სამსახურებრივი შეხვედრები ივლისში
5 ივლისით დაწყებული კვირა
სიმღერა №117
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. მოიხსენიე როგორც ქვეყნის, ისე ადგილობრივი კრების სამქადაგებლო ანგარიში აპრილში. თეოკრატიული ცნობები.
20 წთ.: „დახმარება სთხოვე იეჰოვას“. ერთ წუთიანი შესავლის შემდეგ სტატია კითხვა-პასუხებით განიხილე. ახსენი, მსახურებაში წარმატებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია გულწრფელი ლოცვა. მსმენელებს სთხოვე, მოყვნენ შემთხვევები, როცა ლოცვა მსახურებაში დაეხმარა (იხილე 1996 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 32 [რუს.]).
15 წთ.: კარგად გამოიყენეთ ბროშურები. მოხსენება და ინსცენირებები. ახსენი, რატომ არის ბროშურები ძვირფასი საშუალება მსახურებაში. მათში კარგად არის გაშუქებული საკითხები, რომლებიც მრავალს იზიდავს, მოკლედ არის გარჩეული რომელიმე ძირითადი თემა და მარტივი ენით იხსნება სხვადასხვა ბიბლიური სწავლება. მოიხსენიე ბროშურები, რომლებიც ამ თვეში უნდა გავრცელდეს და აჩვენე კრებას ისინი, რომელთა საკმარისი მარაგიც გაქვთ. ინსცენირება გაუკეთე ორ ან სამ მოკლე შეთავაზებას, რომლებიც მოცემულია ბროშურაში „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“ ან „ჩვენი სამეფო მსახურების“ ბოლო გამოცემებში.
სიმღერა №185 და ლოცვა
12 ივლისით დაწყებული კვირა
სიმღერა №221
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
15 წთ.: „წინასწარ მომზადებას სიხარული მოაქვს“. მოხსენება და რამდენიმე ინტერვიუ. ახსენი, რატომ არის მომზადება მნიშვნელოვანი სამქადაგებლო საქმისთვის და როგორ გვიწყობს ხელს, რომ მსახურებაში მეტ სიხარულს განვიცდიდეთ (იხილე „სკოლის სახელმძღვანელო“ გვერდი 39, აბზაცები 1—3 [რუს.]). ინტერვიუ აიღე ორი ან სამი უნარიანი მაუწყებლისგან, რომლებიც მოყვებიან, როგორ ემზადებიან ქადაგებისთვის და როგორ ეხმარება ეს მათ. მოიხსენიე შემთხვევები 1993 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკიდან“, გვერდი 30 (რუს.), სადაც ნაჩვენებია მომზადებისას საზოგადოების პუბლიკაციებში მოცემული რჩევების ეფექტურად გამოყენება.
20 წთ.: „კონკრეტულად მითხარით!“. განხილვა მსმენელების მონაწილეობით და ინსცენირებებით. განიხილეთ თითოეული რჩევა იმასთან დაკავშირებით, რა უნდა ვილაპარაკოთ კარდაკარ მსახურებისას, რომ მოგვისმინონ. გამოცდილმა მაუწყებლებმა გააკეთონ რამდენიმე ეფექტური შეთავაზების ინსცენირება. სთხოვე მსმენელებს, გამოთქვან რჩევები და მოყვნენ გამამხნევებელი შემთხვევები, რომლებშიც ნაჩვენებია პრაქტიკული მხარეები ამ კრების ტერიტორიაზე გამოსაყენებლად.
სიმღერა №200 და ლოცვა
19 ივლისით დაწყებული კვირა
სიმღერა №32
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია სტატიაზე, სათაურით „როგორ ამოვიცნოთ და დავძლიოთ ნებისმიერი სულიერი სისუსტე“, 1999 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკიდან“. მოიხსენიე სულიერი სისუსტის სიმპტომები და აღნიშნე მის დასაძლევად აუცილებელი ნაბიჯები. მოიხსენიე მე-20 გვერდზე მოცემული კითხვები, რომლებიც თითოეულს შეუძლია დაუსვას საკუთარ თავს. ინტერვიუ აიღე ერთი ან ორი მაუწყებლისგან, რომლებმაც სტატიაში მოცემული რჩევები გამოიყენეს და შედეგიც კარგი მოიმკეს.
სიმღერა №187 და ლოცვა
26 ივლისით დაწყებული კვირა
სიმღერა №191
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე ყველას, ჩააბარონ ივლისის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში. შეკითხვების ყუთი.
10 წთ.: „სარაიონო კონგრესის ახალი პროგრამა“. მოხსენება. გამოაცხადე ამ სარაიონო კონგრესის ჩატარების თარიღი. წაახალისე ახლები, მონათვლაზე დაფიქრდნენ. მოუწოდე ყველას, მთელ პროგრამას დაესწრონ.
20 წთ.: ვამზადებთ მოწაფეებს? სამსახურებრივი ზედამხედველი ერთ ან ორ სამსახურებრივ თანაშემწესთან ერთად მოიხსენიებენ აზრებს 1996 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკიდან“, გვერდები 19—22 (რუს.). ხაზი გაუსვი ბიბლიურ მიზეზებს, რატომ უნდა ვეძებოთ ღირსეულები ჩვენს უბნებზე და მოვიმოწაფოთ (მათ. 10:11). ეს ისინი არიან, რომლებიც კვნესიან და მოთქვამენ მათ ირგვლივ გაბატონებული ბოროტებისა და უღვთოობის გამო და რომლებმაც შეიძლება ძებნა დაუწყონ იეჰოვას, სანამ მისი რისხვის დღე დადგებოდეს (ეზეკ. 9:4; სოფ. 2:2, 3). მათ შორის არიან ისინიც, ვინც ‘სწორად არის განწყობილი მარადიული სიცოცხლისადმი’ (საქ. 13:48, აქ). ჩვენი დავალებაა, მოვამზადოთ მოწაფეები და ვასწავლოთ მათ ყველაფერი, რაც იესომ გვამცნო (მათ. 24:14; 28:19, 20). კარდაკარ, არაფორმალურად და ქუჩაში მსახურების დროს შეიძლება ინტერესი გავუღვივოთ ადამიანებს, მათი მოწაფეებად მომზადება კი განმეორებითი მონახულებებისა და ბიბლიის შესწავლისას ხდება. მოიხსენიე პრაქტიკული რჩევები ამის გასაკეთებლად.
სიმღერა №13 და ლოცვა