თეოკრატიული სამსახურის სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული სამსახურის სკოლის შეხვედრაზე 2005 წლის 28 თებერვლით დაწყებულ კვირაში. სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს 30-წუთიან ზეპირ გამეორებას, რომელიც დაფუძნებული იქნება 2005 წლის 3 იანვრით დაწყებული კვირიდან 28 თებერვლით დაწყებული კვირის ჩათვლით განხილულ მასალაზე [შენიშვნა: როდესაც კითხვის შემდეგ მითითებული არ არის წყარო, პასუხების მოსაძებნად პირადი გამოკვლევა უნდა ჩაატარო. იხილე „თეოკრატიული სამსახურის სკოლა“, გვ. 36, 37].
სწავლებისა და მეტყველების უნარის გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვა
1. როგორ შეგვიძლია უფრო გასაგებად ვილაპარაკოთ? [be, გვ. 226, აბზ. 1—გვ. 227, აბზ. 1]
2. რა სახის ტერმინები შეიძლება მოითხოვდეს დამატებით ახსნას? [be, გვ. 227, აბზ. 2—გვ. 228, აბზ. 1]
3. რა მეთოდები დაგვეხმარება მასალის ისე წარმოდგენაში, რომ მსმენელი კარგად გაერკვეს მასში? [be, გვ. 231, აბზ. 1—3]
4. როგორ შეგვიძლია მსმენელისთვის კარგად ნაცნობი მუხლების განხილვა უფრო შინაარსიანი გავხადოთ? [be, გვ. 231, აბზ. 4—5]
5. როგორ შეგვიძლია წავახალისოთ მსმენელი, ყურადღება გაამახვილოს კარგად ნაცნობი ბიბლიური მუხლის დეტალებზე? [be, გვ. 232, აბზ. 2—4]
დავალება №1
6. რა შედის ადამიანებისთვის შემდეგი სიტყვების სწავლებაში: „გეშინოდეს ჭეშმარიტი ღმერთისა და დაიცავი მისი მცნებები“? (ეკლ. 12:13, აქ) [be, გვ. 272, აბზ. 3—გვ. 273, აბზ. 1]
7. როგორ შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ არა მხოლოდ იეჰოვას სახელზე, არამედ ამ სახელის მქონე პიროვნებაზე? (იოელ. 2:32) [be, გვ. 274, აბზ. 3—5]
8. რამდენად მნიშვნელოვანია იესოზე შემეცნების მიღება და მის შესახებ დამოწმება? (იოან. 17:3) [be, გვ. 276, აბზ. 1]
9. როგორ შეგვიძლია ღმერთთან კარგი ურთიერთობის განვითარება და იმის გაგება, თუ რა როლს ასრულებს იესო ღვთის განზრახვაში? [be, გვ. 276, აბზ. 1]
10. რით ვაჩვენებთ იმის მტკიცე რწმენას, რომ იესო ქრისტე მეფობს? [be, გვ. 277, აბზ. 4]
ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა
11. იყო თუ არა აბრაამის მამა, თერახი, კერპთაყვანისმცემელი? (იესო. 24:2)
12. განიცდიდა გედეონი სიმამაცის ნაკლებობას, როდესაც იეჰოვამ მას დავალება მისცა? რატომ პასუხობ ასე? (მსაჯ. 6:25—27)
13. რა შეგვიძლია ვისწავლოთ გედეონის სიტყვებიდან, რომლითაც მან ეფრემის ტომს მიმართა? (მსაჯ. 8:1—3)
14. რისი მაჩვენებელი იყო ის, რომ გიბყის მცხოვრებლებმა სტუმართმოყვარეობა არ გამოავლინეს? (მსაჯ. 19:14, 15)
15. ანარქიას ხომ არ შეუწყობდა ხელს ის, თუ ‘ვისაც რა უნდოდა, იმას გააკეთებდა’? (მსაჯ. 21:25)