სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
11 აგვისტოთი დაწყებული კვირა
სიმღერა 63
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. ჰკითხე აუდიტორიას, აღნიშნონ, მიმდინარე ჟურნალებიდან, რომელმა სტატიებმა შეიძლება დააინტერესოს თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი. სთხოვე მათ, მოიყვანონ კონკრეტული აზრები იმ სტატიებიდან, რომელთა შეთავაზებასაც აპირებენ. რა შეკითხვის დასმით დაიწყებენ საუბარს? სტატიაში მოცემულ რომელ ბიბლიურ მუხლს წაუკითხავენ მობინადრეს?აუდიტორიის მიერ მოფიქრებული შეთავაზებების საფუძველზე აჩვენე, როგორ შევთავაზოთ თითოეული ჟურნალი.
15 წთ.: ნუ მოცდებით, არამედ შეასრულეთ ღვთის ნება. მოხსენება დაფუძნებული წიგნზე „მოდი და გამომყევი“, გვერდები 91—93, აბზაცები 12, 13.
20 წთ.: „იყენებ ყველა რუბრიკას?“a. ინტერვიუ აიღე ერთი მაუწყებლისგან, რომელსაც ფართო მკითხველისთვის განკუთვნილი „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთი რუბრიკის გამოყენებისას საინტერესო შემთხვევა ჰქონდა მსახურებაში. შეგიძლია ამ შემთხვევის ინსცენირებაც მოაწყო. 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკის „რას ვსწავლობთ იესოსგან?“ მე-2 აბზაცის გამოყენებით წარმოადგინე ინსცენირება იმის საჩვენებლად, თუ როგორ შეიძლება დავიწყოთ ბიბლიის შესწავლა.
სიმღერა 26
18 აგვისტოთი დაწყებული კვირა
სიმღერა 135
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. განიხილე „სარაიონო კონგრესის ახალი პროგრამა“. თუ ცნობილია გამოაცხადე კონგრესის ჩატარების თარიღი. შეახსენე მაუწყებლებს, რომ შემდეგ სამსახურებრივ შეხვედრაზე მოიტანონ 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“ და სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“ და განხილვისთვის წინასწარ მოამზადონ თქვენი ტერიტორიისთვის პრაქტიკული შეთავაზებები.
20 წთ.: ჩვენი ჩაცმულობითა და გარეგნობით განვადიდებთ იეჰოვას. უხუცესის მოხსენება. იეჰოვა წმინდა ღმერთია, ამიტომ მისი მსახურები დიდ ყურადღებას აქცევენ ფიზიკურ სისუფთავეს (გამ. 30:17—21; 40:30—32). სამაგალითო ჩაცმულობითა და გარეგნობით, განსაკუთრებით მსახურებაში, გულს ვუხარებთ იეჰოვას და მის სახელს განვადიდებთ (1 პეტ. 2:12). მეორე მხრივ, თუ სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ ჩაცმულობასა და გარეგნობას, ჩვენ შეიძლება ‘ღვთის სიტყვის მგმობელები’ გამოვიდეთ (ტიტ. 2:5). მოიყვანე ჩვენს პუბლიკაციებში დაბეჭდილი ან ადგილობრივი შემთხვევა, სადაც მაუწყებელს სათანადო გარეგნობამ კარგი დამოწმების შესაძლებლობა მისცა.
15 წთ.: ბავშვები შესანიშნავად ამოწმებენ. გამამხნევებელი მოხსენება, რომელიც განკუთვნილია მშობლებისა და მათი შვილებისათვის. მალე ბავშვები სკოლაში მივლენ. მოუწოდე მათ, რომ ხელიდან არ გაუშვან დამოწმების შესაძლებლობა. დრო რამდენის საშუალებასაც მოგცემს, სთხოვე აუდიტორიას, რომ გაიხსენონ სკოლაში დამოწმების პირადი შემთხვევები.
სიმღერა 61
25 აგვისტოთი დაწყებული კვირა
სიმღერა 24
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ფილიალიდან მიღებული სამადლობელი წერილი. განიხილე „სპეციალური ერთდღიანი კონგრესის ახალი პროგრამა“ და თუ ცნობილია გამოაცხადე კონგრესის ჩატარების თარიღი.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
15 წთ.: მოემზადე 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკისა“ და სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“-ის შესათავაზებლად. აუდიტორიასთან განხილვა. მას შემდეგ, რაც მოკლედ მიმოიხილავ აღნიშნულ ჟურნალებს, ჰკითხე აუდიტორიას, რომელმა სტატიებმა შეიძლება დააინტერესოს თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი. სტატიაში მოცემული რომელი შეკითხვის დასმით დაიწყებენ საუბარს და შესაბამისად რომელ მუხლს წაიკითხავენ. „ჩვენი სამეფო მსახურების“ ამ ნომერში დაბეჭდილი შეთავაზებების საფუძველზე აჩვენე, როგორ შევთავაზოთ თითოეული ჟურნალი. სთხოვე ერთ-ერთ უხუცესს, წარმოადგინოს იმ შეთავაზების ინსცენირება, რომელიც ჟურნალის რომელიმე სტატიაზე დაფუძნებით თავად მოამზადა და რომელიც ეფექტური იქნება თქვენი ტერიტორიისთვის.
სიმღერა 196
1 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 112
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ აგვისტოს სამქადაგებლო მსახურების ანგარიში.
20 წთ.: მარტო დარჩენილნი, მაგრამ არა დავიწყებულნი. მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 2008 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 25—28. მოიხსენიე თქვენი კრების ის წევრები, რომლებიც მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობენ. თუ კრებაში ასეთი არავინ არა გყავთ, სტატიაში მოცემული პრინციპების გამოყენებით მოუწოდე აუდიტორიას, რომ მხარში ამოუდგნენ იმ და-ძმებს, რომლებიც ჯანმრთელობისა თუ სხვა მსგავსი პრობლემის გამო მონაწილეობას ვერ იღებენ კრების საქმეებში.
15 წთ.: სექტემბრის თვეში პირველივე მონახულებისას დაიწყე ბიბლიის შესწავლა. აუდიტორიასთან განხილვა. სექტემბერში გავავრცელებთ წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია?“. უნდა შევეცადოთ, რომ მობინადრესთან პირველივე მონახულებისას განვიხილოთ რამდენიმე აბზაცი ამ წიგნიდან. გადახედე იმ რჩევებს, რომლებიც მოცემულია 2006 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართში. წარმოადგინე ერთი ან ორი ინსცენირება, თუ როგორ დავიწყოთ ბიბლიის შესწავლა პირველივე მონახულებისას.
სიმღერა 74
[სქოლიო]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.