საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g97 ოქტომბერი გვ. 29-31
  • ოქტ.—დეკ. მედღეხვალიეობა — დროის ქურდი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ოქტ.—დეკ. მედღეხვალიეობა — დროის ქურდი
  • გამოიღვიძეთ! — 1997
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • არის თუ არა ეს მედღეხვალიეობა?
  • ქურდის დაჭერა
  • იფიქრე შედეგებზე
  • როგორ მოვიქცე?
  • როგორ გადავეჩვიო საქმის ბოლო წუთამდე გადადებას?
    ახალგაზრდების შეკითხვები
  • ნუ გადადებთ სამომავლოდ მნიშვნელოვან საქმეს!
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2022
  • როგორ ვმართო დრო?
    ახალგაზრდების შეკითხვები
  • მას ვერ შეაჩერებთ ამიტომ გონივრულად გამოიყენეთ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1997
g97 ოქტომბერი გვ. 29-31

მედღეხვალიეობა — დროის ქურდი

„მედღეხვალიეობა დროის ქურდობაა“ (ედუარდ იანგი, 1742 წ).

შეჩერდი! ნუ გადადებ ამ სტატიას გვერდზე! მშვენივრად იცი, რაც მოხდება. დადებ ამ ჟურნალს და იტყვი: „ეს ძალიან საინტერესო სათაურია, მაგრამ ახლა ამის წასაკითხად დრო არა მაქვს. მოგვიანებით წავიკითხავ“. მაგრამ სტატიის წაკითხვის დრო შეიძლება აღარც დადგეს.

ნუ გადადებ ხვალისთვის მედღეხვალიეობის შესახებ სტატიის კითხვას! დაინიშნე დრო, თუ რამდენ წუთს მოანდომებ ამ სტატიის წაკითხვას. ალბათ, ამ სტატიას ხუთ წუთშიც ჩაიკითხავ. თუ ამ სტატიას წაიკითხავ, მთელი ჟურნალის 10 პროცენტი უკვე წაკითხული გექნება! დახედე საათს და დაინიშნე დრო. (შენ უკვე 5 პროცენტის წაკითხვა მოასწარი!).

არის თუ არა ეს მედღეხვალიეობა?

თუ მომავლისთვის გადადებ იმას, რაც ახლა შეგეძლო გაგეკეთებინა ე. ი. მედღეხვალიე ხარ. სხვა სიტყვებით, სახვალიოდ დებ იმას, რაც ახლა, დღეს, უნდა გეკეთებინა. მედღეხვალიე სხვა დროისთვის დებს იმას, რის გაკეთებაც აუცილებელი იყო დღეს.

ზედამხედველი ხელქვეითს ანგარიშს სთხოვს; მშობლები მოითხოვენ შვილებისგან, წესრიგში ჰქონდეთ ოთახი; ქალი მეუღლეს ონკანის შეკეთებას სთხოვს. ხშირად შემდეგი სიტყვებით იმართლებენ თავს, როცა დავალების შესასრულებლად დრო ვერ გამოყვეს და ძალისხმევაც არ მოახმარეს: „ძალიან დაკავებული ვიყავი“ ან „დამავიწყდა“, ან კიდევ „დრო არ მქონდა“. სინამდვილეში კი, უმეტესობას არ უყვარს ანგარიშის წარმოება, ოთახის დალაგება ან ონკანის შეკეთება, რადგან გართობა უფრო სიამოვნებს. ასე რომ, საქმეს ხვალისთვის ვდებთ.

მაგრამ იცი თუ არა, რომ ზოგჯერ, თუ რაღაცის კეთებას გადადებ არ იქნები მედღეხვალიე? ერთი საქმოსანი ქალი, როდესაც ღებულობს ისეთ მოთხოვნებს, რომ არ იცის, როგორ მოიქცეს, ათავსებს საქაღალდეში წარწერით „დროებით შეჩერებული“ და დებს საწერ მაგიდაზე. რამდენიმე კვირის შემდეგ თვალს ავლებს ისევ იმ საკითხებს და ხედავს, რომ ნახევარზე მეტი არავითარი ზომების მიღებას არ საჭიროებს. ისინი თავისთავად მოგვარდა ან მეტად აღარ არის საჭირო. ასე რომ, იმ შემთხვევაში, თუ არ იცი როგორ მოიქცე, შეეცადე განსაზღვრო, რა მოხდება, თუ გადადებულს ვერასოდეს გააკეთებ. როგორი იქნება შედეგი თუ არ გააკეთებ, უკეთესი თუ უარესი?

