სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
13 აგვისტოთი დაწყებული კვირა
სიმღერა 20
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“ და აგვისტოს „გამოიღვიძეთ!“ ერთ-ერთ ინსცენირებაში მაუწყებელი იყენებს რჩევებს, რომლებიც მოცემულია „ჩვენი სამეფო მსახურების“ ამ ნომრის მე-3 გვერდზე, მე-3 აბზაცში. მაუწყებელი წამოჭრის კითხვას, რომელსაც განმეორებითი მონახულების დროს უპასუხებს. განიხილე „სარაიონო კონგრესის ახალი პროგრამა. თუ ცნობილია გამოაცხადე ამ კონგრესის ჩატარების თარიღი.
15 წთ.: თეოკრატიულ მორჩილებას სარგებლობა მოაქვს. მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია წიგნზე „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“, თავი 15.
15 წთ.: „მთელი ოჯახით თაყვანი ეცით იეჰოვას!“a სთხოვე აუდიტორიას, გააკეთონ კომენტარები, თუ რა სარგებლობას იღებენ იქიდან, რომ ოჯახთან ერთად მსახურობენ. კომენტარის თაობაზე ერთ ან ორ მაუწყებელს შეგიძლია წინასწარ შეუთანხმდე.
სიმღერა 48 და ლოცვა.
20 აგვისტოთი დაწყებული კვირა
სიმღერა 100
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. განიხილე „სპეციალური ერთდღიანი კონგრესის ახალი პროგრამა“. თუ ცნობილია, გამოაცხადე ამ კონგრესის ჩატარების თარიღი.
15 წთ.: სექტემბრის თვეში პირველივე მონახულებისას დაიწყე ბიბლიის შესწავლა. აუდიტორიასთან განხილვა. სექტემბერში შევთავაზებთ წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია?“ უნდა შევეცადოთ, რომ მობინადრესთან პირველივე მონახულებისას განვიხილოთ რამდენიმე აბზაცი ამ წიგნიდან. გადახედე იმ რჩევებს, რომლებიც მოცემულია 2006 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართში. წარმოადგინე ერთი ან ორი ინსცენირება, თუ როგორ დავიწყოთ ბიბლიის შესწავლა პირველივე მონახულებისას.
20 წთ.: „როგორ გვეხმარება წიგნის შესწავლის შეხვედრა“b. მე-5 აბზაცის განხილვისას ჩართე კომენტარები წიგნიდან „ორგანიზებული“, გვერდი 40, აბზაცი 4.
სიმღერა 6 და ლოცვა.
27 აგვისტოთი დაწყებული კვირა
სიმღერა 98
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ოფისიდან მიღებული სამადლობელი წერილი. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“ და სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“
10 წთ.: შეიძინეთ მეგობრები უმართლობის მამონით. უხუცესის მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 1995 წლის 1 ივლისის „საგუშაკო კოშკზე“, გვერდები 13—18.
25 წთ.: „ღირსეული მიზანი ახალი სამსახურებრივი წლისთვის“c. ინტერვიუ აიღე ერთი ან ორი მაუწყებლისგან, რომლებიც ბოლო დროს დამხმარე პიონერებად მსახურობდნენ. რა ცვლილებები შეიტანეს მათ თავიანთ გეგმაში? რა სარგებლობა მოუტანა დამხმარე პიონერად მსახურებამ? თუ შესაძლებელია ერთი ინტერვიუ აიღე იმ მაუწყებლისგან, რომელმაც ოჯახის წევრების დახმარებითა და მხარდაჭერით შეძლო დამხმარე პიონერად მსახურება. მე-9 აბზაცის განხილვისას, თუ უკვე ცნობილია, გამოაცხადე, როდის მოინახულებს სარაიონო ზედამხედველი თქვენს კრებას.
სიმღერა 196 და ლოცვა.
3 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 50
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ აგვისტოს სამქადაგებლო მსახურების ანგარიში.
15 წთ.: „ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ პატივს, რომელიც გვხვდა წილად!“d თუ დრო საშუალებას მოგცემს, სთხოვე აუდიტორიას კომენტარები გააკეთონ მითითებულ მუხლებთან დაკავშირებით.
20 წთ.: „როგორ დავიწყოთ ბიბლიის შესწავლა მათთან, ვისაც ჟურნალებს ვუტოვებთ?“e. გააკეთე მოკლე ინსცენირება მე-2 აბზაცში მოცემული ერთ-ერთი რჩევის გამოყენებით. შეახსენე მაუწყებლებს, რომ შეუძლიათ ბიბლიის შესწავლა ანგარიშში ჩაიწერონ, თუ ის ორჯერ ჩატარდა მას შემდეგ, რაც უჩვენე, როგორ ტარდება შესწავლა, და არსებობს იმის საფუძველი, რომ შესწავლა გაგრძელდება.
სიმღერა 2 და ლოცვა.
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
d შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
e შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.