9 ᲨᲘᲤᲠᲐ, ᲤᲣᲐ, ᲐᲛᲠᲐᲛᲘ, ᲘᲝᲥᲔᲑᲔᲓᲘ, ᲛᲘᲠᲘᲐᲛᲘ
მათმა რწმენამ მოსე სიკვდილს გადაარჩინა
ᲛᲐᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ, რაც იოსები დაიღუპა, 60 წელზე მეტია გასული. იეჰოვას კურთხევით ისრაელები რიცხობრივად გაიზარდნენ და გაძლიერდნენ. თუმცა ეგვიპტელებს უკვე აღარ ახსოვთ, როგორ გადაარჩინა მათი ერი იოსებმა შიმშილობის დროს. ახალ ფარაონსაც სძულს ეს ხალხი და ეშინია მათი. ამიტომ ისინი იმონებენ ებრაელებს და სასტიკად ეპყრობიან. მიუხედავად ამისა, ისინი კიდევ უფრო მრავლდებიან.
ამის შესაჩერებლად ფარაონი სასტიკ მეთოდს მიმართავს. ის თავისთან იბარებს ორ ებრაელ ბებიაქალს, შიფრასა და ფუას, და უბრძანებს, რომ ყველა ახალდაბადებული ებრაელი ბიჭი მოკლან. წარმოიდგინეთ მათი განცდები ამ ბრძანების მოსმენაზე. ამ ღვთისმოშიშ ქალებს არ სურთ, რომ რომელიმე მმართველის ბრძანების გამო სამყაროს უზენაესი ღმერთის, იეჰოვას, წინააღმდეგ წავიდნენ და ვინმეს სიცოცხლე მოუსწრაფონ. ამიტომ დიდ გაბედულებას იჩენენ და არ ემორჩილებიან ბრძანებას. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ბავშვი გადაარჩინონ. ეს ამბავი ფარაონის ყურამდე აღწევს და განრისხებული თავისთან იბარებს მათ. თუმცა ისინი გონივრული პასუხით იძვრენენ თავს. ბებიაქალების გამბედაობა იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება და ოჯახებით აჯილდოებს.
რა დაემართებოდა ახალშობილ მოსეს, რომ არა ბებიაქალების, მშობლებისა და დის გაბედულება?
ფარაონი ხვდება, რომ გეგმები ჩაეშალა და ბრძანებას გასცემს, ყველა ახალდაბადებული ებრაელი ბიჭი მდინარე ნილოსში გადააგდონ. ამ დროს ერთ ებრაელ ცოლ-ქმარს, ამრამს და იოქებედს, რომელთაც უკვე ჰყავთ ორი შვილი – მირიამი და აარონი, მესამე ბავშვი უჩნდებათ. ისინი ახალშობილ ბიჭს სამ თვეს მალავენ, თუმცა, როცა ეს უკვე შეუძლებელი ხდება, რთული გადაწყვეტილების წინაშე დგებიან. იოქებედი ბავშვს კუპრით დაფარულ პაპირუსის კალათში აწვენს და კალათს მდინარე ნილოსის პირას ლერწმებში დებს. იქვე ახლომახლო ბავშვის და მირიამი იმალება, რომ ნახოს, რა მოხდება.
მალე ნილოსში საბანაოდ ფარაონის ასული ჩადის. ის ლერწმებში კალათას ამჩნევს და მის მოსატანად მოახლეს გზავნის. ფარაონის ასული ხედავს, რომ კალათაში ლამაზი ბავშვი წევს და ტირის. მას ებრალება პატარა და გადაწყვეტს, იშვილოს, თუმცა ალბათ იმასაც ხვდება, რომ ბავშვს მომვლელი სჭირდება. ამიტომ, როცა მირიამი გაბედულებას იჩენს, მასთან მირბის და ძიძას სთავაზობს, ისიც თანხმდება. ამის შემდეგ მირიამი მიდის და დედა მოჰყავს. წარმოიდგინეთ, როგორ ახარებს იოქებედს, რომ საკუთარ შვილზე შიშის გარეშე შეძლებს ზრუნვას. ის კი არადა, მას ამ საქმის შესრულებისთვის გასამრჯელოსაც კი მისცემენ. მშობლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბავშვს იეჰოვას სიყვარული ჩაუნერგონ. თუმცა დგება დღე, როცა ის ფარაონის ასულთან უნდა მიიყვანონ. ის ბავშვს მოსეს არქმევს.
რწმენისა და გაბედულებისთვის იეჰოვას კურთხევის გარეშე არ დაუტოვებია ამრამი, იოქებედი და მირიამი. ამრამი და იოქებედი ბავშვობიდან უნერგავდნენ მირიამსა და აარონს ღვთის სიყვარულს და იეჰოვამაც დაუფასა ეს – ისინი იეჰოვას ერთგული მსახურები გახდნენ. მშობლები იმასაც აშკარად ხედავდნენ, რომ იეჰოვა მფარველობდა მოსეს. ჩვენ არ ვიცით, მოესწრნენ თუ არა იმ დროს, როცა იეჰოვამ მოსეს მეშვეობით არაერთი დიდებული რამ მოიმოქმედა, მაგრამ მისი წარმატების მოწმე მირიამი გახდა და მასთან ერთად აარონიც (გამ. 6:20). მირიამმა და აარონმა საკუთარი თვალით ნახეს, რა დიდებული საქმეები მოახდინა იეჰოვამ მოსეს მეშვეობით. სამივე და-ძმამ თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ ჰქონდათ რწმენა და გამბედაობა. შემდეგი თავიდან გავიგებთ, რა გარემოში გაიზარდა მოსე და რა არჩევანის წინაშე დადგა.
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა ბებიაქალებისა და ამრამის ოჯახის რწმენა და გაბედულება?
გამოიკვლიეთ
1) რა ადასტურებს, რომ ერთ დროს ისრაელები ეგვიპტეში ცხოვრობდნენ? (g04 4/8 4 ¶4, 5 ¶1)
2) რით დასტურდება, რომ ეგვიპტეში ნამდვილად იყენებდნენ პაპირუსს და რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ ფარაონმა ნამდვილად გამოსცა ბრძანება ებრაელი ბავშვების დახოცვის შესახებ? (g04 4/8 6 ¶1, 2) სურათი 1
Christine Osborne Pictures/Alamy Stock Photo
სურათი 1: პაპირუსს დღესაც იყენებენ ნავების დასამზადებლად.
3) რა ვიცით ებრაელი ბებიაქალების შესახებ და როგორ აკურთხა ღმერთმა ისინი? (w03 11/1 8 ¶3, 4; it „ბებიაქალი“) სურათი 2
სურათი 2
4) როგორ აჩვენა ასაკოვანმა მირიამმა, რომ ძლიერი რწმენა ჰქონდა? (ijwia სტატია 7 ¶14–18)
რას სწავლობთ
რისი სწავლა შეუძლიათ მშობლებს ამრამისა და იოქებედისგან?
რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს, რომლებსაც და-ძმები ჰყავთ? სურათი 3
სურათი 3
როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ შიფრასა და ფუას რწმენასა და გაბედულებაში?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ შიფრას, ფუას, ამრამს, იოქებედსა და მირიამს?
გაიგეთ მეტი
ნახეთ, რისი სწავლა შეგვიძლია იმ ქალებისგან, რომლებიც არ დაემორჩილნენ ფარაონის ბრძანებას.
„ქალები, რომლებმაც გული გაუხარეს იეჰოვას“ (w03 11/1 8, 9 ¶3–5)
საიდან ვიცით, რომ იეჰოვა ყოველთვის იზრუნებს მათზე, ვინც ღვთის მორჩილებას ადამიანის მორჩილებაზე წინ აყენებს?