28 დეკემბრით დაწყებული კვირის გეგმა
28 დეკემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 79 და ლოცვა
კრების ბიბლიის შესწავლა:
ia თავი 5 ¶14—26, ჩარჩო მე-50 გვერდზე (30 წთ.)
თეოკრატიული მსახურების სკოლა:
ბიბლიის კითხვა: 2 მატიანე 25—28 (8 წთ.)
თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება (20 წთ.)
სამსახურებრივი შეხვედრა:
თვის მუხლი: „ღვთის სამეფოში შესასვლელად მრავალი გასაჭირის გადატანა მოგვიწევს“ (საქ. 14:22).
15 წთ.: ილოცე ძმებისთვის. განხილვა. დასაწყისშივე წააკითხე აუდიტორიას საქმეების 12:1—11 მუხლები. განიხილე მთავარი აზრები წიგნიდან „საფუძვლიანად დაამოწმეთ“, გვერდები 77—80, აბზაცები 5—12. შემდეგ მოიხსენიე ჩვენს ვებ-გვერდზე jw.org განყოფილებაში, „ახალი ამბები“, განთავსებული უკანასკნელი ცნობები. ყველას მოუწოდე, რომ ილოცონ მსოფლიოს საძმოს იმ წევრებისთვის, რომლებიც სხვადასხვა სახის განსაცდელს ხვდებიან და, თუ შესაძლებელია, თავიანთ ლოცვებში ეს და-ძმები სახელებით მოიხსენიონ (2 კორ. 1:11; 1 ტიმ. 2:1, 2).
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
სიმღერა 124 და ლოცვა