საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb25 სექტემბერი გვ. 14-15
  • 20–26 ოქტომბერი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 20–26 ოქტომბერი
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება – შეხვედრის პროგრამა – 2025
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება – შეხვედრის პროგრამა – 2025
mwb25 სექტემბერი გვ. 14-15

20–26 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ

ᲔᲙᲚᲔᲡᲘᲐᲡᲢᲔ 9, 10

სიმღერა 30 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. არ დაკარგოთ სწორი ხედვა განსაცდელების დროს

(10 წთ.)

თუ განსაცდელებს ვხვდებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვას კეთილგანწყობა დავკარგეთ (ეკლ. 9:11; w13 8/15 14 ¶20, 21).

ვიცით, რომ სატანის ქვეყნიერებაში სავსებით მოსალოდნელია, უსამართლობას შევხვდეთ (ეკლ. 10:7; w19.09 5 ¶10).

მაშინაც კი, თუ განსაცდელებს ვხვდებით, დრო უნდა გამოვყოთ, რომ დავტკბეთ იმით, რაც იეჰოვამ გვიბოძა (ეკლ. 9:7, 10; w11 10/15 8 ¶1, 2).

ქალი ნავმისადგომზე დგას და ზეცისკენ იყურება.

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • ეკლ. 10:12–14 – რა გაფრთხილებას ვხვდებით ამ ბიბლიურ მუხლებში ჭორაობასთან დაკავშირებით? (it „ჭორაობა, ცილისწამება“ ¶5, 10)

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

(4 წთ.) ეკლ. 10:1–20 (th გაკვეთილი 11)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. წამოიწყე საუბარი მასთან, ვისაც ატყობ, რომ მოწყენილია (lmd გაკვეთილი 3, პუნქტი 4).

5. საუბრის წამოწყება

(4 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. მასთან საუბრის დროს, ვინც არსებული ეკონომიკური მდგომარეობითაა შეშფოთებული, გამოიყენე რომელიმე თემა ბროშურის „გიყვარდეთ ადამიანები“ დანართიდან „ბიბლიური თემები მსჯელობისთვის“ (lmd გაკვეთილი 4, პუნქტი 4).

6. მოწაფეების მომზადება

(5 წთ.) lff მე-17 გაკვეთილის შეჯამება, გასამეორებელი კითხვები და დავალება (lmd გაკვეთილი 12, პუნქტი 3)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 47

7. იეჰოვა განსაცდელების დროს მხარში ამოგიდგებათ

(15 წთ.) განხილვა.

სხვადასხვა სირთულეს ყოველდღიურად ვხვდებით. თუმცა ზოგჯერ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ სრულიად მოულოდნელად ძალიან მძიმე განსაცდელი დაგვატყდეს თავს. ამან შეიძლება ემოციურად, ფიზიკურად და სულიერად გამოგვფიტოს. შეუძლია ვინმეს ასეთ დროს დახმარების ხელი გამოგვიწოდოს?

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად სერიოზულ პრობლემებს ვხვდებით, იეჰოვა ყოველთვის მზადაა, მხარში ამოგვიდგეს (ფსალმ. 62:2). თუმცა იეჰოვა რომ დაგვეხმაროს, ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გვქონდეს საკუთარი თავისგან (იგავ. 11:2). მაგალითად, თუ საყვარელი ადამიანი გამოგვეცალა ხელიდან ან ჩვენს ცხოვრებაში სხვა ტრაგედია დატრიალდა, დროა საჭირო, სანამ გლოვის დღეები გადაივლის და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით. ამ დროს არც გადაწყვეტილებების მიღება უნდა ვიჩქაროთ. ისიც დამხმარე იქნება, თუ ჩვენ და ჩვენი ოჯახის წევრები დასვენებას და ემოციური თუ ფიზიკური ძალების აღდგენას საკმარის დროს გამოვუყოფთ (ეკლ. 4:6).

იეჰოვა ჩვენ გასამხნევებლად და-ძმებს იყენებს. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ ვითხოვოთ დახმარება, ან თუ თავად შემოგვთავაზებენ, უარი არ ვთქვათ ამაზე. გახსოვდეთ, მათ ძალიან უყვარხართ და სიამოვნებთ, როდესაც მხარში გიდგანან.

წაიკითხეთ 2 კორინთელების 4:7–9. კითხვა აუდიტორიისთვის:

  • რატომ უნდა ვეცადოთ, არ ჩამოვრჩეთ სულიერ განრიგს მაშინაც კი, თუ ამის გაკეთება ძალიან გვერთულება?

კადრი ვიდეოდან „იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან“. გარი და ბეთ სეპტერები შვილს გლოვობენ.

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან“. შემდეგ ჰკითხე:

  • როგორ დაეხმარა იეჰოვა გარი და ბეთ სეპტერებს?

  • როგორ გამოავლინეს თანაქრისტიანებმა მათდამი მზრუნველობა?

  • კიდევ რისი სწავლა შეგვიძლია მათი შემთხვევიდან?

8. კრების ბიბლიის შესწავლა

(30 წთ.) lfb მოთხრობა 28, მე-6 ნაწილის შესავალი და მოთხრობა 29

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 28 და ლოცვა

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება