მეორე წერილი თესალონიკელების მიმართ
1 პავლე, სილვანუსი და ტიმოთე+ თესალონიკელთა კრებას, რომელიც ერთობაშია ღმერთთან, ჩვენს მამასთან, და უფალ იესო ქრისტესთან:
2 წყალობა და მშვიდობა თქვენ ღვთისგან, მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან.+
3 ყოველთვის უნდა ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის,+ ძმებო, როგორც საკადრისია, რადგან უზომოდ იზრდება თქვენი რწმენა+ და მრავლდება თითოეული თქვენგანის სიყვარული ერთმანეთის მიმართ.+ 4 ვამაყობთ თქვენით+ ღვთის კრებებში, რომ მოთმინებითა და რწმენით იტანთ ყოველგვარ დევნასა და გასაჭირს.+ 5 ეს არის ღვთის სამართლიანი სასამართლოს დადასტურება,+ რასაც იქამდე მიჰყავხართ, რომ ღვთის სამეფოს ღირსად ჩაითვალოთ,+ რომლისთვისაც იტანჯებით კიდეც.+
6 ღვთის მხრიდან სამართლიანია, გასაჭირი მიუზღოს მათ, ვინც თქვენ გაგდებთ გასაჭირში,+ 7 ხოლო თქვენ, გასაჭირში ჩაცვენილებს, მოგიზღოთ შვება ჩვენთან ერთად, როცა უფალი იესო ზეციდან თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ+ გამოგვეცხადება+ 8 აბრიალებულ ცეცხლში და შურს იძიებს+ მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს+ და ვინც არ ემორჩილება+ სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ.+ 9 ისინი სასჯელად+ მარადიულ განადგურებას+ მიიღებენ, გაქრებიან უფლის სახისგან და მისი ძლიერების დიდებისგან+ 10 იმ დროს, როცა ის მოვა, რათა განდიდდეს თავის წმინდებს+ შორის და აღაფრთოვანოს ყველა, ვისაც სწამს, რადგან ჩვენი დამოწმება რწმენით მიიღეთ.
11 ამისთვის ვლოცულობთ ყოველთვის თქვენთვის, რომ ჩვენმა ღმერთმა მოწოდების ღირსად ჩაგთვალოთ+ და თავისი ნებისამებრ სრულად გააკეთოს ყველაფერი, რაც კარგია, და დაასრულოს თქვენი რწმენის საქმე თავისი ძალით, 12 რათა განდიდდეს+ ჩვენი უფლის, იესოს სახელი თქვენში და თქვენც — მასთან ერთობაში,+ ჩვენი ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ გამოვლენილი წყალობით.+
2 ძმებო, რაც შეეხება იმ დროს, როცა ჩვენი უფალი იესო ქრისტე მოსული იქნება*+ და ჩვენ მასთან შევიკრიბებით,+ გთხოვთ, 2 ნაჩქარევად არ შეიძრას თქვენი გონება და არ შეგაშფოთოთ არც შთაგონებულმა სიტყვამ,+ არც სიტყვიერად გადმოცემულმა ცნობამ+ და არც წერილმა,+ ვითომ ჩვენგან გამოგზავნილმა, რომ თითქოს უკვე დადგა იეჰოვას დღე.+
3 არავინ შეგაცდინოთ არასგზით, რადგან ის დღე არ დადგება, სანამ განდგომილება+ არ მოვა და არ გამოვლინდება+ უკანონობის კაცი,+ დაღუპვის ძე.+ 4 ის მოწინააღმდეგეა+ და საკუთარ თავს იმ ყველაფერზე მაღლა აყენებს, რაც „ღმერთად“ ან თაყვანისცემის საგნად იწოდება, ღვთის ტაძარში ჯდება და თავი ღმერთად მოაქვს.+ 5 ნუთუ არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით+ ამას?
6 ახლა იცით, რა+ აკავებს+ მას, სანამ გამოვლინდება თავის დროზე.+ 7 ამ უკანონობის საიდუმლო უკვე მოქმედებს,+ მაგრამ მხოლოდ მანამდე, სანამ ის, ვინც ახლა მას აკავებს, გზიდან არ იქნება ჩამოცილებული.+ 8 მაშინ გამოვლინდება უკანონობის მოქმედი, რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავისი ბაგის სულით+ და ბოლოს მოუღებს თავისი მოსვლის*+ გამოცხადებით.+ 9 მაგრამ უკანონობის მოქმედის მოსვლას თან ახლავს სატანის მოქმედება+ ყოველგვარი სასწაულით, ცრუ ნიშნით, საკვირველებითა+ 10 და ყოველგვარი უმართლო ცდუნებით+ მათთვის, ვინც დაღუპვას+ იღებს საზღაურად, რადგან არ შეიყვარეს+ ჭეშმარიტება, რომ გადარჩენილიყვნენ.+ 11 ამიტომ ღმერთი უშვებს, რომ მცდარმა მოქმედებამ გავლენა მოახდინოს მათზე და ირწმუნონ სიცრუე,+ 12 რათა ყველანი გასამართლდნენ, რადგან არ ირწმუნეს ჭეშმარიტება+ და სიამოვნებდათ უმართლობა.+
13 ყოველთვის უნდა ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის ძმებო, იეჰოვასთვის საყვარელნო, რადგან ღმერთმა დასაწყისიდანვე ამოგირჩიათ+ ხსნისთვის სულით+ განწმენდითა+ და ჭეშმარიტებისადმი თქვენი რწმენის საფუძველზე,+ 14 რისთვისაც მოგიწოდათ სასიხარულო ცნობით,+ რომელსაც ჩვენ ვაუწყებთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდების მისაღებად.+ 15 ამიტომ, ძმებო, მტკიცედ იდექით+ და მიჰყევით იმ წესებს,+ რომლებიც გისწავლიათ სიტყვიერად გადმოცემული ცნობით თუ ჩვენი წერილებით. 16 დაე, თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა+ და თავისი წყალობით მარადიული ნუგეში+ და კარგი იმედი მოგვცა, 17 ანუგეშონ თქვენი გულები და განგამტკიცონ ყოველ კარგ საქმესა და სიტყვაში.+
3 ბოლოს, ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის,+ რომ იეჰოვას სიტყვა+ სწრაფად გავრცელდეს+ და განდიდდეს, როგორც ეს თქვენ შორის ხდება, 2 და რომ თავი დავაღწიოთ მავნე და ბოროტ ადამიანებს,+ რადგან ყველას როდი აქვს რწმენა.+ 3 ერთგულია უფალი, ის განგამტკიცებთ და დაგიცავთ ბოროტისგან.+ 4 დარწმუნებულნი ვართ+ უფალში, რომ აკეთებთ და კვლავაც გააკეთებთ იმას, რასაც მოგითითებთ.+ 5 უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულსა+ და ქრისტესთვის მოთმინებაში.+
6 მითითებებს გაძლევთ,+ ძმებო, უფალ იესო ქრისტეს სახელით, რომ ჩამოშორდეთ+ ყოველ ძმას, რომელიც წესრიგს არღვევს+ და ჩვენ მიერ გადმოცემული წესების მიხედვით არ დადის.+ 7 თქვენ თვითონ იცით, როგორ უნდა მოგვბაძოთ,+ ვინაიდან ჩვენ წესრიგი არ დაგვირღვევია თქვენ შორის+ 8 და არც არავის პური გვიჭამია მუქთად,+ არამედ დღედაღამ შრომასა და ჯაფაში+ ვიყავით, რომ დიდი ხარჯებით არ დაგვეტვირთა რომელიმე თქვენგანი.+ 9 არა იმიტომ, რომ ძალაუფლება არა გვაქვს,+ არამედ იმიტომ, რომ მაგალითი ვყოფილიყავით თქვენთვის, რათა მოგებაძათ.+ 10 როცა თქვენთან ვიყავით, ასეთ მითითებას გაძლევდით:+ „ვისაც მუშაობა არ უნდა, ის ნურც შეჭამს“.+ 11 ჩვენამდე ამბავი მოდის, რომ თქვენგან ზოგიერთები წესრიგს არღვევენ:+ საერთოდ არ მუშაობენ და იმაში ერევიან, რაც არ ეხებათ.+ 12 ასეთებს მივუთითებთ და შევაგონებთ უფალ იესო ქრისტეში, რომ წყნარად იმუშაონ და საკუთარი შრომით მოპოვებული ჭამონ.+
13 თქვენ კი, ძმებო, ნუ მოიშლით იმის კეთებას, რაც სწორია.+ 14 თუ ვინმე არ ემორჩილება ჩვენს სიტყვას,+ რასაც ამ წერილში გწერთ,+ შენიშნული გყავდეთ და ნუღარ გექნებათ მასთან ურთიერთობა,+ რათა შერცხვეს.+ 15 ოღონდ მტრად არ მიიჩნიოთ, არამედ შეაგონეთ+ როგორც ძმას.
16 თავად მშვიდობის უფალი გაძლევდეთ მშვიდობას ყოველთვის და ყველაფერში.+ უფალი იყოს ყველა თქვენგანთან.
17 მოკითხვას გწერთ მე, პავლე, ჩემი ხელით,+ რითაც ამოიცნობა ჩემი წერილები. აი ასე ვწერ.
18 უფალ იესო ქრისტეს წყალობა+ იყოს ყველა თქვენგანთან.
ბერძნულად პარუსია. იხილეთ დანართი 3ბ.
ბერძნულად პარუსია. იხილეთ დანართი 3ბ.