მარადიულად ცხოვრება რომ შეგეძლოთ აირჩევდით?
როგორც ამას ნათლად უჩვენებს ეს ბროშურა თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ მარადიულად იცხოვროთ სამოთხეში, დედამიწაზე. ღმერთის განზრახვა ასეთ პირობებთან დაკავშირებით უსათუოდ შესრულდება! მაგრამ მარადიულ სიცოცხლეზე არჩევანი თქვენ უნდა გააკეთოთ.
იესო ქრისტე ასწავლიდა, რომ ეს არჩევანი დაფუძნებულია ღმერთის შესახებ ზუსტ შემეცნებაზე. ეს ბროშურა გათვალისწინებულია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ ამ შემეცნების მიღებაში. შემდგომი დახმარების მიღება შეგიძლიათ იეჰოვას მოწმეებისგან. ისინი სიამოვნებით გეწვევიან სათანადო დროს, თქვენთვის ხელსაყრელ ადგილზე. თუ მოისურვებთ ბიბლიის უსასყიდლო საშინაო შესწავლას, ამის შესახებ შეგიძლიათ წერილობით აცნობოთ Watchtower-ის საზოგადოებას, ქვემოთ მოცემულ შესაბამის მისამართზე.