სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
8 დეკემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 19
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მიმოიხილე მე-8 გვერდზე მოცემული 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკისა“ და დეკემბრის „გამოიღვიძეთ“-ის დაბეჭდილი შეთავაზებები. ჰკითხე აუდიტორიას, თუ როგორ გაავრცელეს ეს ჟურნალები წარმატებით. რომელი სტატია, შეკითხვა და ბიბლიური მუხლი გამოიყენეს?
15 წთ.: თეოკრატიული მსახურების სკოლის გეგმა 2009 წლისთვის. თეოკრატიული სკოლის ზედამხედველის მოხსენება. 2008 წლის ოქტომბრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართიდან ყურადღება გაამახვილე იმ საკითხებზე, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი კრებისთვის. აღნიშნე, რა როლს ასრულებს დამხმარე მრჩეველი. აღძარი ყველა, მთელი გულმოდგინებით მოეკიდონ დავალებების მომზადებას, მონაწილეობა მიიღონ ბიბლიიდან მნიშვნელოვანი აზრების განხილვაში და გაითვალისწინონ ის რჩევები, რომლებიც ყოველკვირეულად ეძლევათ „თეოკრატიული მსახურების სკოლის“ სახელმძღვანელოდან.
20 წთ.: «სარგებლობ წიგნით „მსჯელობა“?»a. მე-4 აბზაცის განხილვისას პიონერი ან სხვა გამოცდილი მაუწყებელი წარმოადგენს ინსცენირებას, რომელშიც მოკლედ იქნება ნაჩვენები, თუ როგორ იყენებს წიგნს „მსჯელობა“ კარდაკარ ქადაგებისას, როცა ეკითხებიან, თუ რატომ არ აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები შობას.
სიმღერა 6
15 დეკემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 178
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
10 წთ.: მსახურებაში გამოიყენე გამეორების მეთოდი. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. დაფუძნებულია წიგნზე „თეოკრატიული მსახურების სკოლა“, გვერდი 207. მოკლედ წარმოადგინე ერთი ან ორი ინსცენირება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მასალაში მოცემული რჩევები.
25 წთ.: „‘საფუძვლიანად დავამოწმოთ’ კორპუსებში“b. წარმოადგენს სამსახურებრივი ზედამხედველი ან სხვა უხუცესი. მასალა ადგილობრივ სიტუაციას მოარგე.
სიმღერა 157
22 დეკემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 75
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ფილიალიდან მიღებული სამადლობელი წერილი. მოიხსენიე, თუ რა ლიტერატურას გავავრცელებთ იანვარში. წარმოადგინე ინსცენირება, რომელსაც უხუცესი გააკეთებს.
15 წთ.: მოემზადე 1 იანვრის „საგუშაგო კოშკისა“ და იანვრის „გამოიღვიძეთ!“-ის შესათავაზებლად. აუდიტორიასთან განხილვა. მას შემდეგ, რაც მიმოიხილავ აღნიშნულ ჟურნალებს, ჰკითხე აუდიტორიას, განსაკუთრებით რომელმა სტატიებმა შეიძლება დააინტერესოს თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი და რატომ. ზოგიერთ სტატიასთან დაკავშირებით ჰკითხე აუდიტორიას, რა შეკითხვით დაიწყებენ საუბარს მობინადრესთან და ჟურნალის შეთავაზებამდე სტატიიდან რომელ ბიბლიურ მუხლს წაიკითხავენ. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გათვალისწინებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ თითოეული ჟურნალი.
20 წთ.: „ბიბლიის შესწავლების შესათავაზებლად განკუთვნილი დღე“c. გამოაცხადე, იანვრის თვეში განსაკუთრებით რომელ შაბათს ან კვირას გამოიყენებს თქვენი კრება ბიბლიის შესწავლების შესათავაზებლად. მიმოიხილე მე-3 აბზაცში მოცემული რჩევები და წარმოადგინე ერთი ან ორი ინსცენირება, თუ როგორ შეიძლება ბიბლიის შესწავლის დაწყება.
სიმღერა 133
29 დეკემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 60
კრების ბიბლიის შესწავლა:
თეოკრატიული მსახურების სკოლა:
ბიბლიის კითხვა: გამოცხადება 15—22
თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
სამსახურებრივი შეხვედრა:
სიმღერა 153
5 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
10 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: „ქადაგება მოთმინებას მოითხოვს“d. აუდიტორიასთან განიხილე იმდენი მითითებული მუხლი, რამდენის საშუალებასაც დრო მოგცემს.
სიმღერა 155
5 იანვრით დაწყებული კვირა
სიმღერა 35
კრების ბიბლიის შესწავლა:
თეოკრატიული მსახურების სკოლა:
ბიბლიის კითხვა: დაბადება 1—5
№ 1: დაბადება 3:1—15
№ 2: რატომ იყო იესო დიდებული მასწავლებელი? (lr თავი 1)
№ 3: რა არ არის ფუჭი? (1 კორ. 15:58)
სამსახურებრივი შეხვედრა:
სიმღერა 98
შენიშვნა: საოლქო კონგრესთან დაკავშირებული ინფორმაციის განხილვა არ უნდა მოხდეს 5 იანვრით დაწყებულ კვირამდე. აღნიშნულ კვირაში კრებებმა (გარდა იმ კრებებისა, რომლებსაც სარაიონო ზედამხედველი ინახულებს) დანიშნულ დროზე ადრე არ უნდა ჩაატარონ სამსახურებრივი შეხვედრა.
5 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
10 წთ.: ისეთივე თვალსაზრისი გქონდეს მსახურებაზე, როგორიც იესოს ჰქონდა. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია წიგნზე „მოდი და გამომყევი“, გვერდები 84—86, აბზაცები 16—21.
20 წთ.: „იეჰოვას მოწმეთა 2009 წლის საოლქო კონგრესი“e. წარმოადგენს კრების მდივანი. სტატიის განხილვამდე წაიკითხე 2008 წლის 15 დეკემბრის წერილი, სადაც აღნიშნულია, თუ სად არის თქვენი კრება მიწვეული. ყურადღება გაამახვილე, რამდენად მნიშვნელოვანია მთელი ამ დროის განმავლობაში სულის ნაყოფის გამოვლენა (გალ. 5:22, 23).
სიმღერა 114
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
d შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
e შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.