21 ოქტომბრით დაწყებული კვირის გეგმა
21 ოქტომბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 33 და ლოცვა
□ კრების ბიბლიის შესწავლა:
jr თავი 15 ¶13—20 (30 წთ.)
□ თეოკრატიული მსახურების სკოლა:
ბიბლიის კითხვა: 1 თესალონიკელები 1 — 2 თესალონიკელები 3 (10 წთ.)
№1: 1 თესალონიკელები 2:9—20 (4 წთ. ან ნაკლები)
№2: რის სწავლა შეგვიძლია სოლომონის კარგი და ცუდი საქმეებიდან? (რომ. 15:4) (5 წთ.)
№3: როგორია ბიბლიის თვალსაზრისი სხვადასხვა სარწმუნოების გაერთიანებაზე? (rs გვ. 258 ¶3 — გვ. 259 ¶3) (5 წთ.)
□ სამსახურებრივი შეხვედრა:
15 წთ.: რას ვსწავლობთ? განხილვა. სთხოვე აუდიტორიას, წაიკითხონ მარკოზის 1:40—42, 7:32—35 და ლუკას 8:43—48. იმსჯელე, როგორ გვეხმარება ეს მუხლები მსახურებაში.
15 წთ.: „გამოიყენეთ ჩვენი ვებ-გვერდი, რათა ასწავლოთ შვილებს“. კითხვა-პასუხები. მე-3 აბზაცის განხილვისას ახსენი, სად შეიძლება ჩვენს ვებ-გვერდზე ვნახოთ „მითითება მშობლებისთვის“ და აჩვენე, როგორ შეიძლება იქ მოცემული მითითებების გამოყენება. მე-4 აბზაცის განხილვისას სთხოვე აუდიტორიას, მოჰყვნენ, როგორ იყენებენ ჩვენს ვებ-გვერდს ოჯახური თაყვანისცემის დროს.
სიმღერა 88 და ლოცვა