ᲜᲐᲬᲘᲚᲘ 3
მესიისა და მისი მიმდევრების დრო
ბეჭდური ვერსია
ამ ნაწილში პირველი საუკუნის პერიოდს მიმოვიხილავთ. ჩვენ გავეცნობით ერთი ებრაელი ქალწულის, მარიამის, ისტორიას, რომელმაც იეჰოვასგან ისეთი დავალება მიიღო, როგორიც იქამდე არცერთ ადამიანს არ მიუღია. აგრეთვე იოანე ნათლისმცემლის, მოციქული პეტრეს, მაგდალელი მარიამის, სტეფანესა და მოციქული პავლეს ისტორიებს. ბოლოს კი იესოს საყვარელი მოციქულის, იოანეს, ისტორიით დავასრულებთ თხრობას. ამ ადამიანებმა სხვადასხვა სიტუაციაში გამოავლინეს გაბედულება. მაგალითად, ხალხს აუწყებდნენ, რომ იესო მესია იყო, არადა, ბევრმა არ მიიღო ის. გარდა ამისა, წინააღმდეგობის, დევნისა თუ ზიზღის მიუხედავად ისინი მიჰყვებოდნენ იესოს ნაკვალევს და ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას.