სამსახურებრივი შეხვედრები მარტში
3 მარტიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №53
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. ყველას მოუწოდე, მოიწვიონ დაინტერესებულები გახსენების საღამოზე 23 მარტს. აჩვენე გახსენების საღამოს მოსაწვევი და ყველა აღძარი, საკმარისი რაოდენობა აიღონ, რათა გაავრცელონ ისინი ამ კვირას.
15 წთ.: „აიშენე ოჯახი“. კითხვა-პასუხები.
20 წთ.: „დაეხმარე ოჯახებს, რომ მიიღონ უსასრულო მომავალი“ (აბზაცები 1—5). მოკლე კომენტარი გააკეთე 1-ლი აბზაცის მიხედვით და შემდეგ განიხილე, როგორ შეიძლება ინტერესის აღძვრა წიგნისადმი „ოჯახური ბედნიერება“ სათაურებით, ფერადი სურათებითა და გასამეორებელი ჩარჩოებით. უნარიან მაუწყებლებს სთხოვე, მე-2—მე-5 აბზაცების შეთავაზების დემონსტრირება გააკეთონ. ყველას მოუწოდე, განსაკუთრებით შეეცადონ წიგნის დატოვება ოჯახებისთვის, რომლებმაც წინათ გამოავლინეს ინტერესი. შეახსენე, რომ მოიხსენიონ შესაწირავების ღონისძიების შესახებ.
სიმღერა №71 და დამამთავრებელი ლოცვა
10 მარტიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №56
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში. ყველას შეახსენე, რომ მიყვნენ გახსენების საღამოსთან დაკავშირებულ ბიბლიის კითხვის გეგმას 18-დან 23 მარტის ჩათვლით, როგორც მოცემულია „საღვთო წერილის ყოველდღიურ განხილვაში“.
20 წთ.: „იყავით მადლიერნი“. განხილვა კითხვა-პასუხებით. ყველა გულმოდგინედ უნდა შეეცადოს, რომ მოიწვიოს ბიბლიის შემსწავლელები, დაინტერესებულები, ოჯახის კეთილგანწყობილი წევრები და და-ძმებიდან ნებისმიერი, რომლებსაც აქტიურად არ აქვთ კავშირი კრებასთან, რომ დაესწრონ გახსენების საღამოს. მოკლე დემონსტრაცია გააკეთე, რომლის დროსაც მაუწყებელი დაინტერესებულს პატიჟობს გახსენების საღამოზე მოსაწვევის გამოყენებით. დამატებითი კომენტარები გააკეთე 1988 წლის 1-ლი დეკემბრის „საგუშაგო კოშკიდან“, გვ. 11, აბზ. 16, 17 (რუს.). ყველას მოუწოდე, დამხმარე პიონერი იყოს აპრილსა და მაისში.
15 წთ.: „დაეხმარე ოჯახებს, რომ მიიღონ უსასრულო მომავალი“ (აბზაცები 6—8). შესთავაზე რჩევები, რომლებიც აჩვენებენ, როგორ შესთავაზო წიგნი „ოჯახური ბედნიერება“, როცა არაფორმალურად ამოწმებ როგორც ნათესავების მონახულებისას, ისე სამსახურში, სკოლაში, პარკში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში. უნარიან მაუწყებელს სთხოვე, დემონსტრირება გაუკეთოს მე-6 და მე-7 აბზაცებს. განმეორებითი მონახულებისას საუბარი უნდა დაეხმაროს პიროვნებას, მიხვდეს, როგორ აძლიერებს ბიბლიის შესწავლის ჩატარება ოჯახის კვანძებს. შესწავლები უნდა ჩატარდეს ბროშურით, „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ იმ მიზნით, რომ თანდათანობით გადავიდეს წიგნზე „შემეცნება“ ან შესწავლა შეიძლება დაიწყოს თვითონ წიგნით „შემეცნება“.
სიმღერა №72 და დამამთავრებელი ლოცვა.
17 მარტიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №63
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. განიხილე „გახსენების საღამოსთან დაკავშირებული შეხსენებები“ და ყურადღება გაამახვილე გახსენების საღამოს ადგილობრივ ღონისძიებებზე. ყველამ გადაჭრით უნდა დაგეგმოს ბიბლიის შემსწავლელებისა და დაინტერესებულებისთვის დახმარება, რომ დაესწრონ.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები. ან უხუცესი წარმოთქვამს მოხსენებას თემაზე — „ნამდვილად არის თუ არა საჭირო ბოდიშის მოხდა?“ — 1996 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკიდან“, გვ. 22–24 (რუს.).
15 წთ.: კარგად გამოიყენე „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეული — 1997“ (რუს.). მამა ოჯახთან განიხილავს მთავარ აზრებს გვერდებზე 3—9. აჩვენებს, რატომ ვხარობთ მთელ დედამიწაზე თეოკრატიული პროგრესის განხილვისას. მამა ხსნის, თუ როგორ შეუძლიათ მომავალი წლის განმავლობაში ყოველდღიურად რამდენიმე წუთის გამოყოფით სადილისას ყოველდღიური მუხლის განხილვის შემდეგ, „წელიწდეული“ წაიკითხონ თანდათანობით.
სიმღერა №75 და დამამთავრებელი ლოცვა.
24 მარტიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №67
9 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. ახსენი, რომ არ არის ძალიან დაგვიანებული აპრილში დამხმარე პიონერად მსახურებაზე განცხადების შევსება. ყურადღება გაამახვილე დამატებით ღონისძიებებზე, რომლებიც კეთდება ადგილობრივად სამქადაგებლო შეხვედრებისთვის თვის განმავლობაში.
24 წთ.: „გამბედაობა გამოავლინე განმეორებითი მონახულებების გასაკეთებლად“ (აბზაცები 1—20). კითხვა-პასუხები. მოკლე დემონსტრირება გაუკეთე მე-16 აბზაცს.
12 წთ.: ახალ მაუწყებლებს დაეხმარე მსახურების დაწყებაში. განიხილე 1996 წლის ივნისის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართის მე-19 აბზაცი. დემონსტრირება გაუკეთე, როგორ ამზადებს უნარიანი მაუწყებელი ბიბლიის შემსწავლელს, რომელსაც ახლახანს მისცეს უფლება უხუცესებმა, რომ ყოფილიყო მოუნათლავი მაუწყებელი. ისინი ერთად განიხილავენ მე-2 აბზაცს წიგნიდან „ჩვენი მსახურება“, გვ. 111 (რუს.). გამოცდილი მაუწყებელი ყურადღებას ამახვილებს, როგორი რეაქცია იქნება მოსალოდნელი კარდაკარ დამოწმებისას და რომ არ არის საჭირო გულის აცრუება, თუ უმეტესობა არ გამოეხმაურება დადებითად. მაუწყებელი ყვება გამამხნევებელ შემთხვევას, რომელიც აჩვენებს სიხარულს, რომელსაც გვგვრის გულწრფელად მსმენელი პიროვნების პოვნა. ისინი ერთად ამზადებენ ჟურნალის მოკლე, მარტივ შეთავაზებას და შემდეგ ვარჯიშობენ ამაზე. გამამხნევებელი შექება ეძლევა და კონკრეტულად გეგმავენ ამ კვირის განმავლობაში ერთად ქადაგებას.
სიმღერა №89 და დამამთავრებელი ლოცვა.
31 მარტიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №70
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. ყველა დაინტერესებული მოიწვიე, დაესწრონ სპეციალურ საჯარო მოხსენებას 6 აპრილს. ყველას შეახსენე, შეავსონ თავიანთი სამქადაგებლო ანგარიში მარტისთვის. გამოაცხადე მათი სახელი და გვარები, რომლებმაც დამხმარე პიონერობა დაიწყეს აპრილში. განიხილე შეკითხვების ყუთი.
20 წთ.: „გამბედაობა გამოავლინე განმეორებითი მონახულებების გასაკეთებლად“ (აბზაცები 21—35). კითხვა-პასუხები. განიხილე მე-3 გვერდზე მოცემული ჩარჩო. ყველას მოუწოდე, ანგარიშში შეიტანონ თვის განმავლობაში გაკეთებული ყოველი განმეორებითი მონახულება, როცა ავსებენ თავიანთი სამქადაგებლო მსახურების ანგარიშს.
10 წთ.: განიხილე აპრილში შესათავაზებელი ლიტერატურა. შესთავაზე ჟურნალების — „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ — ცალკეული ნომრები. მოკლედ მოიხსენიე რჩევები, თუ როგორ მოამზადო ჟურნალების შეთავაზებები, რაც მოცემულია მე-3, მე-4 და მე-8 აბზაცებში 1996 წლის „ჩვენი სამეფო მსახურების“ ოქტომბრის გამოცემაში მე-8 გვერდზე. ორ მაუწყებელს სთხოვე, გააკეთონ ერთი ან ორი მოკლე შეთავაზების დემონსტრაცია და მოიხსენიონ შესაწირავების ღონისძიების შესახებ. მაუწყებლებმა უნდა ჩაიწერონ ისინი, რომლებმაც მიიღეს ჟურნალები და ჩართონ მათი ბინები ჟურნალების დატარების მარშრუტში.
სიმღერა №92 და დამამთავრებელი ლოცვა.