საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • pr ნაწილი 5 გვ. 20-22
  • სიცოცხლეს აქვს უდიდესი აზრი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სიცოცხლეს აქვს უდიდესი აზრი
  • რა არის სიცოცხლის აზრი?
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანები
  • ღმერთის განზრახვა არ შეცვლილა
  • რა მომავალი ელის დედამიწას ღვთის განზრახვის თანახმად?
    რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?
  • სად არის სამოთხე, რომელზეც ბიბლია საუბრობს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • გადაიქცევა დედამიწა სამოთხედ?
    გამოიღვიძეთ! — 2008
  • მალე დედამიწა სამოთხედ იქცევა!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2021
იხილეთ მეტი
რა არის სიცოცხლის აზრი?
pr ნაწილი 5 გვ. 20-22

ნაწილი 5

სიცოცხლეს აქვს უდიდესი აზრი

1, 2. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღმერთი ზრუნავს ჩვენზე და რას უნდა მივმართოთ სიცოცხლის შესახებ კითხვებზე პასუხისთვის?

1 ის, თუ როგორ არის შექმნილი დედამიწა და მასზე ცოცხალი არსებები, გვიჩვენებს, რომ მათი შემოქმედი არის სიყვარულის ღმერთი, რომელიც ნამდვილად მზრუნველია. და მისი სიტყვა, ბიბლია, გვიჩვენებს, რომ ის ზრუნავს; ბიბლია გვთავაზობს ამომწურავ პასუხებს კითხვებზე: რატომ ვართ აქ, დედამიწაზე? და საითკენ მივდივართ?

2 ამ კითხვებზე პასუხი რომ მივიღოთ, აუცილებელია ბიბლიის გამოკვლევა. ღმერთის სიტყვა ამბობს: „თუ ძებნას დაუწყებთ, იპოვით. თუ თქვენ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ“ (მეორე ნეშტთა 15:2). რას გვიჩვენებს ბიბლიის გამოკვლევა ღმერთის განზრახვის შესახებ ჩვენს მიმართ?

რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანები

3. რატომ შექმნა ღმერთმა დედამიწა?

3 ბიბლია გვიჩვენებს, რომ ღმერთმა დედამიწა სპეციალურად ადამიანებისთვის მოამზადა. ესაიას 45:18 გვამცნობს, რომ ღმერთს დედამიწა „საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა“. და მან დედამიწა ყოველივე იმით მოამარაგა, რაც საჭირო იყო ადამიანების არა მარტო არსებობისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ისინი სრულად დამტკბარიყვნენ სიცოცხლით (დაბადება 1-ლი და მე-2 თავები).

4. რატომ შექმნა ღმერთმა პირველი ადამიანები?

4 თავის სიტყვაში ღმერთი მოგვითხრობს პირველი ადამიანების, ადამისა და ევას, შექმნაზე და გვიცხადებს, თუ რა ჰქონდა გათვალისწინებული ადამიანთა ოჯახისთვის. მან თქვა: „გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს“ (დაბადება 1:26). ადამიანებს ზედამხედველობა უნდა გაეწიათ ‘მთელი დედამიწისთვის’ და მასზე მყოფი ცხოველებისთვის.

5. სად იყვნენ დასახლებული პირველი ადამიანები?

5 ღმერთმა შექმნა პარკის მსგავსი დიდი ბაღი ედემად წოდებულ ადგილზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მდებარეობდა. შემდეგ „აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად“. ეს იყო სამოთხე, სადაც ყველაფერი იყო, რაც საჭმელად დასჭირდებოდათ პირველ ადამიანებს. და მასში იყო „ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი“, ასევე, სხვა მცენარეულობა და ცხოველთა სამყაროს მრავალი საინტერესო სახეობა (დაბადება 2:7–9, 15).

6. რომელი ფიზიკური და გონებრივი თვისებებით იყვნენ შექმნილი ადამიანები?

6 პირველი ადამიანების სხეულები სრულყოფილად იყო შექმნილი, ასე რომ, ისინი არ გახდებოდნენ ავად, არ დაბერდებოდნენ და არ მოკვდებოდნენ. აგრეთვე, მათ მიენიჭათ სხვადასხვა უნარი, მათ შორის თავისუფალი არჩევანი. თუ როგორ იყვნენ ისინი შექმნილი ახსნილია დაბადების 1:27-ში: „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“. რადგანაც შექმნილი ვართ ღმერთის ხატად, ჩვენ მოგვეცა არა მარტო ფიზიკური და გონებრივი თვისებები, არამედ, ზნეობრივი და სულიერი მხარეებიც, რომლებიც დაკმაყოფილებული უნდა იქნეს, თუ გვინდა ნამდვილად ბედნიერები ვიყოთ. ამ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ღმერთი ყველა საშუალებით უზრუნველგვყოფდა, როგორც უზრუნველგვყო საჭმლით, წყლითა და ჰაერით. როგორც იესომ თქვა: „არა პურითა ერთითა იცოცხლებს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარი ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4).

7. რა დავალება მიეცა პირველ წყვილს?

7 გარდა ამისა, ღმერთმა შესანიშნავი დავალება მისცა პირველ წყვილს, როდესაც ისინი ედემში იყვნენ: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა“ (დაბადება 1:28). ასე რომ, ისინი შეძლებდნენ გამრავლებას და ქვეყანაზე სრულყოფილი ბავშვების წარმოშობას. და, რადგანაც მოსახლეობა გაიზრდებოდა, მათ ექნებოდათ სასიამოვნო სამუშაო: გაეფართოებინათ თავდაპირველი, პარკის მსგავსი, ედემის სამოთხის ტერიტორიის საზღვრები. საბოლოოდ, მთელი დედამიწა გადაიქცეოდა სამოთხედ, რომელიც დასახლებული იქნებოდა სრულყოფილი, ბედნიერი ხალხით, რომელიც მარადიულ ცხოვრებას შეძლებდა. ბიბლია გვატყობინებს, რომ იმის შემდეგ, რაც ყოველივე ეს მოქმედებაში მოიყვანა, „დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:31; ასევე, იხილე ფსალმუნი 117:17).

8. როგორ უნდა ეზრუნათ ადამიანებს დედამიწისთვის?

8 ნათელია, რომ ადამიანებს მათთვის დაქვემდებარებული დედამიწა თავიანთ სასიკეთოდ უნდა გამოეყენებინათ. მაგრამ მათ პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა გაეკეთებინათ ეს. ადამიანები დედამიწაზე ყურადღებიანი მმართველები უნდა ყოფილიყვნენ და არ უნდა დაეზიანებინათ ის. დედამიწის მოსპობა, რისი მოწმეებიც ვართ დღეს, ღმერთის ნების საპირისპიროა და ყველა, ვინც მონაწილეობს ამაში, ეწინააღმდეგება განზრახვას, რომელიც ეხება სიცოცხლეს დედამიწაზე. მათ ამის გამო პასუხი უნდა აგონ, რადგან ბიბლია ამბობს, რომ ღმერთი ‘მოსპობს დედამიწის მომსპობთ’ (გამოცხადება 11:18).

ღმერთის განზრახვა არ შეცვლილა

9. რატომ ვართ დარწმუნებული, რომ ღმერთის განზრახვა შესრულდება?

9 მაშასადამე, თავიდანვე იყო ღმერთის განზრახვა, რომ სრულყოფილ ადამიანთა ოჯახს მარადიულად ეცხოვრა სამოთხეში, დედამიწაზე. და მისი განზრახვა არ შეცვლილა! ის უეჭველად შესრულდება. ბიბლია აცხადებს: „დაიფიცა ცაბაოთ უფალმა და თქვა: როგორც ჩავიფიქრე, ისე იქნება; როგორც გადავწყვიტე, ისე მოხდება“. „ვთქვი და დიაღაც მოვახდენ; დავსახე და დიაღაც გავაკეთებ“ (ესაია 14:24; 46:11).

10, 11. რას ამბობდნენ იესო, პეტრე და ფსალმუნმომღერალი დავითი სამოთხის შესახებ?

10 როცა ელაპარაკებოდა ერთ-ერთ პიროვნებას, რომელსაც სურდა, ჰქონოდა მომავლის იმედი, იესო ქრისტემ უთხრა ღმერთის განზრახვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს დედამიწაზე სამოთხის აღდგენას: „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:43). აგრეთვე, პეტრე მოციქულიც ლაპარაკობდა მომავალი ახალი ქვეყნიერების შესახებ, როცა წინასწარმეტყველებდა: „ჩვენ [ღმერთის] აღთქმისამებრ მოველით ახალ ცათა [მთავრობის ახალ წყობილებას, რომელიც იხელმძღვანელებს ზეციდან] და ახალ დედამიწას [ახალ მიწიერ საზოგადოებას], რომლებზეც დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:13).

11 ფსალმუნმომღერალი დავითიც წერდა მომავალი ახალი ქვეყნიერების შესახებ და იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ის. მან იწინასწარმეტყველა: „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:29). ამიტომ, იესო დაგვპირდა: „ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას“ (მათე 5:5).

12, 13. შეაჯამე ყველაფერი, რაც შეეხება ღმერთის დიდებულ განზრახვას კაცობრიობისთვის.

12 რა დიდებული პერსპექტივაა, მარადიულად იცხოვრო სამოთხეში, დედამიწაზე, რომელიც თავისუფალი იქნება ყოველგვარი ბოროტების, დამნაშავეობის, ავადმყოფობის, დარდისა და ტკივილისგან! ბიბლიის ბოლო წიგნში ღმერთის წინასწარმეტყველური სიტყვა აჯამებს ამ დიდებულ განზრახვას და აცხადებს: „შეაშრობს ღმერთი მათ თვალებზე ყოველგვარ ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი; და აღარც გლოვა, აღარც ტირილი და აღარც ტანჯვა აღარ იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი“. ის უმატებს: „და თქვა ტახტზე მჯდომარემ: აჰა, ვიქმ ყოველსავე ახალს. და მითხრა მე: დაწერე: ეს სიტყვანი სარწმუნონი არიან და ჭეშმარიტნი“ (გამოცხადება 21:4, 5, სსგ).

13 დიახ, ღმერთს აქვს დიდებული განზრახვა. ეს იქნება სამართლიანობის ახალი ქვეყნიერება, მარადიული სამოთხე, რომლის შესახებ იწინასწარმეტყველა იმ პიროვნებამ, რომელსაც შეუძლია ამის შესრულება და კიდევაც შეასრულებს თავის დანაპირებს, ვინაიდან მისი „სიტყვანი სარწმუნონი არიან და ჭეშმარიტნი“.

[სურათები 20, 21 გვერდებზე]

ღმერთმა განიზრახა, რომ ადამიანებმა მარადიულად იცხოვრონ სამოთხეში, დედამიწაზე. ეს განზრახვა ჯერ არ შეცვლილა.

[სურათი 22 გვერდზე]

პატრონს შეუძლია ანგარიში მოსთხოვოს მდგმურებს, რომლებიც აფუჭებენ მის სახლს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება