სამსახურებრივი შეხვედრები ნოემბერში
2 ნოემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №38
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. კომენტარი გაუკეთე როგორც „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მოცემულ, ისე ადგილობრივი კრების ივნისის სამსახურებრივ ანგარიშს.
15 წთ.: „ყველამ უნდა ‘მიიღოს სიტყვა მთელი გულით’!“. კითხვა-პასუხები. ჩართე დამატებითი რჩევები 1996 წლის ივნისის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართიდან, აბზაცი 21.
20 წთ.: „მინდა ბიბლიის შესწავლა მქონდეს!“. სამსახურებრივი ზედამხედველი განიხილავს აუდიტორიასთან ერთად. ახსენი, თუ როგორ გაეწევა ორგანიზება ადგილობრივად გაერთიანებული ძალებით განმეორებითი მონახულებების საქმეს. შესაძლებლობისდა მიხედვით, გამოცდილი მაუწყებლები ითანამშრომლებენ ახალ მაუწყებლებთან. განიხილე რჩევები 1998 წლის აპრილის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართიდან, აბზაცები 12–15. გამოცდილ მაუწყებელს სთხოვე ინსცენირება გააკეთოს, თუ როგორ შეიძლება განმეორებით მონახულებაზე ბიბლიის შესწავლის შეთავაზება. ყველას მოუწოდე, რომ შეეცადონ ახალი შესწავლის დაწყებას.
სიმღერა №35 და ლოცვა
9 ნოემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №187
13 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში. შეკითხვების ყუთი.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
17 წთ.: „შეხვედრებზე კომენტარებით გავამხნევოთ ერთმანეთი“. კითხვა-პასუხები. ახსენი, თუ როგორ გვეხმარება კომენტარები სულიერ წარმატებებში. (იხილე „მეტყველება და სწავლების უნარი“ გაკვეთილი 19, აბზაცი 4). რამდენიმე მაუწყებელს სთხოვე, აღნიშნონ, თუ როგორ გადალახეს კომენტარებში მონაწილეობასთან დაკავშირებული სირთულე და რა კურთხევები მიიღეს მას შემდეგ, რაც შეხვედრებზე მონაწილეობა დაიწყეს.
სიმღერა №51 და ლოცვა
16 ნოემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №182
8 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
20 წთ.: „ზედამხედველები, რომლებიც ხელმძღვანელობას სწევენ — თეოკრატიული სამსახურის სკოლის ზედამხედველი“. სკოლის ზედამხედველის მოხსენება. განიხილე „სკოლის სახელმძღვანელო“, გვერდები 10, 11, აბზაცები 6–12 (რუს.).
17 წთ.: „ეფექტურად იმსახურე“. კითხვა-პასუხებით განიხილე 1–7 აბზაცები. ყურადღება გაამახვილე იმ საკითხებზე, რომლებიც განსაკუთრებით ეხება ადგილობრივ ტერიტორიას.
სიმღერა №167 და ლოცვა
23 ნოემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №89
8 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მოყევი 1998 წლის 8 აგვისტოს „გამოიღვიძეთ!“-ის ბოლო გვერდზე მოცემული შემთხვევები, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზეგავლენა მოახდინა ადამიანებზე წიგნმა „ყველაზე დიდებული ადამიანი“. ყველა მაუწყებელი მზად უნდა იყოს, რომ ხელიდან არ გაუშვას შესაძლებლობა, შესთავაზოს ეს წიგნი სხვებს.
17 წთ. „ეფექტურად იმსახურე“. კითხვა-პასუხებით განიხილე 8–21 აბზაცები. ყურადღება გაამახვილე იმ საკითხებზე, რომლებიც განსაკუთრებით ეხება ადგილობრივ ტერიტორიას.
