საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w09 12/1 გვ. 8
  • „დანიშნული დრო“ ახლოსაა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „დანიშნული დრო“ ახლოსაა
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • მსგავსი მასალა
  • მიაქცევ თუ არა ყურადღებას ღმერთის გაფრთხილებას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1993
  • ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • ჭეშმარიტება ღვთის სამეფოს შესახებ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2020
  • ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
w09 12/1 გვ. 8

„დანიშნული დრო“ ახლოსაა

წინასწარმეტყველ აბაკუმის მსგავსად, იესოს მოწაფეებსაც სურდათ, ადამიანები ტანჯვისგან გათავისუფლებულიყვნენ. მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ღვთის სამეფო დედამიწაზე არსებულ სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლიდა, მათ ჰკითხეს იესოს: „როდის მოხდება ეს, რა იქნება [სამეფო ძალაუფლებით] შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“ (მათე 24:3). პასუხად იესომ უთხრა თავის მოწაფეებს, რომ მხოლოდ იეჰოვა ღმერთმა იცოდა ზუსტი დრო, როდის დაიწყებდა ღვთის სამეფო დედამიწაზე სრულად მმართველობას (მათე 24:36; მარკოზი 13:32). მაგრამ იესომ და ღვთის სხვა ერთგულმა მსახურებმა იწინასწარმეტყველეს კონკრეტული მოვლენები, რომლებიც ცხადყოფდა, რომ დანიშნული დრო ახლოს იქნებოდა (იხილეთ ჩარჩო მარჯვენა მხარეს).

ალბათ, ამჩნევთ, რომ ეს ნაწინასწარმეტყველები მოვლენები დღეს სრულდება. იესომ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ საგანმანათლებლო საქმე მსოფლიო მასშტაბით შესრულდებოდა. მან თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14).

დღეს ეს წინასწარმეტყველება ზუსტად სრულდება. ამ საქმიანობას იეჰოვას მოწმეები ეწევიან. დაახლოებით 236 ქვეყანაში შვიდ მილიონზე მეტი იეჰოვას მოწმე ესაუბრება ხალხს იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს ღვთის სამეფო. ისინი ეხმარებიან ადამიანებს, რომ დაემორჩილონ სამართლიან ღმერთს, რომელსაც სურს, ბოლო მოუღოს ტანჯვასა და ტკივილს. კვლავაც მიიღეთ ცოდნა ღვთის სამეფოს შესახებ და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, მარადიულად იცხოვროთ დედამიწაზე, სადაც ტანჯვა აღარ იქნება.

[ჩარჩო 8 გვერდზე]

ბიბლიური მუხლები, რომლებიც ბოლო დღეებზე მიუთითებს

მათე 24:6, 7; გამოცხადება 6:4

• არნახული ომები

მათე 24:7; მარკოზი 13:8

• ძლიერი მიწისძვრები

• საკვების უკმარისობა

ლუკა 21:11; გამოცხადება 6:8

• ეპიდემიები

მათე 24:12

• უკანონობის გამრავლება

• სიყვარულის განელება

გამოცხადება 11:18

• დედამიწის მოსპობა

2 ტიმოთე 3:2

• ფულის მოყვარულები

• მშობლების ურჩები

• საკუთარი თავის მოყვარულები

2 ტიმოთე 3:3

• თბილ გრძნობებს მოკლებულები

• მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება

• თავშეუკავებლები

• კარგის მოძულეები

2 ტიმოთე 3:4

• უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა

2 ტიმოთე 3:5

• გარეგნულად ღვთის ერთგულები

მათე 24:5, 11; მარკოზი 13:6

• ცრუწინასწარმეტყველების გამოჩენა

მათე 24:9; ლუკა 21:12

• ჭეშმარიტი ქრისტიანების დევნა

მათე 24:39

• ბიბლიური გაფრთხილებების უგულებელყოფა

[სურათი 8 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეები მთელ დედამიწაზე ღვთის სამეფოს შესახებ ასწავლიან

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება