საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwyp სტატია 99
  • როგორ გავიწაფო სინდისი?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ გავიწაფო სინდისი?
  • ახალგაზრდების შეკითხვები
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რა არის სინდისი?
  • რატომ სჭირდება სინდისს გაწაფვა?
  • როგორ შეგიძლია სინდისის გაწაფვა?
  • როგორ შეგიძლია შეინარჩუნო სუფთა სინდისი?
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
  • კარგად არის განსწავლული თქვენი სინდისი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • სინდისი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სანდო მრჩეველია თქვენი სინდისი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
იხილეთ მეტი
ახალგაზრდების შეკითხვები
ijwyp სტატია 99
მოზარდი არჩევანის წინაშე დგას. ისრები სწორ და არასწორ არჩევანზე მიუთითებს

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ გავიწაფო სინდისი?

რას ან ვის შეიძლება შევადაროთ სინდისი?

  • კომპასს

  • სარკეს

  • მეგობარს

  • მოსამართლეს

ოთხივე პასუხი სწორია. ამ სტატიიდან გავიგებთ, რატომ შეგვიძლია ამის თქმა.

  • რა არის სინდისი?

  • რატომ სჭირდება სინდისს გაწაფვა?

  • როგორ შეგიძლია ამის გაკეთება?

  • რას ამბობენ შენი თანატოლები

რა არის სინდისი?

სინდისი არის საკუთარი საქციელის ავკარგიანობის შეფასების თანდაყოლილი უნარი. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, სინდისი არის „კანონის არსი“, რომელიც ადამიანებს „გულებში უწერიათ“ (რომაელები 2:15). გაწაფული სინდისი გვეხმარება, შევაფასოთ საკუთარი საქციელი ან წინასწარ განვსაზღვროთ, რამდენად გონივრული იქნება ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება.

  • სინდისი კომპასივითაა. ის სწორ მიმართულებას გიჩვენებს და თავიდან გარიდებს ზედმეტ პრობლემებს.

  • სინდისი სარკესავითაა. ის განახვებს, როგორია შენი ზნეობრივი ფასეულობები და როგორი ადამიანი ხარ.

  • სინდისი მეგობარივითაა. მას შეუძლია რჩევა მოგცეს და წარმატების მიღწევაში დაგეხმაროს, თუ რა თქმა უნდა მოუსმენ მის ხმას.

  • სინდისი მოსამართლესავითაა. ის მსჯავრს გდებს ცუდი საქციელის გამო.

მოზარდი ფიქრობს, რომელი ვიდეოთამაში იყიდოს

სუფთა სინდისი ბრძნული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება

გახსოვდეს: გაწაფული სინდისი დაგეხმარება, 1) სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და 2) შეცდომები გამოასწორო.

რატომ სჭირდება სინდისს გაწაფვა?

ბიბლია მოგვიწოდებს: „სუფთა სინდისი გქონდეთ“ (1 პეტრე 3:16). სწორედ ამიტომ გვჭირდება სინდისის გაწაფვა.

„ჩემს მშობლებს ვუმალავდი, სად დავდიოდი და რას ვაკეთებდი. თავიდან სინდისი მქენჯნიდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს საერთოდ აღარ მადარდებდა“ (ჯენიფერი).

რაღაც დროის შემდეგ ჯენიფერი სინდისმა შეაწუხა და მშობლებს სიმართლე უთხრა; მას შემდეგ აღარ მოუტყუებია ისინი.

დაფიქრდი: უკეთესი არ იქნებოდა, ჯენიფერი უფრო ადრე მოგებულიყო გონს?

„ორმაგი ცხოვრება საკმაოდ სტრესულია. თუ ერთხელ დაგრთავს სინდისი არასწორი გადაწყვეტილების მიღების უფლებას, სხვა დროსაც ადვილად წახვალ დათმობაზე“ (მეთიუ).

ზოგი არ უსმენს სინდისის ხმას. ბიბლია ასეთებზე ამბობს, რომ „ყველანაირად ზნედაცემულნი“ არიან (ეფესოელები 4:19). ბიბლიის ერთ-ერთ თარგმანში ეს მუხლი ასეა გადათარგმნილი: „ყველანაირი სირცხვილის გრძნობა აქვთ დაკარგული“.

დაფიქრდი: ისინი უფრო ბედნიერები არიან, ვისაც არასდროს ქენჯნის სინდისი თუ ისინი, ვინც უსმენს სინდისის ხმას? რა პრობლემები შეექმნებათ ადრე თუ გვიან მათ, ვინც არ უსმენს სინდისის ხმას?

გახსოვდეს: სუფთა სინდისი რომ გქონდეს, „აღქმის უნარი“ უნდა გაიწაფო, რაც კარგისა და ცუდის გარჩევაში დაგეხმარება (ებრაელები 5:14).

როგორ შეგიძლია სინდისის გაწაფვა?

სინდისი რომ გაიწაფო, შენი საქციელი გარკვეულ სტანდარტებს უნდა შეუსაბამო. ამ საკითხში ზოგისთვის მთავარი კრიტერიუმია ...

  • ოჯახი და კულტურა

  • თანატოლების აზრი

  • პოპულარული ადამიანები

თუმცა საუკეთესო სტანდარტებს ბიბლია გვიდგენს. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ბიბლიის ავტორი ჩვენი შემოქმედია, რომელმაც კარგად იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო (2 ტიმოთე 3:16).

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

ბიბლიური პრინციპი: „გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18).

  • როგორ დაგეხმარება ამ პრინციპით გაწაფული სინდისი, არ გადაიწერო დავალება, არ მოატყუო მშობლები ან არ იქურდო?

  • რატომ იქნება შენთვისვე კარგი, თუ სინდისი ყოველთვის პატიოსანი საქციელისკენ გიბიძგებს?

ბიბლიური პრინციპი: „გაექეცით სიძვას“ (1 კორინთელები 6:18).

  • როგორ დაგეხმარება ამ პრინციპით გაწაფული სინდისი, არ უყურო პორნოგრაფიას და უარი თქვა ქორწინებამდელ სექსზე?

  • რატომ იქნება შენთვისვე კარგი, თუ სინდისი არ დაგრთავს უზნეობის ჩადენის ნებას?

ბიბლიური პრინციპი: „კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (ეფესოელები 4:32).

  • როგორ დაგეხმარება ამ პრინციპით გაწაფული სინდისი, თუ დედმამიშვილებთან ან მეგობრებთან უთანხმოება მოგივა?

  • რატომ იქნება შენთვისვე კარგი, თუ სინდისი მიმტევებლობისა და თანაგრძნობისკენ გიბიძგებს?

ბიბლიური პრინციპი: იეჰოვას „ძალადობის მოყვარული სძულს“ (ფსალმუნი 11:5).

  • როგორ დაგეხმარება ამ პრინციპით გაწაფული სინდისი, გონივრულად შეარჩიო ფილმები, ტელეგადაცემები და ვიდეოთამაშები?

  • რატომ იქნება შენთვისვე კარგი, თუ უარს იტყვი ძალადობრივ გართობაზე?

რეალური ამბავი: „მეგობრებთან ერთად ძალადობრივი ვიდეოთამაშებით ვერთობოდი. მამამ რომ გაიგო, ამიკრძალა ეს თამაშები, თუმცა მაინც ვთამაშობდი ხოლმე, როცა მეგობრებთან მივდიოდი. მშობლებმა არაფერი იცოდნენ. მამას ვეუბნებოდი ხოლმე, რომ ყველაფერი რიგზე იყო. ერთ დღესაც ფსალმუნის 11:5 წავიკითხე და სინდისმა შემაწუხა. მივხვდი, რომ უნდა შემეწყვიტა ასეთი ვიდეოთამაშებით გართობა. ასეც მოვიქეცი. ჩემი შემხედვარე, ერთმა ჩემმა მეგობარმაც დაანება ასეთ თამაშებს თავი“ (ჯერემი).

დაფიქრდი: როდის შეაწუხა ჯერემი სინდისმა და როდის მოუსმინა მის ხმას? რას სწავლობ მისი შემთხვევიდან?

გახსოვდეს: სინდისი ბევრს ამბობს იმაზე, თუ როგორია ადამიანი და რა ფასეულობები აქვს. შენი სინდისი რაზე მეტყველებს?

რას ამბობენ შენი თანატოლები

ალექსისი

„შეიძლება სინდისი სწორისა და არასწორის გარჩევაში გეხმარება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის სწორ არჩევანს გააკეთებ. გამართული კომპასი სწორ მიმართულებას გიჩვენებს, თუმცა შენზეა დამოკიდებული, მიჰყვები თუ არა მას“ (ალექსისი).

ლაიონელი

„სინდისი ღობეს კი არ ჰგავს, რომელიც გზღუდავს, არამედ გზას, რომელსაც უნდა მიჰყვე. ამ გზაზე განთავსებული საგზაო ნიშნები ანუ ზნეობრივი ნორმები ხიფათს გარიდებს თავიდან“ (ლაიონელი).

იზაბელა

„ვისწავლე, სხვისი სინდისით არ მივიღო გადაწყვეტილებები. როცა გაწაფული სინდისი რაღაცისკენ მიბიძგებს, არ უნდა წავუყრუო მის ხმას და არ უნდა შევცვალო ჩემი ნორმები მხოლოდ იმიტომ, რომ სხვას მოვერგო“ (იზაბელა).

შეჯამება: როგორ გავიწაფო სინდისი?

  • გახსოვდეს, რომ საუკეთესო სტანდარტებს ბიბლია ადგენს. ბიბლიის ავტორი ჩვენი შემოქმედია, რომელმაც კარგად იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო.

  • ბიბლიური პრინციპებით გაიწაფე სინდისი. რა მხრივ გჭირდება გაუმჯობესება, რომ შენი აზროვნება ღვთის აზროვნებას შეუსაბამო?

  • იცხოვრე ბიბლიური ნორმებით. გადაწყვეტილების მიღებისას ბიბლიური ნორმებით იხელმძღვანელე.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება