საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwbq სტატია 144
  • რას ამბობს ბიბლია კრემაციაზე?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რას ამბობს ბიბლია კრემაციაზე?
  • პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლიის თვალსაზრისი
  • მცდარი შეხედულებები კრემაციაზე
  • მისაღებია კრემაცია?
    გამოიღვიძეთ! — 2009
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2014
  • სარჩევი
    გამოიღვიძეთ! — 2009
  • დამარხვა, დასამარხი ადგილი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
ijwbq სტატია 144
გარდაცვლილის სურათის გვერდით დევს ფერფლის ყუთი

რას ამბობს ბიბლია კრემაციაზე?

ბიბლიის თვალსაზრისი

ბიბლია კრემაციასთან დაკავშირებით კონკრეტულ მითითებებს არ იძლევა. მასში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, ცხედარი უნდა დაიმარხოს, თუ უნდა დაიწვას.

ბიბლიაში მოთხრობილია შემთხვევები, როცა ღვთის ერთგული მსახურები მარხავდნენ თავიანთ მიცვალებულებს. მაგალითად, აბრაამმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავისი ცოლისთვის, სარასთვის, უსაფრთხო დასამარხი ადგილი მოეძებნა (დაბადება 23: 2—20; 49:29—32).

ბიბლიაში აგრეთვე მოხსენიებულია შემთხვევები, როცა ღვთის ერთგულ მსახურთა ცხედრები თუ ნეშტები დაწვეს. მაგალითად, როდესაც მეფე საული და მისი სამი ვაჟი ბრძოლაში დაიხოცნენ, მათ გვამებს მტრები უპატივცემულოდ მოექცნენ. როდესაც ისრაელის ერთგულმა მებრძოლებმა ამ შეურაცხმყოფელი საქციელის შესახებ შეიტყვეს, წამოიღეს საულისა და მისი ვაჟების გვამები, დაწვეს და დამარხეს (1 სამუელი 31:8—13). ბიბლიიდან ჩანს, რომ ისრაელთა მხრიდან ამგვარი ქმედებები მისაღები იყო (2 სამუელი 2:4—6).

მცდარი შეხედულებები კრემაციაზე

მცდარი შეხედულება: კრემაციით მიცვალებულისადმი უპატივცემულობას გამოხატავენ.

სინამდვილე: ბიბლია ამბობს, რომ ადამიანი სიკვდილის შემდეგ მტვერს უბრუნდება. ეს ის არის, რაც ბუნებრივად ხდება გვამის გახრწნის შედეგად (დაბადება 3:19). უბრალოდ, კრემაცია აჩქარებს გვამის ფერფლად, ანუ მტვრად ქცევის პროცესს.

მცდარი შეხედულება: ბიბლიურ დროში მხოლოდ იმ ადამიანთა გვამებს წვავდნენ, რომელთაც ღმერთი არ იწონებდა.

სინამდვილე: ზოგიერთი ორგული ადამიანის, მაგალითად, აქანის და მისი ოჯახის წევრების გვამები, დაწვეს (იესო ნავეს ძე 7:25). თუმცა ეს გამონაკლისი იყო, და არა კანონი (კანონი 21:22, 23). როგორც უკვე აღინიშნა, ღვთის ზოგი ერთგული მსახურის ცხედარიც კი დაწვეს. მაგალითად, საულის ვაჟის, იონათანის ცხედარი.

მცდარი შეხედულება: ღმერთი ვერ აღადგენს ადამიანს კრემაციის შემდეგ.

სინამდვილე: მკვდრების გაცოცხლებაში ღმერთს ხელს ვერაფერი შეუშლის. მნიშვნელობა არ აქვს, გარდაცვლილის სხეული დაიმარხა, დაიწვა, ზღვაში დაიკარგა, თუ მხეცებმა შეჭამეს (გამოცხადება 20:13). ყოვლისშემძლე შემოქმედს ადვილად შეუძლია, გარდაცვლილებს ახალი სხეულები მისცეს (1 კორინთელები 15:35, 38).

კრემაცია თუ დამარხვა — როგორ მივიღოთ გადაწყვეტილება?

გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრდით შემდეგ საკითხებზე:

  • რა იყო გარდაცვლილის სურვილი. ბიბლიაში ჩაწერილია შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრები პატივისცემით მოეკიდნენ გარდაცვლილის სურვილს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოპყრობოდნენ მის სხეულს სიკვდილის შემდეგ (დაბადება 50:4, 5; გამოსვლა 13:19).

  • ადგილობრივი წეს-ჩვეულებები. ეს ხშირად ახდენს გავლენას იმაზე, თუ როგორ მოეპყრონ ადამიანის სხეულს სიკვდილის შემდეგ (იოანე 19:40). მაგალითად, ბიბლიურ დროში ადგილობრივი წეს-ჩვეულებების თანახმად, გარდაცვლილებს მარხავდნენ (დაბადება 49:31; 1 სამუელი 28:3). მსგავსად ამისა, მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავითვალისწინოთ ადგილობრივი ტრადიციები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებს.

  • სამართლებრივი ნორმები. ბიბლია ხელისუფლებისადმი მორჩილებისკენ მოგვიწოდებს (რომაელები 13:1). ზოგიერთ ქვეყანაში ხელისუფლება იღებს კანონებს მიცვალებულის სხეულთან დაკავშირებით. მაგალითად, კრემაციის შემთხვევაში ზოგიერთ ქვეყანაში შეზღუდვებია დაწესებული იმასთან დაკავშირებით, თუ სად უნდა მოთავსდეს გარდაცვლილი ადამიანის ფერფლი.

  • რას იფიქრებენ სხვები. წმინდა წერილები მოგვიწოდებს, რომ სხვების კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ (ფილიპელები 2:4). მანამ, სანამ გადაწყვეტთ, როგორ მოეპყროთ გარდაცვლილის სხეულს, ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას ფიქრობენ ოჯახის დანარჩენი წევრები მიცვალებულის კრემაციაზე ან დამარხვაზე? როგორია ადგილობრივი საზოგადოების თვალსაზრისი ამ საკითხზე?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება