სამსახურებრივი შეხვედრები აგვისტოში
5 აგვისტოდან დაწყებული კვირა
სიმღერა №56
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
20 წთ.: „არ შეწყვიტო კეთილი ცნობის გაცხადება“. მოხსენება და განხილვა აუდიტორიასთან.
15 წთ.: „აუწყე კეთილი ცნობა სამეფოს შესახებ ბროშურებით“. (1-ლი—მე-5 აბზაცები) პირველი აბზაცი შესავალში გამოიყენე. გამამხნევებელი კომენტარი გაუკეთე, თუ რა უპირატესობა აქვს „სიცოცხლე დედამიწაზე“ და „ნახე!“ ბროშურების მსახურებაში გამოყენებას. გააკეთე ოთხი კარგად მომზადებული ინსცენირება, რომლებიც აჩვენებს, როგორ შეიძლება პირველი მისვლისა და განმეორებითი მონახულებების გაკეთება ამ ბროშურებით. ინსცენირება გააკეთებინე ახალგაზრდა მაუწყებელს, რომელსაც მშობელი დაეხმარება, შესთავაზოს ბროშურა, „სიცოცხლე დედამიწაზე“. შეიძლება მაუწყებლებს სურთ, რომ აქ შემოთავაზებული ნიმუშის მსგავსად გააკეთონ სხვა ბროშურების საკუთარი შეთავაზება.
სიმღერა №136 და დამამთავრებელი ლოცვა.
12 აგვისტოდან დაწყებული კვირა
სიმღერა №192
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში. ჩართე გამამხნევებელი კომენტარები 1993 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკის“ სტატიიდან „საშუალებები, რომ გაუზიარო“, გვ. 29–31 (რუს.).
15 წთ.: „აუწყე კეთილი ცნობა სამეფოს შესახებ ბროშურებით“. (მე-6—მე-8 აბზაცები) მოკლედ განიხილე შინაარსი ბროშურისა „მთავრობა“. მოცემული შეთავაზებების ინსცენირება გააკეთე როგორც პირველი მისვლისთვის, აგრეთვე განმეორებითი მონახულებისთვის. ყველას მოუწოდე, რომ მიაკითხონ მათ, ვისთანაც დატოვეს ბროშურები.
15 წთ.: „ნებაყოფლობითი შესაწირავები ხელს უწყობს სამეფოს საქმის გაფართოებას“. გამამხნევებელი მოხსენება უხუცესის მიერ. ჩართე ზოგიერთი ქვეყნის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა სამეფოს საქმის პროგრესის შესახებ, რომლებიც მოცემულია „წელიწდეულში“.
სიმღერა №9 და დამამთავრებელი ლოცვა.
19 აგვისტოდან დაწყებული კვირა
სიმღერა №174
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეკითხვების ყუთის განხილვა.
15 წთ.: „ვინ არის მომზადებული, რომ იქადაგოს?“ უხუცესი განიხილავს სტატიას ორ ან სამ მაუწყებელთან. ხაზი გაუსვი, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომია საუკეთესო სწავლება, რომელიც სრულად აღგვჭურავს, როგორც ღვთის მსახურებს. არავითარი მიზეზი არა გვაქვს, ვიფიქროთ, რომ არ ვაკმაყოფილებთ მოთხოვნებს, ვიქადაგოთ.
20 წთ.: «როგორ მოვამზადოთ მოწაფეები წიგნით, „შემეცნება“». 1996 წლის ივნისის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართის მე-17—26-ე აბზაცების განხილვა აუდიტორიასთან. ადრე გაუკეთე ორგანიზება, რომ ჩართო მათი ადგილობრივი შემთხვევები, რომლებიც ასწავლიან წიგნით, „შემეცნებით“. მათ შეუძლიათ გამამხნევებლად მოყვნენ, როგორ გამოიყენეს დანართში მოცემული რჩევები და როგორ დაეხმარა ისინი, ჩაეტარებინათ სახლში ბიბლიის უფრო გამაუმჯობესებელი შესწავლა. ყველას მოუწოდე, რომ შეინახონ დანართი და პირადად გადახედონ ყოველთვის ახალი შესწავლის დაწყებისას.
სიმღერა №189 და დამამთავრებელი ლოცვა.
26 აგვისტოდან დაწყებული კვირა
სიმღერა №104
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. განიხილე „ახალი სპეციალური ერთდღიანი კონგრესის პროგრამა“.
20 წთ.: ინტერესი გამოავლინე შვილების განათლებისადმი. მოხსენებას წარმოთქვამს უხუცესი. განიხილე ინფორმაცია ბროშურიდან „იეჰოვას მოწმეები და განათლება“ გვ. 2—5 [რუს.] და აჩვენე, რატომ ვაფასებთ გამოსადეგ სწავლებას, რომელსაც სკოლა გვთავაზობს. განიხილე, როგორ ავუხსნათ მასწავლებლებს ტაქტიანად მიზეზი, რატომ ვინარჩუნებთ სულიერ მიზნებს ნაცვლად იმისა, რომ მთავარ ადგილზე ქვეყნიური საქმიანობა დავაყენოთ. ჩართე საკითხები 31-ე გვერდზე მოცემული „დასკვნიდან“.
15 წთ.: სექტემბერში შესათავაზებელი ლიტერატურის განხილვა. ჩვენ გამოვიყენებთ წიგნს, „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ აჩვენე პუბლიკაციის მრავალფეროვნება. პირველი 15 თავი, ძირითადად, მოიცავს მსჯელობას, როგორ წარმოიშვა სიცოცხლე; მე-16 თავი მიმართავს უაღრესად გამაოცებელ კითხვას, „რატომ უნდა დაეშვა ღმერთს ტანჯვა?“ მე-17 და მე-18 თავები ამტკიცებს რწმენას ბიბლიისადმი, როგორც ღვთის მიერ შთაგონებული, ნდობის ღირსი სიტყვისადმი; მე-19, მე-20 თავები ყურადღებას ამახვილებს სამეფოს კეთილ ცნობაზე სიცოცხლის შესახებ, რომელიც იქნება დედამიწაზე, სამოთხეში და ხსნის, როგორ უნდა მოიპოვო ის. უნარიანი მაუწყებელი გამოიყენე წიგნის, „შემოქმედების“, ერთ-ერთი მოკლე შეთავაზების საჩვენებლად. თუ კრებას ჯერ კიდევ მარაგში აქვს წიგნები: „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ ან „მოაწყვე ბედნიერი ოჯახური ცხოვრება“, მათი შეთავაზება შეიძლება.
სიმღერა №113 და დამამთავრებელი ლოცვა.