საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „კეთილგანწყობა“
  • კეთილგანწყობა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • კეთილგანწყობა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ლუკას 2:14 — „მშვიდობა ქვეყნად, და სათნოება კაცთა შორის“
    ბიბლიური მუხლების ახსნა
  • „კეთილგანწყობილების ჟამი“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
  • გამოაცხადე „იეჰოვას კეთილგანწყობის წელიწადის“ შესახებ!
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2017
  • „მშვიდობა და სათნოება კაცთა შორის“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „კეთილგანწყობა“

კეთილგანწყობა

ებრაული რაცონ, ბერძნული ევდოკია და მათი მონათესავე სიტყვები აღნიშნავს ისეთ რამეს, რაც საამოა, აგრეთვე იმის განწყობილებას, ვისაც აამეს ან ვისი გულიც მოიგეს. ეს სიტყვები ითარგმნება „მოწონებად“, „კეთილგანწყობად“, „კეთილ სურვილად“ და ა.შ.

ღვთის კეთილგანწყობა. სიტყვები რაცონ, ევდოკია და მათი მონათესავე ფორმები ბიბლიაში ღვთის მიერ სიკეთით მოპყრობის, კეთილგანწყობის, ნება-სურვილისა და მოწონების მნიშვნელობით გვხვდება (ფს. 51:18; 106:4; ეფ. 1:5, 9). ღმერთი გარკვევით გვეუბნება, თუ რა უნდა ვაკეთოთ მის საამებლად, ვის აღიარებს ის თავის მეგობრებად და ვის მიმართ არის კეთილგანწყობილი. ღვთის კეთილგანწყობილებას მოკლებული არიან მისი სიტყვის უარმყოფელნი და ურჩები, რომელთაც ღვთის რისხვა ეწევათ (ფს. 2:5; ებ. 3:16—19).

ადამიანის კეთილგანწყობა. ზემოხსენებული ებრაული და ბერძნული სიტყვები ადამიანების მხრიდან გამოვლენილ კეთილგანწყობილებასა და კეთილმოსურნეობასაც გულისხმობს (2მტ. 10:7; ესთ. 1:8; რმ. 15:25, 26). მაგალითად, პავლემ მოიხსენია ზოგიერთი, ვინც კეთილი სურვილებით ქადაგებდა (ფლ. 1:15). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ალალი ქრისტიანები კეთილგანწყობილნი იყვნენ პავლე მოციქულის, როგორც ღვთისა და მისი ძის წარმომადგენლის მიმართ; შესაბამისად ისინი ღვთის კეთილგანწყობას გრძნობდნენ (იგ. 8:35; 10:32; 11:27). ადამიანის მხრიდან გამოვლენილი კეთილმოსურნეობის კიდევ ერთ ნიმუშს ვხვდებით პავლეს მიმართვაში თანამოძმე იუდეველების მიმართ: „ძმებო, გულით მსურს და ვევედრები ღმერთს მათთვის, რომ გადარჩნენ“ (რმ. 10:1).

ადამიანები, რომლებსაც ღმერთი იწონებს. პირველები, ვინც იესოს დაბადების შესახებ გაიგეს, თავმდაბალი მწყემსები იყვნენ და არა იუდეველი რელიგიური წინამძღოლები. მას შემდეგ, რაც ანგელოზმა მწყემსებს მესიის დაბადება ამცნო, გაისმა ანგელოზთა დიდძალი ლაშქრის ხმა: „დიდება ზეციერ ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი იწონებს“ (ლკ. 2:14). აღსანიშნავია, რომ ეს ანგელოზები მშვიდობას არ უცხადებდნენ ღვთის მტრებს, ანუ მათ, ვისაც ღმერთთან მშვიდობა არ აქვთ. «„არ არის მშვიდობა ბოროტთათვის“, — ამბობს ჩემი ღმერთი» (ეს. 57:21). საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში ლუკას 2:14 ასეა ნათარგმნი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთს, და მშვიდობა ქვეყნად, და სათნოება კაცთა შორის“. ეს სიტყვები ისე არ უნდა იყოს გაგებული, თითქოს ღმერთი კეთილგანწყობას ზოგადად ყველა ადამიანის მიმართ იჩენს, და არც ისე, რომ ღვთის მშვიდობა გარანტირებულია მათთვის, ვისაც მხოლოდ სწამს ღმერთის, მაგრამ ისე ცხოვრობს, როგორც თავად მოესურვება. ღმერთი აქ ჭეშმარიტი რწმენის ადამიანებს გულისხმობდა, მათ, ვინც მისი ძის მიმდევრები გახდებოდნენ.

მსგავს აზრს ემხრობა ბიბლიის თანამედროვე თარგმანები. „გადამუშავებული სტანდარტული თარგმანი“ ასეთ ვერსიას გვთავაზობს: „მშვიდობა კაცთა შორის, ვისაც ის იწონებს!“. „ახალი ინგლისური ბიბლია“: „მისი მშვიდობა იმ ადამიანებთანაა, ვის მიმართაც ის კეთილგანწყობილია“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება