სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
შენიშვნა: ორ ან სამ თვეში მას შემდეგ, რაც კრება დაესწრება საოლქო კონგრესს „ღვთისმოსაწონი მორჩილება“, სამსახურებრივ შეხვედრაზე (შესაძლოა ადგილობრივი მოთხოვნილებების დროს) 15-20 წუთი უნდა დაეთმოს კონგრესის იმ მნიშვნელოვანი აზრების გამეორებას, რომლებიც მაუწყებლებისთვის დამხმარე აღმოჩნდა სამქადაგებლო მსახურებაში. ერთ-ერთ სამსახურებრივ შეხვედრაზე შესაძლებლობა გვექნება, აღვნიშნოთ, თუ როგორ ვიყენებთ საოლქო კონგრესზე ნასწავლს და როგორ დაგვეხმარა ის, რომ მსახურება უფრო ეფექტური გაგვეხადა (იხილე 2005 წლის აპრილის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვ. 2).
8 აგვისტოთი დაწყებული კვირა
სიმღერა 125
5 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. თუ ცნობილია, შეახსენე მაუწყებლებს 2006 სამსახურებრივი წლის სარაიონო და სპეციალური ერთდღიანი კონგრესის ჩატარების თარიღები.
15 წთ.: შეკითხვების ყუთი. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. ჩვენ მადლიერნი ვართ იმ ოჯახების, რომელთა ბინებშიც ტარდება წიგნის შესწავლები. მათთვის ეს შეიძლება საკმაო მომზადებასთან და გარკვეულ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული. წიგნის შესწავლაზე დასწრებისას უნდა გამოვავლინოთ კარგი მანერები, პატივისცემა და ყურადღებიანობა. ამისათვის საჭიროა შემდეგი: 1) მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ თავიანთ ბავშვებს, რათა კარგად იქცეოდნენ და წიგნის შესწავლის ჩასატარებლად განკუთვნილ ადგილზე იყვნენ. 2) მართალია, ჯგუფი შეიძლება პატარა იყოს და, ამის გამო, ატმოსფერო გარკვეულწილად არაოფიციალურია, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კრების შეხვედრაა და ისევე უნდა გვეცვას, როგორც სამეფო დარბაზში. 3) შეხვედრის შემდეგ ურთიერთობა დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, რათა ბინის პატრონს ჰქონდეს დრო პირადი საქმეებისთვის. 4) ზოგჯერ ბინის პატრონმა მსუბუქად წასახემსებლად შეხვედრის შემდეგ შეიძლება ჯგუფის წევრებს რამე შესთავაზოს, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ის ვალდებული არაა და სხვებიც არ უნდა მოელოდნენ ამას.
25 წთ.: „ახლა ქადაგების დროა!“a წინასწარ შეუთანხმდი ერთ ან ორ პიონერს, კომენტარი გააკეთონ იმის შესახებ, თუ რა ცვლილებების მოხდენა დასჭირდათ იმისათვის, რომ პიონერად ემსახურათ და შედეგად რა კურთხევებს იღებენ.
სიმღერა 197 და ლოცვა.
15 აგვისტოთი დაწყებული კვირა
სიმღერა 11
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევის გამოყენებით (თუ შესაფერისია თქვენი ტერიტორიისთვის) აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“. ინსცენირებაში უხუცესი ან სუსტი ჯანმრთელობის მქონე მაუწყებელი ტელეფონით ქადაგებს.
15 წთ.: გახსოვთ თუ არა? აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია 2005 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდი 30. სთხოვე მსმენელებს, უპასუხონ თითოეულ კითხვას. ხაზი გაუსვი ამ მასალის ღირებულებას. მოუწოდე ყველას, ყურადღებით იკითხონ „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“
20 წთ.: „ბიბლიის შესწავლების დაწყება კართან და ტელეფონით“b ჩართე მოკლე ინსცენირება, სადაც ნაჩვენები იქნება, თუ როგორ შეიძლება ბიბლიის შესწავლის დაწყება პირველი მონახულებისას ბროშურის „რას მოითხოვს“ ერთი ან ორი აბზაცის გამოყენებით. მოკლედ მოყევი ერთი ან ორი გამამხნევებელი შემთხვევა, როდესაც ბიბლიის შესწავლა ტელეფონით იქნა დაწყებული.
სიმღერა 30 და ლოცვა.
22 აგვისტოთი დაწყებული კვირა
სიმღერა 161
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ოფისიდან მიღებული სამადლობელი წერილი.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: „სამეფოს შესახებ ქადაგება — შესანიშნავი დავალება“c მე-4 აბზაცის განხილვისას შეეხე იმ აზრს, რომ მათ, რომელთა შესაძლებლობებიც ძალიან შეზღუდულია ასაკის ან ცუდი ჯანმრთელობის გამო, შეუძლიათ 15 წუთის სიზუსტით ჩააბარონ სამქადაგებლო მსახურების ანგარიში (იხილე 2002 წლის ოქტომბრის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვ. 8, აბზ. 6).
სიმღერა 204 და ლოცვა.
29 აგვისტოთი დაწყებული კვირა
სიმღერა 45
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ აგვისტოს სამქადაგებლო მსახურების ანგარიში. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით (თუ შესაფერისია თქვენი ტერიტორიისთვის) აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“ და 8 აგვისტოს „გამოიღვიძეთ!“ ერთ-ერთ ინსცენირებაში მაუწყებელი განმეორებით მონახულებას აკეთებს ადამიანთან, რომელთანაც რეგულარულად მიაქვს ჟურნალები.
15 წთ.: „დამოწმება სიტყვების გარეშე“d სთხოვე მაუწყებლებს, რომლებსაც წინასწარ შეარჩევ, აღნიშნონ, თუ ღვთის ხალხის კარგი საქციელი როგორ დაეხმარა მათ, გამხდარიყვნენ იეჰოვას მსახურები.
20 წთ.: გამოიყენე ბიბლია პირველი მონახულებისას. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. გაიმეორე 2004 წლის სექტემბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ (გვერდი 8, აბზაცი 2) მოცემული რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ მივმართოთ ხალხის ყურადღება ღვთის სიტყვაზე პირველი მონახულებისას. ინსცენირების სახით წარმოადგინე, თუ როგორ შეიძლება იქ მოცემული ერთი ან ორი რჩევის გამოყენება სექტემბერში შესათავაზებელ ლიტერატურასთან ერთად. ასევე შეიძლება 2005 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართში მოცემული რჩევების განხილვა და ინსცენირების სახით წარმოდგენა, როგორც დრო მოგცემთ ამის საშუალებას.
სიმღერა 71 და ლოცვა.
5 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 98
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: „ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები — ნაწილი 12“e წინასწარ შეუთანხმდი ერთ ან ორ მაუწყებელს, გააკეთონ კომენტარი იმის შესახებ, თუ რამ შეუწყო ხელი მათ წინსვლას ბიბლიის შესწავლების დაწყებასა და ჩატარებასთან დაკავშირებით.
20 წთ.: ხანდაზმულთა დახმარებისთვის ორგანიზების გაწევა. უხუცესის მოხსენება, რომელიც დაფუძნებული იქნება 1993 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკზე“ (რუს.), გვერდები 28, 29, ქვესათაური „მნიშვნელოვანია ორგანიზების გაწევა“. მოიხსენიე, თუ რა კეთდება კრებაში ავადმყოფთა და ხანდაზმულთა დასახმარებლად.
სიმღერა 164 და ლოცვა.
[სქოლიო]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
d შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
e შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.