საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • rk ნაწილი 4 გვ. 10-11
  • ვინ არის ღმერთი?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ვინ არის ღმერთი?
  • ნამდვილი რწმენა ბედნიერების საწინდარია
  • მსგავსი მასალა
  • როგორ გეხმარებიან ანგელოზები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ანგელოზები — „მომსახურე სულები“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • ანგელოზები ერევიან ისინი ჩვენს ცხოვრებაში?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • ვინ არიან ანგელოზები?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
იხილეთ მეტი
ნამდვილი რწმენა ბედნიერების საწინდარია
rk ნაწილი 4 გვ. 10-11

თავი 4

ვინ არის ღმერთი?

ადამიანები უამრავ ღმერთს სცემენ თაყვანს, მაგრამ წმინდა წერილების თანახმად, მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი არსებობს. მხოლოდ ის არის უზენაესი ღმერთი, რომელსაც არც დასაბამი აქვს და არც დასასრული. მან შექმნა ყველაფერი ცაში თუ დედამიწაზე და მოგვცა სიცოცხლე. ამიტომ მხოლოდ ის იმსახურებს თაყვანისცემას.

მოსეს ხელში ქვის ფილებზე დაწერილი ათი მცნება უჭირავს.

კანონს, რომელიც წინასწარმეტყველმა მოსემ ხალხს გადასცა, წმინდა წერილებში „ანგელოზების პირით გადაცემული სიტყვა“ ეწოდება.

მართალია, ღმერთს მრავალი წოდება აქვს, მაგრამ საკუთარი სახელი მხოლოდ ერთი — იეჰოვა. ღმერთმა მოსეს დაავალა: „ასე უთხარი ისრაელებს: იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის, აბრაამის, ისაკისა და იაკობის, ღმერთმა გამომგზავნა-თქო თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი მარადიულად და ამ სახელით უნდა ვიხსენიებოდე თაობიდან თაობაში“ (გამოსვლა 3:15). წმინდა წერილებში სახელი იეჰოვა დაახლოებით 7 000-ჯერ არის მოხსენიებული. ფსალმუნის 83:18-ში ღმერთზე ნათქვამია: „შენი სახელია იეჰოვა და მხოლოდ შენ ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“

მკვდარი ზღვის გრაგნილი, რომელზეც მონიშნულია ღვთის სახელი.

მკვდარი ზღვის უძველეს ხელნაწერებში მოხსენიებულია ღვთის სახელი.

ადამიანებს ღმერთი არასოდეს უნახავთ. ღმერთმა უთხრა მოსეს: „ვერ იხილავ ჩემს სახეს, ვინაიდან შეუძლებელია, ადამიანმა იხილოს ის და ცოცხალი დარჩეს“ (გამოსვლა 33:20). ვინაიდან ღმერთი ზეცაში მკვიდრობს და ადამიანთათვის უხილავია, თაყვანისცემის მიზნით ღვთის გამოსახულების, იქნება ეს კერპის, სურათის ან რაიმე სიმბოლოს, გაკეთება არასწორია. იეჰოვა ღმერთმა წინასწარმეტყველ მოსეს მეშვეობით ბრძანა: „არ გაიკეთო არც ქანდაკება და არც არანაირი მსგავსება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. არ სცე მათ თაყვანი და არ ემსახურო, რადგან მე, იეჰოვა, შენი ღმერთი, არ ვიწყნარებ ორგულობას“ (გამოსვლა 20:2—5). მოგვიანებით, წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით ღმერთმა თქვა: „მე ვარ იეჰოვა; ეს არის ჩემი სახელი. ჩემს დიდებას არ გავუყოფ სხვას, არც ჩემს ქებას — კერპებს“ (ესაია 42:8).

ზოგს კი სწამს ღმერთის არსებობის, მაგრამ ფიქრობს, რომ ის შეუცნობელია და შორს არის ადამიანებისგან. ამიტომ მისადმი შიში უნდა ჰქონდეთ და არა სიყვარული. თქვენ რას ფიქრობთ? არის ღმერთი პირადად თქვენით დაინტერესებული? შეგიძლიათ მისი გაცნობა და მასთან დაახლოება? მოდი ვნახოთ, რას ამბობს წმინდა წერილები ღვთის თვისებებზე.

როგორ უპასუხებთ?

  • რატომ უნდა ვცეთ ღმერთს თაყვანი?

  • რა ჰქვია ღმერთს?

  • რატომ არ უნდა გამოვიყენოთ კერპები და სიმბოლოები ღვთის თაყვანისმცემლობაში?

  • როგორ იყენებს ღმერთი წმინდა სულს და ანგელოზებს თავისი ნების შესასრულებლად?

ღვთის წმინდა სული და ანგელოზები

როგორ ასრულებს ღმერთი თავის ნებას? ზოგჯერ ის თავის ნებას წმინდა სულის მეშვეობით ასრულებს. ღვთის სული პიროვნება არ არის, ის არც ანგელოზია. ის არის უხილავი, მოქმედი ძალა, უსაზღვრო ენერგია, რომელსაც ღმერთი თავისი განზრახვის შესასრულებლად იყენებს. მან ამ ძალით შექმნა ცა და დედამიწა. „იეჰოვას სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგის მონაბერით — ყოველივე მასში არსებული“ (ფსალმუნი 33:6). დაბადების 1:2-ში წერია, რომ, როდესაც დედამიწა ჯერ კიდევ წყლით იყო დაფარული და ღმერთი მას ადამიანთა საცხოვრებლად ამზადებდა, „ღვთის სული იძვროდა წყლის ზევით“. ღმერთმა სწორედ წმინდა სული გამოიყენა დედამიწაზე სიცოცხლის შესაქმნელად.

ღმერთი ანგელოზებსაც იყენებს თავისი ნების შესასრულებლად. მან ისინი იმიტომ შექმნა, რომ მასთან ერთად ეცხოვრათ ზეცაში. ანგელოზები ძალიან ძლიერები არიან. ისინი ღვთის ცნობას გადასცემენ ხალხს და მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებენ. მაგალითად, კანონს, რომელიც წინასწარმეტყველმა მოსემ ხალხს გადასცა, წმინდა წერილებში „ანგელოზების პირით გადაცემული სიტყვა“ ეწოდება. ანგელოზები ღვთის მიწიერ მსახურებსაც ეხმარებიან. წმინდა წერილებში ღვთის ანგელოზებზე ნათქვამია: „მსახურების შემსრულებელი სულები . . . არიან, მათ მოსამსახურებლად გაგზავნილნი, ვისაც ღმერთი დაიხსნის“ (ებრაელები 1:14; 2:2).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება