9 აპრილით დაწყებული კვირის გეგმა
9 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 123 და ლოცვა
□ კრების ბიბლიის შესწავლა:
bt თავი 19 ¶1—5 და ჩარჩოები 149, 150-ე გვერდებზე (25 წთ.)
□ თეოკრატიული მსახურების სკოლა:
ბიბლიის კითხვა: იერემია 22—24 (10 წთ.)
№1: იერემია 23:15—23 (4 წთ. ან ნაკლები)
№2: რატომ არ იქნება ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება მოსაწყენი? (5 წთ.)
№3: ბიბლიური რჩევების გამოყენება განამტკიცებს ქორწინებას (rs გვ. 373 ¶6 — გვ. 374 ¶3) (5 წთ.)
□ სამსახურებრივი შეხვედრა:
5 წთ.: განცხადებები.
15 წთ.: საუკეთესოდ გამოიყენე „2012 წლის წელიწდეული“. შესავლის გასაკეთებლად გამოიყენე „წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან“. შემდეგ სთხოვე აუდიტორიას, მოჰყვნენ გამამხნევებელ შემთხვევებსა თუ ცნობებს „გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენებიდან“. სთხოვე მაუწყებლებს, აღნიშნონ, მსოფლიო სამქადაგებლო ანგარიშიდან რომელმა მონაცემებმა მიიქცია მათი ყურადღება. ბოლოს ყველას მოუწოდე, თავიდან ბოლომდე წაიკითხონ „წელიწდეული“.
15 წთ.: „სამი რჩევა სწავლების უნარის გასაუმჯობესებლად“. კითხვა-პასუხები. მე-2 აბზაცის განხილვისას, წარმოადგინე ინსცენირება, რომელშიც მაუწყებელი მობინადრეს ყურადღებას უმახვილებს წიგნ „რას გვასწავლის ბიბლიის“, მე-3 გვერდის პირველ აბზაცზე. მაუწყებელი კითხულობს იობის 10:15-ს და ერთი-ორი წუთის განმავლობაში უხსნის, თუ ვინ იყო იობი. ამის შემდეგ ჰკითხე აუდიტორიას, რატომ არ იყო ეს სწავლების კარგი მეთოდი, მიუხედავად იმისა, რომ იობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიაწოდა.
სიმღერა 10 და ლოცვა