სამსახურებრივი შეხვედრები ოქტომბერში
5 ოქტომბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №199
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
15 წთ.: «დიდი სარგებლობა მოგვიტანა კონგრესმა „ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზა“ ». კითხვა-პასუხები. აჩვენე ახალი წიგნი და ბროშურა და ახსენი, თუ როგორ შეგვიძლია მათი საუკეთესოდ გამოყენება.
20 წთ.: « „თესეთ სამეფოს თესლი“ ჟურნალების დატარების მარშრუტზე». განიხილე აუდიტორიასთან ერთად. სთხოვე რამდენიმე მაუწყებელს, ახსნან თუ როგორ დაიწყეს და ინარჩუნებენ ჟურნალების დატარების მარშრუტს. შემდეგ გააკეთე ჟურნალის შეთავაზების ინსცენირება, რითაც ნიადაგს ამზადებ ჟურნალების მომდევნო ნომრების მისატანად. რჩევა მიეცი, თუ როგორ შეიძლება ტაქტიანად ნებაყოფლობითი შესაწირავების შესახებ ხსენება.
სიმღერა №133 და ლოცვა.
12 ოქტომბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №42
5 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
10 წთ.: „ზედამხედველები, რომლებიც ხელმძღვანელობას სწევენ — მდივანი“. კრების მდივნის მოხსენება, რომელიც განიხილავს თავის მოვალეობებს. ის ხაზს გაუსვამს, რომ ყველას შეუძლია თანამშრომლობა სამქადაგებლო მსახურების ანგარიშების დროულად ჩაბარებით.
10 წთ.: მათ პიონერული სულისკვეთება აქვთ. გამამხნევებელი მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია „1998 წლის წელიწდეულზე“, გვერდები 103–107 (რუს.). ახსენი, თუ რატომ არის ბევრი პიონერი იაპონიაში, რა აძლევს იქ დიასახლისებს სულიერი ინტერესების პირველ ადგილზე დაყენების შესაძლებლობას, რა აღძრავს თითოეულ პიონერს განცხადების შევსებისკენ და ვინ შეადგენს პიონერების უმეტესობას. თვალსაჩინოდ აჩვენე რა შესანიშნავ ზეგავლენას ახდენენ პიონერი მშობლები. აღნიშნე, თუ რაშია საჭირო დარწმუნება, რომ აუცილებელი ცვლილებები მოახდინოს პიროვნებამ პიონერული მსახურების დასაწყებად. ყველას მოუწოდე, რომ კიდევ ერთხელ სერიოზულად, ლოცვით აწონონ, შეუძლიათ თუ არა პიონერული მსახურება.
20 წთ.: „კითხულობ ჟურნალებს?“ კითხვა-პასუხები. განიხილე პრაქტიკული რჩევები პირადი კითხვისთვის დროის გასანაწილებლად, რომლებიც მოცემულია „სკოლის სახელმძღვანელოში“, გაკვეთილი 4, აბზაცები 5, 6 (რუს.).
სიმღერა №107 და ლოცვა.
19 ოქტომბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №16
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მიმოიხილე სასაუბრო თემები ჟურნალების უკანასკნელი ნომრებიდან. მოყევი შემთხვევები „1997 წლის წელიწდეულიდან“, გვერდი 45 და 1997 წლის იანვარი—მარტის „გამოიღვიძეთ!“-იდან გვერდი 32. ყველას მოუწოდე, ამ შაბათ-კვირას მონაწილეობა მიიღონ ჟურნალების გავრცელებაში.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: როგორ მოვემზადო „საგუშაგო კოშკის“ შესწავლისთვის. „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის ხელმძღვანელი აუდიტორიასთან ერთად განიხილავს „სკოლის სახელმძღვანელოს“ გაკვეთილი 7, აბზაცი 11 და გაკვეთილი 18, აბზაცები 4–6 (რუს.). აუდიტორიას დაუსვი შემდეგი კითხვები: 1) რატომაა მნიშვნელოვანი მაქსიმალური სარგებლობა მივიღოთ „საგუშაგო კოშკის“ თითოეული სასწავლო სტატიიდან? 2) რა უნდა გავაკეთოთ, როცა ახალ ნომერს ვღებულობთ? 3) როგორ მოვემზადოთ საუკეთესოდ „საგუშაგო კოშკის“ შესწავლისთვის? 4) როგორი ყურადღება უნდა მივაქციოთ მითითებულ ბიბლიურ მუხლებს და სტატიის თემას? 5) როგორ გავიმეოროთ ნასწავლი? 6) რომელ ძირითად საკითხებზე უნდა ვიფიქროთ სტატიის პირადად შესწავლის დასრულებისას? 7) როგორ მოვამზადოთ კომენტარი? 8) როგორ შეიძლება მივცეთ სხვადასხვა კომენტარები ერთ კითხვაზე? აგრეთვე სთხოვე ზოგ მაუწყებელს, მოყვნენ, თუ რა გააკეთეს პირადად, რაც დაეხმარათ „საგუშაგო კოშკის“ შესწავლიდან მაქსიმალური სარგებლობა მიეღოთ (აგრეთვე იხილე „ორგანიზებული ვართ ჩვენი მსახურების შესასრულებლად“, გვერდები 66, 67).
სიმღერა №95 და ლოცვა.
26 ოქტომბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №98
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. ჩამოთვალე ის პუბლიკაციები, რომლებიც კრების მარაგშია და რომელთა შეთავაზებაც შეიძლება მსახურებაში. რადგანაც ნოემბერსა და დეკემბერში დასვენების დღეები ახლოვდება, კარგი იქნებოდა, თუ მონათლული ახალგაზრდები და სხვები დაფიქრდებოდნენ დამხმარე პიონერულ მსახურებაზე.
20 წთ.: ღვთისმოსაწონი მორჩილება რელიგიურად დაყოფილ ოჯახში. მოხსენება დაფუძნებულია 1995 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 6–9. სიყვარულით მოუწოდე და შეახსენე მათ, ვისაც ურწმუნო მეუღლეები ჰყავთ, რომ დადებითი განწყობილება შეინარჩუნონ და აქტიურად ითანამშრომლონ კრებასთან.
15 წთ.: არ დააგვიანოთ შეხვედრებზე. ორი ან სამი წიგნის შესწავლის ჩამტარებელი ან სამსახურებრივი თანაშემწე მსჯელობს შეხვედრებზე დაგვიანებით მოსვლის პრობლემაზე. ისინი აღნიშნავენ, რომ დაგვიანების მიზეზი ხანდახან შეიძლება გახდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევები, ამინდი, ტრანსპორტი და ასე შემდეგ. თუმცა ზოგი წესისამებრ აგვიანებს. ისინი გამამხნევებლად განიხილავენ და თვალნათლივ აჩვენებენ, თუ რა არის აუცილებელი პუნქტუალურობისთვის: 1) შეხვედრებზე დასწრების უპირატესობის, სულიერი საზრდოსა და ურთიერთობის მთელი გულით დაფასება, 2) წინასწარ კარგად დაგეგმვა და პირადი საქმეების ორგანიზება, 3) ოჯახის წევრებს შორის თანამშრომლობა, 4) სახლიდან ადრე გასვლა და გაუთვალისწინებელი პრობლემებისთვის დროის გამოყოფა, და 5) გულითადი ზრუნვა სხვა დამსწრეებზე, რომ ხელი არ შევუშალოთ. ყველა ეთანხმება, რომ დაგვიანებით მოსვლის პრობლემას ეშველება, თუ ყოველთვის შევეცდებით გამოსწორებას.
სიმღერა №86 და ლოცვა.