კეთილგონიერება
კეთილგონიერებად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ეპიიკეს ერთ-ერთი ლექსიკონის თანახმად განიმარტება, როგორც „მართებული, შესაფერი; მიუკერძოებელი, სამართლიანი, ზომიერი, თავშეკავებული, შემწყნარებელი; კეთილგონიერება გამორიცხავს ასოკირკიტს; ეს არის გულისხმიერება, რომელსაც ახასიათებს ფაქტების საღი აზრით შეფასება და ჰუმანური მიდგომა“ (Vine’s Expository Dictionary of Old and New Testament Words, 1981, ტ. 2, გვ. 144, 145).
კეთილგონიერება ზეციდან მომავალი სიბრძნის ერთ-ერთი თავისებურებაა (იაკ. 3:17). ქრისტიანული კრების ზედამხედველი კეთილგონიერი უნდა იყოს (1ტმ. 3:2, 3). მისი კეთილგონიერება უნდა ვლინდებოდეს მის ქცევებში, სხვებთან ურთიერთობასა და პრობლემის მიმართ დამოკიდებულებაში. ბიბლია ყველა ქრისტიანს მოუწოდებს კეთილგონიერებისკენ. მოციქული პავლე ფილიპელებს სწერდა: «ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება [„დამთმობლობა“,Int]» (ფლ. 4:5). პავლემ ტიტეს სთხოვა, კრეტელი ქრისტიანებისთვის შეეხსენებინა, რომ ყოფილიყვნენ კეთილგონიერები (ტიტ. 3:1, 2). ეს დროული შეხსენება იყო, ვინაიდან კრეტელები მატყუარების, საშიში მხეცებისა და უქნარა ღორმუცელების სახელით იყვნენ ცნობილი (ტიტ. 1:12).
1 პეტრეს 2:18-ში ჩაწერილია შემდეგი მოწოდება მოსამსახურეებისთვის: „სათანადო შიშით დაემორჩილონ ბატონებს, არა მხოლოდ კარგსა და გონიერს (ეპიიკეს), არამედ ისეთსაც, რომლის გულსაც ადვილად ვერ მოიგებ“.