20 წთ. რჩევები, ბიბლიის პირადი კითხვის გასაუმჯობესებლად. მოხსენება დაფუძნებულია 1995 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდი 13. აღნიშნე სულიერი სარგებლობა, რომელიც ბიბლიის ყოველდღიურ კითხვას მოაქვს. განიხილე იქ მოცემული რჩევები და ახსენი, თუ როგორ შეიძლება გამოიყენო ისინი. ორ ან სამ მაუწყებელს სთხოვე, მოყვნენ, თუ რა სარგებლობას ღებულობენ ღვთის სიტყვის რეგულარული კითხვით.
სიმღერა №46 და ლოცვა
30 ნოემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა 64
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მაუწყებლებს შეახსენე, რომ ჩააბარონ სამქადაგებლო მსახურების ანგარიში. თუ ვინმეს არ დაუწყია შესწავლა ნოემბერში, გაამხნევე, რომ დეკემბერში შეეცადოს მის დაწყებას. უნარიან მაუწყებელს სთხოვე განმეორებითი მონახულების ინსცენირება წიგნ „შემეცნებაში“ მე-19 გვერდზე მოცემული ჩარჩოს გამოყენებით; მაუწყებელი დაინტერესებულს აუხსნის, თუ როგორ შეიძლება ამ წიგნის მეშვეობით ბიბლიის სწავლებების გაგება და დაიწყებს შესწავლას.
15 წთ.: საუკეთესოდ გამოიყენე იეჰოვას მოწმეების 1999 წლის კალენდარი. მოხსენება. განიხილე კალენდრის შემდეგი მხარეები: 1) შესანიშნავი ილუსტრაციები, რომლებიც ბიბლიის ღირსშესანიშნავ მოვლენებსა და სწავლებებს ასახავს, 2) თეოკრატიული სამსახურის სკოლისთვის ბიბლიის ყოველკვირეული კითხვის გეგმა, 3) გახსენების საღამოს წინა კვირისთვის ბიბლიის კითხვის გეგმა, 4) წერითი გამეორების შესახებ შეხსენება და 5) შეხსენებები, რომ რეგულარულად ვიმონაწილეოთ ჟურნალებით მსახურებაში. განიხილე, თუ როგორ შეიძლება თავისუფალი ადგილის გამოყენება, მაგალითად, რომ ჩაწერო სამქადაგებლო მსახურების გეგმა, რომ აღნიშნო სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები და შეხვედრის დრო სხვებთან თანამშრომლობისთვის, რომ აღნიშნო შეხვედრებისთვის მოსამზადებელი დავალებები და შეხსენებები, სარაიონო ზედამხედველის მონახულებისა და დამდეგი კონგრესების შესახებ. სახლში ან სამუშაოზე კალენდრის დაკიდებით შეიძლება მრავალი შესაძლებლობა მოგეცეს ბიბლიის შესახებ საუბრების წამოსაწყებად.
15 წთ.: სარგებლობა მივიღოთ ახალი ბროშურიდან „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“ განიხილე შინაარსი. ბროშურა იკვლევს სულის უკვდავების შესახებ სწავლების ფესვებს და ნათელს ხდის, თუ როგორ დამკვიდრდა ეს იდეა მსოფლიოს თითქმის ყველა რელიგიაში. ბიბლიაზე დაფუძნებით ის საინტერესოდ ხნის, თუ რა არის სული, რატომ ვკვდებით, რა მდგომარეობაში არიან მკვდრები, რა იმედი არსებობს სიკვდილის შემდეგ და რატომ გვჭირდება ვიცოდეთ ჭეშმარიტება ამ საკითხებთან დაკავშირებით. ყველამ უნდა წაიკითხოს ეს ბროშურა. განიხილე 40 ილუსტრაციიდან რამდენიმე და აგრეთვე თითოეული ნაწილის დასაწყისში მოცემული ციტატები, რომელთა გამოყენებაც ადამიანების ინტერესის აღსაძვრელად შეიძლება. აჩვენე, თუ როგორ შეიძლება ბიბლიის საშინაო შესწავლის შეთავაზება დასკვნითი ნაწილით. აუდიტორიას სთხოვე, გამოთქვას აზრი, თუ როგორ აპირებენ ამ ახალი ბროშურის გამოყენებას მსახურებაში.
სიმღერა №121 და ლოცვა