საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • pr ნაწილი 8 გვ. 29-31
  • მარადიულად იცხოვრე სამოთხეში დედამიწაზე!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მარადიულად იცხოვრე სამოთხეში დედამიწაზე!
  • რა არის სიცოცხლის აზრი?
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • კაცობრიობა სრულყოფილი მშვიდობის დროს
  • მშვიდობა ადამიანებსა და ცხოველებს შორის
  • სრულყოფილი ჯანმრთელობა და მარადიული სიცოცხლე
  • მკვდრები დაუბრუნდებიან სიცოცხლეს
  • დედამიწა — სიუხვის სამოთხე
  • კარგი საცხოვრებელი ყველასთვის
  • შენ შეგიძლია მარადიულად იცხოვრო სამოთხეში
  • ღმერთის შექმნილი, შესანიშნავი, ახალი ქვეყნიერება
    ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?
  • უახლოესი მომავლის წინასწარმეტყველება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • ცხოვრება მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში
    ცხოვრება მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში
  • არმაგედონის შემდეგ სამოთხედ ქცეული დედამიწა
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
იხილეთ მეტი
რა არის სიცოცხლის აზრი?
pr ნაწილი 8 გვ. 29-31

ნაწილი 8

მარადიულად იცხოვრე სამოთხეში დედამიწაზე!

1, 2. როგორი იქნება ცხოვრება ღმერთის სამეფოს მმართველობის დროს?

1 როგორი ცხოვრება იქნება მაშინ, როდესაც ღმერთი დედამიწაზე მოსპობს ბოროტებასა და ტანჯვა-წამებას და გამოაცხადებს თავის ახალ ქვეყნიერებას, რომელსაც სიყვარულით აღსავსე მეთვალყურეობას გაუწევს მისივე ზეციერი სამეფო? ღმერთი გვპირდება, რომ ‘აღაპყრობს ხელს და დააკმაყოფილებს ყოველ სულდგმულს’ (ფსალმუნი 144:16).

2 როგორია შენი ბუნებრივი სურვილები? ნუთუ არ გსურს ბედნიერი ცხოვრება ან აზრის მქონე სამუშაო, მატერიალური კეთილდღეობა, შესანიშნავი გარემო, მშვიდობა ყველა ხალხებს შორის და გათავისუფლება უსამართლობის, ავადმყოფობის, ტანჯვა-წამებისა და სიკვდილისგან? რისი თქმა შეიძლება სასიხარულო სულიერი პერსპექტივის შესახებ? ყოველივე ეს მალე განხორციელდება ღმერთის სამეფოს მმართველობისას. ყურადღება მიაქციე, თუ რას გვამცნობს ბიბლიური წინასწარმეტყველებები შესანიშნავ კურთხევებზე, რომლებიც ახალ ქვეყნიერებაში იქნება.

კაცობრიობა სრულყოფილი მშვიდობის დროს

3-6. რა გარანტია გვაქვს, რომ ახალ ქვეყნიერებაში ადამიანებს მშვიდობა ექნებათ?

3 „[ღმერთი] შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე, მშვილდს შემუსრავს და შუბს დაამსხვრევს, [საომარ] ეტლებს დაბუგავს ცეცხლით“ (ფსალმუნი 45:10).

4 „მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს“ (ესაია 2:4).

5 „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:11).

6 „დაისვენა, დამყუდროვდა მთელი ქვეყანა, მხიარულად ყიჟინობს“ (ესაია 14:7).

მშვიდობა ადამიანებსა და ცხოველებს შორის

7, 8. როგორი დამოკიდებულება იქნება ადამიანებსა და ცხოველებს შორის?

7 „დადგება მგელი ცხვართან ერთად და ვეფხვი დაბინავდება ციკანთან ერთად. ხბო, ლომი და ნასუქალი პირუტყვი ერთად იქნებიან და ჩვილი ბავშვი წაუძღვება მათ. ძროხა და დედადათვი ერთად მოსძოვენ და მათი შვილები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან, ლომი ძროხასავით შეჭამს ჩალას. ძუძუთა ბავშვი უნასის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუანასხლეტი ასპიტის ბუდეში ჩაყოფს ხელს. არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს“ (ესაია 11:6–9).

8 „დავდებ იმ დღეს მათთვის აღთქმას ველის მხეცებთან, ცის ფრინველებთან და ქვეწარმავლებთან. . . მშვიდობით დავავანებ მათ“ (ოსია 2:20).

სრულყოფილი ჯანმრთელობა და მარადიული სიცოცხლე

9-14. აღწერე, როგორი ჯანმრთელობა ექნებათ ადამიანებს ახალ ქვეყნიერებაში.

9 „მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს“ (ესაია 35:5, 6).

10 „მოსწმენდს [ღმერთი] ყოველგვარ ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება“ (გამოცხადება 21:4).

11 „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“ (ესაია 33:24).

12 „განუახლდება ხორცი ადრინდელზე უფრო და სიყმაწვილის ხანას დაუბრუნდება“ (იობი 33:25).

13 „ღმერთის მადლის ნიჭი — მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში“ (რომაელთა 6:23).

14 ‘ყოველ მის მორწმუნეს ექნება საუკუნო სიცოცხლე’ (იოანე 3:16).

მკვდრები დაუბრუნდებიან სიცოცხლეს

15-17. რა იმედი არსებობს მკვდრებისთვის?

15 „იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე არამართალთა“ (საქმე 24:15).

16 „მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში [ღმერთის მეხსიერებაში] არიან, მის ხმას მოისმენენ. და. . . გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29).

17 „მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები; სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა მისცეს მათში მყოფი მკვდრები“ (გამოცხადება 20:13).

დედამიწა — სიუხვის სამოთხე

18-22. რად გადაიქცევა მთელი დედამიწა?

18 „წვიმა კურთხევა იქნება. მინდვრის ხე თავის ნაყოფს გამოისხამს და მიწა მოსცემს თავის მოსავალს, და მშვიდად იქნებიან თავიანთ მიწაზე“ (ეზეკიელი 34:26, 27).

19 „მიწამ მოგვცა ნაყოფი თვისი; გვაკურთხოს ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა“ (ფსალმუნი 66:7).

20 „მოილხენს უდაბნო და ხრიოკი, გაიხარებს ტრამალი და შროშანივით აყვავდება“ (ესაია 35:1).

21 „მთები და ბორცვები მხიარულ ყიჟინას დასცემენ თქვენს წინაშე და მინდვრის ყველა ხე ტაშს შემოჰკრავს. ეკლის ადგილზე ალვისხე ამოვა და ქაცვის ადგილზე მურტი ამოვა“ (ესაია 55:12, 13).

22 „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:43).

კარგი საცხოვრებელი ყველასთვის

23, 24. რა მტკიცება გვაქვს იმისთვის, რომ ძალიან კარგი საცხოვრებელი პირობები იქნება ყველასთვის?

23 „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ. . . არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად. . . თავადვე გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულები. ფუჭად აღარ დაშვრებიან ისინი და დასაღუპად აღარ დაბადებენ შვილებს“ (ესაია 65:21–23).

24 „ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი“ (მიქა 4:4).

შენ შეგიძლია მარადიულად იცხოვრო სამოთხეში

25. როგორი განსაცვიფრებელი პერსპექტივა გვაქვს მომავლისთვის?

25 მომავლის როგორი განსაცვიფრებელი პერსპექტივაა! რამდენად ნამდვილ აზრს იძენს სიცოცხლე, როდესაც მივენდობით მყარ იმედს, რომ ღმერთის ახალ ქვეყნიერებაში ყველა დღევანდელი პრობლემა სამუდამოდ ჩაჰბარდება წარსულს! „აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა“ (ესაია 65:17). და როგორი დამამშვიდებელია, იცოდე, რომ მაშინ სიცოცხლე უსასრულოდ გაგრძელდება: „[ღმერთი] შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ“ (ესაია 25:8).

26. რა არის აუცილებელი, რომ მარადიულად იცხოვრო ღმერთის ახალ ქვეყნიერებაში?

26 გსურს მარადიულად იცხოვრო ახალ ქვეყნიერებაში — სამოთხეში, რომელიც ასე ახლოსაა? „კი, მაგრამ რა უნდა გავაკეთო, რომ ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში მივაღწიო ღმერთის კეთილგანწყობილებას და ვიცხოვრო მის ახალ ქვეყნიერებაში?“ — ალბათ, იკითხავ შენ. უნდა აკეთო ის, რაზეც იესომ ღმერთის მიმართ ლოცვაში მიუთითა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და ვინც შენ წარმოგზავნე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).

27. რა უნდა გააკეთო, რომ მონაწილეობა მიიღო ღმერთის განზრახვაში?

27 ამიტომ, შეიძინე ბიბლია და შეამოწმე ის, რაც ამ ბროშურაში წაიკითხე. მოძებნე ადამიანები, რომლებიც სწავლობენ და ასწავლიან ამ ბიბლიურ ჭეშმარიტებებს. გათავისუფლდი თვალთმაქცური რელიგიებისგან, რომლებიც ასწავლიან და აკეთებენ იმას, რაც ბიბლიის საპირისპიროა. შეისწავლე, თუ როგორ შეგიძლია მილიონობით ადამიანთან ერთად, რომლებიც უკვე ასრულებენ ღმერთის ნებას, მონაწილეობა მიიღო ღმერთის განზრახვაში რომელიც ადამიანებისთვის ითვალისწინებს მარადიულ ცხოვრებას სამოთხეში, დედამიწაზე. მთელი გულით მიიღე, რასაც ღმერთის ინსპირირებული სიტყვა აცხადებს ახლო მომავლის შესახებ: „ქვეყნიერებაც გადადის და მისი გულისთქმაც, ღმერთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:17).

[სურათი 31 გვერდზე]

ღმერთის განზრახვა — აღადგინოს მიწიერი სამოთხე — მალე განხორციელდება.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება