სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
შენიშვნა: „ჩვენი სამეფო მსახურების“ სამსახურებრივი შეხვედრა დაგეგმილი იქნება ყოველკვირეულად ზაფხულის თვეების განმავლობაში. კრებებს შეიძლება ცვლილებების მოხდენა დასჭირდეთ, რათა შესაძლებელი გახდეს დასწრება საოლქო კონგრესზე „ღვთის სიტყვის მასწავლებლები“. თუ საჭიროდ მიიჩნევთ, კონგრესის წინა კვირის სამსახურებრივ შეხვედრაზე 15 წუთი დაუთმეთ გასული თვის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართში მოცემული კონკრეტული რჩევების მიმოხილვას. ოქტომბრის თვეში სამსახურებრივი შეხვედრა მთლიანად დაეთმობა კონგრესის მნიშვნელოვანი აზრების მიმოხილვას. ამ განხილვისთვის მოსამზადებლად ყოველ ჩვენგანს შეუძლია მოკლე ჩ ანაწერების გაკეთება კონგრესზე, მათ შორის იმ აზრების ჩანაწერებისა, რომელთა გამოყენებაც პირადად გვსურს ცხოვრებასა თუ მსახურებაში. შემდეგ შეგვიძლია მოვემზადოთ იმისათვის, რომ ავხსნათ, თუ როგორ გამოვიყენეთ ეს რჩევები კონგრესზე დასწრების დროს. ორმხრივად გამამხნევებელი იქნება იმის მოსმენა, თუ რა სარგებლობა მივიღეთ იმ კარგი მითითებებიდან, რომლებიც კონგრესზე იყო წარმოდგენილი.
11 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა 178
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. მიმოიხილე ზემოთ მოცემული შენიშვნა სამსახურებრივი შეხვედრის ცვლილებებთან და იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის დაგეგმილი სამსახურებრივ შეხვედრაზე ოქტომბერში, როდესაც საოლქო კონგრესის მთავარი პუნქტების მიმოხილვა იქნება. ყველა წაახალისე, უყურონ ვიდეოფილმს „იეჰოვას მოწმეების სიმტკიცე ნაცისტური თავდასხმის პირისპირ“, რომ მოემზადონ მიმოხილვისთვის, რომელიც 25 ივნისით დაწყებული კვირის სამსახურებრივი შეხვედრისთვის არის დაგეგმილი.
15 წთ.: „განაგრძეთ ‘სიკეთის კეთება’“. საღვთო წერილზე დაფუძნებული გამამხნევებელი მოხსენება, რომელსაც წარმოთქვამს უხუცესი.
20 წთ.: „ჩასწვდი შენი შემსწავლელის გულს“a. ჩართე პრაქტიკული რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავეხმაროთ ახლებს იეჰოვასა და იესოს მიმართ რწმენისა და სიყვარულის განვითარებაში. გამოიყენე ძირითადი აზრები 1999 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკიდან“, გვერდი 14, აბზ. 18—20.
სიმღერა 184 და ლოცვა.
18 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა 194
5 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
10 წთ.: რა პასუხი გავცეთ მათ, ვინც ლაპარაკის შეწყვეტას ცდილობს. განხილვა მსმენელებთან. მიმოიხილე რჩევები ბროშურიდან „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“, გვერდები 7, 8. მე-8—12 გვერდებიდან შეარჩიე ის საწინააღმდეგო აზრები, რომლებსაც თქვენს ტერიტორიაზე გამოთქვამენ. მსმენელებს სთხოვე იმის მოყოლა, თუ საწინააღმდეგო აზრებზე როგორი პასუხებია ეფექტური, და რატომ.
30 წთ.: „შეგიძლია მზადყოფნა გამოავლინო?“. გამამხნევებელი მოხსენება. მე-13 და 18—24 აბზაცებთან დასმული იქნება კითხვები აუდიტორიისთვის. წაახალისე მშობლები, რომ დაეხმარონ თავიანთ შვილებს, რომ ბეთელში მსახურება მიზნად დაისახონ. ოჯახებს ურჩიე, ეს დანართი ოჯახური შესწავლის დროს განიხილონ.
სიმღერა 197 და ლოცვა.
25 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა 2
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. განიხილე ივლისსა და აგვისტოში შესათავაზებელი ლიტერატურა. მიმოიხილე ორი ბროშურა, რომლებიც კრების მარაგში გაქვთ. წარმოადგინე კარგად მომზადებული ინსცენირებები, თუ როგორ შეიძლება მსახურების დროს მათი შეთავაზება. შეთავაზებები მოცემულია 1996—1998 წლების ივლის- აგვისტოს „ჩვენი სამეფო მსახურების“ ბოლო გვერდებზე.
30 წთ.: „მე მტკიცედ ვდგავარ! მე მტკიცედ ვდგავარ! მე მტკიცედ ვდგავარ!“. ვიდეოფილმ „სიმტკიცის“ განხილვა აუდიტორიასთან მე-2 აბზაცში მოცემული კითხვების გამოყენებით. შემდეგ განიხილე მე-3, მე-4 აბზაცები. დაასრულე შემთხვევით, რომელიც მოთხრობილია 1999 წლის 22 ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“-ში, 31-ე გვერდზე [რუს.].
სიმღერა 29 და ლოცვა.
2 ივლისით დაწყებული კვირა
სიმღერა 5
13 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მაუწყებლებს შეახსენე, ჩააბარონ ივნისის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები. მიმოიხილე ჩარჩო «რომელიმე წლის „წელიწდეული“ ხომ არ აკლია შენს ბიბლიოთეკას?». მოიყვანე ზოგიერთი შემთხვევა 1997—2000 წლების წელიწდეულებიდან იმის დასანახვებლად, თუ რამდენად ძვირფასია მისი შინაარსი. წაახალისე ყველა, ვისაც არა აქვს ეს „წელიწდეულები“ პირად ბიბლიოთეკაში, რომ შეუკვეთონ ისინი, სანამ ჯერ კიდევ მარაგშია.
15 წთ.: ახალგაზრდებო, გონიერება გამოავლინეთ კარიერის არჩევისას. ეს პირველია სამი სამსახურებრივი შეხვედრის ნაწილებიდან, რომლის დროსაც განხილული იქნება ბიბლიური პრინციპები დამატებითი განათლების მიღებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი ქრისტიანი ახალგაზრდა უმაღლესი განათლების მიღებით ქვეყნიური კარიერის შექმნას ცდილობს, რაც მათ სულიერობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. ეს არის განხილვა მშობლებსა და მათ მოზარდ ვაჟს ან ქალიშვილს შორის. ახალგაზრდა იმ ასაკში არის, როცა სერიოზული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამომავლო მიზნებთან დაკავშირებით. თუმცა ზოგს შეიძლება სურდეს, მიაღწიოს ფინანსურ წარმატებას, ჰქონდეს პრესტიჟი ან კეთილმოწყობილი ცხოვრება, ოჯახი განიხილავს, თუ რა რჩევას იძლევა ამასთან დაკავშირებით ბიბლია (იხილე „ახალგაზრდების შეკითხვები“, გვ. 174, 175; 1997 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვ. 21 და 1999 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 19—21, აბზ. 1—3 და 5, 6). ახალგაზრდა ეთანხმება, რომ გონივრულია ესწრაფოს ისეთ ცხოვრებას, რომელიც დაეხმარება მას სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად თეოკრატიული მიზნების მიღწევაში.
17 წთ.: „მზად იყავი ყრუ-მუნჯი ადამიანების მოსაძებნად შენს ტერიტორიაზე“b. თუ გაქვთ სტატისტიკური მონაცემები, აღნიშნე, თუ რამდენი ყრუ-მუნჯი ადამიანია თქვენი კრების ტერიტორიაზე. მიმოიხილე ყველა კრებისთვის გაგზავნილი 1998 წლის 15 ოქტომბრის წერილის მონაკვეთი, სათაურით „სხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანთა ადგილსამყოფლის დადგენა“. მოჰყევი შემთხვევა, რომელიც მოთხრობილია 1998 წლის თებერვლის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“, გვ. 3, აბზ. 7.
სიმღერა 32 და ლოცვა.
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.