26 მარტით დაწყებული კვირის გეგმა
26 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 92 და ლოცვა
□ კრების ბიბლიის შესწავლა:
bt თავი 18 ¶12—18 (25 წთ.)
□ თეოკრატიული მსახურების სკოლა:
ბიბლიის კითხვა: იერემია 12—16 (10 წთ.)
№1: იერემია 13:1—14 (4 წთ. ან ნაკლები)
№2: ვინ უნდა მიიღოს პური და ღვინო უფლის გახსენების საღამოზე? (rs გვ. 113 ¶5 — გვ. 114 ¶1) (5 წთ.)
№3: წელიწადში რამდენჯერ და როდის უნდა აღინიშნოს გახსენების საღამო? (rs გვ. 115 ¶1, 2) (5 წთ.)
□ სამსახურებრივი შეხვედრა:
5 წთ.: განცხადებები. აცნობე კრებას, ჯერ კიდევ რამდენ უბანზეა გასავრცელებელი გახსენების საღამოს მოსაწვევი.
10 წთ.: ნუ დაივიწყებთ სტუმართმოყვარეობას (ებრ. 13:1, 2). მოხსენება. წარმოადგენს უხუცესი. მოიხსენიე, რა ღონისძიებებია დაგეგმილი გახსენების საღამოსთან დაკავშირებით. აუდიტორიას აჩვენეთ, თუ როგორ შეიძლება სტუმართმოყვარეობის გამოვლენა დამსწრეებისა და არააქტიური მაუწყებლების მიმართ. წარმოადგინე ორი მოკლე ინსცენირება. პირველ ინსცენირებაში მაუწყებელი პროგრამის დაწყებამდე გულთბილად ესალმება სტუმარს, რომელსაც კამპანიის დროს მოსაწვევი მისცეს. მეორე ინსცენირებაში იგივე მაუწყებელი პროგრამის შემდეგ უთანხმდება მას, რომ შეხვდნენ ერთმანეთს და ისაუბრონ მისთვის საინტერესო საკითხებზე.
20 წთ.: „საოცარ ქმნილებებში ღვთის დიდება ვლინდება“. კითხვა-პასუხები. პირველ და ბოლო აბზაცებში მოცემული ინფორმაცია გამოიყენე მოკლე შესავლისა და დასკვნის გასაკეთებლად. სთხოვე აუდიტორიას, აღნიშნონ, ფილმის ყურებამ რა სარგებლობა მოუტანა მათ. იმსჯელეთ, როგორ შეიძლება ამ ფილმის გამოყენება მსახურებაში.
სიმღერა 110 და ლოცვა