საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 26 გვ. 122-გვ. 125
  • მან მეფე მონანიებისკენ აღძრა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მან მეფე მონანიებისკენ აღძრა
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • ნათანი — წმინდა თაყვანისმცემლობის ერთგული დამცველი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • ნათანი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მეფე დავითის ცოდვა
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • როცა ვინმე „მოდრეკილი და განადგურებული“ გულით ითხოვს პატიებას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 26 გვ. 122-გვ. 125

26 ᲜᲐᲗᲐᲜᲘ

მან მეფე მონანიებისკენ აღძრა

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲠᲝᲒᲝᲠ მივიდა ასეთი კარგი კაცი აქამდე? – თავისი მეგობრის, მეფე დავითის, სასახლისკენ მიმავალ წინასწარმეტყველს შესაძლოა სწორედ ეს კითხვა უტრიალებს თავში. არადა ცოტა ხნით ადრე იეჰოვას დავალებით მან მეფეს ძალიან კარგი ამბავი ამცნო – ის მესიის წინაპარი გახდებოდა (2 სამ. 7:4, 12, 13). მაგრამ დავითმა უმძიმესი ცოდვები ჩაიდინა. ამიტომ იეჰოვამ ამ კაცს დაავალა, მეფე მონანიებისკენ აღძრას. ალბათ უკვე მიხვდით, რომ ეს კაცი წინასწარმეტყველი ნათანია.

დავითი ფიქრობდა, რომ შეძლებდა თავისი დანაშაულის დამალვას, თუმცა იეჰოვა ყველაფერს ხედავდა. სწორედ მან გაუმხილა ნათანს, რაც მოხდა. ერთ საღამოს, როცა დავითი სასახლის ბანზე იყო გასული, მობანავე ქალს მოჰკრა თვალი. ეს „ქალი ძალიან ლამაზი იყო“. მეფემ გაიგო, რომ ის თავისი ერთგული მეომრის, ურია ხეთელის, ცოლი იყო. ამის მიუხედავად, ის მაინც მოაყვანინა და იმრუშა მასთან. რაღაც დროის შემდეგ ბათშებამ მეფეს შეუთვალა, რომ ფეხმძიმედ იყო. დავითი დანაშაულის დამალვას შეეცადა – მან თავისთან დაიბარა ურია და უთხრა, სახლში წასულიყო დასასვენებლად, რადგან იმედოვნებდა, რომ იმ ღამეს ცოლთან დაწვებოდა (შეადარეთ 1 სამუელის 21:5). თუმცა ის ასე არ მოქცეულა, რადგან აცნობიერებდა თავის პასუხისმგებლობას როგორც იეჰოვას, ისე თანამებრძოლების წინაშე. რაკი ამ გეგმამ არ გაამართლა, დავითმა გადაწყვიტა, ურია ბრძოლის წინა ხაზზე დაეყენებინა, რომ მოეკლათ; ეს ასეც მოხდა. ამის შემდეგ მეფემ ცოლად მოიყვანა ბათშება.

ის, რაც დავითმა გააკეთა, იეჰოვას თვალში ბოროტება იყო. სწორედ ამიტომ მას ნათანი გაუგზავნა, რომ დანაშაულის სიმძიმე დაენახვებინა. ახლა დავითისკენ მიმავალ წინასწარმეტყველს შესაძლოა აფიქრებს, რა რეაქცია ექნება მეფეს მის ნათქვამზე. თუ მან ურია არ დაინდო, რა გარანტია აქვს, რომ მასაც იმავეს არ უზამს, მით უმეტეს, რომ ცოდვაში უნდა ამხილოს?! ნათანმა ალბათ უკვე ბევრი ილოცა და იფიქრა, როგორ გადაეცა მისთვის სათქმელი. მას ხომ მხოლოდ ის უნდა, რომ მეფე დავითი მონანიებისკენ აღძრას.

თავის საქციელზე რომ დააფიქროს, ნათანს დავითისთვის ერთი მაგალითი მოჰყავს. ის მას მდიდარი კაცის შესახებ უყვება, რომელსაც უამრავი ცხვარ-ძროხა ჰყავდა. მის ქალაქში ერთი ღარიბი კაციც ცხოვრობდა, რომელსაც პატარა ბატკნის გარდა არაფერი ებადა და მას თავს დაფოფინებდა. ერთხელ მდიდარს სტუმარი ეწვია. მის გასამასპინძლებლად ვერაფერი გაიმეტა და იმ ღარიბი კაცის ბატკანი დაუკლა. როცა დავითი ამ ისტორიას ისმენს, საშინელი ბრაზი ერევა და გაცეცხლებული ამბობს: „ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, ვფიცავ, სიკვდილის ღირსია ამის ჩამდენი!“.

ნათანს მოუწია, პირდაპირ ეთქვა სათქმელი მეფისთვის, რომელსაც დიდ პატივს სცემდა და რომელიც ძალიან უყვარდა.

ნათანიც არ აყოვნებს და ამხელს დავითს: „შენა ხარ ის კაცი!“. ამის შემდეგ ეუბნება, რომ იეჰოვას მისი არცერთი მზაკვრული ნაბიჯი არ გამოჰპარვია მხედველობიდან, ბოლოს კი განაჩენსაც უცხადებს – წლების მანძილზე დავითს ოჯახში არაერთი უბედურება დაატყდება თავს. მართლაც რა შესაფერისი მაგალითი მოჰყავს ნათანს. დავითს ხომ სძულს უსამართლობა, თანაც არც ცხვარზე ზრუნვაა მისთვის უცხო.

წინასწარმეტყველი ნათანი მშვიდად ესაუბრება დავითს, რომელსაც თავი აქვს ჩახრილი და მწარედ მოთქვამს.

ნათანის სიტყვები დავითს თავზარს სცემს – ის ხვდება თავისი დანაშაულის სიმძიმეს, მთელი გულით ინანიებს და ამბობს: „შევცოდე იეჰოვას!“. გახარებული ნათანი მას ეუბნება: „მოგიტევებს იეჰოვა ცოდვას, არ მოკვდები!“. მართალია, იეჰოვა უდიდეს გულმოწყალებას ავლენს დავითის მიმართ, მაგრამ ცოდვის შედეგებს მაინც ვერსად წაუვა. მისი და ბათშებას შვილი იღუპება და წლების მანძილზე მის ოჯახში პრობლემები არ ილევა, იქნება ეს ძალადობა, ღალატი თუ სხვა.

თავსდატეხილი არაერთი უბედურების მიუხედავად დავითი ღვთის ერთგული დარჩა. მან ფსალმუნებიც დაწერა, საიდანაც ჩანს, როგორ წუხდა ჩადენილი ცოდვების გამო და როგორი მადლიერი იყო, რომ იეჰოვა ასეთი გულმოწყალე ღმერთია (ფსალმუნები 32 და 51). დავითმა კვლავ აღიდგინა იეჰოვასთან უწინდელი მეგობრობა და ნათანის რჩევებსაც მთელი ცხოვრება ითვალისწინებდა. ის სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იეჰოვას ერთგული იყო (1 მეფ. 9:4). ნათანი ნამდვილად ბედნიერი იქნებოდა, რომ მოიკრიბა გამბედაობა და შეაგონა გზასამცდარი მეფე!

წაიკითხეთ:

  • 2 სამუელი 11:1–12:18

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა ნათანის გაბედულება?

გამოიკვლიეთ

  1. 1) ნათანი ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი იყო, თუმცა მისი პირადი ცხოვრებისა და წარმომავლობის შესახებ არაფერი ვიცით. რაზე მეტყველებს ეს ფაქტი? (w12 2/15 25 ¶2, 3)

  2. 2) რატომ მსახურობდა დავითის ჯარში ურია ხეთელი, რომელიც უცხოტომელი იყო? (w24.04 31)

  3. 3) როგორ შესრულდა ნათანის მიერ დავითისთვის ნაწინასწარმეტყველები, რომ ოჯახში ბევრი უბედურება დაატყდებოდა? (it „დავითი“ ¶29)

  4. 4) საიდან გამოჩნდა ნათანის გაბედულება დავითის მეფობის ბოლო წლებში? (w12 2/15 25 ¶1) სურათი 1

    ნათანი მუხლმოყრილია მეფის წინაშე, რომელიც ლოგინადაა ჩავარდნილი. დავითის საწოლთან აბიშაგი დგას წყლით სავსე დოქით ხელში.

    სურათი 1

რას სწავლობთ

  • როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ნათანს, თუ ჩვენი მეგობარი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს?

  • როგორ შეგვიძლია ნათანის მსგავსი მიდგომა გამოვიყენოთ მაშინ, როცა ვინმეს რაიმე სახის დახმარება გვინდა აღმოვუჩინოთ? სურათი 2

    ფოტოკოლაჟზე ნაჩვენებია, რას აკეთებს დედა, რომ შვილს დახმარება აღმოუჩინოს: 1) გულმხურვალედ ლოცულობს განმარტოებით; 2) ყურადღებით უსმენს ქალიშვილს, რომელიც გულს უშლის.

    სურათი 2

  • კიდევ რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ ნათანს გაბედულებაში?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ ნათანს?

გაიგეთ მეტი

ნახეთ, როგორ დააზარალა დავითის საქციელმა როგორც თავად მეფე, ისე მისი მეგობრები და ოჯახი და როგორ ატკინა გული იეჰოვას.

„რა ახასიათებს სიყვარულს? – „თავისას არ ეძებს“ (1:13)

გაიგეთ, რატომ გაამართლა ნათანის მიდგომამ.

„მან თავმდაბლურად მიიღო შეგონება“ (ბიბლიის შესასწავლი სავარჯიშოები)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება