განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა ოქტომბერში: „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ იქ, სადაც ინტერესი იყო გამოვლენილი, შეგვიძლია შევთავაზოთ ბროშურა „რას მოითხოვს“ და შევეცადოთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას. ნოემბერში: „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან“ ან „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. თუ მობინადრეს უკვე აქვს ეს პუბლიკაციები, შესთავაზეთ „თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“ ან ნებისმიერი ძველი პუბლიკაცია. დეკემბერში: „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ ან „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. იანვარში: ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი, რაც გაქვთ კრების მარაგში.
◼ „ჩვენი სამეფო მსახურების“ ამ ნომრის დანართი არის „თეოკრატიული სამსახურის სკოლის გეგმა 2004 წლისთვის“, რომელიც მომავალი წლისთვის გამოგვადგება.
◼ თუ თქვენი კრების შეხვედრების დრო 1 იანვრიდან შეიცვლება, კრების მდივანმა უნდა აცნობოს ოფისს და გაუგზავნოს ბლანკი „ინფორმაცია კრების შეხვედრების შესახებ“ (S-5). თუ გჭირდებათ ახალი საინფორმაციო ფურცლები, შეგიძლიათ შეუკვეთოთ ბლანკით „საინფორმაციო ფურცლების შეკვეთა“. გაითვალისწინეთ, რომ ამ შეკვეთის შესრულებას მინიმუმ 12 კვირა დასჭირდება.