სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
14 ივლისით დაწყებული კვირა
სიმღერა 56
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. მე-4 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით წარმოადგინე პრაქტიკული ინსცენირება, თუ როგორ შევთავაზოთ კრების ტერიტორიაზე 15 ივნისის „საგუშაგო კოშკი“. მართალია, მაუწყებელი მხოლოდ „საგუშაგო კოშკს“ შესთავაზებს, მაგრამ მასთან ერთად „გამოიღვიძეთ!“-ის მიმდინარე ნომერსაც მისცემს.
15 წთ.: როგორ ამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას იეჰოვას თაყვანისმცემლობა. აუდიტორიასთან განხილვა. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აუცილებელია ბედნიერი და აზრით აღსავსე ცხოვრებისთვის. 1) ის გვეხმარება, გავუმკლავდეთ პრობლემებსა და ცხოვრებისეულ საზრუნავს (ფილ. 4:6, 7). 2) ღვთისმოსაწონი თვისებების განვითარების სტიმულს გვაძლევს (2 პეტ. 1:5—8). 3) გვეხმარება, ჩვენი დრო და სახსრები საუკეთესოდ გამოვიყენოთ (1 ტიმ. 6:17—19). 4) გვაძლევს მომავლის სარწმუნო იმედს (2 პეტ. 3:13). 5) იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის განვითარებაში გვეხმარება (იაკ. 4:8). ხაზი გაუსვი, როგორ განიცდიან ამ ყველაფრის ნაკლებობას ისინი, ვინც არ იცნობს ან არ ემსახურება იეჰოვას.
20 წთ.: „ღვთის გულმოწყალებისთვის მადლიერება“a. მე-3 აბზაცის განხილვისას ჟურნალების დატარების მარშრუტის დაწყებასთან დაკავშირებით მიეცი რჩევები, რომლებიც დაფუძნებული იქნება 1998 წლის ოქტომბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაზე“, გვერდი 8. სთხოვე ერთ ან ორ უნარიან მაუწყებელს, მოყვნენ იმ ეფექტური მეთოდების შესახებ, რომლებითაც ბიბლიის შესწავლების დაწყებას ახერხებენ. წაახალისე ყველა, მიზნად დაისახონ ბიბლიის შესწავლის დაწყება (om, გვ. 90).
სიმღერა 176 და ლოცვა.
21 ივლისით დაწყებული კვირა
სიმღერა 184
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
10 წთ.: „ახალი სარაიონო კონგრესის პროგრამა“. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. თუ დაგეგმილია კონგრესის ჩატარება მომდევნო რამდენიმე თვეში, აღნიშნე, რომ მონათვლის მსურველებმა თავიანთი სურვილის შესახებ თავმჯდომარე ზედამხედველს შეატყობინონ. წაახალისე ყველა, ეცადონ ბიბლიის შემსწავლელები კონგრესზე დაპატიჟონ და აღძრან, პროგრამა ბოლომდე მოისმინონ.
25 წთ.: მიჰბაძე მათ გაბედულად ქადაგებაში. აუდიტორიასთან განხილვა. დაფუძნებულია წიგნზე „თაყვანი ეცი ღმერთს“, გვერდები 170, 171. სთხოვე აუდიტორიას, უპასუხონ მე–7 აბზაცთან დასმულ შეკითხვებს. კომენტარებში ჩართონ მითითებული მუხლები. წაიკითხეთ რამდენიმე მუხლი. ხაზგასმით აღნიშნე, რას ვსწავლობთ ამ ჩანაწერებიდან და როგორ გვეხმარება ეს, სწორი თვალსაზრისი გვქონდეს ქადაგებაზე.
სიმღერა 201 და ლოცვა.
28 ივლისით დაწყებული კვირა
სიმღერა 45
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ ივლისის თვის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები. მე-4 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით წარმოადგინე, როგორ შევთავაზოთ 1 ივლისის „საგუშაგო კოშკი“ და 8 ივლისის „გამოიღვიძეთ!“. მართალია, ორივე შემთხვევაში მაუწყებელი ერთ ჟურნალს სთავაზობს, მაგრამ უნდა მისცეს ორივე. ერთ-ერთი ინსცენირება არაფორმალურ ქადაგებას უნდა ეხებოდეს.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: „ჯგუფურ ქადაგებას სიხარული მოაქვს“b. მე-3 აბზაცის განხილვისას მოიხსენიე აზრები 2001 წლის სექტემბრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ შეკითხვების ყუთიდან. მოკლე ინტერვიუ აიღე წიგნის შესწავლის რომელიმე ზედამხედველისგან. მოაყოლე, როგორ გაუწია ორგანიზება ქადაგებას თავის წიგნის შესწავლაში და რა სარგებლობა მოაქვს ჯგუფისთვის ერთად ქადაგებას.
სიმღერა 36 და ლოცვა.
4 აგვისტოთი დაწყებული კვირა
სიმღერა 178
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მოიხსენიე, რომელ პუბლიკაციებს გავავრცელებთ ამ თვეში. წარმოადგინე ერთი ან ორი მოკლე ინსცენირება, თუ როგორ შეიძლება მათი შეთავაზება.
20 წთ.: „ლიტერატურის გავრცელება მრავალენოვან ტერიტორიაზე“c. დასვი სტატიაში დაბეჭდილი შეკითხვები. მე-3 აბზაცის განხილვისას წარმოადგინე მარტივი შეთავაზების ინსცენირება იმ უცხო ენაზე, რომელზეც ლაპარაკობენ ადგილობრივ ტერიტორიაზე და რომელ ენაზეც არ ტარდება კრებები (km 07.02, გვ. 1, აბზ. 4).
15 წთ.: ახალგაზრდები განადიდებენ იეჰოვას! მოხსენება, აუდიტორიასთან განხილვა და ინტერვიუები. გვიხარია, როდესაც კრების შეხვედრებზე ახალგაზრდების კარგად მომზადებულ კომენტარებს ვისმენთ. ასევე სასიხარულოა თეოკრატიული სამსახურის სკოლაში მათი გულმოდგინება და წინსვლა. ისინი ნამდვილ რწმენას ავლენენ, როდესაც გულმოდგინედ ქადაგებენ. ღვთისმოსაწონი ქცევით ისინი იეჰოვას განადიდებენ (იხ. 1998 წლის ივნისის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვ. 7). სულიერი წინსვლა მათ მომავალი პასუხისმგებლობებისთვის ამზადებს. მოკლე ინტერვიუ აიღე ორი ან სამი ახალგაზრდა ქრისტიანისგან, რომლებიც რეგულარულად მონაწილეობენ კრების საქმეებში. გულწრფელად შეაქე კრების ახალგაზრდები იმისათვის, რომ ყველანაირად ცდილობენ იეჰოვას განდიდებას.
სიმღერა 49 და ლოცვა.
[სქოლიო]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა–პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.