სამსახურებრივი შეხვედრები მარტში
2 მარტიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №3
8 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
15 წთ.: „ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად“. განიხილავს უხუცესი. წიგნიდან „ჩვენი მსახურება“ (რუს.) 80, 81 გვერდები მოკლედ განიხილე, ხაზი გაუსვი გახსენების საღამოზე დასწრების მნიშვნელობას.
22 წთ.: „ჩაუნერგე სხვებს მარადიული სიცოცხლის იმედი“. სტატიის განხილვა აუდიტორიასთან. მოკლედ განმარტე, თუ როგორ შეიძლება იქნეს გამოყენებული შეკითხვები საუბრის გასაგრძელებლად. მოიყვანე რამდენიმე მისახვედრი და თვალსაზრისის გასაგები შეკითხვების მაგალითი, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნეს საუბრის დაწყებისას [იხილე „სკოლის სახელმძღვანელო“ გვ. 51, 52, აბზ. 10—12 (რუს.)]. უნარიანმა მაუწყებელმა თვალსაჩინოდ წარმოადგინოს ერთ-ერთი პირველი შეთავაზება და განმეორებითი მონახულება და აჩვენოს, რომ ბიბლიური შესწავლა იქნა დაწყებული. მოიხსენიე შესაწირავები.
სიმღერა №88 და დამამთავრებელი ლოცვა.
9 მარტიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №60
8 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
15 წთ.: სრული სარგებლობა მიიღე „1998 წლის წელიწდეულიდან“. მამა ოჯახთან ერთად განიხილავს ამ წიგნის 3—6 და 31-ე გვერდებზე მოცემულ გასული წლის მსოფლიო თეოკრატიულ მიღწევებს. განიხილე ის სარგებლობა, რომელსაც ოჯახი იღებს ყოველდღიური მუხლის განხილვიდან და აგრეთვე „წელიწდეულის“ კითხვიდან სადილისას, მთელი წლის განმავლობაში.
22 წთ.: „გავაკეთებთ ამას ისევ?“ (აბზაცები 1—11). კითხვა-პასუხები. აღნიშნე გასული წლის გაზაფხულზე ჩატარებული დამხმარე პიონერთა კამპანიისას მიღწეული წარმატებების შესახებ, რაც „1998 წლის წელიწდეულშია“ მოცემული. მოიხსენიე იმ ადგილობრივ დამხმარე პიონერთა რიცხვი, რომლებიც იმ პერიოდში იყვნენ. განიხილე ის პირადი კურთხევები, რომლებიც პიონერულ მსახურებას მოაქვს, და აჩვენე, თუ როგორ უწყობს ხელს ეს დამატებითი ძალების გამოყენება კრების წინსვლას. ყურადღება გაამახვილე მსახურების ღონისძიებებზე, რომლებიც იგეგმება უფრო მეტი პიონერის დასახმარებლად აპრილსა და მაისში. შეხვედრის შემდეგ მაუწყებლებს შეუძლიათ განცხადების ბლანკების მიღება.
სიმღერა №195 და დამამთავრებელი ლოცვა.
16 მარტიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №43
8 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მოიწვიე ყველა დაინტერესებული 29 მარტს სპეციალურ საჯარო მოხსენებაზე დასასწრებად. მოხსენების სათაურია „რატომ შეგიძლია ენდო ბიბლიას“.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
22 წთ.: „გავაკეთებთ ამას ისევ?“ (აბზაცები 12—19). კითხვა-პასუხები. განიხილე შემთხვევები, რომლებიც ხაზგასმულია წიგნში „ჩვენი მსახურება“ გვ. 113, 114. განმარტე, როგორ ამზადებს დამხმარე პიონერობა პიროვნებას სრული დროით პიონერად მსახურების დასაწყებად. სთხოვე ზოგიერთს, ვინც გასული წლის გაზაფხულზე დამხმარე პიონერად მსახურობდა, მოყვნენ, თუ როგორ შეადგინეს თავიანთი განრიგი, რომ შეძლეს 60 საათის ქადაგება. დანართის ბოლო გვერდზე მოცემული რომელი განრიგი იყო მათთვის საუკეთესო? თუ დრო ნებას დაგრთავს, მოყევი შემთხვევები, რომლებიც მოცემულია „1997 წლის წელიწდეულში“ (რუს.), გვ. 48, 49, 245, 246. წაახალისე მაუწყებლები, რომ შეხვედრის შემდეგ აიღონ განცხადების ბლანკები.
სიმღერა №224 და დამამთავრებელი ლოცვა.
23 მარტიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №94
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მოუწოდე ყველას, რომ დაიწყონ დაინტერესებულების მოწვევა გახსენების საღამოზე, 11 აპრილს. აჩვენე მოსაწვევი ბარათი და მოუწოდე ყველას, აიღონ საკმარისი რაოდენობით და დაიწყონ მათი გავრცელება ამ კვირაში. გამოაცხადე ყველას სახელი, ვინც დამხმარე პიონერად იმსახურებს აპრილში. აღნიშნე, რომ ჯერ კიდევ გვიანი არ არის განცხადების წარდგენა. მოიხსენიე მარტში დაგეგმილი სამსახურებრივი შეხვედრების მთლიანი გეგმა.
20 წთ.: მოამზადე ახლები სამქადაგებლო მსახურებისთვის. განხილვა მსმენელთან ერთად. მათ, ვინც შესწავლას წიგნის „შემეცნება“ მეშვეობით ატარებს, თავიანთი დაინტერესებულები უნდა მოამზადონ სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის მიღებისთვის. მიუთითე რა არის აღნიშნული წიგნში „შემეცნება“ გვ. 105, 106, აბზ. 14; გვ. 179, აბზ. 20. განიხილე 1989 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“ გვ. 13, 14, აბზ. 7—10 (რუს.) მათთვის, ვინც ახლახან გახდა მოუნათლავი მაუწყებელი. განიხილე რჩევები, რომლებიც მოცემულია 1996 წლის ივნისის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მე-19 აბზაცში, მოუნათლავი მაუწყებლებისთვის მსახურების დაწყებაში დასახმარებლად.
15 წთ.: „შეკითხვების ყუთი“. კითხვა-პასუხები. უხუცესი განიხილავს მასალას, რომელიც მოცემულია წიგნში „ჩვენი მსახურება“ გვ. 131, აბზ. 1, 2.
სიმღერა №47 და დამამთავრებელი ლოცვა.
30 მარტიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №29
12 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე ყველას, ჩააბარონ მარტის მსახურების ანგარიშები. აჩვენე ჟურნალების მიმდინარე ნომრები, ურჩიე რომელ სტატიებზე შეიძლება ყურადღების გამახვილება შეთავაზებისას და მოიხსენიე ზოგიერთი განსაკუთრებული სასაუბრო მომენტები. განიხილე „გახსენების საღამოსთან დაკავშირებული შეხსენებები“ და ხაზი გაუსვი გახსენების საღამოს ადგილობრივ ღონისძიებებს. ყველამ უნდა დაისახოს გეგმები, დაეხმარონ ბიბლიის შემსწავლელებსა და სხვა დაინტერესებულებს, დაესწრონ უფლის გახსენების საღამოს. ყველას შეახსენე, რომ მიჰყვნენ გახსენების საღამოსთან დაკავშირებულ ბიბლიის კითხვის გეგმას 6-დან 11 მარტის ჩათვლით, როგორც მოცემულია „საღვთო წერილის ყოველდღიურ განხილვაში“.
13 წთ.: „ბავშვებო, თქვენ ჩვენი სიხარული ხართ!“ კითხვა-პასუხები.
20 წთ.: სულიერ დაღლილობასთან ბრძოლის გზები. ორი უხუცესი განიხილავს სულიერი დაღლილობისადმი ბრძოლის ზოგიერთ ხერხს. ‘დაღლილობის თითოეულ ნიშანს’ შეუსაბამე რჩევები, რომლებიც მოცემულია მე-6 გვერდზე მოცემულ ჩარჩოში და ბიბლიურად ახსენი, თუ როგორ შეიძლება აქედან სარგებლობის მიღება. შემდეგ ინტერვიუ აიღე ორი მაუწყებლისგან, რომლებიც კომენტარს გააკეთებენ, თუ როგორ დაეხმარა ასეთი აზრები, შეენარჩუნებინათ თავიანთი სულიერი სიძლიერე.
სიმღერა №140 დამამთავრებელი ლოცვა.