საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb25 სექტემბერი გვ. 12-13
  • 13–19 ოქტომბერი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 13–19 ოქტომბერი
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება – შეხვედრის პროგრამა – 2025
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება – შეხვედრის პროგრამა – 2025
mwb25 სექტემბერი გვ. 12-13

13–19 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ

ᲔᲙᲚᲔᲡᲘᲐᲡᲢᲔ 7, 8

სიმღერა 39 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. „ნადიმზე წასვლას მგლოვიარეთა სახლში წასვლა სჯობია“

(10 წთ.)

გამოყავით დრო მგლოვიარეთა სანუგეშებლად (ეკლ. 7:2; it „გლოვა“ ¶10).

მგლოვიარისთვის შესაძლოა მანუგეშებელი იყოს იმაზე საუბარი, რის გამო აფასებდით გარდაცვლილს (ეკლ. 7:1; w19.06 23 ¶15).

კარგი იქნება, თუ მგლოვიარესთან ერთად ილოცებთ (w17.07 16 ¶16).

ცოლ-ქმარი ერთ ძმას სტუმრობს, რომელსაც ცოლი დაეღუპა. ისინი მის მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აჩვენებენ და სასიამოვნო ამბებს იხსენებენ.

ᲒᲐᲮᲡᲝᲕᲓᲔᲗ: მგლოვიარეებს თანაქრისტიანების მხარდაჭერა მას შემდეგაც სჭირდებათ, რაც გლოვის დღეები გადაივლის (w17.07 16 ¶17–19).

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • ეკლ. 7:20–22 – როგორ გვეხმარება ეს მუხლები, განვსაზღვროთ, ღირს თუ არა მასთან საუბარი, ვინც გვაწყენინა? (w23.03 31 ¶18)

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

(4 წთ.) ეკლ. 8:1–13 (th გაკვეთილი 10)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(2 წთ.) ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. გაიგე, რა საკითხი აინტერესებს მოსაუბრეს. შეუთანხმდი, რომ სხვა დროს გააგრძელებ მასთან საუბარს (lmd გაკვეთილი 2, პუნქტი 4).

5. საუბრის წამოწყება

(2 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. (lmd გაკვეთილი 2, პუნქტი 3)

6. ინტერესის გაღვივება

(2 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. ყურადღება გაუმახვილე ვებსაიტზე jw.org და აჩვენე რამე ამ ვებსაიტიდან (lmd გაკვეთილი 9, პუნქტი 4).

7. საკუთარ მრწამსზე მსჯელობა

(5 წთ.) ინსცენირება. ijwfq სტატია 50 – თემა: რა თვალსაზრისი აქვთ იეჰოვას მოწმეებს სამგლოვიარო წეს-Ჩვეულებებზე? (th გაკვეთილი 17)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 151

8. მტკიცედ გწამდეთ, რომ მკვდრეთით აღდგომა იქნება

(15 წთ.) განხილვა.

კადრი ვიდეოდან „მიჰბაძეთ ძლიერი რწმენის მქონე ქალებს! – მართა“. მართა და მარიამი მკვდრეთით აღმდგარი ლაზარესკენ ბედნიერები გარბიან.

იეჰოვამ გასაოცარი იმედი გვიბოძა. ის, რომ მკვდრეთით აღდგომა იქნება, იეჰოვას ძალაში, სიბრძნესა და გულმოწყალებაში გვარწმუნებს და იმასაც გვანახვებს, რამდენად ვუყვარვართ თითოეული ჩვენგანი (იოან. 3:16).

იმის მტკიცე რწმენა, რომ მკვდრეთით აღდგომა იქნება, გვეხმარება, ჩვენს პრობლემებზე ზედმეტად არ ვიწუხოთ და მზერა მომავლისკენ მივაპყროთ (2 კორ. 4:16–18). ამაზე ფიქრი, გარკვეულწილად, შინაგან სიმშვიდესა და ნუგეშსაც გვგვრის, როდესაც დევნებს ვხვდებით, ჯანმრთელობის პრობლემები გვექმნება ან საყვარელი ადამიანი გვეღუპება (1 თეს. 4:13). ამ იმედის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, შეგვეგრძნო, რა არის ნამდვილი ბედნიერება (1 კორ. 15:19). ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ განვიმტკიცოთ მკვდრეთით აღდგომის იმედი.

წაიკითხეთ იოანეს 11:21–24. კითხვა აუდიტორიისთვის:

  • საიდან გამოჩნდა, რომ მართას მკვდრეთით აღდგომის მტკიცე იმედი ჰქონდა?

  • როგორ დაჯილდოვდა მისი რწმენა? (იოან. 11:38–44)

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „მიჰბაძეთ ძლიერი რწმენის მქონე ქალებს! – მართა“. შემდეგ ჰკითხე:

  • თქვენთვის რატომ არის განსაკუთრებული მკვდრეთით აღდგომის იმედი?

  • როგორ განვიმტკიცოთ ეს იმედი?

9. კრების ბიბლიის შესწავლა

(30 წთ.) lfb მოთხრობა 26, 27

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 124 და ლოცვა

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება