საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bi12 1 ტიმოთე 1:1-6:21
  • 1 ტიმოთე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 1 ტიმოთე
  • ბიბლია
ბიბლია
1 ტიმოთე

პირველი წერილი ტიმოთეს მიმართ

1 პავლე, ქრისტე იესოს მოციქული,+ ჩვენი მხსნელი+ ღვთისა და ჩვენი იმედის,+ ქრისტე იესოს ბრძანებით,+ 2 ტიმოთეს,+ ჭეშმარიტ შვილს+ რწმენაში:

წყალობა, გულმოწყალება და მშვიდობა ღვთისგან, მამისგან, და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსგან.+

3 როგორც მაშინ მოგიწოდებდი ეფესოში დარჩენას, მაკედონიაში+ რომ მივდიოდი, ახლაც ისევე მოგიწოდებ, უბრძანო+ ზოგიერთებს, განსხვავებული არაფერი ასწავლონ+ 4 და არც ყურადღება შეაჩერონ არაფრის მომტან+ ზღაპრებსა+ და საგვარეულო ნუსხებზე, რომლებიც გამოსაკვლევ კითხვებს წამოჭრიან იმის ნაცვლად, რომ მოემსახურონ იმ ყოველივეს გავრცელებას, რაც ღვთისგან მომდინარეობს და რწმენას უკავშირდება. 5 ამ ბრძანების მიზანია, ჰქონდეთ სიყვარული+ სუფთა გულით,+ სუფთა სინდისითა+ და უთვალთმაქცო რწმენით.+ 6 ზოგიერთები განუდგნენ+ ამ ყველაფერს და უაზრო ლაპარაკს+ მოჰყვნენ. 7 უნდათ კანონის+ მასწავლებლები+ იყვნენ, მაგრამ არც ის გაეგებათ, რასაც ამბობენ, და არც ის, რასაც დაჟინებით ამტკიცებენ.

8 ჩვენ კი ვიცით, რომ კანონი მაშინ არის კარგი,+ როცა კანონიერად ვიყენებთ+ 9 და გვესმის, რომ ის დადგენილია არა მართალთათვის, არამედ უკანონობის+ მოქმედთათვის, დაუმორჩილებელთათვის,+ უღმერთოთათვის, ცოდვილთათვის, მათთვის, ვინც სიყვარულით არ ავლენს სიკეთეს,+ მკრეხელთათვის, მამისმკვლელთათვის, დედისმკვლელთათვის, მკვლელთათვის, 10 მეძავთათვის,+ მამათმავალთათვის, ადამიანების გამტაცებელთათვის, მატყუარათა და ფიცის გამტეხთათვის,+ აგრეთვე სხვა ყველაფრისთვის, რაც ეწინააღმდეგება+ ჯანსაღ სწავლებას,+ 11 რომელიც შეესაბამება ბედნიერი+ ღვთის დიდებულ სასიხარულო ცნობას, რომელიც მე მომენდო.+

12 მადლიერი ვარ ჩვენი უფლის ქრისტე იესოსი, რომელმაც ძალა მომცა, რადგან ერთგულად მიმიჩნია+ და მსახურებისთვის დამნიშნა+ 13 მიუხედავად იმისა, რომ წინათ ღვთისმგმობელი, მდევნელი+ და შეურაცხმყოფელი+ ვიყავი. შეწყალებული+ ვიქენი, რადგან უცოდინარი+ ვიყავი და ურწმუნოებით ვიქცეოდი, 14 მაგრამ ჩვენი უფლის წყალობამ უფრო იუხვა+ რწმენასთან და ქრისტე იესოში სიყვარულთან ერთად.+ 15 სარწმუნო და სრული მიღების ღირსია სიტყვა,+ რომ ქრისტე იესო ქვეყნიერებაში ცოდვილთა სახსნელად მოვიდა,+ რომელთა შორისაც პირველი მე ვარ.+ 16 შეწყალებული კი იმიტომ ვიქენი,+ რომ ჩემი განსაკუთრებული შემთხვევით ქრისტე იესოს მთელი თავისი სულგრძელობა ნიმუშად ეჩვენებინა მათთვის, ვინც მასზე აფუძნებს რწმენას+ მარადიული სიცოცხლისთვის.+

17 მარადიულობის მეფეს+ კი, უხრწნელ,+ უხილავ+ და ერთადერთ ღმერთს+ პატივი და დიდება მარადიულად.+ ამინ.

18 ამ ბრძანებას+ შენ განდობ, შვილო, ტიმოთე, იმ წინასწარმეტყველებათა+ თანახმად, რომლებიც პირდაპირ შენზე მიუთითებდა, რათა მათი მეშვეობით განაგრძო ღირსეულ ბრძოლაში მონაწილეობა+ 19 და გქონდეს რწმენა და სუფთა სინდისი,+ რომელიც უგულებელყვეს+ ზოგიერთებმა და რწმენა ხომალდივით დაემსხვრათ.+ 20 მათ შორის არიან ჰიმენეოსი+ და ალექსანდრე,+ რომლებიც სატანას+ გადავეცი, რათა ჭკუა ისწავლონ და აღარ დაგმონ ღმერთი.+

2 პირველ ყოვლისა, შეგაგონებთ, რომ აღავლინოთ ვედრება, ლოცვა,+ სათხოვარი და მადლიერება ყველანაირი ადამიანისთვის,+ 2 მეფეებისთვის+ და ყველასთვის, ვისაც მაღალი მდგომარეობა უკავია,+ რათა კვლავაც წყნარად და მშვიდად ვიცხოვროთ ღვთისადმი სრული ერთგულებითა და სერიოზულობით.+ 3 ეს კარგი და მოსაწონია+ ჩვენი მხსნელისთვის, ღვთისთვის,+ 4 რომლის ნებაა, ყველანაირი ადამიანი+ გადარჩეს+ და ჭეშმარიტების+ საფუძვლიანი ცოდნა+ მიიღოს. 5 ერთია ღმერთი+ და ერთია ღმერთსა+ და ადამიანებს+ შორის შუამავალი+ — კაცი, ქრისტე იესო,+ 6 რომელმაც საკუთარი თავის შეწირვით შესაბამისი გამოსასყიდი გაიღო ყველასთვის,+ რაც თავის დროზე უნდა დამოწმდეს. 7 მეც ამ დამოწმების მიზნით+ ვიყავი დანიშნული მქადაგებლად და მოციქულად+ (მართალს გეუბნებით,+ არ ვცრუობ) უცხოტომელთა+ მასწავლებლად რწმენასა+ და ჭეშმარიტებაში.

8 ამიტომ მსურს, რომ ყველგან მამაკაცები ლოცულობდნენ და ერთგულებით აღაპყრობდნენ ხელებს+ რისხვისა+ და კამათის+ გარეშე. 9 ასევე მსურს, რომ ქალების მშვენება იყოს არა თმის განსაკუთრებულად დაწვნაში, ოქროში, მარგალიტებსა თუ ძვირფას სამოსელში, არამედ მოკრძალებითა+ და საღი აზროვნებით შერჩეულ მოხდენილ ტანსაცმელში,+ 10 ისე, როგორც შეეფერებათ ქალებს, რომლებიც ამბობენ, რომ ღვთისმოშიშები+ არიან, კერძოდ, კარგი საქმეებით.+

11 ქალმა ხმის ამოუღებლივ ისწავლოს, სრული მორჩილებით.+ 12 ქალს არ ვაძლევ სწავლების+ ან კაცზე ბატონობის უფლებას,+ ჩუმად უნდა იყოს, 13 ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა.+ 14 თანაც ადამი კი არ შეცდა,+ ქალი შეცდა+ და დანაშაული ჩაიდინა.+ 15 თუმცა ქალს შვილების გაჩენა გადაარჩენს,+ თუკი შეინარჩუნებს რწმენას, სიყვარულს, სიწმინდესა და საღ აზროვნებას.+

3 სარწმუნოა სიტყვა:+

თუ ვინმე ზედამხედველად მსახურებისკენ ისწრაფვის,+ კარგი საქმე ნდომებია. 2 ზედამხედველი უნდა იყოს ბრალდაუდებელი,+ ერთი ცოლის ქმარი, ზომიერი,+ საღად მოაზროვნე,+ წესრიგიანი,+ სტუმართმოყვარე*,+ უნდა შეეძლოს სწავლება;+ 3 არ უნდა იყოს ლოთი და აყალმაყალის ამტეხი,+ არც მოჩხუბარი,+ არამედ იყოს გონიერი,+ არ უნდა იყოს მტრულად განწყობილი,+ ფულის მოყვარული;+ 4 ოჯახს კარგად უნდა განაგებდეს+ და შვილები მთელი სერიოზულობით უნდა ემორჩილებოდნენ+ 5 (რადგან, თუ კაცმა ის არ იცის, ოჯახი როგორ განაგოს, ღვთის კრებაზე როგორ იზრუნებს?); 6 არ უნდა იყოს ახალმოქცეული,+ რომ არ გაყოყოჩდეს+ და ეშმაკისთვის გამოტანილი განაჩენი არ დაიტეხოს თავს;+ 7 აგრეთვე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეებისგან,+ რათა საყვედური არ დაიმსახუროს და ეშმაკის მახეში+ არ გაებას.

8 მომსახურეებიც+ სერიოზულები უნდა იყვნენ, არ უნდა იყვნენ ორპირები, ღვინოს მიძალებულები, უპატიოსნო შემოსავალს დახარბებულები,+ 9 უნდა იყვნენ რწმენის წმინდა საიდუმლოს+ სუფთა სინდისით შემნახველები.+

10 გარდა ამისა, ჯერ უნდა გამოიცადონ,+ გამოდგებიან თუ არა, და თუ ბრალდაუდებლები იქნებიან, იმსახურონ.+

11 ქალებიც სერიოზულები უნდა იყვნენ, არ უნდა იყვნენ ცილისმწამებლები,+ არამედ ზომიერები+ და ერთგულები.+

12 მომსახურე უნდა იყოს ერთი ცოლის ქმარი,+ შვილებისა და ოჯახის კარგი გამგებელი,+ 13 რადგან, ვინც კარგად მსახურობს, კარგ სახელს+ და სიტყვაში დიდ სითამამეს იძენს+ რწმენაში, რომელიც ქრისტე იესოშია.

14 თუმცა ვიმედოვნებ, რომ მალე მოვალ შენთან,+ მაინც გწერ ამას, 15 რათა, თუ დავაყოვნე, იცოდე, როგორ მოიქცე ღვთის სახლეულობაში,+ რომელიც ცოცხალი ღვთის კრებაა, ჭეშმარიტების სვეტი და საყრდენი.+ 16 ღვთისადმი ერთგულების წმინდა საიდუმლო+ უეჭველად დიდია: „ის გამოცხადდა ხორცში,+ მართლად იქნა აღიარებული სულში,+ ეჩვენა ანგელოზებს,+ მასზე იქადაგეს ყველა ხალხში,+ ირწმუნეს ქვეყნიერებაში+ და აყვანილ იქნა დიდებაში“.+

4 შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები გარკვევით ამბობს, რომ გავა დრო+ და ზოგიერთები შთაგონებით წარმოთქმულ მაცდურ სიტყვებსა+ და დემონურ სწავლებებს+ დაუგდებენ ყურს და განუდგებიან+ რწმენას 2 სინდისდადაღულ+ ტყუილის მთქმელთა+ თვალთმაქცობის გამო. 3 ისინი კრძალავენ დაქორწინებას+ და უბრძანებენ სხვებს, მოერიდონ საჭმელს,+ რომელიც ღმერთმა იმისთვის შექმნა,+ რომ მორწმუნეებმა+ და ჭეშმარიტების საფუძვლიანად მცოდნეებმა მადლიერებით ჭამონ. 4 ღვთის შექმნილი ყველაფერი კარგია+ და, თუ მადლიერებით+ იჭმება, არაფერია უარსაყოფი,+ 5 რადგან ღვთის სიტყვითა და ლოცვით განიწმინდება.

6 ძმებს რომ ამ რჩევებს მისცემ, ქრისტე იესოს კარგი მსახური იქნები, რწმენის სიტყვებითა და იმ კარგი სწავლებით ნასაზრდოები,+ რომელსაც ფეხდაფეხ მიჰყვები.+ 7 დედაბრების მოყოლილ, წმინდის შემბღალავ ზღაპრებს+ კი მოერიდე. ღვთისადმი ერთგულებისკენ ისწრაფე და მასში გაიწაფე,+ 8 ვინაიდან ფიზიკური ვარჯიში მეტ-ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისადმი ერთგულება+ კი ყველაფერში სასარგებლოა,+ რადგან გვპირდება სიცოცხლეს ახლაც და მომავალშიც.+ 9 ეს სიტყვები სარწმუნო და სრულიად მისაღებია.+ 10 ამისთვის ვირჯებით და თავს არ ვზოგავთ,+ რადგან ჩვენ ცოცხალი ღვთის იმედი+ გვაქვს, რომელიც ყველანაირი ადამიანის,+ განსაკუთრებით კი ერთგულთა+ მხსნელია.+

11 გამუდმებით ჩააგონე მათ ეს ყველაფერი+ და ასწავლე.+ 12 არავინ დაგიწყოს ზემოდან ყურება შენი ახალგაზრდობის გამო.+ პირიქით, ერთგულთათვის+ მაგალითი+ იყავი ლაპარაკში, საქციელში, სიყვარულში, რწმენასა და სიწმინდეში.+ 13 ჩემ მოსვლამდე მთელი გულმოდგინებით უკითხე+ ხალხს,+ შეაგონე და ასწავლე. 14 არ უგულებელყო ძღვენი,+ რომელიც წინასწარმეტყველებითა+ და უხუცესთა საბჭოს ხელის დადებით+ მოგეცა. 15 ამაზე იფიქრე+ და ამით დაკავდი, რათა ყველასთვის ცხადი გახდეს შენი წარმატება.+ 16 ყოველთვის დაუკვირდი როგორც შენს თავს,+ ისე იმას, რას და როგორ ასწავლი.+ ყოველთვის ასე მოიქეცი და შენს თავსაც იხსნი და მსმენელებსაც.+

5 უფროსი ასაკის მამაკაცს მკაცრად არ უსაყვედურო.+ პირიქით, მოკრძალებით შეაგონე როგორც მამას, ახალგაზრდა მამაკაცს კი — როგორც ძმას, 2 უფროსი ასაკის ქალს+ — როგორც დედას, და ახალგაზრდა ქალს — როგორც დას,+ მთელი სიწმინდით.

3 პატივი ეცი ქვრივებს, ნამდვილ ქვრივებს.+ 4 ხოლო, თუ ქვრივს შვილები ან შვილიშვილები ჰყავს, მათ ჯერ თავიანთ ოჯახში+ ისწავლონ ღვთისადმი ერთგულების გამოვლენა და მშობლებს,+ ბებიებსა და პაპებს საკადრისი მიაგონ, რადგან ეს მოსაწონია ღვთისთვის.+ 5 ის ქალი კი, რომელიც მართლა ქვრივია და უჭირს,+ ღმერთზეა დაიმედებული+ და დღედაღამ ლოცვა-ვედრებაშია.+ 6 ის კი, ვინც განცხრომას ეძლევა,+ თუმცა ცოცხლობს, მკვდარია.+ 7 გამუდმებით ჩააგონე მათ ეს ყველაფერი,+ რათა ბრალდაუდებლები იყვნენ.+ 8 ცხადია, ვინც თავისიანებზე+ არ ზრუნავს, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებზე,+ რწმენა+ უარყო+ და ურწმუნოზე უარესია.

9 სიაში შეიტანეთ ქვრივი, რომელიც არანაკლებ სამოცი წლისაა, ერთი ქმარი ჰყავდა+ 10 და რომელზეც მოწმობენ, რომ კარგი საქმეები გაუკეთებია:+ შვილები აღუზრდია,+ უცნობებს გამასპინძლებია,+ წმინდებისთვის ფეხები დაუბანია,+ გაჭირვებულებს დახმარებია+ და გულმოდგინედ უკეთებია ყოველი კარგი საქმე.+

11 ახალგაზრდა ქვრივებს კი ამაზე უარი უთხარი, რადგან როცა სქესობრივი აღგზნება მათსა და ქრისტეს შორის დგება,+ გათხოვების სურვილი უჩნდებათ 12 და სამართლდებიან, ვინაიდან არაფრად ჩააგდეს თავიანთი პირვანდელი რწმენა.+ 13 გარდა ამისა, სხვების სახლებში წანწალით უსაქმურობაც ისწავლეს და არა მარტო უსაქმურობა, არამედ ჭორიკნობაც, სხვის საქმეში ჩარევა+ და იმაზე ლაპარაკი, რაზეც არ უნდა ლაპარაკობდნენ. 14 ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ,+ შვილები გააჩინონ,+ ოჯახს მოუარონ და მოწინააღმდეგეს ლანძღვის საბაბი არ მისცენ.+ 15 ზოგიერთებმა უკვე გადაუხვიეს სწორი გზიდან და სატანას გაჰყვნენ. 16 თუ რომელიმე მორწმუნე ქალს ჰყავს დაქვრივებული ნათესავები, დაეხმაროს მათ,+ რომ ტვირთად არ დააწვნენ კრებას. ასეთ შემთხვევაში კრება შეძლებს, ნამდვილ ქვრივებს დაეხმაროს.+

17 ხელმძღვანელობის+ კარგად გამწევი უხუცესები ორმაგი პატივის+ ღირსად უნდა ჩაითვალონ, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც სიტყვასა და სწავლების საქმეში ბევრს ირჯებიან,+ 18 რადგან დაწერილია: „არ აუკრა პირი მლეწავ ხარს“+ და „მუშა თავისი გასამრჯელოს ღირსია“.+ 19 ნუ მიიღებ უხუცესის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას, სანამ ორი ან სამი მოწმე არ დაადასტურებს.+ 20 ისინი კი, ვინც ცოდვას სჩადიან,+ ყველას წინაშე შეაგონე,+ რათა დანარჩენებსაც ჰქონდეთ შიში.+ 21 ღვთის, ქრისტე იესოსა+ და რჩეული ანგელოზების წინაშე მთელი სერიოზულობით გეუბნები, რომ წინასწარ აკვიატებული აზრის გარეშე დაიცვა ეს ყველაფერი და ამოჩემებით არაფერი აკეთო.+

22 არავის დაადო ხელი+ ნაჩქარევად+ და ნურც სხვათა ცოდვების თანამონაწილე იქნები.+ სუფთად დაიცავი თავი.+

23 წყალს ნუღარ დალევ. ცოტა ღვინო+ დალიე კუჭისთვის და ხშირი ავადმყოფობის გამო.

24 ზოგიერთების ცოდვები ყველასთვის ცხადია+ და პირდაპირ გასამართლებისკენ მიჰყავს ისინი. სხვების ცოდვები კი მოგვიანებით გახდება ცხადი.+ 25 კარგი საქმეებიც ცხადია ყველასთვის.+ ის კი, რაც ჯერ არ არის ცხადი, არ დარჩება დაფარული.+

6 უღელქვეშ მყოფმა მონებმა თავიანთი ბატონები სრული პატივისცემის ღირსად მიიჩნიონ,+ რათა არ დაიგმოს ღვთის სახელი და სწავლება.+ 2 ვისაც მორწმუნე ბატონი ჰყავს,+ ნუ დაუწყებს მას ზემოდან ყურებას,+ რადგან ის ძმაა.+ პირიქით, უფრო მონდომებული მონები იყვნენ, ვინაიდან ისინი, ვინც მათი კეთილსინდისიერი სამსახურიდან იღებენ სარგებლობას, მორწმუნენი და საყვარელნი არიან.

ასწავლე და შეაგონე მათ ეს ყველაფერი.+ 3 თუ ვინმე სხვა რამეს ასწავლის+ და არ ეთანხმება არც ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯანსაღ+ სიტყვებს და არც ღვთისადმი ერთგულების შესაბამის სწავლებას,+ 4 ის გაყოყოჩებულია,+ არაფერი ესმის,+ სიტყვებს ეკიდება+ და კამათის სენით+ არის შეპყრობილი. ეს იწვევს შურს,+ დავას, ლანძღვას,+ ბოროტ ეჭვებსა 5 და წვრილმანებზე ცხარე კამათს მათი მხრიდან, ვისაც გონება გარყვნილი აქვს,+ ხოლო ჭეშმარიტება — წართმეული,+ და ჰგონიათ, რომ ღვთისადმი ერთგულებით რამეს მოიხვეჭენ.+ 6 სინამდვილეში კი დიდი მონახვეჭი+ ის არის, რომ იყო ღვთისადმი ერთგული+ და იმით კმაყოფილი, რაც გაქვს.+ 7 ქვეყნიერებაში არც არაფერი მოგვიტანია და ვერც ვერაფერს წავიღებთ.+ 8 ასე რომ, თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ.+

9 ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, ებმება ცდუნებაში,+ მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში,+ რომელიც ღუპავს და ანადგურებს ადამიანებს,+ 10 რადგან ფულის სიყვარული+ ყოველგვარი ბოროტების+ ფესვია,+ და ზოგიერთები, რომლებმაც ასეთი სიყვარული განივითარეს, ჩამოშორდნენ რწმენას და მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს.+

11 შენ კი, ღვთის ადამიანო, გაექეცი ამ ყოველივეს+ და ისწრაფე სიმართლისკენ, ღვთისადმი ერთგულებისკენ, რწმენისკენ, სიყვარულისკენ, მოთმინებისკენ და რბილი ხასიათის შეძენისკენ.+ 12 იბრძოლე რწმენის ღირსეულ ბრძოლაში+ და მტკიცედ ჩაეჭიდე მარადიულ სიცოცხლეს, რომლისკენაც მოწოდებული ხარ და რომლის შესახებაც შესანიშნავად გააცხადე სახალხოდ+ მრავალი მოწმის წინაშე.

13 ღვთის წინაშე, რომელიც ყველაფერს სიცოცხლეს უნარჩუნებს, და ქრისტე იესოს წინაშე, რომელმაც სახალხოდ+ შესანიშნავად დაუმოწმა+ პონტიუს პილატეს,+ მოგითითებ,+ 14 სუფთად და ბრალდაუდებლად დაიცვა მცნება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადებამდე,+ 15 რასაც საამისოდ დანიშნულ დროს+ აშკარას გახდის ბედნიერი და ერთადერთი ხელმწიფე,+ მეფეთა მეფე+ და უფალთა უფალი.+ 16 მხოლოდ ის არის უკვდავი,+ მკვიდრობს მიუწვდომელ სინათლეში,+ კაციშვილს არ უნახავს და ვერც ნახავს.+ მას პატივი+ და მარადიული ძლევამოსილება. ამინ.

17 მიუთითე ახლანდელ ქვეყნიერებაში* მცხოვრებ მდიდრებს,+ რომ ქედმაღლები არ იყვნენ+ და იმედი არასაიმედო სიმდიდრეზე+ კი არა, ღმერთზე დაამყარონ, რომელიც ჩვენ გასახარად ყველაფერს უხვად გვაძლევს,+ 18 და აკეთონ სიკეთე,+ გამდიდრდნენ კარგი საქმეებით,+ იყვნენ გულუხვები და გამზიარებლები,+ 19 მოაგროვონ განძი,+ რომელსაც საფრთხე არ ემუქრება — კარგი საძირკველი+ მომავლისთვის — რათა მტკიცედ ჩაეჭიდონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს.+

20 ტიმოთე, დაიცავი მონდობილი+ და ზურგი შეაქციე წმინდის შემბღალავ უშინაარსო ლაპარაკსა და წინააღმდეგობებს ეგრეთ წოდებულ ცოდნაში.+ 21 ზოგიერთები, რომლებსაც ასეთი ცოდნით მოჰქონდათ თავი, რწმენას განუდგნენ.+

წყალობა გქონდეთ.

სიტყვასიტყვით — უცნობთა მოყვარული.

ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება