სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
13 ოქტომბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 174
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. აღნიშნე, თუ რა შეხვედრებია დაგეგმილი თქვენს კრებაში სპეციალური ტრაქტატის გასავრცელებლად, რომლის კამპანიაც 20 ოქტომბრიდან დაიწყება. მოუწოდე ყველას, რომ აიღონ ტრაქტატები, თუ ეს ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ. მიმოიხილე მე-8 გვერდზე მოცემული 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკისა“ და ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“-ის შეთავაზებები. რამდენადაც მაუწყებლები უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ამ ჟურნალებს ავრცელებენ, სთხოვე აუდიტორიას, მოჰყვნენ საინტერესო შემთხვევები.
35 წთ.: „კრების შეხვედრების ახალი განრიგი“a. აუდიტორიასთან განიხილე იმდენი მითითებული მუხლი, რამდენის საშუალებასაც დრო მოგცემს.
სიმღერა 216
20 ოქტომბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 113
5 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
20 წთ.: შეინარჩუნე სიხარული მსახურებაში. გამამხნევებელი მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 2005 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 24, 25, აბზაცები 11—17. ერთი ან ორი ინტერვიუ აიღე მათგან, ვინც დიდი ხანია ერთგულად ემსახურება იეჰოვას. რა ეხმარება მათ სიხარულის შენარჩუნებაში, როდესაც ხალხი გულგრილად ეხმაურება სასიხარულო ცნობას?
20 წთ.: მოემზადე 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკისა“ და ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“-ის შესათავაზებლად. მას შემდეგ, რაც მოკლედ მიმოიხილავ აღნიშნულ ჟურნალებს, ჰკითხე აუდიტორიას, განსაკუთრებით რომელმა სტატიებმა შეიძლება დააინტერესოს თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი და რატომ. შეთავაზებას რა შეკითხვის დასმით დაიწყებენ და ჟურნალის მიცემამდე რომელ ბიბლიურ მუხლს წაიკითხავენ. ბოლოს მომხსენებელი წარმოადგენს თითოეული ჟურნალის ინსცენირებას მერვე გვერდზე მოცემული ან სხვა შეთავაზებით, რომელიც საინტერესო იქნება თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხისთვის.
სიმღერა 148
27 ოქტომბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 30
5 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ფილიალიდან მიღებული სამადლობელი წერილი.
10 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
30 წთ.: „რატომ არის პირადი და ოჯახური შესწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?“b. აუდიტორიასთან განიხილე იმდენი მითითებული მუხლი, რამდენის საშუალებასაც დრო მოგცემს.
სიმღერა 142
3 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 100
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ ოქტომბრის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში.
20 წთ.: თეოკრატიული მსახურების სკოლის გეგმა 2009 წლისთვის. თეოკრატიული მსახურების სკოლის ზედამხედველი აუდიტორიასთან განიხილავს დანართის მე-3 გვერდს, სათაურით „მითითებები“. ყურადღება გაამახვილე იმ ცვლილებებზე, რომლებიც 2009 წლის თეოკრატიული მსახურების სკოლაში შევიდა. მოუწოდე ყველას, რომ გულისყურით მოეკიდონ მიცემულ დავალებებს და კარგად მოემზადონ ბიბლიის კითხვის პროგრამიდან მნიშვნელოვანი აზრების განხილვისთვის, რომ საინტერესო კომენტარები გააკეთონ. აგრეთვე, აღძარი ყველა, რომ გამოიყენონ ის რჩევები, რომლებსაც სკოლის ზედამხედველი ყოველკვირა აძლევს სკოლის მოსწავლეებს თეოკრატიული მსახურების სკოლის წიგნიდან.
15 წთ.: გაიუმჯობესე „სწავლების ხელოვნება“. სამსახურებრივი ზედამხედველი ან სხვა შესაფერისი უხუცესი მოკლედ განიხილავს ხუთ ფაქტორს, რაც აუცილებელია ეფექტურად სწავლებისთვის. თემა დაფუძნებულია 2008 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 9—12, აბზაცები 5—18. ინტერვიუ აიღე ერთი ან ორი მაუწყებლისგან, რომლებსაც ამ ჟურნალში მოცემული ინფორმაცია ეხმარება სწავლების უნარის გაუმჯობესებაში.
სიმღერა 91
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.