საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bi12 2 ტიმოთე 1:1-4:22
  • 2 ტიმოთე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 2 ტიმოთე
  • ბიბლია
ბიბლია
2 ტიმოთე

მეორე წერილი ტიმოთეს მიმართ

1 პავლე, ქრისტე იესოს მოციქული ღვთის ნებითა+ და იმ სიცოცხლის დანაპირების თანახმად,+ რომელიც ქრისტე იესოშია,+ 2 ტიმოთეს, საყვარელ შვილს:+

წყალობა, გულმოწყალება და მშვიდობა ღვთისგან, მამისგან, და ქრისტე იესოსგან, ჩვენი უფლისგან.+

3 მადლობელი ვარ ღვთისა, რომელსაც ჩემი წინაპრებივით+ ვუსრულებ წმინდა მსახურებას+ სუფთა სინდისით,+ რადგან ყოველთვის გიხსენებ ვედრებაში+ და დღედაღამ 4 შენს ნახვას ვნატრობ,+ შენი ცრემლები რომ მახსენდება, რათა სიხარულით ავივსო. 5 ვიხსენებ შენს უთვალთმაქცო+ რწმენას,+ რომელიც შენამდე ბებიაშენ ლოისსა და დედაშენ ევნიკეს ჰქონდათ და დარწმუნებული ვარ, რომ შენც გაქვს.

6 ამიტომ შეგახსენებ, რომ ცეცხლივით ააგიზგიზო+ ღვთის ძღვენი,+ რომელიც შენშია და ჩემი ხელის დადებით მოგეცა,+ 7 რადგან ღმერთმა მოგვცა არა სიმხდალის სული,+ არამედ ძლიერების,+ სიყვარულისა და საღი აზროვნების.+ 8 ამიტომ ნურც ჩვენი უფლის შესახებ დამოწმებისა შეგრცხვება+ და ნურც ჩემი, მისი გულისთვის პატიმრად მყოფისა,+ არამედ ღვთის ძალით მოითმინე ბოროტება,+ რომელსაც სასიხარულო ცნობის გამო ხვდები.+ 9 მან გვიხსნა+ და მოგვიწოდა წმინდა მოწოდებით,+ არა ჩვენი საქმეების,+ არამედ თავისი განზრახვისა და წყალობის გამო, რომელიც ქრისტე იესოში გამოვლინდა დიდი ხნის წინათ,+ 10 მაგრამ ახლა ცხადი გახდა ჩვენი მხსნელის, ქრისტე იესოს გამოცხადების წყალობით,+ რომელმაც სიკვდილი გააუქმა+ და სიცოცხლესა+ და უხრწნელობას+ შუქი+ მოჰფინა სასიხარულო ცნობით,+ 11 რომლის მქადაგებლად, მოციქულად და მასწავლებლადაც მე დავინიშნე.+

12 ამიტომაც ვიტანჯები+ ასე, მაგრამ არა მრცხვენია,+ რადგან ვიცი, ვინც ვირწმუნე, და დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლია იმ დღემდე დაიცვას+ ის, რაც მე მივანდე.+ 13 ჩაეჭიდე იმ ჯანსაღი სიტყვების ნიმუშს,+ ჩემგან რომ მოისმინე რწმენითა და სიყვარულით, რომლებიც ქრისტე იესოშია.+ 14 ჩვენში დამკვიდრებული+ წმინდა სულით დაიცავი ის დიდებული რამ, რაც მოგენდო.+

15 შენ იცი, რომ აზიაში*+ ყველამ ზურგი მაქცია,+ ფიგელესა და ჰერმოგენეს ჩათვლით. 16 ონისიფორეს+ შინაურებს კი უფალმა მისცეს წყალობა, რადგან მან ბევრჯერ გამამხნევა+ და ჩემი ბორკილებისა არ შერცხვა.+ 17 რომში რომ იმყოფებოდა, გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა კიდეც.+ 18 უფალმა დართოს იმის ნება, რომ იეჰოვასგან მიიღოს წყალობა+ იმ დღეს.+ კარგად იცი, რა სამსახური აქვს გაწეული ეფესოში.

2 შენ კი, შვილო,+ კვლავაც გაძლიერდი+ წყალობაში,+ რომელიც ქრისტე იესოშია, 2 და ის, რაც ჩემგან მოისმინე მრავალი მოწმის მხარდაჭერით,+ მიანდე ერთგულ მამაკაცებს, რომლებიც გამოსადეგნი იქნებიან იმისთვის, რომ სხვებს ასწავლონ.+ 3 როგორც ქრისტე იესოს ღირსეულმა მეომარმა,+ შენც მოითმინე ბოროტება.+ 4 არც ერთი მეომარი+ არ ეფლობა ცხოვრებისეულ სავაჭრო საქმეებში,+ რათა იმის მოწონება დაიმსახუროს, ვინც მებრძოლთა რიგებში მიიღო. 5 ვერც ერთი მოასპარეზე ვერ მიიღებს გვირგვინს,+ თუ შეჯიბრების წესებს არ დაიცავს. 6 მშრომელმა მიწათმოქმედმა პირველმა უნდა იგემოს ნაყოფი.+ 7 გამუდმებით იფიქრე იმაზე, რასაც გეუბნები. უფალი მოგცემს გამჭრიახობას+ ყველაფერში.

8 გახსოვდეს, რომ იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგა+ და დავითის შთამომავალი იყო სასიხარულო ცნობის თანახმად,+ რომელსაც ვქადაგებ+ 9 და რომლის გამოც ბოროტებას ვითმენ და საპყრობილის ბორკილებიც+ კი მადევს, თითქოს ბოროტმოქმედი ვიყო. ღვთის სიტყვა კი შებორკილი არ არის.+ 10 ამიტომ ყველაფერს რჩეულთათვის ვითმენ,+ რათა მათაც მიაღწიონ ხსნას ქრისტე იესოში მარადიულ დიდებასთან ერთად.+ 11 სარწმუნოა სიტყვა:+ თუ ერთად დავიხოცეთ, ერთადაც ვიცოცხლებთ.+ 12 თუ ვითმენთ, ერთადაც ვიმეფებთ,+ ხოლო, თუ უარვყოფთ,+ ისიც უარგვყოფს. 13 თუ ორგულები ვართ, ის მაინც ერთგული რჩება,+ რადგან საკუთარ თავს ვერ უარყოფს.

14 მუდამ შეახსენე+ მათ ეს ყველაფერი და, როგორც მოწმემ,+ ღვთის წინაშე უთხარი,+ რომ არ იკინკლაონ სიტყვების გამო,+ რაც სრულიად უსარგებლოა, რადგან დამანგრევლად მოქმედებს მსმენელებზე. 15 ყველანაირად ეცადე, ღმერთს თავი წარუდგინო+ მოსაწონ მუშად,+ რომელიც სასირცხვილოს არაფერს+ აკეთებს და სწორად გადასცემს ჭეშმარიტების სიტყვას.+ 16 თავი აარიდე წმინდის შემბღალავ უშინაარსო ლაპარაკს,+ რადგან ეს უფრო დიდ უღმერთობამდე მიიყვანს მათ+ 17 და მათი სიტყვა განგრენასავით გავრცელდება.+ მათ შორის არიან ჰიმენეოსი და ფილეტე.+ 18 ისინი ჭეშმარიტებას განუდგნენ.+ ამბობენ, აღდგომა უკვე იყოო+ და რწმენას უნგრევენ ზოგიერთებს.+ 19 ღვთის მყარი საფუძველი კი მტკიცედ დგას+ და ასეთი ბეჭედი აქვს დასმული: „იეჰოვა იცნობს თავისას“+ და „განუდგეს უმართლობას+ ყველა, ვინც იეჰოვას სახელს+ ახსენებს“.

20 დიდ სახლში ოქროსა და ვერცხლის ჭურჭლის გარდა ხისა და თიხის ჭურჭელიც არის, და ზოგი საპატიო მიზნისთვის არის განკუთვნილი, ზოგი კი — არასაპატიო მიზნისთვის.+ 21 ვინც ამ უკანასკნელთაგან თავს სუფთად შეინახავს, საპატიო მიზნისთვის განკუთვნილი ჭურჭელი იქნება, განწმენდილი და პატრონისთვის სასარგებლო, ყოველი კარგი საქმისთვის გამზადებული.+ 22 ამიტომ გაექეცი ახალგაზრდულ სურვილებს+ და ესწრაფე სიმართლეს,+ რწმენას, სიყვარულსა და მშვიდობას+ მათთან ერთად, ვინც სუფთა გულით უხმობს უფალს.+

23 მოერიდე სულელურ და უაზრო კითხვებზე კამათს.+ როგორც იცი, ეს დავას იწვევს.+ 24 უფლის მონა კი არ უნდა დავობდეს,+ არამედ ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს;+ უნდა შეეძლოს სწავლება+ და თავშეკავებული იყოს, როცა ბოროტებას ხვდება;+ 25 რბილად მიუდგეს უარყოფითად განწყობილებს+ და ისე არიგებდეს. იქნებ ღმერთმა მოანანიებინოს,+ რაც ჭეშმარიტების საფუძვლიან ცოდნამდე მიიყვანს მათ,+ 26 და იქნებ გონს მოეგონ და თავი დააღწიონ ეშმაკის მახეს,+ როცა დაინახავენ, რომ მას ისინი ცოცხლად ჰყავდა დაჭერილი+ და თავის ნებაზე ატარებდა.

3 იცოდე, რომ ბოლო დღეებში+ მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება.+ 2 ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები,+ უმადურები, ორგულები,+ 3 თბილ გრძნობებს მოკლებულები,+ მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება,+ იქნებიან ცილისმწამებლები,+ თავშეუკავებლები, სასტიკები,+ კარგის მოძულეები,+ 4 გამცემები,+ თავნებები, გაყოყოჩებულები,+ უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა.+ 5 ისინი გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან,+ მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე.+ ასეთებს ზურგი აქციე.+ 6 სწორედ ასეთებს შორის ჩნდებიან ისეთი კაცები, რომლებიც ოჯახებში ცბიერებით შედიან+ და ატყვევებენ სუსტ, ცოდვებით დამძიმებულ და სხვადასხვა სურვილს აყოლილ ქალებს,+ 7 რომლებიც გამუდმებით სწავლობენ, მაგრამ ვერა და ვერ იძენენ ჭეშმარიტების საფუძვლიან ცოდნას.+

8 როგორც იანე და იამბრე+ შეეწინააღმდეგნენ მოსეს, ისე ეს გონებით სრულიად გახრწნილი+ და რწმენისთვის უვარგისი კაცები+ ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას,+ 9 მაგრამ ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, რადგან მათი უგუნურება ყველასთვის თვალნათელი გახდება, როგორც იმ ორი კაცისა.+ 10 შენ კი ზედმიწევნით მბაძავ სწავლებაში, ცხოვრების წესში,+ განზრახვაში, რწმენაში, სულგრძელობაში, სიყვარულში, მოთმინებაში 11 და ჩემნაირად იტან დევნასა და ტანჯვას, რაც ანტიოქიაში,+ იკონიონსა+ და ლისტრაში+ შემემთხვა, ისეთ დევნას, როგორიც მე გადავიტანე, მაგრამ ყველაფრისგან დამიხსნა უფალმა.+ 12 ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება.+ 13 ბოროტები და თვითმარქვიები კი უფრო უარესად მოიქცევიან, სხვებსაც შეაცდენენ და თვითონაც შეცდებიან.+

14 შენ კი კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ,+ რადგან იცი, რა ხალხისგან ისწავლე,+ 15 თანაც ჩვილობიდანვე+ იცი წმინდა წერილები, რომლებსაც ქრისტე იესოში რწმენით+ შეუძლია შენი დაბრძენება გადასარჩენად.+ 16 მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული+ და სასარგებლოა სასწავლებლად,+ შესაგონებლად,+ გამოსასწორებლად+ და სიმართლეში აღსაზრდელად,+ 17 რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული+ და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის.+

4 მთელი სერიოზულობით გეუბნები ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელმაც უნდა გაასამართლოს+ ცოცხლები და მკვდრები,+ და გიმოწმებ მისი გამოცხადებითა+ და სამეფოთი:+ 2 იქადაგე სიტყვა+ გადაუდებლად კარგ დროშიც+ და ცუდ დროშიც,+ გაკიცხე,+ დაარიგე და შეაგონე მთელი სულგრძელობითა+ და სწავლების ხელოვნების გამოყენებით. 3 დადგება დრო, როცა ადამიანებისთვის აუტანელი გახდება ჯანსაღი სწავლება+ და საკუთარი სურვილით თავს მოუყრიან მასწავლებლებს ყურის საამებლად.+ 4 ჭეშმარიტებას ყურს არ ათხოვებენ და ზღაპრებზე გადავლენ.+ 5 შენ კი ყველაფერში იფხიზლე,+ მოითმინე ბოროტება,+ აკეთე მახარობლის საქმე+ და ყოველმხრივ შეასრულე შენი მსახურება.+

6 უკვე ვიღვრები დასაღვრელი შესაწირავივით+ და ჩემი გათავისუფლების+ დრო მოახლოებულია. 7 ღირსეულ ბრძოლაში ვიბრძოდი,+ სარბიელი ბოლომდე გავირბინე+ და რწმენა შევინარჩუნე.+ 8 ამიერიდან სიმართლის გვირგვინი მენახება,+ რომლითაც იმ დღეს+ დამაჯილდოებს უფალი,+ მართალი მოსამართლე,+ და მარტო მე კი არა, ყველას, ვინც მისი გამოცხადება შეიყვარა.

9 ყველანაირად ეცადე, მალე მოხვიდე ჩემთან,+ 10 რადგან დემასმა+ ახლანდელი ქვეყნიერება* შეიყვარა,+ დამტოვა და წავიდა თესალონიკეში. კრესკე გალატიაშია,+ ტიტე კი — დალმატიაში. 11 ლუკაღა დარჩა ჩემთან. მარკოზიც წამოიყვანე, რადგან მსახურებაში დამჭირდება.+ 12 ტიქიკე+ ეფესოში გავგზავნე. 13 წამოსვლისას ჩემი მოსასხამი გამოაყოლე, კარპოსთან დავტოვე ტროაში.+ გრაგნილებიც წამომიღე, განსაკუთრებით პერგამენტები.

14 მესპილენძე ალექსანდრემ+ ბევრი ბოროტება გამიკეთა. იეჰოვა მიუზღავს მისი საქმეებისამებრ.+ 15 შენც უფრთხილდი მას, რადგან ძლიერ შეეწინააღმდეგა ჩვენს სიტყვებს.

16 პირველად რომ ვიცავდი თავს, არავინ ამომიდგა მხარში, ყველამ მიმატოვა;+ ნუ მიეზღვებათ მათ ამის გამო.+ 17 მაგრამ უფალი მედგა გვერდში+ და მაძლიერებდა,+ რათა ჩემი მეშვეობით ბოლომდე შესრულებულიყო ქადაგების საქმე და ყველა ხალხს მოესმინა;+ და თავი დავაღწიე ლომის ხახას.+ 18 უფალი დამიხსნის ყოველი ბოროტებისგან+ და თავისი ზეციერი სამეფოსთვის გადამარჩენს.+ მას დიდება მარადიულად. ამინ.

19 მომიკითხე პრისკა,+ აკვილა და ონისიფორეს ოჯახი.+

20 ერასტე+ კორინთში+ დარჩა, ტროფიმე+ კი ავადმყოფი დავტოვე მილეტში.+ 21 ყველანაირად ეცადე, ზამთრის დადგომამდე ჩამოხვიდე.

მოკითხვას გითვლიან ევბულე, პუდენსი, ლინე, კლავდია და ყველა ძმა.

22 უფალი იყოს შენ მიერ გამოვლენილ სულთან.+ მისი წყალობა გქონდეთ.

იხილეთ სქ. 2:9-ის სქოლიო.

ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება