თეოკრატიული სამსახურის სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული სამსახურის სკოლის შეხვედრაზე 2003 წლის 27 ოქტომბრით დაწყებულ კვირაში. სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს 30-წუთიან ზეპირ გამეორებას, რომელიც დაფუძნებული იქნება 2003 წლის 1 სექტემბრით დაწყებული კვირიდან 27 ოქტომბრით დაწყებული კვირის ჩათვლით განხილულ მასალაზე. [შენიშვნა: როდესაც კითხვის შემდეგ მითითებული არ არის წყარო, პასუხების მოსაძებნად პირადი გამოკვლევა უნდა ჩაატარო. იხილე „თეოკრატიული სამსახურის სკოლა“, გვ. 36, 37].
სწავლებისა და მეტყველების უნარის გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვა
1. რას ნიშნავს 1 ტიმოთეს 2:9–ში მოცემული რჩევა, რომ საკუთარი თავი „წესიერი სამოსლით“ უნდა შევიმკოთ და რა გავლენა უნდა მოახდინოს ამან, როდესაც სცენაზე გამოვდივართ ან სამქადაგებლო მსახურებაში ვმონაწილეობთ? [be, გვ. 132, აბზ. 4, 5].
2. როგორ უნდა მოქმედებდეს ჩვენს გარეგნობაზე ბიბლიაში მოცემული პრინციპები, რომლებიც ჩაწერილია 1 იოანეს 2:15—17–ში, ეფესელთა 2:2–სა და რომაელთა 15:3–ში? [be, გვ. 133, აბზ. 2—4].
3. რატომ არის თავდაჭერილობა მნიშვნელოვანი და როგორ შეგვიძლია ამის მიღწევა, როდესაც სცენაზე გამოვდივართ ან სამქადაგებლო მსახურებაში ვმონაწილეობთ? [be, გვ. 135, ჩარჩო; გვ. 136, აბზ. 5 და ჩარჩო].
4. როგორც „ერთგულმა და ჭეშმარიტმა მოწმემ“, რა მაგალითი მოგვცა იესომ მსახურებისას ბიბლიის გამოყენებაში? (გამოცხ. 3:14) [be, გვ. 143, აბზ. 2, 3].
5. რა დაგვეხმარება იმაში, რომ უკეთ გამოვიყენოთ ბიბლია? (ტიტ. 1:9) [be, გვ. 144, აბზ. 1 და ჩარჩო].
დავალება №1
6. რა იგულისხმება შესწავლაში და რა სარგებლობას მოგვიტანს ღვთის სიტყვის რეგულარული შესწავლა? [be, გვ. 27, აბზ. 3; გვ. 32, აბზ. 4].
7. იაკობის 1:5, 6–ის თანახმად, რის გაკეთებაა მნიშვნელოვანი, როდესაც სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ? [w 01.09.01, გვ. 28, აბზ. 4].
8. რას ნიშნავს ძირითადი თარიღები, ანუ წლების ათვლის საყრდენი წერტილები, და რატომ არის ისინი ძალიან მნიშვნელოვანი? [si, გამოკვლევა 2, აბზ. 27].
9. რა გაგებით არის „ჭორის გამავრცელებელი“ სულელი? (იგავ. 10:18, სსგ) [w 15.09.01, გვ. 25, აბზ. 3].
10. როგორ ჩასწვდებიან უფრო სრულად ადამიანები იეჰოვას თვალსაზრისს დროის შესახებ ახალ ქვეყნიერებაში? [si, გამოკვლევა 2, აბზ. 32].
ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა
11. სწორია თუ არასწორი: 1 კორინთელთა 2:9–ში პავლე მოციქულს მხედველობაში აქვს ის, რასაც იეჰოვა უმზადებს თავის ერთგულ ხალხს მომავალში. ახსენი. [ip–2, გვ. 366, ჩარჩო].
12. რა განსაცდელებზეა ლაპარაკი 1 კორინთელთა 10:13–ში და როგორ გვაძლევს იეჰოვა „გამოსავალს“? [w 01.10.91, გვ. 10, 11, აბზ. 11—14 (რუს.)].
13. ხელგაშლილობის რა მაგალითი მოგვცა იესომ და რა გავლენას ახდენს ეს ქრისტიანებზე? (2 კორ. 8:9) [w 15.01.92, გვ. 16, აბზ. 10 (რუს.)].
14. რას ნიშნავს, რომ რჯული „ქრისტემდე მიმყვანი ჩვენი აღმზრდელი“ იყო? (გალ. 3:24, აქ) [w 01.06.02, გვ. 15, აბზ. 11].
15. რას ნიშნავს „სამყაროს სტიქიები“, რომლებსაც უნდა ვერიდოთ, რომ არ გადავუხვიოთ ჭეშმარიტების გზას? (კოლ. 2:8).