სამსახურებრივი შეხვედრები ნოემბერში
1 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა №113
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
15 წთ.: „ქადაგება ჩვენი განმასხვავებელი ნიშანია“. შესავალ სიტყვებს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი. წიგნ „შემეცნებაში“ 173-ე გვერდზე მოცემული მე-8 აბზაცის გამოყენებით მოკლედ აღნიშნე, რის თქმა შეგვიძლია ბიბლიის შემსწავლელისთვის, რომ მსახურებაში ჩაბმისკენ წავახალისოთ.
20 წთ.: „ვინ შეიძლება გამოეხმაუროს ბიბლიის შესწავლას?“. მოხსენება და ინსცენირებები. მე-4 აბზაცის გამოყენებით მიეცი სხვადასხვა რჩევა, როგორ შეიძლება ინტერესის აღძვრა იმის გასაგებად, რა არის ჩვენს პუბლიკაციებში. იზრუნე ორ მოკლე ინსცენირებაზე, რომლებიც აჩვენებს, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. სთხოვე მსმენელებს იმის მოყოლა, როგორ მიაღწიეს წარმატებას შესწავლის დაწყებაში.
სიმღერა №82 და ლოცვა
8 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა №204
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში. შეახსენე ძმებს, შემდეგი კვირისთვის მოემზადონ დანართიდან პირველი 18 აბზაცის განსახილველად.
15 წთ.: შეკითხვების ყუთი. მოხსენება. აღნიშნე, ადგილობრივად რა უნდა გაკეთდეს, რომ სამეფო დარბაზი ყოველთვის სუფთა და კარგ მდგომარეობაში იყოს.
20 წთ.: „რას ეტყვი მუსულმანს?“. კითხვა-პასუხები. ხაზი გაუსვი სხვა კულტურების წარმომადგენლებთან საუბრისას გამჭრიახობის გამოვლენის აუცილებლობას. ინსცენირება გაუკეთე კარგად მომზადებულ შესავალს. ისლამთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისთვის იხილე 1998 წლის თებერვლის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართი, ბროშურა „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“, გვერდები 15, 16, და წიგნი „კაცობრიობა ღვთის ძიებაში“, თავი 12 (ინგლ.).
სიმღერა №53 და ლოცვა
15 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა №124
8 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
25 წთ.: „ინტერნეტის გამოყენება — ფხიზლად იყავი საშიშროების წინაშე!“. 1—18 აბზაცების განხილვა კითხვა-პასუხებით. წაიკითხე 4—7, 12, 16, 17 აბზაცები. წაახალისე ყველა, რომ შემდეგი კვირისთვის კარგად მოემზადონ 19—36 აბზაცების განსახილველად.
12 წთ.: მშობლებო, რეგულარულად ატარებთ ოჯახურ შესწავლას? მოხსენება და განხილვა აუდიტორიასთან ერთად. ახსენი, რატომ უნდა ჰქონდეთ ოჯახის წევრებს შესწავლა ერთად (იხილე „სკოლის სახელმძღვანელო“, გვერდები 37, 38 [რუს.]). მოიყვანე ოჯახური შესწავლისთვის შემდეგი ხელის შემშლელი გარემოებები: 1) ბავშვების მეტისმეტად პატარებად მიჩნევა საიმისოდ, რომ სარგებლობა მიიღონ, 2) ფიქრი, რომ კრების შეხვედრებზე დასწრება საკმარისია, 3) დატვირთული განრიგის გამო დაღლილობა და 4) ტელევიზორის ყურებით გატაცება (იხილე 1994 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 23, 24). ოჯახის თავებს მოაყოლე, როგორ უმკლავდებიან ხელის შემშლელ გარემოებებს ოჯახური შესწავლის კარგი განრიგის შესანარჩუნებლად. ხაზი გაუსვი, რომ ამისთვის საჭიროა ძალისხმევა, შეუპოვრობა და თანამშრომლობა.
სიმღერა №164 და ლოცვა
22 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა №130
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები და შემთხვევები სამქადაგებლო მსახურებიდან.
10 წთ.: როგორ ეკიდები დავალებებს? უხუცესის მოხსენება. კრების ფუნქციონირებისთვის საჭირო დავალებების გრძელ სიაში შედის, მაგალითად: პროგრამის პუნქტების მომზადება, სხვების წაყვანა შეხვედრებზე ან მსახურებაში, ხანდაზმულებისთვის დახმარების აღმოჩენა და სამეფო დარბაზის დალაგება, შეკეთება და მოვლა, მათ შორის გაზონის მიხედვა და თოვლის გახვეტა. როგორ პასუხობ, როცა დახმარებას გთხოვენ? ზოგმა შეიძლება თავი აარიდოს, უხალისოდ დაეთანხმოს ან ბოლომდე არ მიიყვანოს საქმე. განიხილე, რატომ არის დავალებების მიღება და შესრულება სიხარულის მომტანი შესაძლებლობა. კრების ყველა წევრი წაახალისე, მზადყოფნა გამოავლინონ (ფსალმ. 110:3, აქ, სქოლიო [109:3, სსგ]; ეს. 6:8).
25 წთ.: „ინტერნეტის გამოყენება — ფხიზლად იყავი საშიშროების წინაშე!“. 19—36 აბზაცების განხილვა კითხვა-პასუხებით. წაიკითხე 23—25 და 34—36 აბზაცები.
სიმღერა №191 და ლოცვა
29 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა №93
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მაუწყებლებს შეახსენე, ჩააბარონ ნოემბრის სამქადაგებლო სამსახურის ანგარიშები.
15 წთ.: ახლები წაახალისე შეხვედრებზე დასწრებისკენ. განხილვა უხუცესსა და ერთ ან ორ სამსახურებრივ თანაშემწეს შორის, რომელიც დაფუძნებულია ბროშურაზე „იეჰოვას მოწმეები გაერთიანებულად ასრულებენ ღვთის ნებას მთელ მსოფლიოში“, გვერდები 14, 15. განიხილეთ, რატომ არის ახლების შეხვედრებზე დასწრება ძალიან მნიშვნელოვანი. მათი დარიგება, გამხნევება და დახმარება უმთავრესად იქ ხდება. მიმოიხილეთ ხუთი ყოველკვირეული შეხვედრა და ახსენით, რა სარგებლობა მოაქვს თითოეულს. განიხილეთ, როგორ უწყობს შეხვედრები ხელს ღვთისმოსაწონ საქციელს, როგორ აღაშენებს სულიერად, როგორ გვაკავშირებს ორგანიზაციასთან, როგორ გვეხმარება სხვებთან ახლო ურთიერთობის დამყარებაში და როგორ გვეხმარება ჩვენი მსახურების მიზნის დანახვაში. წაახალისე მსმენელები, გამოიყენონ ზემოხსენებული ბროშურა, რომ აღძრან ახლები — მოვიდნენ შეხვედრებზე.
20 წთ.: „კარდაკარ მსახურებას პირადი სარგებლობა მოაქვს“. განხილვა კითხვა-პასუხებით, რომელსაც უძღვება სამსახურებრივი ზედამხედველი. ხაზი გაუსვი კარდაკარ მსახურებაში რეგულარული მონაწილეობის უკიდურეს აუცილებლობას. თუმცა ბევრი ქადაგებს ქუჩებსა და პარკებში, უნდა გვახსოვდეს, რომ ქადაგების მთავარი საშუალება კარდაკარ მსახურებაა. მე-3 აბზაცის შემდეგ მოცემული ინფორმაციის განხილვისას მსმენელებს სთხოვე პირადი გამოცდილების გაზიარება ჩამოთვლილ აზრებთან დაკავშირებით. იზრუნე, რომ განხილვა პრაქტიკული იყოს, რათა წაახალისო ყველა კარდაკარ მსახურებაში უფრო სრულად მონაწილეობისკენ.
სიმღერა №32 და ლოცვა