15 დეკემბრით დაწყებული კვირის გეგმა
15 დეკემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 1 და ლოცვა
კრების ბიბლიის შესწავლა:
cl თავი 17 ¶9—16 (30 წთ.)
თეოკრატიული მსახურების სკოლა:
ბიბლიის კითხვა: იესო ნავეს ძე 6—8 (10 წთ.)
№ 1: იესო ნავეს ძე 8:18—29 (4 წთ. ან ნაკლები)
№ 2: რამ უნდა ცხადყოს, რომ ადამიანს ნამდვილად აქვს წმინდა სული? (rs გვ. 342 ¶3 — გვ. 343 ¶2) (5 წთ.)
№ 3: როგორ ამოვიცნოთ ცრუწინასწარმეტყველები (rs გვ. 399 ¶4 — გვ. 401 ¶1) (5 წთ.)
სამსახურებრივი შეხვედრა:
თვის მუხლი: სხვებსაც გაუზიარე „კარგი განძიდან კარგი“ (მათ. 12:35ა).
15 წთ.: „ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები“. კითხვა-პასუხები. მე-3 აბზაცის განხილვის შემდეგ წარმოადგინე ორნაწილიანი ინსცენირება, სადაც მაუწყებელი და ბიბლიის შემსწავლელი წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია?“ მე-15 თავის მე-8 აბზაცს განიხილავენ. პირველ შემთხვევაში მაუწყებელი ძალიან ბევრს ლაპარაკობს. მეორე შემთხვევაში კი იგი კითხვებს სვამს, რათა გაიგოს შემსწავლელის თვალსაზრისი აღნიშნულ საკითხზე.
15 წთ.: საშუალება, რაც დაგეხმარება, რომ მოემზადო ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად. განხილვა. აუდიტორიის ყურადღება მიმართე ვებ-გვერდზე jw.org განთავსებული განყოფილებისკენ „რას გვასწავლის ბიბლია?“ (ბიბლიური სწავლებები / ახალგაზრდები). იმსჯელე აუდიტორიასთან, როგორ დაგვეხმარება ამ განყოფილებაში მოცემული მასალა, რომ ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები ჩავატაროთ ახალგაზრდებთან თუ უფროსი ასაკის ადამიანებთან. აგრეთვე იმსჯელე, როგორ დაგვეხმარება „სამუშაო ფურცელზე“ მოცემული კითხვები, რომ ჩავწვდეთ შემსწავლელის გულს. განხილვაში ჩართე მონოლოგი, სადაც მაუწყებელი ამ „სამუშაო ფურცლებიდან“ ერთ-ერთს ჩასცქერის, ფიქრობს თავისი შემსწავლელის მდგომარეობაზე და ამზადებს მისთვის კითხვებს. დასასრულ, მოუწოდე მაუწყებლებს, გახდნენ დახელოვნებული მასწავლებლები — ჩასწვდნენ თავიანთი შემსწავლელების გულს და შეძლონ შეძენილი განძიდან ყოველივე კარგი გაუზიარონ მათ (იგავ. 20:5).
სიმღერა 99 და ლოცვა