საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 8 გვ. 44-გვ. 47
  • ის გაუმკლავდა ცდუნებას

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ის გაუმკლავდა ცდუნებას
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • გამორჩეული ოჯახისთავი
    გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • მონა, რომელიც ღმერთს ემორჩილებოდა
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება?“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2014
  • იოსები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 8 გვ. 44-გვ. 47

8 ᲘᲝᲡᲔᲑᲘ

ის გაუმკლავდა ცდუნებას

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲘᲡ ᲘᲐᲙᲝᲑᲘᲡ საყვარელი ვაჟი იყო და იეჰოვასაც განსაკუთრებით უყვარდა. მიუხედავად ამისა, ცხოვრებაში მრავალი სირთულე შეხვდა. იმის გამო, რომ მამას გამორჩეულად უყვარდა, ნახევარძმებს შურდათ მისი და ცუდი თვალით უყურებდნენ მას. მას შემდეგ კი, რაც იეჰოვამ წინასწარმეტყველური სიზმარი ახილვინა, რომ მთელი მისი ოჯახი ერთ დღეს მის წინაშე პირქვე დაემხობოდა, მათ კიდევ უფრო მოიძულეს ის. ეს ახალგაზრდა იოსები იყო.

ერთ დღეს მამამისი მას ძმების მოსაკითხად გზავნის, რომლებიც სახლიდან შორს ცხვარს მწყემსავენ. ამ დროს იოსები ასე 17-18 წლის იქნება. ძმები მას შორიდან ხედავენ და მის მოკვლას განიზრახავენ. თუმცა, საბოლოოდ, გადაწყვეტენ, არ მოკლან. ამიტომ მათთან მიდის თუ არა, სამოსელს ხდიან და ჭაში აგდებენ. იოსები ამაოდ ითხოვს შებრალებას. ძმები გზაზე მომავალ ვაჭრებს ხედავენ და გადაწყვეტენ, იოსები მათ მიჰყიდონ. სახლში დაბრუნებულები კი იაკობს ეუბნებიან, რომ მისი საყვარელი ვაჟი ნადირმა დაგლიჯა. ვაჭრებს იოსები ეგვიპტეში მიჰყავთ და მას ფარაონის კარისკაცი, ფოტიფარი, მონად ყიდულობს.

სასოწარკვეთილებაში ხომ არ ვარდება იოსები? არა, ის მხნეობას იკრებს და ყველა დავალებას პირნათლად ასრულებს. იეჰოვაც ყველაფერში უმართავს ხელს. საბოლოოდ, ფოტიფარი იმხელა ნდობას უცხადებს, რომ თავისი სახლის ზედამხედველად ნიშნავს.

თუმცა იოსებს წინ დიდი განსაცდელი ელის. მისი თვალტანადობით მოხიბლული ფოტიფარის ცოლი მას მოსვენებას არ აძლევს და მასთან დაწოლას აიძულებს. შეძლებს ქალი მის ცდუნებას? ის ოჯახისგან შორსაა, თანაც მონაა, თავისი ბატონის საკუთრება. უარის გამო შეიძლება მას ფოტიფარის ცოლმა ცხოვრება გაუმწაროს. რას გააკეთებს? ეყოფა გაბედულება, რომ სწორად მოიქცეს?

იოსები ფოტიფარის სახლში თავის საქმეს ასრულებს. მას ხელში თიხის დოქი უჭირავს და წინ იყურება. ფოტიფარის ცოლი საძინებლის შესასვლელთან დგას და იოსებს მაცდური მზერით უყურებს.

რა ეხმარებოდა იოსებს, უარი ეთქვა ბატონის ცოლისთვის, რომელიც ყოველდღე ცდილობდა მის შეცდენას?

იოსები არ თანხმდება ფოტიფარის ცოლს და ეუბნება, რომ თავის ბატონს ნდობას ვერ გაუმტყუნებს. ბოლოს კი დასძენს: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და როგორ შევცოდო ღმერთს?!“. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ სწორედ ზეციერი მამის სიყვარული მატებს გაბედულებას, უარი თქვას შემოთავაზებაზე. თუმცა ფოტიფარის ცოლს ეს ვერ აჩერებს. ის ყოველდღე ცდილობს მის შეცდენას. ერთ დღესაც ის იოსებს მარტოს ხედავს, ტანსაცმელზე ხელს სტაცებს და ეუბნება: „დაწექი ჩემთან!“. მაგრამ იოსები ხელიდან უსხლტება და გარეთ გარბის. ქმრის სახლში დაბრუნების შემდეგ ქალი მას იოსების მოსასხამს აჩვენებს, რომელიც ხელში შერჩა და მას გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს. განრისხებული ფოტიფარი იოსებს დილეგში აგდებს.

მას ფეხებზე ხუნდებს ადებენ, კისერზე კი – რკინის საკვრელებს (ფსალმ. 105:17, 18). გული ხომ არ გაუტყდება იოსებს და ხომ არ იფიქრებს, რომ იეჰოვამ მიატოვა? არა, ის იეჰოვას იმედს არ კარგავს და ისიც აკურთხებს მას. მალევე იოსებს დიდ პასუხისმგებლობებს ანდობენ და ის ყველაფერს გულმოდგინედ ასრულებს. ასე წლები გადის, თუმცა იოსები არ კარგავს მხნეობას და ყველაფერს მოთმინებით იტანს.

გადის დრო და ღმერთი ფარაონს წინასწარმეტყველურ სიზმრებს აჩვენებს, რომელთა ახსნის უნარსაც იოსებს აძლევს. ის ფარაონს ეუბნება, რომ შვიდი წელი მიწა ნაყოფიერი იქნება, მომდევნო შვიდი წელი კი – უნაყოფო. ფარაონზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს სიზმრის ახსნაც და გამოსავალიც, რასაც იოსები სთავაზობს. ამიტომ მას ეგვიპტის გამგებლად ნიშნავს. ასე ხდება იოსები ეგვიპტეში მეორე კაცი. მას შემდეგ, რაც მთელ დედამიწაზე შიმშილობა იწყება, იოსების ძმები ეგვიპტეში ჩადიან საკვებისთვის. ისინი იოსებთან მიდიან მარცვლეულის საყიდლად და მის წინაშე ემხობიან. ასე სრულდება წლების წინ იოსების მიერ ნანახი სიზმარი. ძმებს წარმოდგენაც კი არ აქვთ, ვინ დგას მათ წინ. თუმცა იოსები რწმუნდება, რომ მისი ძმები რადიკალურად შეიცვალნენ და ახლა სულ სხვა ადამიანები არიან. საბოლოოდ ისე გამოდის, ძმებისგან მოძულებული იოსები მხოლოდ ეგვიპტელებს კი არა, მათ და მათ შთამომავლობასაც უნარჩუნებს სიცოცხლეს. ამგვარად, თავისი რწმენისა და გაბედულების წყალობით იოსებს დიდი წვლილი შეაქვს იეჰოვას განზრახვის განხორციელებაში.

წაიკითხეთ:

  • დაბადება 37:1–36; 39:1–23; 41:1–45:28

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა იოსების გაბედულება?

გამოიკვლიეთ

  1. 1) რა ადასტურებს, რომ იოსები ნამდვილად ცხოვრობდა ეგვიპტეში? (g 11/10 15 ¶2)

  2. 2) საიდან იცოდა იოსებმა, რომ ღვთის თვალში მრუშობა დიდი ბოროტება იყო? (დაბ. 39:9; w22.08 26 ¶2)

  3. 3) რატომ იყო იეჰოვას ნება, რომ იოსები ეგვიპტის გამგებელი გამხდარიყო? (w96 5/1 11 ¶4) სურათი 1

    ეგვიპტის მიწის გამგებელი იოსები ეგვიპტელ მონებს მითითებებს აძლევს.

    სურათი 1

  4. 4) რა მეტყველებს იმაზე, რომ იოსებს რწმენა ღრმა სიბერემდეც არ შერყევია? (დაბ. 50:25, 26; w07 6/1 28 ¶10, 11) სურათი 2

    ისრაელ კაცებს აღთქმული მიწის ტერიტორიაზე დასამარხად გადააქვთ კუბო იოსების ძვლებით.

    სურათი 2

რას სწავლობთ

  • როგორ დაგეხმარებათ იოსების მაგალითი იმ შემთხვევაში, თუ თანაქრისტიანი უსამართლოდ მოგექცევათ? (დაბ. 45:4, 5; 50:19–21)

  • მაშინაც კი, როცა იოსები ოჯახისგან შორს იყო, ის იეჰოვას ერთგული დარჩა. როგორ დაგეხმარებათ მისი მაგალითი . . .

    • სკოლაში? სურათი 3

      ახალგაზრდა და, რომელიც სკოლიდან გამოდის, გაბედულად წინ იყურება. მას აკვირდებიან თანაკლასელები, რომლებიც ელექტრონულ სიგარეტს ეწევიან.

      სურათი 3

    • სხვაგან მოგზაურობისას? სურათი 4

      მივლინებაში მყოფი ახალგაზრდა დაქორწინებული ძმა სასტუმროს ჯავშანს ამოწმებს. ახალგაზრდა ლამაზი ქალი მას თვალს არ აშორებს.

      სურათი 4

    • ელექტრონული მოწყობილობით სარგებლობისას? სურათი 5

      ახალგაზრდა ძმა ლოგინზე წევს და ტელეფონში რაღაცას უყურებს.

      სურათი 5

  • როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ იოსებს გაბედულებაში?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ იოსებს?

გაიგეთ მეტი

მართალია, იეჰოვას არ დაუცვია იოსები განსაცდელებისგან, მაგრამ მას მათი ატანის ძალა მისცა. გაიგეთ, თქვენ როგორ შეიძლება დაგეხმაროთ იეჰოვა.

„იეჰოვა მოგიმართავთ ხელს“ (w23.01 14–19)

როგორ შეუძლიათ ბავშვებს, იოსებს მიჰბაძონ, როცა თანატოლები ჩაგრავენ?

„მოითმინე უსამართლობა“ (1:31)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება