სამსახურებრივი შეხვედრები ივნისში
2 ივნისიდან დაწყებული კვირა
სიმღერა№181
8 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. კომენტარი გააკეთე ადგილობრივი კრების მიერ მარტში სამქადაგებლო მსახურების ანგარიშსა და ქვეყნის საბოლოო ანგარიშზე.
15 წთ.: „გააკეთეთ მაქსიმუმი“. კითხვა-პასუხები (იხილე აგრეთვე 1993 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 28–30 [რუს.]).
22 წთ.: „ღვთის შემეცნება მრავალ კითხვას პასუხობს“. თავმჯდომარე სტატიას განიხილავს ორ ან სამ მაუწყებელთან, რომელთა შორის ახალგაზრდაც იქნება. კომენტარი გააკეთე პირველ აბზაცზე და ყურადღება გაამახვილე, რატომ წარმოადგენს კითხვებზე პასუხების გაცემაში ეფექტურ დამხმარეს წიგნი „შემეცნება“. წარმოადგინე ნაწილი, თუ როგორ გამოიყენება პრაქტიკაში და შესთავაზე რჩევები გასაუმჯობესებლად ყოველი შეთავაზების შემდეგ.
სიმღერა №200 და დამამთავრებელი ლოცვა.
9 ივნისიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №189
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
15 წთ.: საზაფხულო შეხსენებები. მოხსენება და განხილვა აუდიტორიასთან. ჩვენგან უმეტესობა დამატებით საქმეებს გეგმავს ზაფხულში და ამაში შეიძლება შედიოდეს შვებულება, არდადეგები, ნათესავების მონახულება ან სასიამოვნო გართობა. როგორ შეგვიძლია ისე გავუწიოთ ორგანიზება ასეთ საქმეებს, რომ თეოკრატიული საქმიანობები არ იყოს უგულებელყოფილი? განიხილე მომდევნო: 1) საოლქო კონგრესის სამივე დღეზე დასწრება. 2) კრების შეხვედრებზე რეგულარული დასწრება, სულ ერთია, სახლში ვართ, თუ სხვაგან. 3) მსახურებაში რეგულარულად მონაწილეობის ორგანიზება და, თუ სახლში არ ხარ, სამქადაგებლო მსახურების ანგარიშების კრებისთვის გადაგზავნა. 4) ლიტერატურის მარაგის თან წაღება მგზავრობისას არაფორმალური დამოწმებისთვის. 5) დღის სინათლის მომატებისას საღამო საათების დროს დამოწმებაში უფრო მეტი მონაწილეობის მიღება. 6) ზაფხულში დამხმარე პიონერად მსახურებაში მონაწილეობის მიღება ერთი ან ორი თვით. 7) უხუცესები კრების საქმიანობებს კარგ ორგანიზებას გაუწევენ და დარწმუნდებიან, რომ რომელიმეს არყოფნის შემთხვევაში მისი დავალების შესრულებაზე იზრუნებენ.
20 წთ.: სხვების სწავლება — გადაუდებელი მოთხოვნილებაა. მოხსენება უხუცესის მიერ. განიხილე 1996 წლის მსოფლიოს მასშტაბით სამქადაგებლო მსახურების ანგარიში „1997 წელიწდეულიდან“, გვერდი 33. გაძლიერებული ძალისხმევა, დაუმოწმო ადამიანებს, სადაც კი შეიძლება მათი ნახვა, ნაყოფიერია. ახლა გადაუდებელ მოთხოვნილებას წარმოადგენს იმ ადგილებზე მისვლა, სადაც დატოვებული იყო ლიტერატურა, და ადამიანებისთვის ჭეშმარიტების სწავლება. როცა მათ ვუკავშირდებით საჯარო ადგილებში, ტაქტიანად ვგებულობთ მათ სახელს, გვარსა და მისამართს, რათა განმეორებითი მონახულების გაკეთება იყოს შესაძლებელი. სამეფოს თესლის დათესვის გარდა, ჩვენ უნდა მოვრწყათ კიდეც ის (1 კორ. 3:6–8). როცა თესლი ჩათესილია კარგ მიწაში, ეფექტური სწავლება დაეხმარება პიროვნებას, გონებით ჩასწვდეს მას (მათ. 13:23). ჩვენ რაც შეიძლება სრულიად და მარჯვედ უნდა მივიღოთ მონაწილეობა სწავლების საქმეში (ებრ. 5:12ა). დაურთე საკითხები 1996 წლის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართიდან, აბზაცები 25 და 26. ყურადღება გაამახვილე ბიბლიის შესწავლების მცდელობაზე ან ბროშურით „რას მოითხოვს“, ან წიგნით „შემეცნება“.