თუ შეგვიძლია და აუცილებელიც არის საქმის ახლა გაკეთება და მისი გადადება უფრო მეტ პრობლემებს გამოიწვევს შემდგომში, მაშინ საქმის გადადება მედღეხვალიეობა გამოვა. მაგალითად, ჭურჭლის გარეცხვას თუ გადადებ, შემდეგ მისი გარეცხვა და გახეხვა უფრო გაგიჭირდება. მანქანის მოვლის გადადება შემდეგ ძვირადღირებულ შეკეთებად ჯდება. გადასახადის გადახდის დაგვიანება შეიძლება მოგვიანებით უფრო ძვირად ან მომსახურების დაკარგვის ფასადაც დაგიჯდეს. ერთმა ქალმა გამოითვალა, რომ ავტომობილზე ვადაგასული ჯარიმების, დაგვიანებულად ჩაბარებული ვიდეოკასეტებისა და წიგნებისთვის გადასახადი 46 დოლარს შეადგენდა! და ეს მხოლოდ ერთი თვის გადასახადია!

ქურდის დაჭერა

შეეცადე გაიგო, რატომ აყოვნებ საქმეს. გადახედე შემდეგ მიზეზებს და დაფიქრდი, რომელი შეესაბამება შენს მდგომარეობას, რომ დაგეგმილი ვერ დაიწყე ან დაწყებული ბოლომდე ვერ მიიყვანე:

ჩვევა:

თუ ბოლო წუთამდე დავიცდი, მეტი ენთუზიაზმით დავამთავრებ.

მომწონს, როდესაც ვღელავ და ბოლო წუთებში ვაკეთებ.

ველი, როდის შემახსენებს უფროსი ერთი-ორჯერ, შემდეგ კი ვიცი, რომ მას ნამდვილად სურს, გავაკეთო.

იმდენი საქმე მაქვს, რომ მხოლოდ უკიდურესად აუცილებელს ვაქცევ ყურადღებას.

განწყობილება:

ამ დავალების შესრულების არავითარი სურვილი და სტიმული არა მაქვს.

როდესაც შემიძლია და ხასიათზე ვარ, მაშინ ვაკეთებ.

რაღაც სხვა რამის გაკეთება მინდა.

არა მაქვს საკმარისი თვითდისციპლინა.

შიში:

დარწმუნებული არა ვარ, რომ შევძლებ გაკეთებას.

დრო არა მაქვს ამის გასაკეთებლად.

ეს ჩემთვის ძალიან ბევრია. დახმარება მჭირდება.

რა მოხდება, რომ ვერ მოვახერხო ან ვერ დავამთავრო?

მასალის ნახვა მჭირდება, რომ დავამთავრო დავალებული.

მეშინია, რომ გამაკრიტიკებენ და უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდები.

სხვადასხვა პიროვნება მეორე დღისთვის საქმეს სხვადასხვა ფაზაში დებს. ზოგი დასაწყისში, რადგან ფიქრობს, რომ საქმე ძალიან ბევრია. სხვები იწყებენ, მაგრამ შუა გზაზე ტოვებენ, ენთუზიაზმი უნელდებათ და სხვა დროისთვის დებენ მის დამთავრებას. სხვები კი სწორედ დამთავრების წინ იღებენ ახალ საქმეებს და პირველს დაუმთავრებელს ტოვებენ. (სხვათა შორის, შესანიშნავადაა შენი საქმე. სტატიის ნახევარი უკვე წაიკითხე).

