სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
14 თებერვლით დაწყებული კვირა
სიმღერა 113
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
15 წთ.: ‘იქადაგე სიტყვა გადაუდებლად’. შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი. ჩართე აზრები წიგნიდან „ჩვენი მსახურება“, გვ. 170 (რუს.). მოიყვანე პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ გავაქტიურდეთ სამქადაგებლო საქმიანობაში ზამთრის დარჩენილი თვეების განმავლობაში.
20 წთ.: „როგორ შეიძლება მსჯელობის უნარის განვითარება“. მოხსენება და ინსცენირება. ახსენი, რატომ არის მსახურების დროს მსჯელობა ძალზე მნიშვნელოვანი და როგორ შეიძლება ამ უნარის განვითარება. ორმა უნარიანმა მაუწყებელმა განიხილოს, როგორ შეიძლება მომზადება მსახურებისთვის მე-3 აბზაცში მოცემული ნაბიჯების გათვალისწინებით, და შემდეგ ინსცენირება გაუკეთონ თავიანთ შესავალს.
სიმღერა 182 და ლოცვა
21 თებერვლით დაწყებული კვირა
სიმღერა 17
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
15 წთ.: „‘უფალში მშრომელი’ ქალები“. შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი. ჩართე აზრები 1996 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკიდან“, გვ. 14, 15, აბზ. 18, 19. შეაქე დები სხვებისთვის გაწეულ სასარგებლო მომსახურებაში მზადყოფნისთვის და სამქადაგებლო საქმიანობაში გულმოდგინებისთვის.
20 წთ.: „რა დაგვეხმარება მტკიცე რწმენის შენარჩუნებაში?“. უხუცესის მოხსენება. ჩვენ კრიტიკულ პერიოდში ვცხოვრობთ და ამა თუ იმ მხრივ ყველას გვესაჭიროება დახმარება. განიხილე, რის გაკეთება შეუძლიათ უხუცესებსა და სამსახურებრივ თანაშემწეებს, რომ განამტკიცონ პრობლემების გამო გულგატეხილები (იხილე 1993 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“ მოცემული სტატიის ქვესათაური „ჭეშმარიტად მზრუნველი მწყემსები“, გვ. 21—23 [რუს].). ახსენი, როგორ შეგვიძლია ერთმანეთის გამხნევება ისე, რომ სულიერად გავძლიერდეთ (რომ. 1:11, 12).
სიმღერა 82 და ლოცვა
28 თებერვლით დაწყებული კვირა
სიმღერა 46
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე ყველას, ჩააბარონ თებერვლის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში. მოკლედ მიმოიხილე საუბრის წამოსაწყებად ტრაქტატების გამოყენების „ოთხი ადვილი ნაბიჯი“, რაც მოცემული იყო გასული თვის „ჩვენი სამეფო მსახურების“ მე-4 გვერდზე. ინსცენირების სახით აჩვენე, როგორ შეიძლება ტრაქტატის „მშვიდობიანი ახალი ქვეყნიერება“ გამოყენებით შესთავაზო ხალხს წიგნი „შემეცნება“. ტრაქტატის შესავალი აბზაციდან კითხვების დასმის შემდეგ წაიკითხე მე-3 გვერდის პირველი აბზაცი ფსალმუნის 36:29-ის ჩათვლით. ინტერესის გამოვლენის შემთხვევაში გადაშალე წიგნი „შემეცნება“ მე-5 გვერდზე, წაიკითხე ჩარჩოში მოცემული ინფორმაცია და შესთავაზე შესწავლა. ამ თვეში ყველამ განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ იმას, რომ დავიწყოთ ბიბლიის ახალი საშინაო შესწავლები.
5 წთ.: შეკითხვების ყუთი. უხუცესის მოხსენება.
12 წთ.: რეგიონალური სამშენებლო კომიტეტების შრომის დაფასება. უხუცესის მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 1995 წლის აგვისტოს „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართზე (რუს.). ამჟამად რუსეთის ფილიალის ტერიტორიაზე მოქმედი 12 რეგიონალური სამშენებლო კომიტეტი ხელმძღვანელობს სამეფო დარბაზების აშენებას, გარემონტებასა და ტექნიკურ მომსახურებას, რასაც ბევრი სარგებლობა მოაქვს მრავალი კრებისთვის. ჯერ კიდევ უამრავი საქმეა გასაკეთებელი. განიხილე, თუ რა სამუშაოს ასრულებენ რეგიონალური კომიტეტები და წაახალისე მსმენელები სამეფო დარბაზების მშენებლობაში მონაწილეობისკენ. ახსენი, ვის შეუძლია იმუშაოს მოხალისედ და უფრო მეტი ადამიანი აღძარი ამისკენ. ინტერვიუ აიღე ზოგიერთი მათგანისგან, ვისაც მიუღია მონაწილეობა სამეფო დარბაზების მშენებლობაში და ჰკითხე, რას მოჰქონდა მათთვის სიხარული (იხილე 1999 წლის 1 ივნისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 18, 19, აბზაცები 15, 16).
18 წთ.: „კეთილი ცნობის სრული დაჯერებულობით ქადაგება“. სტატიასა და 1-ლ და მე-2 აბზაცებში მოყვანილ და ციტირებულ მუხლებზე დაფუძნებით გააკეთე შესავალი, რომელშიც გულწრფელობა გამოჩნდება. შემდეგ კითხვა-პასუხებით განიხილე 3—12 აბზაცები.
სიმღერა 61 და ლოცვა
6 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 116
5 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
10 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
10 წთ.: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“. ოჯახის თავი განიხილავს თავის მეუღლესთან და შვილებთან ერთად, რა შეუძლიათ გააკეთონ იმისათვის, რომ უფრო სრულად მიიღონ სარგებლობა კრების შეხვედრებიდან და კონგრესებიდან. ის თვლის, რომ მისი ოჯახის ყველა წევრი უფრო ყურადღებიანი მსმენელი უნდა იყოს. ისინი განიხილავენ სტატიაში ჩამოთვლილ რჩევებს და დაფიქრდებიან, როგორ გამოიყენონ თითოეული მათგანი; ასევე იმის შესახებაც ისაუბრებენ, რომ საჭიროა უფრო ხშირად იმსჯელონ მოსმენილზე. დაფიქრდებიან, როგორ მოიქცნენ, რომ არაფერმა შეუშალოს ხელი მათ გადაწყვეტილებას, შეძლებისდაგვარად, არ გააცდინონ კრების არც ერთი შეხვედრა თუ კონგრესი.
20 წთ.: „კეთილი ცნობის სრული დაჯერებულობით ქადაგება“. წინა კვირაში დანართში მოცემული განხილული პირველი 12 აბზაცის მოკლე მიმოხილვის შემდეგ კითხვა-პასუხებით განიხილე 13—24 აბზაცები. გამოიყენე ციტირებული და მოყვანილი მუხლები.
სიმღერა 186 და ლოცვა