სიმღერა №204 და დამამთავრებელი ლოცვა.
16 ივნისიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №192
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შესთავაზე აუდიტორიას მიმდინარე ჟურნალებიდან სასაუბრო საკითხები.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: ამოიცანი, ჭეშმარიტია შენი რელიგია თუ ცრუ. უხუცესს საუბარი მიჰყავს ორ ან სამ უნარიან მაუწყებელთან 1994 წლის 1-ლი დეკემბრის ჟურნალ „საგუშაგო კოშკზე“ დაფუძნებით (გვ. 13, 14, აბზ 14–19 და ჩარჩო გვ. 12). მრავალ აშკარად გულწრფელ ადამიანს ვაკითხავთ განმეორებით. მაგრამ ისინი არასოდეს გვთანხმდებიან ბიბლიის შესწავლაზე. განიხილე როგორ შეიძლება ამ ჟურნალში მოცემული საკითხების გამოყენება, რათა გავაგებინოთ ზუსტ შემეცნებასთან შეთანხმებულად მოქმედების აუცილებლობა. მოიხსენიე მნიშვნელოვანი პუნქტები „შემეცნების“ მე-5 თავიდან: „ვისი თაყვანისცემაა მისაღები ღმერთისთვის?“ წაიკითხე მე-20 აბზაცი. განმეორებითი მონახულებების გაკეთება შეიძლება ასეთ პიროვნებებთან, რათა გულთბილად და ტაქტით მოვუწოდოთ, დაიწყონ შესწავლა და დაესწრონ შეხვედრებს.
სიმღერა №201 და დამამთავრებელი ლოცვა.
23 ივნისიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №193
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: რას ამბობენ ისინი ჩვენზე? მოხსენება დაფუძნებული უნდა იყოს 1995 წლის 1-ლი აპრილის „საგუშაგო კოშკის“ სტატიაზე „როგორ უნდა მოიქცნენ ქრისტიანები საჯარო გაკიცხვისას [რუს.]“. ხშირად მცდარი ინფორმაციის მიუხედავად, მრავალზე კეთილგანწყობილი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც ჩვენში დაინახეს მათ. ახსენი, რატომ უნდა აღგვძრას ამან, ყოველთვის ვიქცეოდეთ სათანადოდ და მტკიცედ განვაგრძოთ ჩვენი მსახურება.
20 წთ.: „მშობლებო — ასწავლეთ თქვენს შვილებს ქადაგება“. კითხვა-პასუხები. დაურთე მითითება წიგნიდან „ჩვენი მსახურება“, გვერდები 99 და 100, ქვესათაურიდან „ახალგაზრდების დახმარება“ [რუს.].
სიმღერა №211 და დამამთავრებელი ლოცვა.
30 ივნისიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №197
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. ყველას შეახსენე, რომ ჩააბარონ სამქადაგებლო მსახურების ანგარიში ივნისისთვის.
20 წთ.: „ახალგაზრდებო — რა არის თქვენი სულიერი მიზნები?“ ორი მამა ერთად განიხილავს სტატიას. ისინი განიხილავენ, როგორ დაეხმარონ შვილებს, დააფასონ, რატომ არის მნიშვნელოვანი სულიერი კურთხევების მომტანი თეოკრატიული მიზნების დასახვა, ვიდრე მატერიალური ინტერესებისკენ სწრაფვა (აგრეთვე იხილე წიგნი „ჩვენი მსახურება“, გვერდები 116—118 [რუს.]).
15 წთ.: ივლისში ლიტერატურის შეთავაზებისთვის მომზადება. ამოარჩიე ერთი-ორი ბროშურა, რომლებიც ეფექტურად აღძრავდა ინტერესს ადგილობრივ ტერიტორიაზე და განიხილე რამდენიმე თვალსაჩინო საკითხი თითოეულის შესახებ. მოიყვანე რჩევები, რომლების ჩართვაც შეიძლება შეთავაზებაში. ყველას შეახსენე, მოიხსენიონ შესაწირავების ღონისძიებაზე, ჩაიწერონ ლიტერატურის დატოვების ადგილები და ისევ მიაკითხონ ინტერესის გასაღვივებლად.
სიმღერა №109 და დამამთავრებელი ლოცვა.