მიზეზები, თუ რატომ ვერ დაიწყე ან დაწყებული ბოლომდე ვერ მიიყვანე, შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად. ნილ ფიოურეი ერთ-ერთ წიგნში წერდა: „მედღეხვალიეობას საფუძვლად ედება სამი ძირითადი პრობლემა: ფიქრი, რომ ექსპლუატაციას გიწევენ, გრძნობა, რომ სამუშაოთი გადატვირთული ხარ და შიში, რომ წარმატებებს ვერ მიაღწევ“ (The Now Habit). რაც არ უნდა იყოს მიზეზი, თუ ამოიცნობ მას, გამოსავლის პოვნა უფრო გაგიადვილდება.

თუ ვერ ხვდები, რატომ დებ მომავლისთვის საქმეს, შეადგინე მთელი კვირის სამუშაო გეგმა ნახევარ-ნახევარი საათის ინტერვალებით. დააკვირდი, რაში გეხარჯება დრო. გეგმა ნამდვილად დაგვანახებს, თუ რამდენ დროს ვუთმობთ შედარებით უმნიშვნელო საქმეებს მნიშვნელოვანი დავალებების შესრულების შუალედებში. მაგრამ შემდეგ?

იფიქრე შედეგებზე

როდესაც გგონია, რომ რაღაც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გაკეთდება, შემდგომში მომაბეზრებლად მიგაჩნია. და, როდესაც ვადა იწურება, თავს დაძაბულად და აღელვებულად გრძნობ. და, როდესაც ეს გრძნობები გახრჩობს, შრომის უნარი გიქვეითდება. უკვე აღარ გაინტერესებს, აწონ-დაწონო მისი შესრულების სხვადასხვა საშუალება, და ძირითადად, მთელი ყურადღება მის დამთავრებაზე გაქვს გადატანილი.

მაგალითად, დაგავალეს მოხსენების გაკეთება. და მხოლოდ წინა ღამით იღებ ხელში კალამს, რომ ფურცელზე თითო ოროლა სიტყვა დაწერო. საკითხის გამოკვლევისთვის საკმარისი დრო არც კი დაგითმია და ექსპრომტად გააკეთე. შესაძლოა, მეტი ძალისხმევა რომ მოგეხმარებინა, თემაში ჩართავდი გამოცდილებებს, დამხმარე ინფორმაციას ან სქემებს და მსმენელებს დაეხმარებოდი თვალნათლივ შეეგრძნოთ საკითხი.

კიდევ ერთი შედეგი არის ის, რომ როდესაც საქმეს მომავალი დღისთვის ვდებთ, თავისუფალ დროს ბოლომდე ვერ ვისვენებთ. გული გვიწვრილდება ფიქრით (ან მეორე პიროვნება გვიწვრილებს გულს გამუდმებული შეხსენებებით), რომ საქმე გაუკეთებელი გვაქვს.

როგორ მოვიქცე?

შეადგინე სია. გააკეთე წინა დღით. ფურცელზე ჩამოწერე, თუ რისი გაკეთება გსურს მეორე დღეს. ასეთ შემთხვევაში არაფერი დაგავიწყდება და თვალნათლივ დაინახავ წარმატებებს, თუ ფურცელზე კალმით აღნიშნავ დამთავრებულს. ყოველი პუნქტის მარჯვენა მხარეს დაწერე თუ დაახლოებით რამდენ ხანს მოუნდები მის დამთავრებას. თუ შეადგენ დღის განმავლობაში „გასაკეთებლი პუნქტების სიას“, წუთებიც გაითვალისწინე. თუ ადგენ საქმის სიას, სავარაუდო საათებიც ჩაინიშნე. სია წინა საღამოს შეადგინე. რამდენიმე წუთი დაუთმე მეორე დღის სიის შედგენას. თან იქონიე კალენდარი. თუ მიიღებ დავალებებს ან დაგინიშნავენ საჭირო შეხვედრებს აღნიშნე კალენდარზე.

როდესაც მეორე დღის საქმეებს გადახედავ, აუცილებლობის მიხედვით ჩაინიშნე კალენდარში, მაგალითად, მიაწერე ასოები: ა, ბ, გ, და ა.შ. თითოეულს თანმიმდევრობის მიხედვით. ზოგი დილით არის უფრო შრომისუნარიანი, ზოგი შუადღისას, ზოგი საღამოს. ყველაზე რთული დავალება შენი შრომისუნარიანობის ყველაზე ნაყოფიერ დროს დაგეგმე. ნაკლებად სასიამოვნო საქმე საყვარელი საქმის გაკეთებამდე დანიშნე.

დათქვი დრო. თუ ყოველთვის ჩქარობ, პირდაპირი გაგებით დარბიხარ, რომ არ დაიგვიანო, ამიტომ აჯობებდა ყოველთვის დაგეთქვა დრო. ასე რომ, გონივრულად განსაზღვრე, თუ რას რამდენ დროს მოანდომებ. წინასწარ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის დამატებითი წუთებიც გამოყავი. ნუ დაგავიწყდება დაგეგმილ საათებს შორისაც განსაზღვრული დროის გათვალისწინება. გადაადგილების დროც უნდა გაითვალისწინო. შეუძლებელია, 10 საათზე პირველი შეხვედრა რომ დაგიმთავრდება, მეორეც 10-ზე დაიწყო, თუნდაც მეორე შეხვედრა გვერდით ოთახში გქონდეს დათქმული, აღარაფერი რომ ვთქვათ ქალაქზე. წინასწარ განსაზღვრე საამისოდ საკმარისი დრო.

სხვებსაც დაავალე. ხშირად ვცდილობთ, რომ ყველაფერი თვითონ გავაკეთოთ მაშინაც კი, როცა აუცილებელი არაა. მაგალითად, შესაძლებელია სხვა პიროვნებას ვთხოვოთ, ჩვენი ამანათი ფოსტაში გაიყოლოს, თუ გზა იქითა აქვს.

დაახარისხე. ზოგჯერ საქმეს ვერ ვიწყებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრია. ხომ არ აჯობებდა საქმე დაგეხარისხებინა პატარ-პატარებად? როდესაც ცოტ-ცოტას მოვრჩებით ცხადად დავინახავთ პროგრესს და მეტი ხალისით დავამთავრებთ შემდეგსაც.

გაითვალისწინე შეწყვეტაც. სამუშაო დღის მანძილზე ყოველთვის გვიხდება მუშაობის შეწყვეტა ტელეფონის ზარის, მომსვლელების, პრობლემების ან ფოსტის გამო. ჩვენ ყველას გვსურს ეფექტურად ვიმუშაოთ, რაც ნიშნავს სხვებთან თანამშრომლობასაც, რომლებიც განსაზღვრულ ვადებში უნდა ჩაეტიონ. თუ მხოლოდ ეფექტურად მუშაობაზე ვიფიქრებთ, მაშინ, როცა სხვა შეგვაწყვეტინებს მუშაობას, საშინლად გავღიზიანდებით. მაშასადამე, წინასწარ დაგეგმე დრო იმისთვისაც, რომ მუშაობის შეწყვეტა მოსალოდნელია. გამოყავი დრო წინასწარ გაუთვალისწინებელი ყოველდღიური შემთხვევებისთვისაც. თუ გაუთვალისწინებელი რამ მოხდება, შეგეძლება ზომების მიღება, რადგან გეცოდინება, რომ მისთვის დრო უკვე გამოყავი.

წახალისება. როდესაც ადგენ გეგმას, ინტენსიური და კონცენტრირებული მუშაობისთვის, დაახლოებით 90 წუთი გამოყავი. ნუ დაგავიწყდება მუშაობისთვის მოსამზადებელი დროც გამოყო. მას შემდეგ, რაც ჩვეულებრივ დაიწყე მუშაობა და საათ-ნახევარი თავაუღებლად იმუშავე, ალბათ, კარგი იქნებოდა ცოტა დაგესვენა. თუ ოფისში მუშაობ, შეჩერდი, გაიზმორე და დაფიქრდი. თუ გარეთ მუშაობ, წაიხემსე ძალების მოსაკრებად. მუშაობისთვის საკუთარი თავი წაახალისე (ეკლესიასტე 3:13).

დაფიქრდი, ამ სტატიის კითხვა დაახლოებით ხუთ წუთში დაამთავრე. ეს უკვე პროგრესია!

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება