სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
11 ივლისით დაწყებული კვირა
სიმღერა 49
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. მე-4 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით (თუ შესაფერისია თქვენი ტერიტორიისთვის) აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 15 ივნისის „საგუშაგო კოშკი“. შეგიძლიათ სხვა პრაქტიკული შეთავაზების გამოყენებაც. ინსცენირებაში აჩვენე, თუ როგორ შეგვიძლია საუბრის გაგრძელება, როდესაც გვაწყვეტინებენ და გვეუბნებიან „დაკავებული ვარ“ (იხილე ბროშურა „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“, გვ. 5).
20 წთ.: ვიდეოფილმი „ნოე — ის ღმერთთან დადიოდა“, სასარგებლოა ყველასთვის. პირდაპირ განხილვაზე გადადი. განხილვისთვის გამოიყენე ვიდეოკასეტის ყუთზე დაბეჭდილი კითხვები.
15 წთ.: „რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიაროთ სასიხარულო ცნობა“a. მე-5 აბზაცის განხილვის დროს მიმოიხილე 2005 წლის ივნისის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მე-8 გვერდზე მოცემული რჩევები, რომლებიც შესაფერისია თქვენი ტერიტორიისთვის.
სიმღერა 88 და ლოცვა.
18 ივლისით დაწყებული კვირა
სიმღერა 173
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მოკლედ განიხილე 2000 წლის 15 აგვისტოს 32-ე გვერდზე მოცემული სტატია. ყურადღება გაამახვილე სარგებლობაზე, რაც ბიბლიის ყოველდღიურ კითხვას მოაქვს. აღნიშნე, რომ არდადეგებმა თუ სხვა ნებისმიერმა სიტუაციამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს ბიბლიის ყოველდღიურ კითხვაში.
15 წთ.: „ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები — ნაწილი 11“b. წარმოადგინე ინსცენირება, რომელშიც ნაჩვენებია, რომ ბიბლიის შესწავლის ჩამტარებელი და ახალი მაუწყებელი ემზადებიან განმეორებითი მონახულების გასაკეთებლად. ისინი ერთად მსჯელობენ პირველი მისვლის ჩანაწერებზე და არჩევენ თემას, რომლის შესახებაც განმეორებითი მონახულების დროს ისაუბრებენ. აგრეთვე, ამზადებენ ადვილ შესავალს მონახულებისას საუბრის დასაწყებად, და კითხვას, რომელსაც საუბრის ბოლოს ღიად დაუტოვებენ მობინადრეს. ინსცენირებას მომზადებული შეთავაზების რეპეტიციით ამთავრებენ.
20 წთ.: დაეხმარე სხვებს ბიბლიის გაგებასა და დაფასებაში. კითხვა-პასუხებით განხილვა, რომელიც დაფუძნებულია წიგნზე „თაყვანი ეცი ღმერთს“, გვერდები 23—25, აბზაცები 3—6. დასვი წიგნში მოცემული სასწავლო კითხვები. გამოიყენე აზრები ბროშურიდან „წიგნი ყველასთვის“, გვერდი 32.
სიმღერა 10 და ლოცვა.
25 ივლისით დაწყებული კვირა
სიმღერა 138
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ოფისიდან მიღებული სამადლობელი წერილი. მე-4 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით (თუ შესაფერისია თქვენი ტერიტორიისთვის) აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 ივლისის „საგუშაგო კოშკი“ და 8 ივლისის „გამოიღვიძეთ!“ შეგიძლიათ სხვა პრაქტიკული შეთავაზებების გამოყენებაც. ერთ-ერთი ინსცენირების დროს მაუწყებელი ჟურნალს სთავაზობს პიროვნებას არაფორმალური ქადაგებისას ბაზარში ან სადმე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას.
10 წთ.: ჭეშმარიტება ჩაუნერგეთ თქვენს შვილებს გულებში (რჯლ. 6:7). უხუცესის მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 2002 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 30, 31. ყურადღება გაამახვილე ბიბლიურ პრინციპებზე, რომლებიც ხელმძღვანელობას გაუწევს ქრისტიან მშობელს, რომელსაც ურწმუნო მეუღლე ჰყავს, შვილის აღზრდაში.
20 წთ.: „ჩვენ მოვალენი ვართ სხვების წინაშე“c. გამოიყენე აზრები 2000 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკიდან“, გვერდი 11, აბზაცი 13.
სიმღერა 82 და ლოცვა.
1 აგვისტოთი დაწყებული კვირა
სიმღერა 187
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ ივლისის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში. სთხოვე აუდიტორიას, გადაშალოს „თეოკრატიული სამსახურის სკოლის“ წიგნი 70-ე გვერდზე და მათთან ერთად განიხილე მე-2, 3 აბზაცები და ჩარჩო „როგორ უნდა უპასუხო კრების შეხვედრებზე“.
15 წთ.: „დაეხმარე შვილებს, რომ მსახურებაში წარმატებას მიაღწიონ“. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. წარმოადგინე ინსცენირება, რომელშიც მშობელი და შვილი იყენებენ გამარტივებულ შეთავაზებას. შეთავაზების ბოლოს მშობელი მოკლედ განუმარტავს შვილს, თუ როგორ აუხსნიან მობინადრეს შესაწირავებთან დაკავშირებულ საკითხს.
15 წთ.: ცდილობ შეთავაზება მოსაუბრის მოთხოვნებს მოარგო? მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია 2005 წლის იანვრის „ჩვენს სამეფო მსახურებაზე“, გვერდი 6. მიმოიხილე მასში მოცემული რჩევები, დაანახვე აუდიტორიას, თუ როგორ შეიძლება აგვისტოში გასავრცელებელი ლიტერატურა მოსაუბრის მოთხოვნებს მოვარგოთ. წარმოადგინე ერთი ან ორი შეთავაზების ინსცენირება.
სიმღერა 218 და ლოცვა.
[სქოლიო]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.