ᲘᲓᲔᲔᲑᲘ ᲙᲕᲚᲔᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡ
გააცოცხლეთ ბიბლიური ისტორიები
ბიბლიაში არაერთი ისტორიაა ჩაწერილი, რომლებიც მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის. თუ ამ ისტორიებს გონებაში გავაცოცხლებთ, უკეთესადაც გავიაზრებთ და საკუთარ თავსაც ადვილად დავუკავშირებთ. ამაში ქვემოთ მოცემული რჩევები დაგვეხმარება.
წაიკითხეთ ხმამაღლა. ხმამაღლა წაკითხვა დაგეხმარებათ, უკეთ წარმოიდგინოთ ბიბლიური მონაკვეთი. თუ ოჯახთან ერთად კითხულობთ ბიბლიას, შეგიძლიათ სხვადასხვა პერსონაჟის როლი მოირგოთ, რაც კიდევ უფრო რეალურს გახდის წაკითხულს.
ჩართეთ წარმოსახვის უნარი. შეეცადეთ, ბიბლიური პერსონაჟის ადგილას წარმოიდგინოთ თავი. ამას შემდეგი კითხვები გაგიადვილებთ: რატომ მოიქცა ასე ან რატომ თქვა ასეთი რამ? მე რას ვიფიქრებდი ან ვიგრძნობდი მის ადგილას?
გააკეთეთ ჩანახატი. ამა თუ იმ სცენის ნახატით გაცოცხლება დაგეხმარებათ, უკეთ აღიქვათ და დაიმახსოვროთ წაკითხული. ამისთვის სულაც არაა საჭირო, რომ ხატვის ნიჭით გამოირჩეოდეთ.