მოიქცნენ, როგორც ღვთისმოშიშებს შეშვენით, არ იყვნენ ცილისმწამებლები+ და ღვინის მონები, არამედ კარგის მასწავლებლები, 4 რათა ჭკუა დაარიგონ ახალგაზრდა ქალებს, რომ უყვარდეთ ქმრები,+ უყვარდეთ შვილები,+ 5 იყვნენ საღად მოაზროვნეები, ზნეობრივად სუფთები,+ მეოჯახეები, კარგები, ქმრების მორჩილები,+ რომ არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა.+

6 ყმაწვილკაცებსაც კვლავ შეაგონე, რომ საღად მოაზროვნეები იყვნენ+ 7 და თვითონ აჩვენე ყველაფერში კარგი საქმეების მაგალითი;+ ასწავლე+ შეურყვნელად,+ სერიოზულობით, 8 დაუძრახავი ჯანსაღი სიტყვით,+ რათა მოწინააღმდეგე შერცხვეს, ცუდს რომ ვერაფერს იტყვის ჩვენზე.+ 9 მონები+ ყველაფერში თავიანთ ბატონებს დაემორჩილონ+ და ასიამოვნონ მათ, სიტყვა არ შეუბრუნონ,+ 10 არ იქურდონ,+ არამედ სრულად გამოავლინონ ერთგულება,+ რათა ყველაფერში შეამკონ ჩვენი მხსნელის,+ ღვთის სწავლება.

11 ვინაიდან ცხადი გახდა+ ღვთის წყალობა,+ რომელსაც ხსნა+ მოაქვს ყველანაირი ადამიანისთვის,+ 12 გვასწავლის, რომ უარვყოთ უღმერთოება+ და ქვეყნიური სურვილები,+ ახლანდელ ქვეყნიერებაში*+ აზრიანად, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით+ ვიცხოვროთ, 13 ვიდრე ველით მშვენიერ იმედს+ და დიადი+ ღვთისა და ქრისტე იესოს, ჩვენი მხსნელის, დიდებით გამოცხადებას. 14 მან თავი დადო ჩვენთვის,+ რათა გავეთავისუფლებინეთ+ ყოველგვარი უკანონობისგან და თავის საკუთრებად+ განეწმინდა+ ერი, კარგი საქმეების მოშურნე.+

15 განაგრძე ამაზე ლაპარაკი, შეგონება და დარიგება, როგორც სრული უფლების მქონემ.+ არავინ დაგიწყოს ზემოდან ყურება.+

3 კვლავ შეახსენე მათ, დაემორჩილონ+ და მოუსმინონ მთავრობებსა და ძალაუფლებებს, როგორც მმართველებს,+ და მზად იყვნენ ნებისმიერი კარგი საქმისთვის,+ 2 არავინ დაძრახონ, არ იყვნენ ჩხუბის ამტეხნი,+ არამედ გონიერნი,+ ყველასთან რბილი ხასიათი გამოავლინონ.+ 3 ოდესღაც ჩვენც ვიყავით უგუნურნი, ურჩნი, შეცდომაში შეყვანილნი, სხვადასხვა სურვილისა და განცხრომის მონები, ვცხოვრობდით ბოროტებითა და შურით, საზიზღრები ვიყავით და ერთმანეთი გვძულდა.+

4 მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა+ ჩვენი მხსნელის,+ ღვთის სიკეთე+ და კაცთმოყვარეობა, 5 მან ჩვენი სიმართლის საქმეების+ გამო კი არ გვიხსნა,+ არამედ თავისი გულმოწყალებით+ — სიცოცხლის მომცემი+ განბანითა+ და წმინდა სულის* მიერ განახლებით.+ 6 ეს სული მან უხვად მოგვფინა იესო ქრისტეს, ჩვენი მხსნელის მეშვეობით,+ 7 რათა ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობით+ ვყოფილიყავით აღიარებული მართლებად+ და მემკვიდრეები გავმხდარიყავით+ მარადიული სიცოცხლის იმედის შესაბამისად.+

8 ეს სიტყვა სარწმუნოა+ და მინდა, მუდამ დაბეჯითებით ლაპარაკობდე ამ საკითხებზე, რათა მათ, ვინც ღმერთი ირწმუნა, კვლავაც იფიქრონ კარგი საქმეების კეთებაზე.+ ყოველივე ეს კარგი და სასარგებლოა ადამიანისთვის.

9 მოერიდე სულელურ კითხვებზე კამათს,+ გვარტომობის ქექვას,+ დავასა+ და ჩხუბს კანონის თაობაზე,+ რადგან ეს უსარგებლოა და ამაო. 10 სექტანტური იდეების გამავრცელებელი+ ჯერ ერთხელ გააფრთხილე,+ შემდეგ მეორედ, მერე კი უარყავი+ 11 და იცოდე, რომ ასეთი კაცი გზას ასცდა და სცოდავს, საკუთარ თავს თვითონვე დასდო მსჯავრი.+

12 არტემას ან ტიქიკეს+ როცა გამოგიგზავნი, ყველანაირად ეცადე, ჩამოხვიდე ჩემთან ნიკოპოლისში, რადგან გადავწყვიტე ზამთარი იქ გავატარო.+ 13 ზენა, კანონის მცოდნე, და აპოლოსი კარგად გაამზადე სამგზავროდ, რომ არაფერი აკლდეთ.+ 14 ჩვენებმაც ისწავლონ აუცილებელი საჭიროების დასაკმაყოფილებლად კარგი საქმეების კეთება,+ რომ უნაყოფონი არ იყვნენ.+

15 ყველა ჩემთან მყოფი მოკითხვას გითვლის.+ მომიკითხე, ვისაც ვუყვარვართ რწმენაში.

წყალობა ყველა თქვენგანს.+

სიტყვასიტყვით — უცნობთა მოყვარული.

ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება